Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/13/20 in all areas

  1. კრიპტო პლატფორმა Tron-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს საიდუმლო პროექტის ამოქმედება BitTorrent და Dlive პლატფორმების გამოყენებით. იგი ამტკიცებს, რომ ყველაზე მოკრძალებული შეფასებით პროექტი მრავალმილიარდიან უპირატესობას მიანიჭებს BTT და TRX ტოკენების მფლობელებს, აგრეთვე მოიზიდავს სულ მცირე 100 მილიონ ახალ მომხმარებელს. სხვა დეტალებზე Justin Sun-ს არ უსაუბრია, მან პირობა დადო, რომ დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაამხელს. ის სიახლე, რომ ვიდეოკონტენტის გაცვლისთვის განკუთვნილი პლატფორმა Dlive შეუერთდება BitTorrent-ის ეკოსისტემას და Lino ბლოკჩეინიდან TRON-ზე გადავა, ცნობილი გახდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს. ასევე მოსალოდნელია, რომ უახლოეს დროში Dlive შეუერთდება BitTorrent-ის სტრიმინგ-სერვის Blive-ს, თავად პლატფორმა კი დაიწყებს BitTorrent-ის ფაილების შენახვისა და გაცვლის განაწილებული სისტემის (BitTorrent File-Sharing System (BTFS)) გამოყენებას და გააერთიანებს ექაუნთების peer-to-peer ქსელს. Dlive მოიცავს თვეში 5 მილიონ აქტიურ მომხმარებელს, BitTorrent-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 100 მილიონია. https://forklog.com/novyj-sekretnyj-proekt-dzhastina-sana-obeshhaet-privlech-kak-minimum-100-mln-novyh-polzovatelej/
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.