Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/16/19 in all areas

  1. საშინელებათა ჟანრისა და ჩერნობილის „გაუცხოების ზონაში“ გადარჩენის სიმულატორის ნაზავი Chernobylite ადრეული წვდომის ვერსიით 16 ოქტომბერს გამოჩნდება - განაცხადეს თამაშის შემქმნელებმა სტუდია The Farm 51-დან. ოქტომბრიდან გეიმერები შეძლებენ გამოკვლიონ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, აგრეთვე შიშისმომგვრელი მიტოვებული საბავშვო ბაღი, „საიდუმლო თვალი“ და პრიპიატის რამდენიმე რეგიონი. თამაშის ადრეულ ვერსიაში წარმოდგენილი იქნება სიუჟეტის ნაწილი 8-საათიანი ხანგრძლივობით. მოგვიანებით კი თამაშის ავტორები გეიმერებს ჰპირდებიან, რომ გამოუშვებენ განახლებებს სიუჟეტის ახალი ეპიზოდებით, ახალი ლოკაციებით, პერსონაჟებითა და გმირების განახლებული აღჭურვილობებით. „Chernobylite-ის სიუჟეტი არასწორხაზოვანია, არაპროგნოზირებადი და მთლიანად დამოკიდებულია გეიმერის გადაწყვეტილებებზე. თამაშს უამრავი სხვადასხვა სახის დასასრული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ითამაშებთ თუნდაც მხოლოდ ადრეულ ვერსიას, ყოველთვის შეგეძლებათ დატკბეთ ახალი ისტორიებით, თუკი თამაშს სხვადასხვა მეთოდით ხელახლა გაივლით“ - აცხადებენ ავტორები. თამაში გვპირდება სამეცნიერო-ფანტასტიკის სიუჟეტს გადარჩენისთვის, რომელიც მოიცავს ბნელი სამყაროს თავისუფალ კვლევას, რთულ ბრძოლებს, კრაფტინგსა და არაპროგნოზირებად მოვლენებს. „სცადეთ გადარჩეთ და ამოხსნათ ჩერნობილის ჩახლართული საიდუმლოებები დახურული ზონის 3D სკანირებით. გახსოვდეთ, რომ მებრძოლების არსებობა თქვენი ერთადერთი პრობლემა არ იქნება“. თამაშის შემუშავება მიმდინარეობს როგორც პერსონალური კომპიუტერის, ისე Xbox One-ისა და PlayStation 4-ის ვერსიების სახით. ადრეული ვერსია მხოლოდ Steam-ში იქნება ხელმისაწვდომი. სრულფასოვანი რელიზი კი 2020 წლის მეორე ნახევრისთვისაა მოსალოდნელი. პოლონურმა სტუდია Farm 51-მა Cernobylite 2018 წლის დააანონსა, თუმცა გარკვეული პერიოდი მის შესახებ აღარაფერი იყო ცნობილი. წარმოდგენილ ვიდეორგოლში შემაძრწუნებელი მუსიკის ფონზე ჩანს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე მიტოვებული ზონა. სიუჟეტი დაკავშირებულია მისტიკასთან, რაზეც მიუთითებს გაცოცხლებული თოჯინები და მკვდრეთით აღმდგარი ლიკვიდატორები. Farm 51-ის გუნდმა თავად მოინახულა ჩერნობილის გაუცხოებული ზონები. მათ ჩაატარეს ადგილობრივი ტერიტორიების სკანირება, რათა მაქსიმალური სიზუსტით წარმოედგინათ პოსტ აპოკალიპტური გარემო. https://3dnews.ru/994050 https://3dnews.ru/982286
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.