Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      22

    • Posts

      5887


  2. nseries430

    nseries430

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      7267


  3. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      103236


  4. MaKaSaRa

    MaKaSaRa

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      3634


Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/12/20 in Posts

  1. გასულ თვეში CES გამოფენაზე Sony-მ წარადგინა 2020 წლის ტელევიზორების ხაზი. ამჟამად კი კომპანიამ გაასაჯაროვა X800H და X950H სერიებში შემავალი გარკვეული მოდელების ფასი. ესენია 4K Ultra HD HDR მოდელები და აქვთ Android TV-ს მხარდაჭერა Sony X1 პროცესორის ბაზაზე. ცნობილია აგრეთვე X800H სერიის ტელევიზორების ღირებულება. ესენი გახლავთ LED ტელევიზორები და მუშაობენ Sony X1 4K პროცესორის ბაზაზე. მათში გამოყენებულია Triluminos დისპლეი და შესაძლებელია მათი დაკავშირება Google Assistant-თან. X800H სერიის ტელევიზორების ფასები ასეთია: • 85-დუიმიანი (84,6”) - 2 699,99 $; • 75-დუიმიანი (74,5”) - 1 799,99 $; • 65-დუიმიანი (64,5”) - 1 199,99 $; • 55-დუიმიანი (54,6”) - 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 749,99 %; • 43-დუიმიანი (42,5”) - 699,99 $. X950H სერიის ტელევიზორებში გამოყენებულია გრაფიკული პროცესორი Sony X1 Ultimate და ასევე Triluminos დისპლეი. გაეცანით ამ სერიის მოდელების ფასებს: • 85-დუიმიანი (84,6”) - 4 999,99 $; • 49-დუიმიანი (48,5”) - 1 199,99 $. X950H სერიაში შემავალი დანარჩენი მოდელების ფასი მოგვიანებით გახდება ცნობილი. Sony-მ უკვე დაიწყო ამ ტელევიზორებზე წინასწარი შეკვეთების მიღება ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე და ავტორიზებულ საცალო სავაჭრო ობიექტებში შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33574/sony-raskryla-ceny-na-televizory-2020-goda-4k-ultra-hd-hdr-model-43-stoit-vsego-700
    1 point
  2. დიდი ხანი არაა რაც 144 ჰერციან მონიტორზე გადავედი მაგრამ სასწაული სხვაობაა იგივე ბრაუზინგში როგორც მამუკამ თქვა. თამაშებში ხო საერთოდ ცა და დედამიწა. მე ვფიქრობ რომ 600 ლარი 2020-ში 60 ჰერციან მონიტორში არ უნდა მისცე. ნუ ხედვის კუთხე არის ნამდვილად პრობლემა IPSსთან შედარებით მაგრამ გვერდიდან რატო უნდა უყურო ისედაც? თან 23-27 ინჩი იმხელა არაა რომ შორს ჯდომა გჭირდებოდეს. მოიცა, ახლა შევნიშნე ამ სამსუნგს g-sync უწერია? რამე შეცდომაა? საღოლ ამას. ჩემი AOC ფრისინქიანია მაგრამ მუშაობს ნვიდიაზე. ეს რომ ადრე მენახა არ გამოვიწერდი არანაირად და ამას ვიყიდდი
    1 point
  3. კაია ეგეც ოღონდ ეგ 60 ჰერციანია შენ 27 ინჩიანი გინდა თუ 24 იანი? მე ისე 31.5 ინჩიანი მაქვს დიდი ეკრანი ასწორებს
    1 point
  4. https://ultra.ge/მონიტორები_და_ტელევიზორები/მონიტორები/Monitor: Samsung C24RG50FQI 23.5" FHD VA 144Ghz 4ms 3000:1 2xHDMI DP Black - LC24RG50FQIXCI აა ბოდიში, ალტაშიო გიწერია.
    1 point
  5. რავახარ გურამ? http://www.mbc.ge/ru?sitedoc=ProductView&t_productId=13589 https://allmarket.ge/product/33266/monitori-dell-p2419h-23_8_-fhd-1000_1-5ms-vga-hdmi-displayport-black-210-apwu_ge ამას გირჩევ მე
    1 point
  6. გამომცემლობა The Block-ის ანალიტიკოსი ლარი ჩერმაკი მივიდა დასკვნამდე, რომ პირველ კრიპტოვალუტასა და მის პოპულარულ ფორკებს - BCH-სა და BSV-ს - წლიური ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ სხვა კაპიტალიზირებულ აქტივებს შორის. Bitcoin-ის ინფლაციის ამჟამინდელი დონე 3,88%-ია, Ethereum-ის - 4.77%, რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლებია Ethereum Classic-ის მაჩვენებელთან შედარებით. მაისის ჰალვინგის შემდეგ Bitcoin-ის ინფლაციის დონე~1.8%-მდე შემცირდება. Zcash - ყველაზე ინფლაციური აქტივია ყველა იმ აქტივს შორის, რომლებიც ანალიზისთვის ხელმისაწვდომია CoinMetrics სერვისში. არ არის გამორიცხული, რომ წლიური მაჩვენებელი 47% მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ამ პრივატულობაზე ორიენტირებული კრიპტოვალუტის კურსზე. აქტივი ამჯამად ბაზრის კაპიტალიზაციის მხრივ 25-ე ადგილზეა, გასული წლის დასაწყისში Zcash მხოლოდ 42%-ით გაიზარდა. იმ დროისთვის Bitcoin-ის კურსმა აიწია 174%-ზე, Ethereum —91,55%-ზე, Bitcoin Cash და Bitcoin SV კი გაიზარდა 258% და 437%-ით, შესაბამისად. ამრიგად, ინფლაციის დონე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქტივის ფასზე საშუალო- და გრძელვადიან პერსპექტივაში. https://forklog.com/issledovatel-u-bitkoina-i-ego-forkov-samaya-nizkaya-inflyatsiya/
    1 point
  7. 27 ინჩიანებიდან ალბათ ეს სამსუნგი https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-curved-lc27f396fhixru.html 23 ეს ასუსი https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/asus-vz239he-w.html
    1 point
  8. გერმანული რესურსი 3Dcenter გვიზიარებს ინფორმაციას AMD-ის მზადებაში არსებული გრაფიკული გადაწყვეტილებების ანონსის შესახებ. როგორც წყარო ამტკიცებს, გამოთვლების აჩქარების სეგმენტში მოსალოდნელი სიახლე, სახელწოდებით Arcturus - წარდგენილი იქნება მიმდინარე წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში. მასში წარმოდგენილი იქნება მოდერნიზებული Vega არქიტექტურა მეორე თაობის 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესსა და HBM2 ტიპის მეხსიერებასთან ერთად. Arcturus-ის უკვე არსებული პროტოტიპები გარკვეული მონაცემების თანახმად აღჭურვილია 32 გბ მეხსიერებით, მათი TDP-ის დონე არ აღემატება 200 ვატს. Arcturus გამოყენებული იქნება მხოლოდ გამოთვლების აჩქარების სეგმენტში, გეიმინგ სეგმენტში კი გამოჩნდება „Big Navi” - გრაფიკული პროცესორი Navi 21 RDNA 2 არქიტექტურით, რომელიც წარმოებული იქნება TSMC-ის მეორე თაობის 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. ახალი პროდუქტი უზრუნველყოფს RayTracing-ს აპარატულ დონეზე, მეხსიერების მხრივ კი გამოყენებული იქნება GDDR6. Navi 21-ის ანონსი შედგება მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე. https://overclockers.ru/hardnews/show/101670/arcturus-i-navi-21-dve-glavnye-premery-amd-etogo-sezona
    1 point
  9. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საინტერესო ლეპტოპს - Compal Gemini. იგი მიეკუთვნება გეიმინგ დონის პორტატული კომპიუტერების კატეგორიას. მოწყობილობის მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია „გაფართოებადი“ ეკრანი, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზარდოს ეკრანის სასარგებლო სივრცე. სტანდარტულ რეჟიმში ლეპტოპის დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმის ტოლია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ძირითადი სექციის აწევა, ორი ეკრანი ერთად განთავსდება და ჯამში მივიღებთ 17.8-დუიმიან დისპლეის. ეკრანს მეტად წვრილი ჩარჩოები აქვს, თუმცა ხაზი, რომელიც ორ ეკრანს ერთმანეთისგან ჰყოფს, შესაძლოა ყველა მომხმარებელს არ მოეწონოს. ქვედა დამატებითი ეკრანის გამოყენება შესაძლებელია თამაშებში დამხმარე ინფორმაციის ასახვისთვის. ამგვარად, ზედა ეკრანი მთლიანად თამაშის პროცესშია ჩართული. გარდა ამისა, ასეთი კონსტრუქცია ამარტივებს რამდენიმე აპლიკაციაში ერთდროულად მუშაობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Compal Gemini-ს თაჩპედი განთავსებულია არა კლავიატურის ქვემოთ, არამედ მისგან მარჯვნივ. ასეა თუ ისე, ხსენებული ლეპტოპი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეპტუალურ მოწყობილობას წარმოადგენს. https://3dnews.ru/1003395
    1 point
  10. Bitcoin-ის ფასის 10 ათას აშშ დოლარამდე ასვლამ დიდი ყურადღება მიიპყრო - ამ ფსიქოლოგიური დონის გადალახვის შემდეგ ბევრი პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ პირველი კრიპტოვალუტა ზრდას გააგრძელებს. მაშ ასე, საინვესტიციო კომპანია Morgan Creek Digital-ის პარტნიორმა ენტონი პომპლიანომ განაცხადა, რომ კვლავ ელის 2021 წლისთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშშ დოლარამდე გაზრდას. მთავარი ფაქტორი, რომელიც ფასს ასეთი დონისკენ უბიძგებს, იქნება შეზღუდული ემისია გაზრდილ მოთხოვნასთან კომბინაციაში. იმის შესახებ, რომ მაისში მოსალოდნელი ჰალვინგი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება პირველი კრიპტოვალუტისთვის და ბევრად გაზრდის მის ფასს, პომპლიანომ ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში განაცხადა. BitMEX-ის აღმასრულებელი დირექტორი არტურ ჰეიესიც პოზიტიურადაა განწყობილი და მხოლოდ ერთ - აღმავალ მიმართულებას მოელის: „ნელი ტემპით, მაგრამ თავდაჯერებულად გავიმარჯვებთ რბოლაში. დასაწყისისთვის 20 ათას აშშ დოლარამდე ავალთ“ - დაწერა მან. ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა ვილი ვუმ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მიღწევის მიღმა დგას „ინვესტორების ფუნდამენტური აქტივობა“, რომელიც აძლიერებს ფასის მოძრაობას. ცნობილი Youtube-არხის წამყვანმა IvanOnTech-მა ყველას მიულოცა, ვინც ორწლიანი კრიპტო-ზამთარი გადაიტანა. hodlonaut ქომიუნითის წარმომადგენელმა კი მეტად თამამი განცხადება გააკეთა: „პროგნოზების დროა: ჩვენ ვეღარასდროს ვიხილავთ Bitcoin-ს 10 ათასდოლარიანი ნიშნულის ქვემოთ“. აღსრულდება თუ არა ეს პროგნოზი, დრო გვიჩვენებს. შეგახსენებთ, რომ 10 ათასდოლარიან წლიურ მაქსიმუმზე Bitcoin-ი გავიდა კვირას, 9 თებერვალს. https://forklog.com/podnimetsya-li-bitkoin-do-100-000-ili-chto-govoryat-predstaviteli-soobshhestva/
    1 point
  11. სავაჭრო ქსელების მონაცემებით გასული წლის დეკემბერში Intel-ისა და AMD-ის გაყიდვების მოცულობას შორის გარღვევა გაიზარდა. Intel-ის მხარეს დაფიქსირდა გაყიდული პროცესორების 82%, AMD კი წარმოდგენილი იყო 18%-იანი მაჩვენებლით. კომპანიის გულშემატკივრებს სჯერათ, რომ ლიზა სუს თავისი კომპანია გამარჯვებისკენ მიჰყავს და კონკურენცია Intel-ზე ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდება, თუმცა ამასთან დაკავშირებით დიდი ეჭვები არსებობს. Steam-ის ნოემბრის თვის სტატისტიკის მიხედვით Intel-ის მხარეს გეიმერების 79.5 % იყო, AMD-ს პროცესორებით კი გეიმერების 2.5-მა პროცენტმა ისარგებლა. ამჟამად კი, ხელმისაწვდომი გახდა იანვრის სტატისტიკა და ვნახოთ, რა შეიცვალა. Intel-ის წილი 79%-ია, AMD-ს კი 0.5%-ზე ოდნავ მეტი ხვდა წილად. ეს გახლავთ გლობალური სტატისტიკა ყველა ოპერაციულ სისტემაში. რაც შეეხება Windows-ის მომხმარებლებს, აქ ვითარება AMD-სთვის შედარებით უკეთესია: 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში Intel-ის წილი თითქმის 2%-ით შემცირდა. შესაბამისად, ამდენივეთი გაიზარდა AMD-ის წილი. შესაძლებელი იქნებოდა ამ ფაქტისთვის მცირე გამარჯვება გვეწოდებინა, თუმცა რეალურად 2%-იანი მატება მნიშვნელოვან ზრდას არ ნიშნავს. გეიმერები კვლავ მასიურად ყიდულობენ Intel-ის პროცესორებს და აიგნორებენ AMD-ს, მიუხედავად „წითლების“ ჩიპების მაღალი უნივერსალურობისა. ამ პრობლემას კომპანია ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33511/gejmery-prodolzhajut-otdavat-predpochtenie-processoram-intel-ignoriruya-proizvoditelnye-processory-amd
    1 point
  12. Netflix starts streaming over the AV1 codec to reduce data consumption https://www.guru3d.com/news-story/netflix-starts-streaming-over-the-av1-codec-to-reduce-data-consumption.html
    1 point
  13. AMD-იმ ლიდერობა მოიპოვა HEDT-პროცესორების ჯგუფში ახალი Ryzen Threadripper 3990X-ით. პროფესიონალმა ოვერქლოქერმა TSAIK-მა შეძლო 64-ვე ბირთვისა და 128 ნაკადის აჩქარება 5548,71 მეგაჰერც სიხშირემდე თხევადი აზოტის გამოყენებით. TSAIK-მა 3990X განათავსა MSI Creator TRX40 სისტემურ დაფაზე DDR4 ოპერატიული მეხსიერებით, 1866 მჰც სიხშირითა და 13-13-13-31 CL ტაიმინგით. ოვერქლოქერებს - "Splave" Golibersuch და SafeDisk-საც გამოუვიდათ Threadripper 3990X-ით რამდენიმე რეკორდის დამყარება. Splave-ს ამჟამად რეკორდები აქვს GPUPI-ზე, მრავალბირთვიან რეჟიმში Geekbench 3-და და Cinebench R20-ზე, მიღწეული შედეგები ასეთია: 5475,43 მჰც, 5 375 მჰც და 5 305,88 მჰც, შესაბამისად. აჩქარებისთვის ოვექლოქერმა გამოიყენა ASRock TRX40 Taichi დაფა. SafeDisk-ს ყველაზე მაღალი სიხშირეები აქვს მიღებული wPrime 1024m-სა და Cinebench R15-ზე, მისმა Threadripper 3990X-მა იმუშავა 5125 მეგაჰერცზე პირველ ტესტში და 5225 მჰც-ზე - უკანასკნელში. Threadripper 3990X-ს აქვს 288 მბ ქეშ-მეხსიერება (L2+L3), 128 PCIe 4.0 და 280-ვატიანი TDP, ასევე 2.9 გჰც სიხშირე 4.3 გჰც-მდე აჩქარების შესაძლებლობით. პროცესორი AMD Ryzen Threadripper 3990X ამჟამად ხელმისაწვდომია Newegg-ზე 4 ათას აშშ დოლარად. ჩიპის გამოყენება აგრეთვე შესაძლებელია TRX40 ჩიპსეტის მქონე, შედარებით ნაკლები ფასის მქონე სისტემურ დაფებზე. https://overclockers.ru/blog/Pris/show/33654/mirovye-rekordy-s-chastotoj-do-5-55-ggc-ustanovleny-s-amd-ryzen-threadripper-3990x-na-platah-msi-asrock-i-asus
    1 point
  14. კომპანია MSI-მ გამოუშვა პორტატული კომპიუტერი Limited Edition Rose Pink Prestige 14, რომელიც უპირველეს ყოვლისა განკუთვნილია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. მოწყობილობა ორიგინალურ, ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი. კომპლექტში შედის ლეპტოპის ჩანთა, მაუსი და გასაღებების ბრელოკი, რომლებიც ასევე ვარდისფერია. ლეპტოპი წარმადობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ფლობს. კერძოდ, მასში გამოყენებულია Intel Core i7-10710U პროცესორი, რომელიც ფუნქციონირებს LPDDR3-2133 DRAM სტანდარტის 16 გბ მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასთან ერთად. დისპლეის დიაგონალი 14 დუიმის ტოლია და აქვს 4K ან Full HD გაფართოება მოდიფიკაციის მიხედვით. მოწყობილობას აქვს 100%-იანი Adobe RGB ფერთა გამის მხარდაჭერა. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce GTX 1650. აღჭურვილობაში შედის 512 გბ მოცულობის SSD, Wi-Fi 6 და Bluetooth უსადენო კავშირების ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები და ვებ-კამერა ინფრაწითელი სენსორით. ინტერფეისებიდან ხელმისაწვდომია ორი Thunderbolt 3 კონექტორი, ორი პორტი USB Type-A, HDMI 2.0 და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი კონექტორი. მდედრობითი სქესისთვის განკუთვნილი MSI Limited Edition Rose Pink Prestige 14 ხელმისაწვდომია 1400 აშშ დოლარად. https://3dnews.ru/1003237
    1 point
  15. გეიმერები უკვე დიდი ხანია ელოდებიან AMD-ის ფლაგმანური ვიდეო ბარათის გამოსვლას. გარკვეული დროის წინ ინტერნეტში გამოჩნდა უცნობი ბარათი Radeon 5950 XT, რომლის წარმადობის დონე 17,5 TFLOP იყო. ოპტიმისტური პროგნოზების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა და დღემდე მოარულ ხმად რჩება. პარალელურად კი ავტორიტეტული ქსელური წყარო აცხადებს, რომ Big Navi-ს ანონსი უკვე მოახლოვდა. Wccftech-ის ექსპერტების ინფორმაციით ფლაგმანური ბარათის ანონსი შედგება 2020 წლის 5 მარტს ფინანსური ანალიზის დღეს. აგრეთვე მოხდება RDNA 2.0 არქიტექტურის წარდგენაც, რომელიც საფუძვლად დაედება ახალ ფლაგმანურ ჩიპს და ასევე გახდება მომავალი თაობის Sony PlayStation 5 და Microsoft Xbox გეიმინგ კონსოლების შემადგენელი ნაწილი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდება რეალურად მძლავრი და ენერგოეფექტური ბარათის შექმნა. თუკი ეს ინფორმაცია ნამდვილად შეესაბამება რეალობას, გამოდის, რომ AMD რამდენიმე თვით დაასწრებს Nvidia-ს: მომდევნო თაობის NVIDIA Ampere ვიდეო ბარათების ანონსი უნდა შედგეს Сomputex-ზე, რომელიც მიმდინარე წლის 6 ივნისს გაიმართება. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33670/samaya-bystraya-videokarta-amd-big-navi-poluchila-datu-anonsa
    1 point
  16. კვირას, 9 თებერვალს, პირველმა კრიპტოვალუტამ ახალი წლიური მაქსიმუმი დააფიქსირა და გადააჭარბა 10 ათასდოლარიან ზღვარს. ბოლოს ამ დონეზე Bitcoin-ი იყიდებოდა სამი თვის წინ - 2019 წლის ოქტომბერში. ბირჟა Bitstamp-ზე სტატიის წერის მომენტში Bitcoin-ი 10 138 აშშ დოლარზე იყო, BTC-ის ბაზრის კაპიტალიზაციის მაჩვენებელმა 182 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება ციფრული აქტივების ვრცელ ბაზარზეც, რომელთა კაპიტალიზაციის ერთობლივი მაჩვენებელი 286 მლრდ აშშ დოლარს ზემოთაა. კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის ფასმა გადააჭრბა 227 აშშ დოლარს, Bitcoin Cash 454 აშშ დოლარად იყიდება, Litecoin-ის ფასი კი 77 აშშ დოლარამდე გაიზარდა. CoinMarketCap-ის ათეულში ლიდერი გახდა Bitcoin SV - ბოლო 24 საათის განმავლობაში მისი ფასი 18.5 %-ით გაიზარდა და შეადგინა 360 აშშ დოლარი. https://forklog.com/tsena-bitkoina-vpervye-v-2020-godu-vzletela-vyshe-10-000/
    1 point
  17. 2018 წლის აპრილში Jim Keller შეუერთდა Intel-ის გუნდს, რათა ეხელმძღვანელა პროცესორების არქიტექტურაზე მიმდინარე საქმიანობისთვის. მცირე ხნის წინანდელ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ისურვებდა, Intel-მა შეძლოს ყოველ ხუთ წელში შეიმუშავოს სრულიად ახალი არქიტექტურა, თუმცა ეს მოვლენა ამჟამად მხოლოდ ათწლეულში ერთხელ ხდება. Intel-მა ბაზარზე უკვე გამოიტანა Ice Lake პროცესორები Sunny Cove მიკროარქიტექტურით, წლის ბოლომდე ასევე გამოვა Tiger Lake სერიის პროცესორები Willow Cove მიკროარქიტექტურითა და მნიშვნელოვნად შეცვლილი ქეშ-მეხსიერებით, თუმცა ნაკლებად სარწმუნოა, რომ ჯიმ კელერის სურვილი გავლენას იქონიებს Golden Cove არქიტექტურის ვადაზე ადრე გამოსვლაზე: მისი გამოშვება კომპანიას დაგეგმილი აქვს 2021 წლისთვის ან უფრო გვიან პერიოდში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რადიკალურად ახალი არქიტექტურის შექმნა კელერს და მის გუნდს 2023 წელზე ადრე ვერ გამოუვა. კელერმა განაცხადა, რომ თანამედროვე რეალობაში საჭიროა ყოველ სამ წელიწადში ახალი არქიტექტურის წარდგენა, თუმცა იდეალურ შემთხვევაში ყოველ ხუთ წელში მისი ნულიდან შექმნაა საჭირო. ამჟამად ასეთი განახლებები ათ წელიწადში ერთხელ ხდება, ჯიმ კელერი კი მზად არის არსებული ვითარება შეცვალოს. ცვლილებებს არნახული ძალისხმევა დასჭირდება. საჭირო გახდება მარკეტინგული სტრუქტურების წინაღობის გადალახვა, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მოკლევადიან შედეგებზე, თუმცა დიდად არ არიან მზად მსხვერპლი გაიღონ შორეული მიზნების მიღწევისთვის. კელერის თქმით, ბევრ შემთხვევაში სჯობს „გრძელვადიანი ფსონი“ დადოთ და მოკლევადიან პერსპექტივაში რაიმე გაწიროთ. ბევრი კომპანიის ისტორია მიგვითითებს, რომ მსგავსი მიდგომა გამართლებულია. სპეციალისტების ორი პარალელური გუნდის მიერ ბაზარზე გამომავალ არქიტექტურათა განვითარება საშუალებას იძლევა მოხდეს ჩავარდნების ნიველირება რადიკალურად განახლებული პროდუქტების გამოსვლის პერიოდებს შორის. https://3dnews.ru/1003264
    1 point
  18. პირველმა კრიპტოვალუტამ განაახლა 2020 წლის ახალი საფასო მაქსიმუმი და შეეხო 9775 აშშ დოლარიან ნიშნულს (Bitstamp). ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია კი 275 მლრდ აშშ დოლარს მიუახლოვდა - დონეს, რომელიც ბოლოს დაფიქსირდა 2019 წლის აგვისტოში. თანმდევი კორელაციის მიუხედავად, პირველი კრიპტოვალუტა 6 თებერვლამდე 9650 აშშ დოლარს ზემოთ რჩებოდა და გავლენას ახდენდა მთელი ბაზრის მდგომარეობაზე. Altcoin-ებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტამ - Ethereum-მა: გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული მისმა ფასმა პირველად გადალახა ფსიქოლოგიური 200 აშშ დოლარიანი დონე. სტატიის წერის მომენტში ETH-ის ფასი დაახლოებით 207.77 აშშ დოლარი იყო. ბოლო დღეებში დაფიქსირებული ზრდის მიხედვით ბაზრის სხვა ლიდერების მაჩვენებლები ამგვარია: Bitcoin Cash (გადააჭარბა 440 აშშ დოლარს), Bitcoin SV (300 $), Ethereum Classic (13,00$) და Tezos (2,18 $). Bitcoin-ის წინა მაქსიმუმი აღინიშნა 3 თებერვალს და მიაღწია 9615 აშშ დოლარს. 4 თებერვალს Bitstamp-ზე მისი ფასი 9062 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა, თუმცა დათვური განწყობა ხანგრძლივი არ ყოფილა - მოკლე დროში ბაზარმა კვლავ აღმასვლა დაიწყო და ბევრი ანალიტიკოსი აალაპარაკა იმაზე, ხომ არ ბრუნდება Altcoin-ების სეზონი. ასეთ მტკიცებებთან უფრო ფრთხილად ყოფნაა საჭირო, თუმცა Bitcoin-თან მიმართებაში ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ამჟამად უკვე შესაძლებელია ხარულ განწყობაზე საუბარი. ცნობილმა ტრეიდერმა ჯოშ რეიჯერმა დაწერა, რომ ბევრი კვლავ ვერ ხვდება რა მოხდა - მისი თქმით საერთო ტრენდი ახლა ოფიციალურად შეიცვალა. ახალი სიმაღლეებისკენ შემობრუნებას ამტიცებს ისიც, რომ Bitcoin-მა გადააჭარბა 9550 აშშ დოლარიან ნიშნულს.  შეგახასენებთ, რომ ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ოპტიმისტურადაა განწყობილი 2020 წლის მანძილზე Bitcoin-ის მომავალთან დაკავშირებით და ვარაუდობს მის ზრდას თითქმის 200 %-ით უახლოესი ექვსი თვის მანძილზე. https://forklog.com/sezon-altkoinov-vozvrashhaetsya-ethereum-probil-200-bitkoin-ustremilsya-k-10-000/
    1 point
  19. გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სმარტფონების მწარმოებელი პოპულარული ჩინური კომპანიები - Huawei, Oppo, Vivo და Xiaomi აერთიანებენ ძალებს და აპირებენ შექმნან აპლიკაციების მარკეტი. ამ მიზნის მისაღწევად მათ შექმნეს გუნდი, სახელწოდებით Global Developer Service Alliance (GDSA). ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა მსგავს მარკეტში, მასშიც ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაციები, თამაშები, მუსიკა და კინო. კომპანია Canalys-ის მობილური ქვეგანყოფილების ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლ პენგმა განაცხადა, რომ ეს კომპანიები გეგმავენ გამოიყენონ თავიანთი უპირატესობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. Xiaomi-ს პოზიციები ძლიერია ინდოეთში, Vivo და Oppo კარგად წარმოაჩენენ თავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, Huawei კი - ევროპაში. ამის ხარჯზე GDSA აპირებს მარკეტი ხელმისაწვდომი გახადოს მოლიონობით მომხმარებლისთვის და გახდეს Google Play-ს კონკურენტი. ასეთი სახით ჩინური კომპანიაები ცდილობენ თავი დაიცვან Google-ის სერვისებზე წვდომის დაკარგვის ალბათობისგან, რაც საკუთარ თავზე გამოსცადა Huawei-მ. Oppo, Vivo და Xiaomi ჯერჯერობით ასეთი პრობლემის წინაშე არ დამდგარან, თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის პირობებში გამორიცხული არაფერია. აპლიკაციების მარკეტი კარგი გადაწყვეტილებაა ისეთი შემთხვევისთვის, თუკი აშშ-ის შავ სიაში Huawei-ს გარდა სხვა კომპანიებიც შევლენ. კომპანიები ეცდებიან ანტრეპრენერები მიიზიდონ აპლიკაციების პოვნის მარტივი პროცესით. Google-ის მარკეტში მილიონობით პროგრამაა და კონკრეტული აპლიკაციის პოვნა არც ისე ადვილია. ბუნებრივია, შემოსავალიც უმნიშვნელოვანესია: Google ამჟამად შემოსავლის 30 %-ს იღებს აპლიკაციების, ფილმებისა და წიგნების გაყიდვით. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/33619/huawei-oppo-vivo-i-xiaomi-planirujut-sozdat-sobstvennyj-magazin-prilozhenij
    1 point
  20. კომპანია Micron-მა განაცხადა, რომ სმარტფონებისთვის განკუთვნილი LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების პირველი ნაკადი მასობრივ წარმოებაშია და უკვე მიეწოდება მომხმარებლებს. ახალი ჩიპები ბევრად სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე LPDDR4x. Micron-ის LPDDR5 მეხსიერება ხელმისაწვდომია 6,8 და 12 გიგაბაიტიან ვერსიებად და გვთავაზობს 5,5 გბიტ/წმ და 6,4 გბიტ/წმ სიჩქარეს კონტაქტზე. ბოლო მაჩვენებელი 50 %-ით მაღალია ყველაზე სწრაფ LPDDR4x ჩიპების მაჩვენებელზე (4266 მბიტ/წმ კონტაქტზე). Micron აგრეთვე გვაცნობებს, რომ 20 %-ით არის შემცირებული ენერგომოხმარება LPDDR4x ჩიპებთან შედარებით. კომპანია გვპირდება, რომ მალე შემოგვთავაზებს მრავალჩიპიან შეფუთვებს, სადაც გაერთიანებული იქნება LPDDR5 კრისტალები და სწრაფი UFS მოდულები ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე - ეს პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და, როგორც ჩანს, ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს დაზოგონ არა მხოლოდ რესურსები, არამედ სმარტფონების შიდა სივრცეც. LPDDR5 ჩიპები უპირველეს ყოვლისა მიმდინარე წლის ფლაგმანურ სმარტფონებში იქნება გამოყენებული. თუმცა Micron-ის სამიზნეა ასევე საავტომობილო ელექტრონიკა და ქსელური აღჭურვილობა - 5G ქსელისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გავრცელება ახდენს უფრო სწრაფ მეხსიერებაზე მოთხოვნის სტიმულირებას. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელშიც ახალი LPDDR5 ტიპის ოპერატიული მეხსიერება იქნება გამოყენებული - გახდება ფლაგმანური სმარტფონი Xiaomi Mi 10. აგრეთვე, ZTE-მაც უკვე განაცხადა, რომ ამ სტანდარტის მეხსიერებას გამოიყენებს Qualcomm Snapdragon 865-ის ბაზაზე არსებულ Axon 10s Pro მოწყობილობაში. https://3dnews.ru/1003121
    1 point
  21. Intel-ის დისკრეტული DG1 ბარათების შესახებ პირველად ცნობები ევრაზიის ეკონომიკური კომისიის მონაცემთა ბაზაში გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ Intel-ის შესაბამისი ვიდეო ბარათები უახლოეს დროში გავრცელდება მხოლოდ ანტრეპრენერებს შორის. ამჟამად კი ევრაზიის ეკონომიკურ კომისიაში გამოჩნდა DG1-ის კუთვნილი ახალი აქსესუარები. თებერვლის დასაწყისში მონაცემთა შესაბამის ბაზაში დაფიქსირდა ერთდროულად სამი პროდუქტი, რომლებიც Intel DG1-თანაა დაკავშირებული. ესენია: გარკვეული კომპლექტი ანტრეპრენერებისთვის, დასახელებით - DGD13KEF2B, იგი ფიგურირებს “pre-beta” სტატუსით, დანარჩენი ორი კომპლექტი - DGD14KEF1Q და DGD14KIM1Q კი კვალიფიკაციური ნიმუშის სტატუსს ატარებს. კონკრეტულად რა სახის პროდუქტებია, ჯერჯერობით უცნობია. ხსენებულ პროდუქტებზე ნუმერაციამ ოქტომბრის შემდეგ ევოლუცია განიცადა და „მზადყოფნის წინა სტადიიდან“ „კვალიფიკაციურ ნიმუშებამდე“ ეტაპს მიაღწია. ხსენებული თაობის პროდუქტი ბაზარზე უნდა გამოჩნდეს მიმდინარე წლის ბოლომდე, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბოლოოდ ყველაფერი მობილური სეგმენტით შემოიფარგლოს. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, თავად კომპანიაშიც არ არის შეთანხმებული სტრატეგია Xe თაობის დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის ერთდროულად ბაზარზე გამოსვლის შესახებ. https://3dnews.ru/1003051
    1 point
  22. 5 თებერვალს ორივე წამყვანმა კრიპტოვალუტამ დააფიქსირა 2020 წლის მაქსიმუმი. Bitcoin ავიდა 9600 აშშ დოლარს ზემოთ, Ethereum-ის კოტირებებმა კი 200 აშშ დოლარს გადააჭარბა (CoinGecko-ს მონაცემები). ბაზრის კაპიტალიზაციის სიდიდით მესამე ციფრული აქტივ Ripple-ის XRP მონეტამაც განაახლა მაქსიმუმი კომპანიის ახალი პარტნიორობის ფონზე. ძველად CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ RSI-ს ინდიკატორის დაღმავალი ტრენდის გარღვევის შემთხვევაში მოხდება Bitcoin-ის რეტესტი 9600 აშშ დოლარის დონეზე. ასეთივე აზრს უჭერს მხარს რამდენიმე წამყვანი ანალიტიკოსიც. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ პირველი კრიპტოვალუტა სერიოზულ წინააღმდეგობას შეხვდება 9800 აშშ დოლარიანი ნიშნულის სიახლოვეს, ამ დონის გარღვევა გზას გაუხსნის ლოკალურ მაქსიმუმს დაახლოებით 13800 ან 17 ათასდოლარიანი ნიშნულისკენაც კი. სერვის Skew-ს ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მარტისა და ივნისის Bitcoin-ფიუჩერსების ფასმა 10 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. Ethereum-ისთვის 200 აშშ დოლარიანი ნიშნულის გადალახვა წინააღმდეგობის მნიშვნელოვან დონეს წარმოადგენს და იგი გზას გაუხსნის მონეტას 260 აშშ დოლარისკენ - მიიჩნევს ანალიტიკოსთა ნაწილი. შეგახსენებთ, ანალიტიკური კომპანია Fundstrat Global Advisors-ის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს Bitcoin-ის ფასი 100%-ით გაიზრდება. Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი კი თვლის, რომ ციფრული ოქროს ფასი ნახევარი წლის განმავლობაში 197%-ით მოიმატებს. https://forklog.com/bitkoin-obnovil-maksimum-tekushhego-goda-na-urovne-9600/
    1 point
  23. Samsung-მა წარადგინა 2E მესამე თაობის მეხსიერების ახალი ჩიპი სახელწოდებით Flashbolt. 16 გიგაბაიტიანი HBM2E მოდული გამოყენებული იქნება სუპერკომპიუტერებში, რომლებიც განკუთვნილია დიდი მოცულობის მონაცემთა ანალიტიკური გამოთვლებისთვის, ის აგრეთვე გამოყენებას ჰპოვებს უახლეს გრაფიკულ გადაწყვეტილებებში. წინა მოდელ HBM2 Aquabolt-ს აქვს 8 გბ მოცულობის მეხსიერება და ახალ მოდულს ჩამორჩება წარმადობითა და ენერგოეფექტურობით. კომპანიის ოფიციალურ პრეს-რელიზში მოცემულია, რომ ორჯერ მეტი მოცულობა მიღწეულ იქნა მატრიცაზე DRAM-ჩიპის რვა ფენის ვერტიკალური განთავსებით, ტექნოპროცესი კი 10-ნანომეტრიანია. HBM2E მოდულები ერთმანეთთან დაკავშირებული 40 ათასზე მეტი სილიკონის ჭრილით. თითოეულ კრისტალზე მათი რაოდენობა 5600-ია. ახალი ტიპის ჩიპის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 3,2 გბიტ/წმ-ს, რისი რეალიზებაც შესაძლებელი გახდა სიგნალების გადაცემის სქემების ოპტიმიზაციის შედეგად. მაქსიმალური შესაძლო სიჩქარე 4.2 გბიტ/წმ შეადგენს. Samsung-ი არ აპირებს Aquabolt-ის გამოშვებაზე უარის თქმას უახლოეს მომავალში. Flashbolt ჩიპების მასიური წარმოება უახლოეს თვეებში დაიწყება. https://overclockers.ru/blog/iKutuzoff/show/33599/kompaniya-samsung-predstavila-novyj-chip-vysokoproizvoditelnoj-pamyati-flashbolt-na-16-gb
    1 point
  24. 2020 წელს უნდა გამოვიდეს დისკრეტული ვიდეო ბარათი Intel Xe DG1. თავდაპირველად ჩანდა, რომ იგი ბიუჯეტურ სეგმენტზე იქნებოდა გათვლილი და მოგვევლინებოდა, როგორც NVIDIA GeForce 1030-ის ანალოგი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვიდეო ბარათი მეტად იაფად გაიყიდება, რადგანაც მსგავსი ბარათების შეძენის მსურველთა რიცხვი არც ისე დიდია და ამგვარ პროდუქტზე რეალური მყიდველების პოვნა რთულია. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ Intel მუშაობს იდეაზე - გააერთიანოს ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეო ბარათები, შედეგად კი უნდა გაიზარდოს სიჩქარე რეალურ თამაშებში. ამჟამად wccftech-ის ექსპერტები გვაცნობებენ, რომ ახალი ვიდეო ბარათი ბევრად სწრაფი იქნება AMD Vega სერიის 7-ნანომეტრიან გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც ინტეგრირებულია Ryzen 4000 პროცესორებზე. მაგალითისთვის აღებულია მძლავრი 8-ბირთვიანი პროცესორი Ryzen 7 4800U, რომლის გრაფიკა 59%-ით სწრაფია 14-ნანომეტრიან Vega-ზე. მაშ ასე, დისკრეტული ბარათი DG1 მას 40%-ით აღემატება. ეს ფაქტი არ შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვან მიღწევად, რადგანაც დისკრეტული და ინტეგრირებული გრაფიკის შედარება არასწორია. ექსპერტებს კი ამის ახსნა აქვთ. საქმე ის არის, რომ ჩვენ წინაშეა ინჟინრული ნიმუში, რომლის ტაქტის სიხშირეები აუცილებლად გაიზრდება. უფრო მეტიც, ვიდეო ბარათი მცირე ხანია რაც მოხვდა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ხელში ტესტირებებზე, ე.ი. იგი არ არის ოპტიმიზებული არსებულ პროგრამებზე. რამდენად სწრაფი იქნება Intel-ის ვიდეო ბარათი, უცნობია, თუმცა ის ფაქტი, რომ იგი მეტად პერსპექტიულად გამოიყურება, ეჭვს არავისში იწვევს. https://overclockers.ru/blog/TEXHAPb/show/33549/videokarta-intel-xe-dg1-okazalas-znachitelno-bystree-7-nm-videokarty-amd-vega
    1 point
  25. მანამ, სანამ 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულისკენ მოძრაობას განაახლებს, პირველი კრიპტოვალუტის ფასის მხარდაჭერის დონე 8867 აშშ დოლარი იქნება, დარწმუნებულნი არიან CoinDesk Markets-ის ანალიტიკოსები. ბოლო პერიოდში ბაზარზე კვლავ დათვური განწყობაა - BTC-ის ფასი მცირე ხნით ჩამოვიდა მხარდაჭერის საკვანძო ხაზს ქვემოთ 9188 აშშ დოლარიან ნიშნულზე, რაც ივნისის მაქსიმუმიდან იყო დაწყებული. სტატიის წერის მომენტში ციფრული ოქრო 9200 აშშ დოლარად იყიდებოდა (Bitstamp). CoinMarketCap-ის მონაცემებით, საშუალო კურსი დღის განმავლობაში 1.69% –ით შემცირდა. დღიური გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან ორშაბათს ფასის მიხედვით ჩამოყალიბდა Dodge candle, რაც მოწმობდა გაურკვევლობასა და ტრენდის შემობრუნების მაღალ ალბათობას. გარდა ამისა, „სამხრეთით“ შემობრუნდა ხუთდღიანი მოძრავი შუალედი (MA). ასევე, განწყობის მოკლევადიან ცვლილებზე მიანიშნა MACD-ინდიკატორის ჰისტოგრამამ, რომლის მაჩვენებელი ნულის ქვემოთ დაეცა. ოთხსაათიანი გრაფიკი BTC/USD-ის გრაფიკი ბირჟა Bitstamp-ზე, TradingView-სგან შეინიშნება RSI-ს დათვური დივერგენცია 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულის წარუმატებელი შტურმის ფონზე. ამ ინდიკატორის მაჩვენებელმა უკვე მიაღწია დათვურ ტერიტორიას 50-იან ნიშნულს ქვემოთ. გარდა ამისა, პირველი დღე არაა, რაც MACD-ჰისტოგრამა წითლად ანათებს. ჯამში, ვითარება მიგვანიშნებს MA 200-სკენ ფასების დაცემაზე, რომელიც ამჟამად 8867 დოლარიან ნიშნულზეა. თუკი დინამიური წინააღმდეგობის ხაზი შენარჩუნდება და ამასთან RSI გაარღვევს დაღმავალ ტრენდს, ასეთ შემთხვევაში დიდი ალბათობით მოხდება 2020 წლის მაქსიმუმის რეტესტი 9600 აშშ დოლარიანი ნიშნულით. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო მხარდაჭერის დონე იქნება 8500 აშშ დოლარი, შემდეგ კი - 8000. https://forklog.com/tehanalitik-bitkoin-kratkosrochno-upadet-nizhe-9000-pered-prodolzheniem-rosta/
    1 point
  26. 2018 წელს ექვსწლიანი შესვენების შემდეგ AMD-მ განაახლა Scuderia Ferrari-ის ფინანსური მხარდაჭერა, ამჯერად კი დრო მოვიდა - მხარი დაუჭიროს ბოლო ექვსი სეზონის ჩემპიონს - Mercedes-AMG Petronas-ს. ერთობლივ პრეს-რელიზში პარტნიორებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლობის ფარგლებში AMD-ის ლოგოტიპი დაამშვენებს Mercedes-AMG Petronas-ის სარბოლო ბოლიდებს, პილოტებისა და პერსონალის ფორმებს, აგრეთვე დამახმარე აღჭურვილობას. გარდა ამისა, ტექნიკური სპეციალისტები აღჭურვილობაში მიიღებენ AMD EPYC სერვერულ პროცესორებსა და ლეპტოპებს Ryzen PRO მობილური პროცესორების ბაზაზე. ახალი სიმბოლიკით დატვირთული Mercedes-AMG Petronas-ის ბოლიდის პირველი გარბენა 14 თებერვალს შედგება. ეს არ გახლავთ AMD-ის პირველი ტექნიკური თანამშრომლობის შემთხვევა Formula 1-ის გუნდებთან. ზემოთხსენებული Scuderia Ferrari-ს გარდა 2018 წელს კომპანია Haas-ის ტექნიკურ სპეციალისტებს წვდომას აძლევდა სუპერკომპიუტერ Cray CS500-ზე, რომელიც აწყობილი იყო EPYC 700 პროცესორების ბაზაზე და განკუთვნილი გახლდათ აეროდინამიკის სფეროში გამოთვლებისთვის. Ferrari-სთან თანამშრომლობასაც დიდი ისტორია აქვს - პარტნიორები სუვენირებსაც კი უშვებდნენ. https://3dnews.ru/1002985
    1 point
  27. ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ წარადგინა ახალი სმარტ-ტელევიზორების სერია Mi TV, რომლებზე შეკვეთებიც უახლოეს დროში დაიწყება. ტელევიზორების სერიაში წარმოდგენილია ოთხი მოდელი ეკრანის დიაგონალებით - 23, 43, 55 და 56 დუიმი. ტელევიზორებს ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორები აქვთ, პროგრამულ პლატფორმად კი გამოყენებულია საფირმო სისტემა PatchWall, რომელიც მოიცავს ინტუიციურ ინტერფეისს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით. 32-დუიმიანი პანელის გაფართოებაა 1366 × 768 პიქსელი (HD). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი ფლეშ-მოდული. 43-დუიმიანი ტელევიზორის ეკრანის გაფართოება შეესაბამება Full HD ფორმატს ( 1920 × 1080 პიქსელი). ამ მოდელს აქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება. 55- და 65-დუიმიანი მოდელების გაფართოება 4K ფორმატს შეესაბამება (3840 × 2160 პიქსელი). მათ 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერება აქვთ. ოთხივე მოდელს აქვს Bluetooth Low Energy (LE) და Wi-Fi უსადენო კავშირების მხარდაჭერა. აღსანიშნავია მათი წვრილი ჩარჩოები და უკანა პანელის გაუმჯობესებული დიზაინი. კომპლექტი შეიცავს დისტაციური მართვის Bluetooth-პულტს, რომელსაც აქვს ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა. ფასები: 32-დუიმიანი მოდელი - 160 აშშ დოლარი; 43-დუიმიანი - 300 დოლარი; 55-დუიმიანი - 450 დოლარი და 65-დუიმიანი მოდელი - 600 აშშ დოლარი. https://3dnews.ru/986330
    1 point
  28. Tron Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა ახალ პროექტ MPC Torch-ის შესახებ დეტალებზე, რომელიც მომხმარებლების ანონიმურობაზე ორიენტირებული პროტოკოლი TRONZ-ის ნაწილია. ამ უკანასკნელს საფუძვლად უდევს ტექნოლოგია zk-SNARKS. ჯასტინ სანის სიტყვებით დღესდღეობით პროექტს უკვე შეუერთდა 20 ადამიანი და ამჯერად იგი მონაწილეობისთვის იწვევს ფართო საზოგადოებას. MPC Torch Project შემუშავებულია TRONZ-ის გუნდის მიერ, რომელიც მუშაობს ანონიმურობის ფუნქციის ინტეგრაციაზე TRON-ის მთავარ ქსელში. იანვარში ჯანტინ სანმა უკვე ისაუბრა ინიციატივის შესახებ და განაცხადა: „MPC Torch Project მოქმედებს ანონიმურობის ტექნოლოგია zk-SNARKS-თან ერთად ინტერნეტის გარდაქმნის მიზნით. საბოლოო მიზანია ამაღლდეს მთელი პროტოკოლის უსაფრთხოების დონე და წარმოდგენილ იქნას საიმედო პარამეტრების ნაკრები. TRON Foundation პირველია პრივატულობის სფეროში, იგი პროექტის ყველა მონაწილეს 100 აშშ დოლარით დააჯილდოვებს. ქომიუნითის ძალა ცალკეულ პირებშია, MPC Torch Project უფასოდ გადაეცემა მთელ კაცობრიობას“. ამჟამად ჯასტინ სანმა დაადასტურა თავისი პირვანდელი განცხადება და დაამატა, რომ დაინტერესებულ მომხმარებლებს შეუძლიათ პროექტის დეტალებს გაეცნონ Github-ზე, აგრეთვე გააგზავნონ მონაწილეობის სურვილის შესახებ განაცხადი მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. პროექტის აღწერაში მითითებულია, რომ MPC (Multi-Party Computation) - ეს გახლავთ პრივატულობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ერთობლივად გამოთვალონ ანონიმური საშუალებები ერთმანეთთან მათი გამოვლენის გარეშე და, შესაბამისად, უზრუნველყონ მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება დეველოპერებისთვის. ინიციატივაში მონაწილეობისთვის მომხმარებლებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ აღჭურვილობა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: CPU: Intel Core i5 (მეექვსე თაობა ან მის ზემოთ) ან მისი ეკვივალენტი; ОС: Linux (რეკომენდებულია)/macOS/Windows 7+ ; ოპერატიული მეხსიერება: 8 GB RAM; 500 GB მონაცემთა სანახი თავისუფალი სივრცე. შეგახსენებთ, რომ TRON-ის ქსელისთვის დაგეგმილი განახლებები ანონიმური ტრანზაქციების დამატებით ცნობილი გახდა გასული წლის გაზაფხულზე. დეკემბერში ჯასტინ სანმა გამოაცხადა, რომ პლატფორმა მზად არის აქტიური ტესტირების დასაწყებად. https://forklog.com/orientirovannyj-na-anonimnost-novyj-proekt-dzhastina-sana-obeshhaet-preobrazovat-internet/
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.