Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/16/14 in all areas

  1. ქულიოს თხაა "As I walk through the valley of the shadow of death"
    6 points
  2. http://kickass.to/3dmgame-naruto-shippuden-ultimate-ninja-storm-revolution-cracked-fixed-3dm-t9584883.html http://torrent-games.net/news/naruto_shippuden_ultimate_ninja_storm_revolution_2014_pc_124_licenzija/2014-09-16-43093 ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2014 ჟანრი: Action / 3D / 3rd Person შემქმნელი: CyberConnect2 გამომცემელი: Namco Bandai Games პლათფორმა: PC გამოცემის ტიპი: ლიცენზია კრეკი: მოყვება ენა: ENG ზომა: 7.8 Gb თამაშის შესახებ: ბოსებთან შერკინება ბრუნდება და ის Naruto Shippuden Ultimate Ninja Storm Revolution შია წარმოდგენილი, მაგრამ ისინი უფრო სანახაობრივი და დახვეწილი გახდება. აირჩიეთ თქვენი როლი თამაშში ვინ იქნებით, აირჩიეთ თქვენი გზა თავგადასავლში სადაც თქვენ მოგიწევთ განკარგოთ თქვენი ბედი, ამ თამაშის აქტი ადგენს ახალ სტანდარტებს რომელიც უფრო რეალურს და მრავალფეროვანს ხდის ცნობილი ანიმეს ისტორიას... სისტემური მოთხოვნები: Minimum: OS: Windows XP or higher with latest Service Pack Processor: 2.3 GHz Dual Core or AMD Memory: 1 GB RAM Graphics: 512 MB video cards Pixel Shader 4.0 (Geforce 8xxx-ATI HD2xxx) DirectX: Version 9.0c Hard Drive: 8 GB available space Recommended: OS: Windows 7 or higher with latest Service Pack Processor: Intel i3-530, 2.93Ghz / AMD Phenom II X4 940, 3.0GHz Memory: 4 GB RAM Graphics: 1024 MB video card, Pixel Shader 4.0, DirectX10 GPU DirectX: Version 9.0c Hard Drive: 8 GB available space
    3 points
  3. ეკრანი: 4.7 inch Full-HD Touch LCD ზომები: 135.4 x 68.0 x 21.1 (ობიექტივის გარეშე 15.2) მილიმეტრი პროცესორი: Qualcomm Snapdragon S801 quad-core processor, Qualcomm® MSM8974AB 2.3GHz Quad-core ბატარეა: 2600 მილიამპერიანი წინა კამერა: 1.1 მეგაპიქსელიანი მეხსიერება: 2 გიგაბაიტი ოპერატიული, 16 გიგაბაიტი შესანახი და მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა 128 გიგაბაიტით სხვა მახასიათებლები: LTE, WCDMA, GSM, Wifi, NFC ოპერაციული სისტემა: Android™ 4.4 (KitKat კამერა 20.1 მეგაპიქსელიანი 1 ინჩიანი მაღალ სენსიტიური MOS სენსორი , 3.4 მიკრონ პიქსელი F2.8 / 28mm LEICA DC ELMARIT ლინზა VENUS პროცესორი ფოტო და ვიდეო დამუშავებისთვის ISO 100-25,600 4K ფოტო და ვიდეო გადაღება A/S/M Mode
    3 points
  4. xosito, მშვიდობაში ეგ ასუსი 580ია ხო, მუშაობს თუ ისევ გაფუჭებულია. თუ გადაწყვიტე მაგის ქულერის გაყიდვა შემეხმიანე :დ ბექფლეითიც თუ აქვს ეგეც მინდა :დ
    2 points
  5. კიდევ ერთი წევრი შეემატა ჩემი SSDების კოლექციას მადლობა ლომსას პრაიმს
    2 points
  6. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის ფორუმზე ხშირად სვამენ შეკითხვას ეყოფა თუ არა კვების ბლოკი სისტემას, რომელი კვების ბლოკი ავარჩიო და ასე შემდეგ. ვეცდები გასაგებად ავხსნა როგორ შეიძლება კვების ბლოკის არჩევა. რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. ერთი პერიოდი ენერგიისადმი სისტემის მოთხოვნებმა ძალიან იმატა და ერთი ვიდეო კარტით სისტემას ზოგჯერ 650 ვატიც სჭირდებოდა თუმცა ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ ძაბვას მოიხმარენ High End ნაწილები, დღეისათვის 500 ვატი თითქმის ყველა სისტემას ეყოფა ერთი ვიდეო კარტით (ერთი GPU, Dual GPU ვიდეო კარტები არ იგულისხმება). განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) . დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი). ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა ასე დათვლა მაინც ძნელია და საბედნიეროდ არსებობს უამრავი online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან თქვენი სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა ცოტა განვიხილო როგორ შეიძლება ამ კალკულატორით დათვლა http://www.extreme.o...culatorlite.jsp ესეც საიტი. ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს თუ რაზგონს ვაპირებთ. დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ System Type იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. ასევე დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე ჯობია ისევ ძაბვის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ ჯობია 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”პწიჩკას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ძაბვას პროცესორზე. შემდეგ ამოვირჩევთ RAM-ს ოპერატიულის ტიპი (DDR) და რაოდენობა, FB Dimm-s შეგიძლიათ დაიკიდოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რაც ვატების მხრივ არაფერს ცვლის. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ cross-ი. აქ გაუგებარი არაფერია. მერე ვირჩევთ ვინჩესტერის ტიპს (IDE, Sata, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, blue ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდგომში საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს არც მოვნიშნავთ, მაგალითად დამატებითი PCI-e კარტა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს. Capacitor Aging: (კონდენსატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა) აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი მოხმარების ერთი წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ეფექტურობას და თუ კვების ბლოკს 1 წელზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ და 24/7-ზე თუ გვექნება ჩართული 1 წელზე მეტ ხნის განმავლობაში მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა ციფრსაც მივიღებთ რეალურად ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენი ვატი დაგვჭირდება. ციტატა საიტიდან: The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage. ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და მხოლოდ შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად ქვემოთ ვიტყვი. არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები მაგალითად Enermax და Corsair ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. http://www.enermax.outervision.com/ http://www.corsair.com/us/learn_n_explore/?psu=yes (უამრავი კალკულატორი არსებობს და ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ ) მთავარია გავიგოთ დაახლეობით რამდენ ვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. ნებისმიერ სისტემას ერთი ვიდეო კარტით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი. გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო კარტით, თუ კვების ბლოკი 500 ვატი ან მეტია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული. ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი? საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და აქ ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე. ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს. მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ? აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას http://www.80plus.co...u/psu_join.aspx ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც მართლა ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და ამათგან ნებისმიერის ყიდვა ღირს. საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის, მარტო ის მოდელებია რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ. ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება. ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე http://www.xtremesys...ad.php?t=108088 აქ ე.წ. Tier-ებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ. ზოგადად პოპულარული ბრენდებია Enermax, Seasonic, Corsair, FSP (Fortron source), Antec, Silverstone, Be Quiet, Thermaltake, OCZ, Cooler Master, Rosewill, Super Flower, NZXT, EVGA. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე შეგიძლიათ ხარისხიანი კვების ბლოკების მიმოხილვები ნახოთ ამ სატზე http://www.realhardtechx.com/index_archivos/Page541.htm არსებობს საიტი http://www.hardwares...com/article/370 რომელზეც აღწერილია როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდე რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გამიჭირდება პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც აწი ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას. ფორმა ATX ATX სტანდარტია რომელიც დესკტოპ სეგმენტზეა გათვლილი და ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება. წონა როგორც წესი კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა ზოგიერთ იაფფასიან კვებას სქელი კორპუსი აქვს და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს. კონექტორები და შნურები თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს sata, IDE, floppy კონექტორი, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში კაბელის სიგრძე არ გვეყოფა. ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ. არსებობს სრულად და არასრულად (მაზერის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ ძვრება) Modular კვების ბლოკები. ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო კარტა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფა კვებას იღებდნენ დედა დაფიდან. ეხლა უკვე ბევრი ვიდეო არსებობს ისეთი რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2 ორ-ორი PCI-e კონეკტორი სჭირდებათ). არის 6 პინიანი და 8 პინიანი PCI-e კონეკტორები 6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის. ზოგ ვიდეო კარტას სჭირდება ორი 6 პინიანი ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ არჩევისას. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. არსებობს IDE to PCI-e გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” და არა გადამყვანით. ასევე გასათვალისწინებელია რომ რამოდენიმე ვიდეო კარტით სისტემებს 1000 ვატი და მეტი სიმძავრის კვების ბლოკი შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია ვიდეო კარტას. ვეტილატორები (Fan) და ხმაური რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ ჯობია შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით არსებობს კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით. მაინც ძნელია ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა, დიდი ვენტილატორი როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი. კვების ბლოკზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ review-ების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული კვება როგორ ხმაურობს. არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი მაგალითად Seasonic FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთი კვების ბლოკებს. კიდევ ბევრი მწარმოებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-500 ვატი), სამაგიეროდ ეფექტურია და აბსოლუტურად უხმაურო. Internals კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახო შიგნით რა ხდება ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის. მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხო და განსხვავებას აშკარად ნახავ. ეფექტურობა 80+ ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომლებიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა (მ.ქ.კ.) უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს გაუძლებს დაემატება სიაში. შეიძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით ამ საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი საიტზე დიდია. არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Pick Watts და continuous power. Pick Watts ეს არის სიმძლავრე რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე სრულ დატვირთვაზე მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა ე.წ. continious power. სწორედ ეს არის რეალური ვატები, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ სამწუხაროდ მწარმოებლები სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით. ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური ანუ სიმძლავრე რომლის მოცემაც კვებას შეუძლია 24/7 დატვირთვაზე. ეხლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვება, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან . ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%) დანარჩენი იაკრგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (დაბალი ხარისხის კვების ბლოკების ეფექტურობა საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად. ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს. ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლები დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის. ამ საიტზე ხუთი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით standard, bronze, silver, gold და უკვე Platinium. (Platinium ეფექტურობა უკვე 92%-ს აღწევს, თუმცა უკვე გამოჩნდა Titanium ეფექტურობაზე 96%-მდე) http://en.wikipedia.org/wiki/80_Plus დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირე სითბოს გამოყოფა და ჩვენი ხარჯებიც. გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ესეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს თუმცა საბოლოოდ ასეთი კვების ბლოკები ბევრად მეტ დენს დაზოგავენ. PFC Power Factor Correction სიმძლავრის ფაქტორის კორექცია იმპულსურ კვების ბლოკებში (სწორედ ასეთი ტიპის კვების ბლოკები გამოიყენება კომპიუტერისთვის) PFC წარმოადგენს სქემატური ელემენტების ნაკრებს, რომელიც ამცირებს კვების ბლოკის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მოხმარებას. სიმძლავრის კოეფიციენტი (PF) ეწოდება აქტიური სიმძლავრის (სიმძლავრე რომელსაც კვების ბლოკი მოიხმარს) შეფარდებას სრულთან (ანუ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ვექტორულ ჯამთან). თავისი არსით სიმძლავრის კოეფიციენტი (არ აგერიოთ მარგი ქმედების კოეფიციენტში - მ.ქ.კ. ანუ ეფექტურობაში) ეს არის სასარგებლო და მიღებული სიმძლავრის შეფარდება და რაც უფრო ახლოს დგას ეს კოეფიციენტი ერთიანთან მით უკეთესია. PFC არსებობს ორი ტიპის - პასიური (Passive PFC) და აქტიური (Active PFC). იმპულსური კვების ბლოკი ყოველგვარი PFC-ს გარეშე ქსელის დენიდან მოიხმარს ენერგიას იმპულსების სახით, რომლებიც დაახლოებით ემთხვევიან ქსელის ძაბვის სინუსოიდის პიკებს. პირობით ოსცილოგრამაზე მწვანე ხაზი აღნიშნავს ქსელის ძაბვას, ხოლო უფრო ღია ხაზი კვების ბლოკის მიერ მოხმარებულ დენს. ასეთი სურათის დროს სიმძლავრის ფაქტორი (PF) 0.7-ს აღწევს ანუ ფაქტიურად სიმძლავრის მესამედი ქმნის დამატებით დატვირთვას ელექტრო გაყვანილობაზე ისე რომ არანაირ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებს! შეიძლება კერძო პირებს ეს პრობლემას არ უქმნის რადგან სახლის ელექტრო მრიცხველი მხოლოდ აქტიურ სიმძლავრეს ითვლის, მაგრამ მსხვილ ოფისებში და ისეთ დაწესებულებებში სადაც ბევრი კომპიუტერი დგას იმპულსური კვების ბლოკები დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგან ყველა ელექტრო კაბელი და შესაბამისი მოწყობილობა გათვლილი უნდა იყოს სრული სიმძლავრეზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 0.7 სიმძლავრის კოეფიციენტის დროს მათი სიმძლავრე ერთი მესამედით მეტი უნდა იყოს ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და გავრცელებულ მეთოდს ე.წ. პასიური PFC წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვეულებრივ დროსლერს შედარებით მაღალი ინდუქტიურობით და ჩართულია წრედში თანმიმდევრობით კვების ბლოკის წინ. პასიური PFC შედარებით აგლუვებს დენის იმპულსებს, გაჭიმავს რა მათ დროში - თუმცა სიმძლავრის კოეფიციენტზე დიდი ზეგავლენისთვის საჭიროა დროსლერი დიდი ინდუქტიურობით, რომლის ზომებიც იმდენად დიდი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ კვების ბლოკში ვერანაირად ჩაეტევა. ხოლო მცირე ზომის დროსლერები რომლებიც კვების ბლოკში ეტევა იძლევიან მხოლოდ მაქსიმუმ 0.75 ტოლ სიმძავრის კოეფიციენტს. აქტიური PFC თავის მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთ იმპულსურ კვების წყაროს, რომელიც ზრდის ძაბვას. როგორც სურათზე ჩანს დენის ფორმა, რომელსაც მოიხმარს კვების ბლოკი აქტიური PFC-თი, ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეულებრივი რეზისტული დატვირთვის მოხმარებისგან - საბოლოო ჯამში სიმძლავრის კოეფიციენტი სრულ დატვირთვაზეც კი 0.95-0.98-ს აღწევს. მართალია დატვირთვის კლებისას სიმძავრის კოეფიციენტიც კლებულობს 0.7-მდეც კი. თუმცა ბევრი Active PFC კვების ბლოკის მწარმოებელი 20%-ზე ნაკლებ დატვირთვაზეც კი გვპირდება 0.98 სიმძლავრის კოეფიციენტს. და პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში. გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი Pure სინუსოიდური ტიპის აქვთ) სხვა შემთხვევაში შეიძლება დენის წასვლისას სისტემა გაითიშოს. გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას. ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი. წყარო და ნაკადული http://www.nix.ru/su...&faq_topics=PFC http://en.wikipedia....on-linear_loads ძაბვის რეგულაცია Load regulation ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ, ხოლო საუკეთსოებს ±1% და ნაკლები აქვთ. დაცვები Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ესეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები. ამპერები და ვატები +12V განხრებზე აქ მე მინდა ავხსნა როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე. ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა მაზერი და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ეხლა უკვე პროცესორიც, მაზერიც და მით უმეტეს ვიდეო კარტაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერია +12V-ზე. საერთოდ ვატები ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W. რაც უფრო მეტი იქნება +12V ამპერები მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერი უწერიათ ხოლმე. მაგალითი 1 +12 ვოლტზე 34 ამპერი 34/12=408 ვატი ჯამში მაგალითი 2 360 ჯამური ვატი +12 ვოლტიან განხრებზე (სულ ორია) ანუ ჯამში გამოდის 360/12=30 ამპერი (და არა 20+18) დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი. თუ რამოდენიმე განხრაა 12იანი,მაშინ ჯამური ამპერები რომელსაც მეტი აქვს +12 ვოლტზე ის ჯობია! ეგ არის მთელი ფილოსოფია ძალიან ბევრ ახალ კვების ბლოკს +12 ვოლტზე ჯამური ამპერები ან ვატები ცალკე აქვთ ხოლმე გამოტანილი რაც აადვილებს მათ შეფასებას. როგორც სურათზე ჩანს ჯამური ამპერაჟი +12 ვოლტიან განხრებზე 32 ამპერია და არა 22+22=44 ამპერი. მოკლედ კვების ბლოკის სიმძლავრე ყველა +12 ვოლტის სიმძლავრის ჯამის ტოლი არ არის ხოლმე და ახალ (და ხარისხიან) კვების ბლოკებს ყოველთვის უწერიათ რეალურად რამდენია მაქსიმალური ამპერაჟი ამ განხრაზე. http://forums.guru3d...ad.php?t=205763 ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კვების ბლოკების OEM მწარმოებლები და ასევე თითოეული მოდელზე +12 ვოლტზე კომბინირებული ამპერები, რითაც ადვილდება სხვადასხვა კვების ბლოკების შედარება. რომელსაც მეტი ამპერი აქვს ის აჯობებს. ლინკის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Ogaib-ს აქ რაც სურათებია, პირველი რაც ამოვყარე ინტერნეტიდან ისინია. არც ერთის რეკლამას არ ვეწევი, რომელიც გინდათ ის აარჩიეთ. რეკლამას გავუწევ ყველა კვების ბლოკს რომელიც 80Plus საიტზეა, ყველა კვების ბლოკი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებიც ჩამოვთვალე (გარდა PCI-eკონეკტორების რაოდენობისა ზოგიერთ კვებას შეიძლება საერთოდ არ ქონდეს, რისი ნახვაც ყიდვისას შეიძლება). მწარმოებელი ფორმა ATX წონა კონეკტორები (შნურები) ვენტილატორები (Fan) და ხმაური Internals ეფექტურობა 80+ PFC ძაბვის რეგულაცია (Load regulation) დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection) ამპერები და ვატები +12V განხრებზე და ფასი ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიო ხარისხიანი კვების ბლოკი. მოკლედ თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ, საკმაოდ გამოადგებათ დამწყებ overclocker-ებს და არა მარტო overclocker-ებს.
    1 point
  7. თამაშს იმიტომ თამაშობთ რომ "ფიზიკას უყუროთ" თუ "ფიზიკის" ხათრით თამაშობთ ვერ გავიგე რაღაც რა გახდა ამისთანა ეს ფიზიკა ფიზიკა ფიზიკა... მეტი არაფერზე მიდის აქ საუბარი... აკ კაციშვილი არ ლაპაკობს თამაშის გრაფიკის განხილვაზე რამდენადაც ფიზიკის ქონა არ ქონაზე. ჯერ კიდევ NFS underground 2 რომ გამოვიდა, მაქედან მოყოლებული დღემდე უდიდესი სიამოვნებით ვთამაშობ და კიდე ბევრს ვითამაშებ. მაგის გრაფიკა დღემდე დამაკამყოფილებელია და თამაშში არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. მთავარია რომ მისწორდება თამაში და იმ სიამოვნებას ვიღებ, რაც მე მსურს. მიუხედავად იმისა რომ არანაირი ფიზიკა და ფოკუს მოკუსი ეფექტები არააქვს, მაინც ბევრ ახალ NFS-ს მირჩევნია თავიანთი ფოკუს მოკუზ ფიზიკებით. ფიზიკაზე იმდენი საუბრობს რომ აი ფანატიკურად გაპიარდა ყველგან, არადა სინამდვილეში NVIDIA-ს აღება უფრო იმიტომ ღირს რომ კარგი სოფტი აქვს, ვიდრე იმიტომ რომ ფიზიკა აქვს. AMD-ზე ყველა გაიძახის სოფტი არ უვარგაო და ხალხი უკმაყოფილო იყო, ესეიგი ფიზიკაზე უფრო მნიშვნელოვანი, სოფტი ყოფილა სწორი მიდგომა ასეთია: მომხმარებელს ჯერ თამაში უნდა მოეწონოს, აი მეორე ხარისხოვანია უკვე ეფექტები, ფიზიკა, აუდიო და ა.შ. ის რომ თამაში განსაზღვრო ფიზიკის ქონა არ ჰქონით, მე ფვრიქობ არასწორია. ლამაზი გრაფიკა ყველას მოსწონს, რაც მართალი მართალია თუმცა ეს საკითხი უპირველესი მაინც არ არის. ამას იმიტომ ვწერ რომ AMD საგრძნობლად იაფად ყიდის ვიდეო კარტებს როცა NVIDIA-ს 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი ფასები ადევს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკა აქვს (+ რაღაც ექსკლუზივები) და შედარებით უკეთესი სოფტი. აი დავუშვათ მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: 2 იდენტური კომპია i7 პროცესორზე, 4K მონიტორებით. ერთში დევს R9 295X, მეორეში დევს GTX 650 აბა ვინ რომელ კომპზე ისურვებდა თამაშს? რომელი კომპით უფრო გაერთობა ადამაინი თამაშებში? რათქმაუნდა GTX 650-ით ხომ თავისი ფიზიკის ეფექტებით? AMD-მ ძალიან კარგად იცის რა სჭირდება ბაზარს, RAW პერფორმანსი ყოველთვის იქნება N1 უალტერნატივო კრიტერიუმი რომელსაც წინ ვერაფერი ვერ აღუდგება, ვერანაირი ფიზიკა და ქიმია, იმიტომ რომ, უფიზიკოდ ადამიანი ითამაშებს თამაშს, ვიდეო კარტის გარეშე კი საერთოდ ვერა (ვის რა მოგვწონს ეს გემოვნებაა და ამაზე ნუ ვიდავებთ) AMD მეტ პერფორმანსის გაძლევს იაფად, ვიდრე ნვიდია. ამიტომ AMD-ს მომხმარებელები ამ მხრივ ყოველთვის დიდ პლიუსში არიან NVIDIA-სთან მიმართებაში. It's too fast Mantle vs. DirectX ეს კი ზოგადად ამ ტოპიკს რომ არ გადავუხვიოთ, კომერციულ ბენჩმარკების შესახებ ვიდეო. სხვაობა ერთად აღებულსა და კონკრეტულს რეზულტატებს შორის. როგორ შეიძლება 120 მილიწამიანი სხვაობა აღმოჩნდეს 48%-ით უკეთესი ვიდრე ეს 0,6%-ით ჩანდა
    1 point
  8. საუკეთესოა როგორც კამერა და არა როგორც სმარტფონი , სად Z3 ის დიზაინი და სად ეს მახინჯობა
    1 point
  9. ჩართვისას არა, გამორთვისასო და ახალი ვიდეოს გაშვებისასო. ეტყობა ვინჩესტერზე ქეში გასუფთავებას ვერ ასწრებს და სისტემა ეკიდება, ეტყობა კი არა ეგრეც იქნება სმარტის ერორებიდან გამომდინარე
    1 point
  10. ფემილი ალბათ პროცესორების ოჯახი მაგალითად პენტიუმიების ოჯახი სელერონების ოჯახი Core ოჯახი და ა.შ. რაც შეეხება სტეპინგს პროცესორს რომ უშვებენ რამოდენიმე საცდელ ვარიანტს უშვებენ ჯერ ტესტვენ და მერე უშვებენ მეორე ვარიანტს პირველი სტეპინგი არის A0 მარა ასეთს გაყიდვაში არასდროს გაუშვებენ დატესტავენ შეცდომებს ჩაასწორებენ და დაარქმევენ A1-ს მერე ისევ ტესტავენ ისევ გაასწორებენ შეცდომებს და დაარქმევენ B1-ს მაგალითად მინახავს პროცესორები D0 ან E0 სტეპინგითაც ანუ ბევრი ვერსია გადაყარეს სანამ საბოლოოს გამოუშვებდნენ A, B, C, D ეს უფრო მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს 0, 1, 2 ეს ნაკლებად მნიშვნელოვან ცვლილებას საბოლოოდ მინახავს ერთი და იგივე პროცესორი C1 სტეპინგით მაგალითად და მერე გამოუშვიათ იგივე პროცესორი E0 სტეპინგით როგორც წესი მეორე უკეთ რაზგონდება, უფრო ნაკლებ ძაბვას მოითხოვს და შესაბამისად ნაკლებადაც ცხელდება თუმცა შეიძლება პროცესორი სულ ერთი სტეპინგით იყოს და მეორე სტეპინგი არც გამოუშვან მარა თუ პროცესრი ორი სტეპინგით არსებობს მეორე სტეპინგი ყოველთვის ჯობია ანუ თუ სიტყვაზე E8400 იყო C1 და E0 სტეპინგებზე E0 უკეთესი იყო რაზგონისთვის უმეტეს წილად
    1 point
  11. ხოდა კარგად იყვნენ, დავითრევ 780 ს და ეგაა, ცოლის მოყვანამდე თითის დამდები არა ვარ ვიდეოკარტაზე, მერე კი სიდედრს დავათრევნიებ რამე მხეც ბარათს
    1 point
  12. zV1 ეს რიტორიკული კითხვის მსგავსი იყო :დ ცპუს ფიზიკას ახსენებენ სულ თითქოს ამდს კარტები მარტო პიქსელებს აფერადებდნენ )
    1 point
  13. პროცესორზე ფიზიკა მართლა ჭ კლასია,მაშინ რამე მხეცი 6 ბირთვიანი უნდა გქონდეს ისიც ან გაქაჩავს წესივრად და ან არა BF3-ს ფიზიკა არ აქვს მარა რავი ეფექტებში არ ვენდურები, მსხვრევა-ნგრევის დროსაც საკმარისი ჭვარტლი და ნამსხვრევია და აფეთქების დროსაც, სხვა რა მოუთხოვება თუნდაც ფიზიკა ქონდეს?
    1 point
  14. კანფეტი ალბომია ეს მომწონს ყველაზე მეტად მაგ ალბომიდან.
    1 point
  15. აკვდება ხუთიანს პირდაპირ
    1 point
  16. "ПРЕДЗАКАЗ Project C.A.R.S | Покупка со скидкой" http://liveracingreborn.com/topic/2613-predzakaz-project-cars-pokupka-so-skidkoj/#entry68436
    1 point
  17. მშვიდობაში ახალი ქეისი. ერთი ხრენია, არ მგონია რამე მნიშვნელობა ქონდეს, ისე ჯობია ეხლა რომელსაც ხმარობ ის დააყენო (იცი მაინც რომ უქაჩავს) P.S ახალი კვებაც მალე მომელოცოს
    1 point
  18. ორ კაცზე მშვენიერი გასართობია ვინც ანიმე იცის.
    1 point
  19. New GTX 980 photo surfaces in Asia http://www.guru3d.com/news-story/new-gtx-980-photo-surfaces-in-asia.html
    1 point
  20. ყველაზე არ წავა, და მარტო პროცესორის ამბავი არაა, შესაბამისი მაზერიც უნდა იყოს რომ წავიდეს
    1 point
  21. ნუ კოსტუმებიც მნიშვნელოვანია მარა
    1 point
  22. ფილმის რეკვიზიტებში მართლა რა იგულისხმება? რას ვანიჭებ უპირატესობას და: კომედიაში კომედიას და ხალისს ფანტასტიკაში სპეცეფექტებს და შინაარს დრამაში დრამას შინაარს ყველა ფილმში მსახიობების თამაშს, რეჟისურას, ოპერატორს, ამ თუ იმ საკითხისადმი მიდგომას და ხედვას რაღაცა უცნაური კითხვაა
    1 point
  23. http://www.youtube.com/watch?v=oxb4Wj8vMyk
    1 point
  24. კაიფობთ მგონი თქვენ ამ ყიდვა გაყიდვებით :დ
    1 point
  25. 2016 ში მეორე ნაწილი გამოდის
    1 point
  26. დალოცვილნო, ამ თანხიან სისტემას რატომ ურჩევთ ძველ 2011 სოკეტზე? როცა უკვე არსებობს 2011-3 სოკეტი და დდრ4. ასევე იაფიანი 6 ბირთვიანი პროცესორი ჩემი რჩევა იქნება: რამე იაფიანი X99 მაზერი, ოპერების 8 სლოტით, 6 ბირთვიანი core i7 5820k და 4X4გბ-იანი DDR4.
    1 point
  27. ტუფლის მაზი კი არა როგორც იქნა იზრუნეს წესიერ თბოგამტარობაზე და კრისტალი და ხუფი მეტალითაა დაკავშირებული, რაც საუკეთესო ვარიანტია
    1 point
  28. ■ Far Cry 4-ში პაგან მინის არმიის გენერალი ქალი იქნება. ■ Ubisoft-მა წარმოუდგინა გეიმერებს ახალი პერსონაჟი, რომელიც თამაშში შეასრულებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს. დეველოპერებმა გამოაქვეყნეს ქალბატონის სურათი, რომლის სახელია იუმა. შემქნელების თქმით, ის პაგან მინის მარჯვენა ხელია, სამეფო არმიის გენერალი და ძალიან საშიში ქალბატონი. ზოგადად, კომპანიამ ადრე უკვე განაცხადა, რომ Far Cry 4-ში ბევრი ქალი პერსონაჟი იქნება, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ისტორიის განვითარებაში.
    1 point
  29. ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, მივედით იმ ეტაპამდე, როცა უკვე საჭირო გახდა ფორუმის ლიცენზირებული ძრავის შეძენა საიტისთვის (ეს გამოწვეული იქნა იუზერების რაოდენობის გაზრდით, ნულიფიცირებული სკრიპტების არასანდრო კოდით და ა.შ.). ლიცენზირებული ძრავი გვაძლევს სუფთა კოდის გარანტიას, გვაძლევს სწრაფ წვდომას აპგრეიდებსა და ჰოთფიქსებზე, ასევე Invision-ის საპორტს. დღეისთვის Overclockers.ge ერთ-ერთი იმ თითზეჩამოსათვლელი ქართული ფორუმთაგანია, რომლებსაც ლიცენზირებული IP.Board აქვთ შეძენილი. ასევე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთადერთები ვართ ამ ეტაპზე ქართულ ვებ-სივრცეში, ვისაც უკვე პროდაქშენში აქვს ჩაშვებული IP.Board 3.3.2 ვერსია, რომელიც სულ 3-4 დღის წინ გამოვიდა. მოკლედ, ბედნიერ პოსტაობას გისურვებთ განახლებულ ფორუმზე. რაც მთავარია, ქართული კლავიატურა მუშაობს, ლენგვიჯ პაკი კი ნელ-ნელა გადაქართულდება.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.