Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/18/20 in all areas

  1. Cyberpunk 2077 საინტერესო ფაქტები და წინარე ისტორიები Cyberpunk 2.0.2.0. ''კლასიკური როლფლეინგ თამაში ბნელ მომავალზე'' იყო პოპულარული ეგრედწოდებული ''კალმით ქაღალდზე'' ინტერაქცუილი RPG სერიის Cyberpunk მეორე გამოცემა. თამაში შეიქმნა მაიკ პონდსმიტის მიერ და შემდეგ იყო განახლებული ორიგინალი Cyberpunk 2013 შინაარსობრივ კანონებზე მის მიერვე. მეორე გამოცემა იყო დასათაურებული უკვე 2020-ით და ასახავდა განახლებულ სამყაროს ამავე წლის შესახებ და წარმოდგენილი იყო სამაგიდო თამაშის მსგავსი სახით. cyberpunk 2020 მინი კომიქსის მსგავსი სკეჩბუქებით და სათავგადასავლო ისტორიებით მრავალ განშტოებად გაიშალა, ამათგან ერთ-ერთი Firestorm სერია მოგვითხრობდა 2022 წლის და მეოთხე კორპორაციული ომის შესახებ. 2005 წელს გამოვიდა cyberpunk V3.0 ხოლო უკვე 2013 წელს დაანონსდა ვიდეო თამაში, რომელიც ოფიციალურად გააგრძელებდა ისტორიის ხაზს, პროექტს სათავეში ედგა პოლონური გეიმდეველოპერი კომპანია CD projekt red. ღამის ქალაქის (Night City) წარმოშობა night city - ქალაქს სადაც ყველას უნდა ცხოვრება, სადაც მეგა კორპორაციები სრულ მონოპოლიას ფლობენ და ქუჩებს საშიში გენგ/დაჯგუფებები აკონტროლებენ, თავის წარმოშობის ისტორიაც აქვს. ყველაფერი დაიწყო ერთი ამბიციური კაცის სურვილით, მას ქონდა ოცნება რომლის რეალობაში ხილვას, რთული წარმოსადგენი იყო თუ ოდესმე მოესწრებოდა. 1994 წელი ქალაქის ისტორიის დასაწყისია. ეს კი ადამიანი სახელად რიჩარდ ნაითი ( Richard night ) ბიზნესმენი და თანამედროვე ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურაში ჩახედული პიროვნება, რომელსაც ქონდა სურვილი დაეარსებინა სუპერგანვითარებული ქალაქი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში არსად მოიძებნებოდა. 1990-ში მან დაარსა საკუთარი ჰოლდინგი რომელიც ემსახურებოდა ქალაქის მშენებლობისა და არქიტექტურული კეთილმოწყობისთვის განკუთვნილი იდეების შექმნას, იმ დროისთვის, შეერთებულ შტატებსა და ზოგადად მსოფლიოში შექმნილი რთული სიტუაციების გამო (ნაომარი და გაუბედურებული ტერიტორიების არსებობა), მთავრობები კონტროლს კარგავდნენ ხელისუფლებაზე, რის შედეგადაც უმსხვილესი მეგაკორპორაციები ახერხებდნენ სიცარიელის შევსებას და ძალაუფლების დიდი ნაწილის მოპოვებას. ნაითის გეგმას, შეექმნა უდიდესი ქალაქი, ჭირდებოდა კაპიტალი და მხარდაჭერა რომელიც, ზუსტად კონკრეტულ მომენტში გაუმართლა და ხვდა წილად. 1992 წელს ARASAKA, EBM(euro business machines corp.) და PETROCHEM მაგნატებმა დააფინანსეს ნაითის წამოწყება. ტერიტორიულად ქალაქი გაშენდა კალიფორნიის შტატში 1993 წელს და მას კორონადო სითი ეწოდა. დროთა განმავლობაში, ქალაქის მშენებლობაში ჩართული ორგანიზაციები გაკოტრდნენ და მოუწიათ მაფიის კლანებთან ფინანსური თანამშრომლური ურთიერთობების დამყარება, საქმე იქამდე მივიდა რომ ნაითის ხელშეუხებლობა ბევრ მათგანს არ მოსწონდა, მას რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებდნე და საბოლოოდ 1998 წლის 20 სექტემბერს ნაითი საკუთარ პენტჰაუსში მოკლეს. კორონადო სითის კი მის საპატივცემულოდ Night City ეწოდა. მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, მაფიის კლანებსა და ნაით სითის წილის მფლობელ მეგაკორპორაციებს შორის უთანხმოებებს მასშტაბური სახე მიეცა, ამ ყველაფერს კი კორპორაციებმა არ დაუთმეს დიდი ყურადღება და 2005 წელს დაიკიდეს ქალაქის ბედი და მომავალი, რასაც ძალიან მალე სრული ანარქია მოყვა, ძალადობა და სისასტიკე ნაით სითის ყოველდღიურობად იქცა, ამ ეპოქას Dark Age ეწოდა. ეს გრძელდებოდა 2009 წლამდე, სანამ კორპორაციების თამაშში დაბრუნების აუცილებლობა არ გახდა საჭირო. მაგალითად, არასაკამ ალესილი კბილები გამოაჩინა და მაღალი კლასის, სუპერ აღჭურვილობით შეიარაღებული სამხედრო დანაყოფები პირდაპირ ქუჩებში გაუშვა კონტროლის დასამყარებლად, რამაც შედეგი გამოიღო და კლანები ცოტა შეაშინა, აიძულა უკან დაეხიათ. საბედნიეროდ, მომავალი რვა წლის განმავლობაში, ქალაქში სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა და ნაით სითის დამაარსებლის სურვილი თითქმის ბოლომდე ახდა, ქალაქი ნამდვილ მეგაპოლისად იქცა, მრავალეთნიკური მოსახლეობით, მაღალგანვითარებული სუპერტქნოლოგიებით, თუმცა მაფიის კლანები და დაუმორჩილებელი დამნაშავეები მაინც დარჩნენ ქალაქის ცხოვრების შემადგენელ ნაწილად. ეს ყველაფერი კი იმ საშინელ დღემდე...თუ ბი ქონთინუედ! თემა გადმოთარგმნილია ოფიციალური წყაროებიდან
    5 points
  2. ფორუმზეც დავდე და აქაც დავდებ გამოგადგებათ ეს ინფო. ძაან მაგარი ვერსიები გავაძრე. აი ამ საიტზე https://oprekin.com/ ესენი Super Light ვერსიებია 1809 Enterprise LTSC და 1903 Pro კიდევ არის სხვა ვერსიები უფრო დიდებიც, ვისაც დაგაინტერესებთ გადახედეთ. ეს კი ვირტუალში როგორ გამოიყურება ეგ 1809 Enterprise LTSC Tiny 7-თან შედარებით. ლოლ საინსტალაციო 1809-ს მარტო 993 MB-ა და იმ მეორე 1903-ს 1 GB ეს კი ეგ დაყენებული სისტემების image-ები რამდენს იკავებენ ასე შემცირებულიც კი 10 მაინც 2-ჯერ მეტ რესურსებს მოითხოვს. 2-ჯერ მეტ ადგილს და 2-ჯერ მეტ RAM-ს იყენებს მაგ 7-თან შედარებით და ლამის 2-ჯერ მეტი სერვისებიც აქვს, თუმცა სტანდარტულ 10-ს მილიონჯერ ჯობია ეს. ყოველ update-ზე იმდენი ბაგები აქვს და იმდენ ინფოს ვკითხულობ ხოლმე ნეტში რომ ხალხი როგორ იყენებს მიკვირს. თუმცა ეს შემცირებული ვერსია კი იქნება სტაბილური.
    2 points
  3. ხვალ ღამის 9 საათზე მეხუთე ონლაინ პრეზენტაცია იქნება Night City Wire-ის. წინა 4 ეპიზოდები 25 წუთიანები იყო მხოლოდ, ეს კიდე ყველაზე დიდ ხნიანი იქნებაო https://www.playground.ru/cyberpunk_2077/news/pyatyj_vypusk_night_city_wire_sostoitsya_v_sleduyuschij_chetverg-1076097
    1 point
  4. მერე ინტელს ვინღა გაუსაღებს ახალ პროცესორებს, ან სხვა გიგანტებს თავიანთ პროდუქციას
    1 point
  5. ზუსტად ''ოქროს სიტყვებია'' გეთანხმები 100% ით, დღეს ყველა გეიმერობს და ვითომ მაგარი კომპეტენტური გონია თავი მაგ სფეროში და ბევრ უმაგრეს თამაშზე ისეთი ტუტუცობები დაუწერიათ რო რავი, ეგრე უმინოსო თამაში არ არსებობს მემგონი მაგრამ რაღაცა კვეცხობა არგუმენტებს რო მოთხრიან ხოლმე ნერვი მეშლება/ თან მეცოდებიან ეგრე Witcher 3 საც ააქ რაღაც პატარ-პატარა მინუსები მაგრამ ჩემთვის უსაყვარლესი თამაშია, გეიმინგ სამყაროში ერთ-ერთი ოქროს ასოებით ჩაწერილი თამაშია შედევრებს შორის. და სანამ მე თვითონ არ ვნახავ ხოლმე კონკრეტულ იგრას ძირ-ფესვიანად რა არი და როგორია სხვისი რივიუ/აზრები სულ არ მაინტერესებს.
    1 point
  6. არაფერში მჭირდება ეგ ძველი, ახალიც მშვენიერ ფორმაშია ჩემნაირზეც კი, უფრო ძლიერ სისტემებზე ხომ აღარაფერს ვიძახი, ბოლო ფიშკებით მირჩევნია მეყენოს და დრაივერებით ვიდრე ძველი და უკვე აღარაფერი რომ აღარ ვნითარდება და ზოგი რაღაცის საპორტი არცა აქვს, მიყენია 2009 და არ მაწუხებს დიდათ, ბაგები ქონდა თავიდან მაგრამ არაფერი ისეთი,ეხლა ველოდები 2103, მანდ WDDM 2.9 და direct compute boost ექნებაო კიდე, bloatware რაც შეეხება, მთავარი bloatware მეტრო აპები ვინდოუს სტორიდან, მაგრამ მაგის წაშლა ადვილათ შეიძლება და აპდეიტებს მაინც აყენებს მაგის შემდეგ, Defender ყველაფერი გამორთულია და არაფერს აკეთებს დიდათ, მარტო ამოწმებს რომ KIS 2021 მუშაობს და აყენია სისტემაში ანტივირი და კასპერსკის ფაერვოლი, ლაგებს ეგ არ იწვევს, რაც შეეხება დამატებით სლუჟბებს შეგიძლია გამორთო კიდე 10-15 სლუჟბაბდე, შეგიძლია აუტოზე დატოვო, მე რამე დიდი სხვაობა ვერ დავინახე, ოდნავ შეიძლება შემცირდეს ლოადინგ ტაიმსები და ხანდახან ნაგრუზკა პროცესორზე, პერფორმანს რაც შეეხება მაგ ბოლო ბილდის, არაფერი შენელებები და ტორმუზები მე არ შემიმჩნევია, დაჟე ვიტყოდი რომ საკმაოთ სწრაფიცაა ბრაუზინგი იქნება (opera gx მიყენია ეხლა) თუ სხვა რაღაცეები, მიყენია სპექტრ-მელტდაუნის ბოლო აპდეიტიც 28 რევიზიის მიკროკოდით, ერთადერთი რეალურ ლაგებს რასაც იწვევს არის გეიმ მოდი (ჯობია nlite ამოაცალო ისოდან საერთოდ) და defender-ში სხვადასხვა ტიპის დაცვები, რომლებიც ყველაფერი უნდა გამოურთო გლატკათ რომ შეუბეროს ან მითუმეტეს სხვა ანტივირუსს თუ იყენებ მაგის მაგივრათ, იდეალურამდე შეიძლება ბევრი უკლია მაგ ბოლო ბილდს, მაგრამ არც ეგეთი ცუდია რომ ძველზე გადასვლა მომინდეს ან შავ სპისოკში შევიტანო ბლუ სკრინების და სხვა სერიოზული პრობლემების გამო
    1 point
  7. გააჩნია სისტემას და სად, ზოგან შეიძლება მოუმატოს მცირე დოზებში წარმადობა
    1 point
  8. მინიმუმ ვიტჩერის დონის და ხარისხის რო იქნება, ეგ მგონი სათუო აღარაა. ახლა მთავარი უკვე ოპტიმიზაცია და თამაშის შიდა სისტემის გამართულობაა შეფასებებზე რო მიდგება საქმე, ზოგმა ვიგინდარამ შეიძლება მარტო იმის გამო მიარჭოს 0, რო თამაშიდან გამოაგდო, ან ფპს ქონდა არასტაბილური ან რავიცი კიდე, მილიონი ნიუანსია. ეგრე არ მოიქცნენ rdr 2-ზე?! მე პირადად კი ძაან მაგრად მკიდია ეგ მაგათი შეფასებები, პროსტა გულდასაწყვეტია როცა შედევრს და მაღალი დონის იგრას სირობას უწერენ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.