კომპანია Xiaomi-მ დააანონსა მორიგი ფლაგმანური სმარტფონი: მესამე თაობის Black Shark,
სახელწოდებით - Xiaomi Black Shark 3 Pro.
სმარტფონის ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია Super AMOLED დისპლეი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. სმარტფონის პარამეტრები 2020 წლის მდგომარეობასთან შედარებით საკმაოდ უჩვეულოა: Xiaomi Black Shark 3 Pro-ს დიაგონალი 7.1-დუიმიანია, ეკრანის გაფართოება გახლავთ Quad HD+, კადრის განახლების სიხშირე კი - 90 ჰერცი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სმარტფონი პირველია კომპანიის ასორტიმენტში, რომელიც 2K პანელითაა წარმოდგენილი.
სენსორის ფენის სკანირების სიჩქარეა 270 ჰც, რაც დადებითად იმოქმედებს ონლაინ-შუთერებში და ხელს შეუშლის შეფერხებებს. დისპლეის აქვს HDR10+ მხარდაჭერა, არ აქვს ეკრანზე ჭრილი, რაც ბევრ მომხმარებელს გაახარებს. ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა განთავსებულია ეკრანის ზემოთ ჩარჩოზე.
უკანა პანელზე მოცემულია ძირითადი კამერა სამი მოდულით. მის კონფიგურაციაში შევიდა 64-მეგაპიქსელიანი სენსორი, 13-მეგაპიქსელიანი ფართოკუთხიანი მოდული და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა ფონის გაბუნდოვნებისთვის. სმარტფონს შეუძლია ჩაიწეროს ვიდეო Full HD გაფართოებით 60 კადრი/წმ სიხშირითა და 4K UHD გაფართოებით - 30 კადრი/წმ სიხშირით.
გეიმინგ სმარტფონის მთავარი კომპონენტია 7-ნანომეტრიანი ცალკრისტალიანი სისტემა Snapdragon 865 2.84 გჰც-მდე სიხშირითა და გრაფიკული ბირთვი Adreno 650-ით, რომლის სიხშირე 587 მეგაჰერცია. ჩიპსეტი წარმოდგენილია LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერებით, რომლის მოცულობაა 8 ან 12 გბ. მოდიფიკაციის მიუხედავად ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს შეადგენს.
კომპანიის განცხადებით სმარტფონის გაგრილების სისტემის ეფექტურობა ორჯერ მეტია წინა თაობის მოდელთან შედარებით. დამატებით შესაძლებელია ქულერის შეძენა, რომელიც 1 წუთში შეამცირებს ტემპერატურას 14 გრადუსით. სმარტფონის ბატარეის მოცულობა 5000 მა/სთ-ია, აქვს სადენიანი 65-ვატიანი და 18-ვატიანი მაგნიტური დამუხტვის მხარდაჭერა. სმარტფონი წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით, 5G მხარდაჭერით, ასევე აქვს USB-C პორტი, SmartPA გამაძლიერებელი, Wi-Fi 6 და სხვა უსადენო ინტერფეისები. მარჯვენა მხარეს განთავსებულია დამატებითი მექანიკური ღილაკები უფრო მოსახერხებელი გეიმინგ პროცესისთვის.
8 გბ ოპერატიული მეხსიერების მქონე Xiaomi Black Shark 3 Pro მოდიფიკაციის ფასი დაახლოებით 675 აშშ დოლარია, 12-გიგაბაიტიანი ვერსია კი მასზე 40 $-ით ძვირი ღირს. ზემოთხსენებული დამატებითი ქულერი კი 25 აშშ დოლარად გაიყიდება. სმარტფონის რეალიზაცია ჩინეთში 10 მარტიდან დაიწყება.
https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/34208/xiaomi-black-shark-3-pro-predstavlen-oficialno-snapdragon-865-7-1-displej-akb-na-5000-mach-i-cena-ot-675-dollarov