Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5871


  2. GIVI-1990

    GIVI-1990

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      3423


  3. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      10883


  4. Uchia

    Uchia

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      547


Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/21/20 in Posts

  1. DISM /Online /Enable-Feature /FeatureName:NetFx3 /All cmd დან იჩალიჩო უნდ აეს კიდე თუ არ გამოვა DISM /Image:C:\test\offline /Enable-Feature /FeatureName:NetFx3 /All /LimitAccess /Source:D:\sources\sxs აქ ლოკაცია ჩაასწორო უნდა იღონდ მიხვდები
    1 point
  2. არ ვიცი რაღაც სპეციფიკურ ვერსიას ითხოვს თამაში შეიძლება, მანდ კი ეგ აღარაა
    1 point
  3. საშიში იმ პონტშია უფრო რომ შეიძლება ერთი ილეთით დაგაგდოს და დაგბრიდოს
    1 point
  4. 2018 წლის გაზაფხულზე ინტერნეტში აქტიურად განიხილებოდა სმარტფონი Xiaomi Mi 7. ბაზარზე იგი გამოვიდა, როგორც Xiaomi Mi 8, ნუმერაციის ცვლილება კი მიეძღვნა ჩინური კომპანიის 8 წლის იუბილეს. სმარტფონის ანონსი შედგა მაისის ბოლოს, მასზე ერთი კვირით ადრე კი HTC-მ გამოუშვა ფლაგმანი U12 Plus, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა იყო გამჭვირვალე უკანა პანელი. Xiaomi-მ გადაწყვიტა პასუხი გაეცა კონკურენტისთვის და წარადგინა მოდელი Mi 8 Explorer Edition. HTC U12 Plus გაყიდვების დაწყებამდე სმარტფონს „ჰქონდა“ გამჭვირვალე უკანა პანელი, თუმცა როგორც კი იგი ენთუზიასტების ხელში მოხვდა, დადგინდა, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition-ის პანელს მიღმა არ ჩანდა შიდა კომპონენტები - წარმოდგენილი იყო მხოლოდ სტიკერი. Xiaomi Mi 8 Explorer Edition 2019 წელს Xiaomi-მ დააანონსა მოდელი Mi 9 Transparent Edition და ამ შემთხვევაში თავიდანვე ითქვა, რომ სმარტფონის უკანა მხარეს ამშვენებდა შიდა მაკომპლექტებლების მაკეტი. გასულ თვეში წარდგენილ იქნა ახალი თაობის ფლაგმანები Mi 10 და Mi 10 Pro. ამჯერად კომპანია Xiaomi-მ გადაწყვიტა არ გამოეშვა გამჭვირვალე ვერსია, თუმცა კომპანია ასეთ მოდელს მალე დაამატებს თავის ასორტიმენტში. Xiaomi Mi 9 Transparent Edition ინტერნეტში გამოქვეყნდა სმარტფონ Xiaomi Mi 10 Explorer Edition-ის პირველი რეალური ფოტოები. ფოტოებიდან რთულია დავასკვნათ, არის თუ არა ამ სმარტფონის უკანა მხარე რეალურად გამჭვირვალე. ძირითადი კამერის მოდულებს შორის ავტოფოკუსის ლაზერული დამხმარის არარსებობა კი იმას ნიშნავს, რომ Explorer Edition-ს საფუძვლად უდევს Xiaomi Mi 10 და არა Xiaomi Mi 10 Pro. ტექნიკური მახასიათებლების, ფასისა და ანონსის თარიღის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. თუმცა დასაშვებია იმედი, რომ სმარტფონს “ჩვეულებრივ“ ფლაგმანთან შედარებით გაუმჯობესებული პარამეტრები ექნება - სულ მცირე გაზრდილი ოპერატიული და ინტეგრირებული მეხსიერება. შეგახსენებთ, რომ Xiaomi Mi 8 Explorer Edition მოდელ Mi 8-სგან განსხვავდება დიდი მოცულობის მეხსიერებით, დისპლეიზე ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორითა და სახის ამომცნობი სამგანზომილებიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Xiaomi Mi 9 Transparent Edition სტანდარტული მოდელისგან განსხვავდება ძირითადი კამერის მთავარი მოდულის გაუმჯობესებული ოპტიკით. რა თქმა უნდა „გამჭვირვალე“ მოდელები გაცილებით ძვირადღირებულია. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34446/opublikovany-kachestvennye-realnye-fotografii-xiaomi-mi-10-explorer-edition
    1 point
  5. კომპანია Xiaomi-მ დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark, სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro. სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი. სენსორის ფენის სკანირების სიჩქარეა 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელს შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე. უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით. გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს. კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის. 8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34208/xiaomi-black-shark-3-pro-predstavlen-oficialno-snapdragon-865-7-1-displej-akb-na-5000-mach-i-cena-ot-675-dollarov
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.