Leaderboard


Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/09/19 in all areas

  1. 1 point
    როგორც ჩანს, შემდეგი Assassin’s Creed-ის სიუჟეტი ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიაზე ვითარდება და არა იაპონიაში, როგორც ამ დრომდე მიიჩნეოდა. Kotaku-ს შეტყობინების თანახმად, გამოსახულებაზე, რომელიც The Division 2-ზე გამოჩნდა, ასახულია სკანდინავიელი მეომრები, რომლებიც ედემის ვაშლს (Apple of Eden) ფლობენ. ედემის ვაშლი - ეს არის არტეფაქტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს Assassin's Creed-ის ბევრ თამაშში და როგორც ჩანს, იგი შემდეგ ნაწილში დაბრუნდება სიუჟეტში. Kotaku-მ Ubisoft-ს მიმართა კომენტარებისთვის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო კომპანიამ არანაირი ინფორმაცია არ გაასაჯაროვა იმის შესახებ, რას ნიშნავს და რა როლს ასრულებს აღმოჩენილი გამოსახულება თამაშის შემდგომ ნაწილში. თუკი ეს არ არის რაიმე სახის ხრიკი ან მანიპულაცია კომპანიია მხრიდან, Assassin's Creed-ის ახალ ნაწილში მოთამაშეებს ელით ცივ ზღვებში მოგზაურობა და თავგადასავლები. შესაძლებელია ისიც, რომ ვიკინგების თემა იაპონური თამაშის შემდეგ გაგრძელდეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. https://www.windowscentral.com/assassins-creed-may-feature-vikings-next
  2. 1 point
    M E T A L L I C A ფერადი ფანქრები, ტუში, გუაში, აკვარელი
  3. 1 point
    ეგეთი დეტალი ორი გჭირდება, ერთი პირველ სართულზე generator room-შია, მეორე ქლოქ თაუერში, მესამე სართულიდან ახვალ - ბიბლიოთეკის გავლით. არ გამაზავ არცერთს ობჯექტივებს მიყევი რასაც გაძლევს თამაში, ხო ისე ცოტა ბოდიალი უნდა.
  4. 1 point
    მოცემულ განხილვაში წარმოდგენილი იქნება ორი ვერტიკალური გეიმინგ-მაუსი: NPET V20 Wired RGB და VicTsing Wireless Ergonomic Mouse. NPET V20 Wired RGB პირველი მათგანი - ეს არის შესანიშნავი გეიმინგ-მაუსი, რომელიც მეტად მოსახერხებელია, აქვს შესანიშნავი ოპტიკური სენსორი და შთამბეჭდავი RGB განათება. უნდა ითქვას, რომ მოწყობილობა არ არის იდეალური, თუმცა იგი ნამდვილად საუკეთესო ვერტიკალური მაუსია, რომლის მოხმარებაც შეუძლიათ დესკტოპ-გეიმერებს. მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს კონკრეტულად თამაშებისთვის განკუთვნილი ვერტიკალური მაუსი, NPET V20 RGB - იდეალური ბალანსია ხარისხს, ვიზუალსა და ფასს შორის. Amazon-იდან ხსენებული მაუსის გამოწერა შეგიძლიათ ბმულზე: https://amzn.to/2KgBc7c ვისთვისაა განკუთვნილი NPET V20 RGB? თუკი ხშირად გაწუხებთ ტკივილი მხრების არეში, ხელის მტევნების ტკივილი ჩვეულებრივი მაუსის გამოყენებისას, ვერტიკალური მაუსი იდეალურად შეგეფერებათ. ამგვარი ტიპის მაუსები გათვლილია სწორედ იმაზე, რომ მათზე ხელის მტევანი განთავსდეს უფრო ბუნებრივ პოზიციაში განსხვავებით ჩვეულებრივი მაუსებისა. შედეგად კი ასეთი მაუსი შეამსუბუქებს დატვირთვას და შესაბამისად ტკივილს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაუსი განსაკუთრებით ხელსაყრელია ხანგრძლივი თამაშების მოყვარულებისთვის. ხარისხიანი ვერტიკალური მაუსები ბაზარზე ცოტაა. ამასთან, ამგვარი პროდუქტი არც თუ ისე იაფია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში NPET V20 RGB-ზე უკეთესი მაუსი გამოჩნდეს ბაზარზე, ასე რომ ახლა სწორედ ის დროა, შეიძინოთ იგი. დადებითი მხარეები: კომფორტული დიზაინი; high DPI, შესანიშნავი სენსორი; პროგრამირებადი ღილაკები მინუს(ებ)ი: ზოგიერთი ღილაკი ძალიან პატარაა. რაც შეეხება წარმადობას, თამაშის პროცესში მაუსის წარმადობა ძალიან კარგია: მისი სენსორი ჩვეულებრივი გეიმინგ-მაუსების მსგავსია და აქვს DPI 4000 დიაპაზონი. ეს არც ისე ბევრია ჩვეულებრივი საზომებით, თუმცა ვერტიკალური მაუსის კვალობაზე შესანიშნავი შედეგია, რადგანაც ამ ტიპის მაუსების უმეტესობას აქვს 2400 პიქსელი გაფართოება. გარდა ამისა, მაუსი აღჭურვილია პროგრამირებადი ღილაკებითა და RGB RGB განათებით, რომლის მართვაც შესაძლებელია გეიმერის გემოვნების შესაბამისად. ჯამში, დასაფასებელია ის, რომ ვერტიკალურ მაუსს აქვს ჩვეულებრივი მაუსებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. NPET V20 RGB-ის ერთადერთი ნაკლი ის გახლავთ, რომ მისი ზოგი ღილაკი მეტად პატარაა, თუმცა ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაუსის ფასი დაახლოებით 30 დოლარია. NPET V20 RGB-ის ალტერნატივა თუკი გსურთ ვერტიკალური გეიმინგ-მაუსის შეძენა, რომელიც ზემოთხსენებული მოდელივით ძვირი არ ღირს, მაშინ უსადენო ერგონომიული მაუსი VicTsing - ეს სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. მას არ აქვს NPET-ის მსგავსი დიდი სენსორი, არც მასავით შთამბეჭდავი DPI დიაპაზონი ან მიმზიდველი ფერადი განათება, თუმცა იგი 50%-ით იაფია მასზე. ამიტომ ეს მოდელი მშვენიერი არჩევანია მათთვის, ვინც ბიუჯეტში შეზღუდულია. VicTsing Wireless Ergonomic Mouse სულ რაღაც 14 დოლარად შეგიძლიათ შეიძინოთ VicTsing Wireless Ergonomic Mouse. მას NPET V20 RGB მაუსთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები აქვს, თუმცა მის დადებით მხარეს დაბალი ფასი წარმოადგენს. VicTsing მაუსი შეგიძლიათ შეიძინოთ ბმულიდან: https://amzn.to/2uQwl2h https://www.windowscentral.com/best-vertical-mouse-gaming
  5. 1 point
    ისრაელი მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც შეძლო კოსმოსური აპარატი ჩვენი პლანეტის თანამგზავრამდე მიეყვანა. ექვსი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც კომპანია SpaceIL-ის მოდულმა Bereshit-მა მაკორექტირებელი მანევრების შემდეგ წარმატებით აამოქმედა ძრავი, თავი დააღწია დედამიწის გრავიტაციას და გავიდა მთვარის ახლო ორბიტაზე. მცირე ზომის მოდულისთვის ეს ისტორიული მიღწევა ნამდვილი ეპიკური თავგადასავლის მხოლოდ დასაწყისია. ერთი კვირის შემდეგ კოსმოსურ აპარატს მოუწევს განახორციელოს დაშვება მთვარის ზედაპირზე. ეს მოვლენა 11 აპრილისთვისაა დაგეგმილი და თუკი იგი წარმატებით ჩაივლის, Bereshit გახდება პირველი კერძო კოსმოსური აპარატი, რომელიც მშვიდობით დაეშვება მთვარეზე. „მთვარეზე დაშვება ჩვენთვის ისტორიული მოვლენაა, იგი ასევე საშუალებას მისცემს ისრაელს, შეუერთდეს იმ ქვეყანათა ჩამონათვალს, რომელთაც შეძლეს ჩვენი პლანეტის თანამგზავრის ორბიტამდე მიღწევა. ერთ კვირაში ჩვენ ვეცდებით ეს მოვლენა კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გავხადოთ - დავსვათ მოდული მთვარის ზედაპირზე და შევუერთდეთ იმ ქვეყნების მცირე რიგს, რომლებსაც მსგავსი რამ გამოუვიდათ“ - განაცხადა კომპანია SpaceIL-ის ხელმძღვანელმა მორის კანმა. კომპანია SpaceIL-ისა და მოდულის შემქმნელი Aerospace Engineering-ის თანამშრომლები ზეიმობენ Bereshit-ის მთვარის ორბიტაზე გასვლას. 4 აპრილი. 2019 წელი. ამ დრომდე მსოფლიოს მხოლოდ სამმა ქვეყანამ შეძლო წარმატებულად დაშვება მთვარეზე. ესენია აშშ, რუსეთი და ჩინეთი - მათ კოსმოსურ პროგრამებში უზარმაზარი თანხა დახარჯეს. ამიტომ, ფინანსური კუთხით ისრაელის მიერ განხორციელებული მისია თავისებურად უკვე გამარჯვებაა - Bereshit-ის მისია მის ორგანიზატორებს „სულ რაღაც“ 100 მილიონი დაუჯდათ. თანაც, მისიის დაფინანსებაში ძირითადი შენატანი კერძო ინვესტორებს ეკუთვნით. გაშვებიდან რამოდენიმე კვირაში Bereshit-მა წარმატებით შეასრულა ყველა დაგეგმილი მანევრი. ამჟამად იგი მთვარის გარშემო დაგეგმილი ტრაექტორიის მიხედვით მოძრაობს. იგი მთვარეზე დაეშვება საერთაშორისო კოსმონავტიკის დღემდე ერთი დღით ადრე, 11 აპრილს. თუკი ყველაფერი წარმატებით წარიმართება, ზონდი დაიწყებს ზედაპირზე გადაადგილებას, გადაიღებს უამრავ ფოტოს, ჩაატარებს სამეცნიერო კვლევებს იქამდე, სანამ ბატარეები არ დაჯდება ან ელექტრონიკა არ გადაიწვება. https://hi-news.ru/space/chastnyj-izrailskij-kosmicheskij-modul-bereshit-vyshel-na-orbitu-luny.html
  6. 1 point
    მარსზე მეთანის არსებობის საიდუმლო რამოდენიმე ათწლეულია მეცნიერების თავსატეხად იქცა. ამჟამად კი დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემებით არა მარტო დადასტურდა მეთანის არსებობა წითელი პლანეტის ატმოსფეროში, არამედ მიკვლეულ იქნა მისი მეტნაკლებად ზუსტი წყარო. მონაცემების შეგროვებაში მონაწილეობას იღებდნენ: ESA-ს ორბიტალური კოსმოსური აპარატი Mars Express და NASA-ს მარსმავალი Curiosity. დედამიწის ატმოსფეროში მეთანის უზარმაზარ მოცულობას განაპირობებს ცოცხალი ორგანიზმები, თუმცა მისი შემადგენლობის გარკვეული პროცენტი დაკავშირებულია გეოლოგიურ პროცესებთან. უბედურება ისაა, რომ ატმოსფეროში მეთანის მაღალი კონცენტრაცია აძლიერებს სათბურის ეფექტს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ნახშირორჟანგი. თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, მეთანი ატმოსფეროში დიდხანს არ ჩერდება. ეს ორი ფაქტი მეტისმეტად ზრდის ინტერესს მარსზე მეთანის აღმოჩენასთან დაკავშირებით, რადგანაც მისი არსებობა შესაძლოა ბიოლოგიურ წყაროებთან იყოს დაკავშირებული. როდესაც მარსმავალმა Curiosity-მ დაიწყო საქმიანობა მარსზე, მან უამრავ მკვლევარს გაუცრუა იმედი, რადგან თავდაპირველად ვერ მიაგნო მეთანის არსებობის მტკიცებულებას მარსულ ჰაერში. თუმცა 2014 წელს აპარატმა დაადასტურა მისი არსებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში პერიოდულად აღდგება და ქრება. მეთანის ჰაერში გამოტყორცნის ერთ-ერთი შემთხვევა კიდევ დაფიქსირდა 2013 წლის 15 ივნისს და ეს ავტონომიურმა აპარატმა და ორბიტალურმა ზონდმა Mars Express-მაც დაადასტურა. მეცნიერებისთვის შემდეგი ნაბიჯი იყო მცდელობა - განესაზღვრათ მეთანის უტყუარი წყარო. მას შემდეგ, რაც Curiosity-მ აირის არსებობა აღმოაჩინა, მეცნიერთა შორის დადიოდა აზრი, რომ მეთანი ფორმირდებოდა პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ძლიერ ქარებს კი, რაც მარსზე იშვიათობას არ წამოადგენს, იგი პლანეტის ეკვატორული ზონისკენ გადმოჰქონდათ. საძიებო სივრცის შესავიწროვებლად მეცნიერებმა მილიონობით კომპიუტერული სიმულაცია განახორციელეს კრატერ „გეილი“-ს ირგვლივ, სადაც ამჟამად კვლევებს ატარებს Curosity. გეოლოგიურმა კვლევებმაც აჩვენა, რომ ანალიზები მიანიშნებდა ერთსა და იმავე წყაროზე. საუბარი ეხება ვულკანური წარმოშობის რეგიონს „Medusae Fossae“, რომელიც დაახლოებით 1000 კილომეტრ ფართობს მოიცავს. „ჩვენ ამ რეგიონში ვიპოვეთ ღრმა ტექტონიკური ნაპრალები, რომელთა ქვემოთაც შესაძლოა წყლის მარაგი არსებობდეს“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი. „არის ალბათობა, რომ ამ ტექტონიკურ ღრმულებში არსებული ყინული პერიოდულად სკდება და იქიდან გამოთავისუფლებული მეთანი ატმოსფეროში ხვდება“. მკვლევარები აპირებენ განაგრძონ წითელ პლანეტაზე მიმდინარე მეთანის გამოფრქვევებზე დაკვირვება ახალი მარსმავალისა და ორბიტალური აპარატის მეშვეობით, რომლებიც მარსისკენ უახლოეს წლებში გაემგზავრებიან. https://hi-news.ru/research-development/uchenye-nashli-veroyatnyj-istochnik-metana-na-marse.html
  7. 1 point
    NASA-მ გამოაქვეყნა შეჯიბრ „3D-Printed Habitat Challenge“-ის შედეგები. კონკურსი 2015 წლიდან მოქმედებს და მონაწილეებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ უცხოპლანეტური ბაზის საცხოვრებელი მოდულების კონცეპტი. სამივე გამარჯვებული გუნდი ამერიკულია და თითოეული ჯგუფი ჯილდოდ 100 ათას დოლარს მიიღებს. მონაწილეებმა შეიმუშავეს სამი განსხვავებული მარსული საცხოვრებლის დიზაინი, არქიტექტურა და მშენებლობის ტექნოლოგია. პირველი გამარჯვებული გუნდის - SEArch+/Apis Cor-ის პროექტი წარმოადგენს მრავალმიზნობრივ ვერტიკალურ ნაგებობას, რომელიც რაღაც შუალედურია კოშკსა და მრავალსართულიან შენობას შორის. თეორიულად, შენობაში გამოყენებულია პასიური განათების სისტემა, მოცემულია სიცოცხლის უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემები და აქვს გარე კედლების უნივერსალური მოპირკეთება. შენობის ფასადის გამაგრება შესაძლებელია მასზე 3D-ბეჭდური ელემენტების მიმაგრებით. მეორე გუნდის - Team Zopherus-ის პროექტში გათვალისწინებულია ადგილობრივი, მარსული ნედლეულის მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გამოყენება. ქვიშისა და მტვრისგან, რომელთაც რეაგენტები დაემატება, დამზადდება ბეტონის მსგავსი მასალა ფუნქციათა ფართო სპექტრით. იგი გვევლინება, როგორც თერმოდაცვის საშუალება, დეკორატიული ელემენტებისთვის გამოსადეგი მატერიალი და მთავარი მასალა კედლებისა და იატაკისთვის. დედამიწიდან მხოლოდ კარკასებისა და 3D ბეჭდვის მასალების წაღება იქნება საჭირო, დანარჩენს კი კოლონისტები ადგილზე დაამზადებენ. მესამე ადგილი ერგო გუნდს - Mars Incubator, რომელმაც შექმნა „უნივერსალური ექვსკუთხედები“ - საბაზისო ელემენტები, რომელთაგანაც ნებისმიერი შენობა-ნაგებობა აიწყობა. საკმარისია მხოლოდ საჭირო „ბირთვის“ დაბეჭდვა და მისი ჩადგმა ტიპიურ კარკასში, რათა მიიღოთ კარი, ფანჯარა, ინსტრუმენტების დახლი და ა.შ. https://www.techcult.ru/technology/6596-konkurs-na-sozdanie-marsianskogo-zhilisha