Jump to content

Leaderboard

  1. tokyodream

    tokyodream

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      139


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5868


  3. Inferno

    Inferno

    OC Legends


    • Points

      1

    • Posts

      1761


  4. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      1

    • Posts

      103092


Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/28/19 in Posts

  1. გამოფენა Computex 2019-ის გახსნაზე კომპანია AMD-მა წარადგინა მესამე თაობის 7-ნანომეტრიანი Ryzen-პროცესორები. Zen 2 მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი ახალი ხაზი მოიცავს ხუთ მოდელს. ხაზი იწყება 200-დოლარიანი ექვსბირთვიანი Ryzen 5-ით და სრულდება 500-დოლარიანი Ryzen 9 ჩიპით, რომელიც წარმოდგენელია 12 გამომთვლელი ბირთვით. ახალი პროცესორების გაყიდვები 7 ივნისიდან დაიწყება. მათთან ერთად ბაზარზე უნდა გამოვიდეს X570 ლოგიკის ნაკრებზე აწყობილი დედა დაფებიც. Zen 2 მიკროარქიტექტურის ბაზაზე შექმნილი Ryzen 3000 პროცესორების გამოსვლა ნამდვილად ტექტონიკური ძვრა იქნება ბაზარზე. გამოფენაზე გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია AMD აპირებს მოიპოვოს ლიდერის პოზიცია და გახდეს ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე პროცესორების მწარმოებელი. ამ გეგმას ხელი უნდა შეუწყოს TSMC-ის ახალმა 7-ნანომეტრიანმა ტექნოპროცესმა, რომელიც გამოიყენება მესამე თაობის Ryzen-პროცესორების წარმოებაში. მისი წყალობით AMD-მა შეძლო გადაეჭრა ორი მნიშვნელოვანი ამოცანა: მნიშვნელოვნად შეემცირებინა ენერგომოხმარება მაღალი წარმადობის ჩიპებში, აგრეთვე ექცია ისინი ფასის მხრივ მეტად ხელმისაწვდომად. ახალი Ryzen-ის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალმა მიკროარქიტექტურა Zen 2-მაც. AMD-ის განცხადებით, IPC-ის მაჩვენებელი Zen+-თან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თანაც პროცესორები უფრო მაღალ სიხშირეებზე მუშაობენ. Zen 2-ის უპირატესობათა შორის ასევე აღსანიშნავია მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობის ზრდა და FPU-ის წარმადობის მაჩვენებლის გაორმაგება. გაუმჯობესებულ მიკროარქიტექტურასთან ერთად AMD მომხმარებლებს სთავაზობს ახალ პლატფორმა X570-საც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა. ძველი Socket AM4-დაფები ახალი პროცესორების მხარდაჭერას მიიღებენ BIOS-ის განახლების შედეგად, PCI Express 4.0-ის მხარდაჭერა კი შეზღუდულ ხასიათს ატარებს. AMD-ის მთავარ „იარაღს“ კი ამ ეტაპზე ფასთა სხვადასხვაობა წარმოადგენს. კომპანია აპირებს გაატაროს მეტად აგრესიული ფინანსური პოლიტიკა - იმისგან რადიკალურად განსხვავებული, რაც Intel-ისგან გვაქვს ნანახი. ცხადია, 7-ნანომეტრიანმა ტექნოლოგიამ და ჩიპლეტების გამოყენებამ AMD-ს საშუალება მისცა მნიშვნელოვნად მოეგო პროდუქტების თვითღირებულებაში, რისი წყალობითაც პროცესორების ბაზარზე კონკურენცია არნახული ძალით გამწვავდება. ბირთვი,ნაკადი საბაზისო სიხშირე, გჰც ტურბო სიხშირე, გჰც L2-ქეში, მბაიტი L3-ქეში, მბაიტი TDP, ვტ ფასი Ryzen 9 3900X 12/24 3,8 4,6 6 64 105 $499 Ryzen 7 3800X 8/16 3,9 4,5 4 32 105 $399 Ryzen 7 3700X 8/16 3,6 4,4 4 32 65 $329 Ryzen 5 3600X 6/12 3,8 4,4 3 32 95 $249 Ryzen 5 3600 6/12 3,6 4,2 3 32 65 $199 მესამე თაობის Ryzen-პროცესორებში უფროსი მოდელია Ryzen 9 3900X. ეს არის ორ, 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე დამზადებული პროცესორი, რომელსაც კომპანია მიიჩნევს Intel Core i9 სერიის პირდაპირ კონკურენტად. ამასთან, ამ ჩიპის მსგავსი მახასიათებლები დღესდღეობით არ არსებობს არც კონკურენტის, არც თავად AMD-ის პროცესორებს შორის, რადგანაც ეს არის ისტორიაში პირველი მასიური CPU 12 ბირთვითა და 24 ნაკადით. ჩიპს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი - 499 დოლარი და სიხშირე - 3,8–4,6 გიგაჰერცი. ქეშ-მეხსიერების საერთო მოცულობა 70 მბაიტს შეადგენს, აქედან 64 მეგაბაიტი L3-ქეშზე მოდის. სერია Ryzen 7 მოიცავს ორ რვაბირთვიან და 16-ნაკადიან პროცესორს, რომლებიც აგებულია თითო 7-ნანომეტრიან ჩიპლეტზე. Ryzen 7 3800X-ს 105-ვატიანი სითბური პაკეტი აქვს, ასევე 3,9–4,5 გჰც სიხშირე და ღირს 399 აშშ დოლარი. მასზე ოდნავ ნელი Ryzen 7 3700X კი წარმოდგენილია 3,6–4,4 გჰც სიხშირით, 65-ვატიანი სითბური პაკეტით და ღირს 329 დოლარი. ორივე რვაბირთვიანი ჩიპის ქეშ-მეხსიერება 32 მეგაბაიტია. Ryzen 5 სერიაში შედის ორი პროცესორი ექვსი ბირთვითა და თორმეტი ნაკადით. უფროსი მოდელი Ryzen 5 3600X-ის ტაქტის სიხშირეა 3,8–4,4 გჰც, აქვს 95-ვატიანი სითბური პაკეტი. უმცროს მოდელ Ryzen 5 3600-ს კი აქვს 3,6–4,2 გჰც/ 65-ვატიანი სითბური პაკეტი. ამ პროცესორების ფასებია 249 და 199 დოლარი, შესაბამისად. პრეზენტაციის მსვლელობისას AMD-მა დიდი ყურადღება დაუთმო ახალი ჩიპების წარმადობის საკითხს: კომპანია ამტკიცებს, რომ მისი ახალი 12-ბირთვიანი ფლაგმანი (Ryzen 9 3900X) 60%-ით სწრაფია Core i9-9900K-ზე Cinebench R20-ის მრავალნაკადიან ტესტში, ხოლო 1%-ით აღემატება Intel-ის ალტერნატივას ერთნაკადიან ტესტში. ბირთვების რაოდენობის გაზრდის გათვალისწინებით, ამგვარი შედეგები სავსებით ლოგიკურად ჟღერს. რვაბირთვიანი Ryzen 7 3800X-ის წარმადობაზე საუბრისას AMD-ს მიერ წარდგენილ იქნა შედარებული ტესტები: გასული თაობის Ryzen 7 2700X-თან შედარებით პოპულარულ თამაშებში ახალი ჩიპის წარმადობა 11-დან 34%-მდეა გაზრდილი. როგორც ჩანს, AMD-ის ჩიპები Intel-ის პროცესორებზე არანაკლებ კარგად შეძლებენ გეიმინგ-დატვირთვის ატანას. ყოველ შემთხვევაში, Ryzen 7 3800X-ის დემონსტირებამ PlayerUnknown's Battlegrounds-ში Core i9-9900K პროცესორთან მიახლოებული კადრის სიხშირე დააფიქსირა. მრავალნაკადიან ტესტში Ryzen 7 3800X-მა Core i9-9900K-ს 2%-ით გადააჭარბა, ერთნაკადიანში კი - 1%-ით. Ryzen 7 3700X-სა და Core i7-9700K ჩიპების შედარების შემთხვევაში კი მრავალნაკადიან წარმადობაში AMD-ის უპირატესობა 28%-ია. შეგახსენებთ, რომ Ryzen 7 3700X-ის ტიპური სითბოს გამოყოფა 65 ვატს შეადგენს იმ დროს, როდესაც Intel-ის პროცესორები 105-ვატიანი სითბური პაკეტის მქონეა. უფრო სწრაფი მოდელი Ryzen 7 3800X 105-ვატიანი სითბური პაკეტით კიდევ უფრო დიდი უპირატესობით სარგებლობს Core i7-9700K-ზე: სხვაობა 37%-ია მრავალნაკადიან ტესტში. საერთო ჯამში AMD-ის ჩიპების წარდგენამ ენთუზიასტთა რიგებში გამოცოცხლება გამოიწვია, თუმცა სრული ინფორმაცია ჯერ კიდევ უცნობია: მაგალითად, აჩქარების პოტენციალის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა. „იმისათვის, რომ ტექნოლოგიური ლიდერი გავხდეთ, უფრო დიდი ფსონია საჭირო“ - განაცხადა AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Lisa Su-მ. იმ ფსონის დაძლევა კი, რაც კომპანიამ ამჯერად დადო, ახლო მომავალში ფაქტობრივად წარმოუდგენელია Intel-მა შეძლოს. https://3dnews.ru/988142
    2 points
  2. ახალი დრაივერები გამოუშვა ნვიდიამ შემდეგი ჰაილაიტსებით: Game Ready Drivers provide the best possible gaming experience for all major new releases, including Virtual Reality games. Prior to a new title launching, our driver team is working up until the last minute to ensure every performance tweak and bug fix is included for the best gameplay on day-1. Game Ready Provides the optimal gaming experience for Quake II RTX and Assetto Corsa Competizione Gaming Technology Adds support for three new G-SYNC compatible monitors Adds support for Oculus Rift S and HTC VIVE Pro Eye HMDs ზოგიერთი რაღაცეები ეხება მარტო 2000 სერიის კარტებს, უმრავლესობა კი 1000 სერიაზეც მიდის, მაგაზე ქვემოთ უკვე ნაკლებათ (ეგ რაც ჰაილაიტსებში უწერიათ), ლოლ მაინერ რიგზე რომ დავაყენე მთლათ გაუბერა სისტემამ, ესე იგი რაში იყო საქმე (ჩემი პადაზრენიებია უბრალოთ), ერთ-ერთი კარტაზე რომ გავწმინდე რაიზერის თავი მომიტყდა და შევცვალე რაიზერი, ხოდა DDU არ ვიყენებ ხოლმე და clean install ვაძლევ ყოველი ახალი დრაივერის გამოსვლის შემდეგ, ძველი რაიზერის სეტინგები რომ ვეღარ იპოვა დაბლუსკრინება დაიწყო მეხუთე კარტის გამო რომელსაც დრაივერი გამოვუცვალე (GTX 1080 msi gamer x, ფანი რომ უჩერდება როცა არ მუშაობს ნაგრუზკაზე) ხოდა თავიდან ვერ მოვწვი რომ მაგის ბრალი იქნებოდა, ჯერ მონიტორი მივიტანე და ისე ვცადე დაყენება მაგრამ მაინც არ დააყენა კონტროლ პანელი და მეხუთე კარტაზე დრაივერი, მაგის შემდეგ DDU ვიხმარე, მაგრამ მერე მთლათ ვეღარ დაინახა ვერცერთი კარტა სისტემამ, თუმცა ვინდოუსი კი ირთვებოდა, მერე ისევ უკან მოვიტანე მონიტორი და ტიმვივერით კი შემიშვა დრაივერის გარეშე, თურმე შეიძლება ეგრე და მაინც პოულობს ვირტუალურ დრაივერს და აქვს სიგნალი ტიმვივერში, მაქედან მერე დავაყენე ხელახლა ეგ ახალი დრაივერი და დარესტარტება მომთხოვა სისტემის (ხო DDU მთლიანათ წაუშლია ყველაფერი) ეხლა კი უბერავს ხოშიანათ 5-ვე კარტა მაინერში, ვისაც ეგეთი რამე მოუვა გაითვალისწინოს ვინც არ იცოდა, მე პირველათ დამემართა რახან აქამდე არც DDU ვხმარობდი რახან ინტეგრირებული ვიდეოკარტა გამორთული მაქვს სელერონზე და არც მონიტორი მაქვს VGA-DVI მიერთებული მაინერზე, მარტო ტიმვივერით შევდივარ ხოლმე და მაქედან ვაკონტროლებ ყველაფერს მათ შორის ვინდოუსის განახლებებსაც და ახალ დრაივერების დაყენებას, ამიტომ აქამდე არ გაუბერია 1 წლის მანძილზე ესეც სრულყოფილი ჩეინჯლოგი თუ რეები დაფიქსეს ამ ახალში წინა დრაივერის შემდეგ: Fixed Issues in this Release  GeForce Experience Freestyle no longer detects World of Warships as a supported game. [2587083]  [Adobe Premier Pro]: The application may crash or experience TDR events on some systems. [2557111]  [GeForced RTX 2080][Notebook][Resolume Arena 6]: Slow performance in the game when using dual 4k output. [2548168] ეს ბაგები კი კიდე დასაფიქსი აქვს ნვიდიას: Windows 10 Issues  [NVIDIA Control Panel]: When the 3D Settings page->Vertical Sync setting is set to Adaptive Sync (half refresh rate), V-Sync works only at the native refresh rate after rebooting the system. [2543187]  [Grand Theft Auto V]: Brief flickering/corruption occurs in the game when MSAA is used. [2583604]  [Forza Horizon 4]: The game may crash when driving through tunnels. [200515120]  [Tom Clancy's The Division II]: The game may crash when played in DirectX 12 mode. [2587043/200406322] ესეც გადმოსაწერი ლინკები: Windows 10 64-bit https://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/147964/en-us Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit, Windows 8 64-bit https://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/147963/en-us (ვინდოუს 7 უწერია მაგრამ ვინდოუს 8 ეგ დრაივერი მიდის რომ აირჩიო სეტინგებიდან მაგ ვინდოუსისთვის) ვისაც სუფთა დრაივერი უნდა სადაც მარტო ასნავნოი, ფიზიკის და აუდიო დრაივერებია დატოვებული აქედან შეუძლია გადმოიწეროს ვინდოუს 10 64 ბიტიანი სისტემისთვის (WDDM 2.6 მხარდაჭერა 600 სერიის კარტებიდან და ზევით აქვს მარტო ვინდოუს 1903 ბილდზე) : https://drive.google.com/open?id=17NA5ADEjVsuEDsLPQJSsVUeOiVd0dRYb მე მარტო ეგეთს ვიყენებ უკვე კარგა ხანია მაინერშიც და ისეც, GFE ისეთი სირული გაბერვები აქვს ზოგ სისტემებზე ხანდახან რომ გაგეცინება და მაგის გარეშე როგორც წესი არანაირი ლაგი და ბაგი არა აქვს ხოლმე ანალოგიურ სიტუაციაში თამაში იქნება თუ სხვა რამე, ვისაც ფერების კორექცია და ტექსტურების გაფერადების მუღამი აქვს რიშეიდი გამოიყენეთ, მაგ GFE ფიშკებს ბევრათ ჯობია, ეხლახან გაანახლეს კაკრაზ https://reshade.me/downloads/ReShade_Setup_4.3.0.exe ძველი იგრებისთვის 3.4.1 დაჭირდეს შეიძლება ზოგიერთი მოდისთვის, ისე არ გაეშვება, მასს ეფექტ 3 მაგალითათ ფერების გაფერადება თუ გსურს ეგ ვერსია გჭირდება Lights Effect 2.5 და კიდე სხვაგანაც ახურებს მაგ ახალში, მაგრამ SMAA და თავისი ფიშკები ყველაფერი კარგათ მუშაობს ძველ იგრებშიც, ვინმესთან რამემ თუ გაუბერა ეგ ფაქტი გაითვალისწინოს ნელ-ნელა მოიყვანენ 1903 დრაივერებს WDDM 2.6 მხარდაჭერას ფორმაში და ვნახავ რა ხილია მალე, მაგ ვერსიაში უკვე ბევრი რაღაცის ამოჭრა აღარ გამოვა როგორც წინებში შეიძლებოდა კასტრაციის ჩატარება, მაქვს მეტრო აპები და ვინდოუს დეფენდერი თუ ამოაშალე, მეტს ვერაფერს მოაცილებ თუ გსურს რომ აპდეიტები დაყენდეს
    1 point
  3. მადლობა სტატიისათვის. ბრავო ამდ!! გადავალ ინტელიდან 99.9% წელს სავარაუდოდ ამდ-ზე!
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.