Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/14/14 in all areas

  1. GAMESCOM 2014: KOJIMA WANTS SILENT HILLS TO 'MAKE YOU S**T YOUR PANTS' Genre: Adventure Publishers: Sony Computer Entertainment, Konami Developers: 7780s Studio,Kojima Productions ჰიდეო კოჯიმამ შემოგვთავაზა სიურპრიზი, რომელსაც პირადად მე ძალიან მაგრად ველოდები ცოტათი ადრე PSN-ში გავრცელდა დემო, Playable Teaser- P.T. რომელიც საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ახალი Silent Hill თამაში იქნება Fox Engine-ზე ესეც ტიზერი http://www.ign.com/videos/2014/08/13/ign-plays-silent-hills-the-playable-teaser ესეც თვითონ Playable Teaser- P.T.
    4 points
  2. PES 2015 - ახალი რეჟიმი”MyClub” და ჩეთის საწინააღმდეგო სისტემა. ვისაუბრებთ თამაშის ახალ შესაძლებლობებზე რომლებიც შეიცვალა ან დაემატა მას. PES 2015-ში გამოჩნდება ახალი რეჟიმი,თანამედროვე მუსიკა,ამინდი იქნება უნიკალური. როგორც იქნა წელს მაინც ვიხილავთ სხვადასხვანაირ ამინდს. იქნება წვიმა და შესაძლოა იყოს თოვლიც,ამის შესახებ ცოტა დაწვრილებით,მოგვიანებით შეგატყობინებთ. თამაშში ონლაინიც ძლიერ შეიცვალა,ბევრი ფანი შეიგრძნობს გლობალურ ინოვაციებს. კონამი სპეციალურად ონლაინ რეჟიმებისთვის,კვირაში ერთხელ განაახლებს DLC-ს PES ID-ის უნიკალური შესაძლებლობები. PES ID: - გუნდები თამაშობენ ისე,როგორც რეალურ ცხოვრებაში, გამოჩენილი მოთამაშეების თამაში კი იქნება ადვილად გამოსარჩევი და შესამჩნევი. ტოპ გუნდები არ დაემსგავსებიან ჩვეულებრივ გუნდებს. მათი თამაში იქნება დამოკიდებული იმაზე თუ როგორ ითამაშებენ მათი ანალოგები. - რეალისტური შესაძლებლობები: - ცნობილი მოთამაშეების ყოფნა გუნდში არ ნიშნავს იმას, რომ მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება გამოიყენოთ მხოლოდ მათი შესაძლებლობები. საბოლოო და კარგი შედეგისთვის საჭიროა ბურთის კონტროლის ცოდნა მთლიანი გუნდის მეშვეობით. გამოიყენოთ მოთამაშეების ფინტები,იმ მომენტში როდესაც ეს აუცილებელია,წინააღდმეგ შემთხვევაში თქვენ დაისჯებით მრავალფეროვანი თამაშის უგულველველყოფის გამო. აბსოლუტურად ახალი რეჟიმები: - რეჟიმი”MyClub”: PES სერიების გულშემატკივართა მოთხოვნით,მოხდა "Master League Online"-ის გარდაქმნა. ამიერიდან შეგეძლებათ შეიძინოთ მოთამაშეები და მწვრთნელები GP ქულების მეშვეობით,ასევე შეგეძლებათ ნაღდი ფულით განახორციელოთ ტრანსფერები. აგენტები შეეცდებიან შესთავაზონ მოთამაშეებს კონკრეტული ტრანსფერები. ყველა გუნდს აქვს შემართება და მიზნები ტურნირებზე,ისინი შეისწავლიან თუ რამდენად შეეთვისებიან გუნდის მწვრთნელს ახალი მოთამაშეები როგორ იგრძობენ თავს ახალ კლუბსა და ახალ ატმოსფეროში. - ონლაინ განახლებები: ყოველკვირეული DLC განახლებები მუდმივად განაახლებს ტრანსფერებს ინგლისის,საფრანგეთის,იტალიის ბრაზილიის და სხვადასხვა ჩემპიონატებში. ასევე განახლდება მოთამაშეთა უნარები და ინდივიდუალური შესაძლებლობები. თუ მოთამაშის ანალოგმა რეალურ ცხოვრებაში გაიტანა გოლები ან გუნდს მოუტანა სხვადასხვა სარგებელი,მისი სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზრდება. ცუდი თამაშის შემთხვევაში კი პირიქით იქნება - მაჩვენებელი დაეცემა. ეს ინოვაცია იმუშავებს როგორც ონლაინში, ასევე სხვა დანარჩენ ოფლაინ რეჟიმებში. - სათამაშო სტილის ადაპტაცია: კარგმა მწვრთნელმა იცის როგორ გამოიყენოს უპირატესობა სათავისოდ. როგორც გუნდის მენეჯერმა,შეგიძლიათ გასცეთ ბრძანება რომ გაზონი თამაშის წინ არ გაიკრიჭოს. თუ რათქმა უნდა თქვენ გსურთ გამოიყენოთ გრძელი გადაცემები. ეს ტაქტიკა ზედგამოჭრილია იმ გუნდების წინააღდმეგ რომლებსაც უყვართ მოკლე პასებით თამაში. შეგიძლიათ ასევე მოარწყვევინოთ გაზონი რათა გამოიყენოთ სხვა ტაქტიკა,ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. - მოთამაშის ზუსტი სტატისტიკა: თამაშში სისტემური პარამეტრები მთლიანად შეიცვალა,ვმუშაობთ საზოგადოებასთან მთელს მსოფლიოში,რათა შევქმნათ ყველაზე რეალური სტატისტიკური მონაცემთა ბაზა მოთამაშეების მიხედვით. - იქნება მეორე დივიზიონები: PES სერიების ისტორიაში პირველად იქნება ლიცენზირებული, ევროპის ტოპ ჩემპიონატების მეორე დივიზიონები: ინგლისის,ესპანეთის,იტალიის,საფრანგეთის,რომლებიც მნიშვნელოვნად გაზრდიან მოთამაშეთა მონაცემთა ბაზას ფართო არჩევანისთვის,თქვენი კლუბის სკაუტებისთვის. - მართვის როლი: გვაძლევს საშუალებას დავყოთ გუნდი სამ ნაწილად: დაცვა,ნახევარდაცვა და შეტევა. ეს ინოვაცია საშუალებას იძლევა გაზარდოთ მოთამაშეთა შორის ურთიერთგაგება ყველა ხაზზე. - მენეჯერების ლიცენზია: პირველად ისტორიაში ევროპელი და სამხრეთ ამერიკელი გამოჩენილი მწვრთნელები იქნებიან ლიცენზირებულები. -თამაშის შიდა ვალუტა: GP ქულები რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ ახალ რეჟიმში ”MyClub”,შესაძლებელი იქნება განბლოკოთ დამატებები და (игровые ачивменты)?????? - რედაქტირების შეუზღუდავი რეჟიმი: თამაშში ბრუნდება სტადიონის რედაქტორი,ახალი ინსტრუმენტებთ. მისი წყალობით შეიძლება: შეცვალოთ გაზონის მოდელი, გვერდითა ხაზების ფერები, კარის ბადის ფერები, მოაწყოთ და შეცვალოთ ადგილები ტრიბუნაზე და ა.შ. რედაქტირების სხვა რეჟიმები: მწვრთნელების რედაქტორი, მოთამაშეთა მონაცემთა ბაზის რედაქტირება და მისი კოპიოს შექმნა. სტადიონის რედაქტორთან ერთად ბრუნდება ახალი ლიცენზირებული სტადიონები. ასევე იქნება გაზონის ფერის შეცვლის შესაძლებლობაცა და გამოცვლაც. ონლაინ რეჟიმები: - ჩქარი მატჩი: სწრაფად იპოვის შესაბამის ოპონენტს,თქვენი სპეციფიკაციების მიხედვით. - ონლაინ დივიზიონები: გადამუშავებულია ქულათა დარიცხვის სისტემა,თქვენი გუნდის უფრო მაღალ დივიზიონებში გადასასვლელად. - 11 vs 11 რეჟიმი: შექმნილია ახალი პარამეტრები რათა დაჩქარდეს და გამარტივდეს მოწინააღმდეგის ძებნა. - ანტიჩეთის სისტემა: გაუმჯობესებულია სისტემა რათა ნებისმიერ დროს,ნებისმიერ მატჩებში,გამოავლინოს თაღლითი მოთამაშეები. აღმოჩენის შემდეგ ისინი სამუდამოდ დაიბლოკებიან. დამატებითი განახლებები: - Master League: გადაკეთებულია ყველა სტრუქტურა. მოთამაშეთა განვითარება,ზრდა,ტრანსფერები,არის ახალი პარამეტრები მატჩამდე მწვრთნელთათვის. ახალი ქათ სცენები ყველა რეჟიმისთვის. იქნება ნაციონალური სუპერთასები ყველა ჩემპიონატისთვის. -Become A Legend: მოთამაშის ინდივიდუალური ვარჯიშები,ახალი სატრანსფერო სისტემა,მეორე დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობა. -ამინდი: დაემატა წვიმა და გაუმჯობესდა სხვა არსებული ამინდი ლიცენზირებული საუნდტრეკი: Cold War Kids, Calvin Harris, Imagine Dragons, Avicii და სხვები . სულ ესაა რისი დაწერაც დღეისთვის შეიძლებოდა. კონამი განაგრძობს თამაშის დეტალების დაზუსტებას და მოგვიანებით შემოგთავაზებთ სხვა სტატიებს.
    4 points
  3. დიდი არაა, სულ რაღაც 550-600% სულ რაღაც
    2 points
  4. TP WR740n გავაკეთე თუ ვინმეს გაინტერესებთ აგერაა საიტი და დაძებნეთ. ჩემი რჩევა იქნება openWRT დააყენოთ უფრო ნავაროჩენია openWRT https://openwrt.org/ DD-WRT http://www.dd-wrt.co...wforum.php?f=28 telnet-თაც და SSH-თაც უკავშირდება ამის გაკეთების შემდეგ მერე ისევ თავის default-ს firmware-ზე დაფლეშვისას ფეხი გამეკრა კაბელზე და გაი-brick-ა ჯერ დავწერ თუ რა უპირატესობები აქვს OpenWRT-ს და DD-WRT-ს თქვენი როუტერისთვის. ნუ ეხლა ყველას არ გვაქვს საუკეთესო ფირმების 100+ და 200+ $-ებიანი router-ები უამრავი ფუნქციებით, რომლებზეც უმრავლესობაზე უკვე აყენია ეს ვერსიები. ხოდა მეც ავდექი და ვიფიქრე ჩემს 32 ლარიან Tp-link-ს შევძინო მაგ როუტერების ფუნქციების რაღაც ნაწილი. ეს firmware-ები დაფუძნებულია Linux_ზე და არის opensource. პირველ რიგში უნდა ნახოთ თქვენი როუტერის შესაბამისი ვერსია. აქ ნახეთ თუ აქვს საერთოდ მხარდაჭერა თქვენს როუტერს http://wiki.openwrt.org/toh/start ეს პროცესი გავს მობილურის default ROM-ს CyanogenMod-ზე გადაცვლას, ამით ახანგრძლივებთ თქვენი როუტერის support-ს თუ მწარმოებელმა მას უკვე შეუწყვიტა support და ამავდროულად ამატებთ ფუნქციებს. DD-WRT 1 firewall - უამრავ როუტერს აქვს firewall მაგრამ DD-WRT-ში არის გაცილებით ძლიერი და ფუნქციონალური firewall დაფუძნებული iptables_ზე. შეგიძლიათ browser-დან ან Firewall Builder-დან დააედითოთ. 2 IPV6 - ჩემ შემთხვევაში ჩემ როუტერს არ აქვს IPV6-ს native support. არადა უკვე IPV6-ს ზოგან გამოიყენება. ამ Linux firmware-ს კი აქვს IPV6-ს native support და ასევე 6to4 ტრანსლატორი. (IPV6 მალე საჭირო გახდება მითუმეტეს აქვს სხვადასხვა გაუმჯობესებები IPV4-თან შედარებით) 3 DNS - აქვს Dnsmasq, ლოკალური DNS server-ს მხარდაჭერა რაც ასწრაფებს host-name-ს ძებნას და აქვს dynamic DNS პროვაიდერების მხარდაჭერა როგორებიცაა TZO, No-IP და DynDNS. 4 Afterburner სხვადასხვა wi-fi მოწყობილობებს, რომლებიცაა დაფუძნებული Broadcom-ს ჩიპზე და აქვს ამის მხარდაჭერა (უამრავ ტელეფონს, ნოუთბუქს და PCI wi-fi card-ს აქვს ამის მხარდაჭერა) ეხმარება wi-fi-ს მიღებაში და ოდნავ ასწრაფებს სიგნალის გადაცემას 5Kai Daemon ეს Gamer-ებისთვისაა. ააქტიურებს network tunneling-ს სათამაშო console-ებისთვის მაგალითად XBOX ისინი შეძლებენ დაუკავშირდნენ XLink Kai gaming network-ს. OpenWRT (მას აქვს საკუთარი package manager ამიტომ მასზე ხშირად შეიძლება ნახოთ ახალი რამ და იოლად დაამატოთ) 1 Special hardware configuration options. ბევრ როუტერს აქვს ფუნქციონალური ღილაკები, OpenWRT კი საშუალებას იძლევა დააკონფიგურიროთ ისინი თქვენი გემოვნებით. 2 file sharing ბევრ როუტერს აქვს ფუნქცია დააშეაროს მასზე მიერთებული USB ან eSATA device. Openwrt-ც იძლევა ამის საშუალებას და თუ თქვენს როუტერს არ აქვს USB შესაძლებელია ამის დამატებაც. ამაზე მოგვიანებით. 3 Support for a wide variety of USB-connectable devices USB storage-ს გარდა OpenWRT-ს აქვს უამრავი სხვა მოწყობილობის მხარდაჭერა, როგორებიცაა: პრინტერები, web camer-ები (სახლის საკუთარი დაცვის სისტემა შეგიძლიათ ააწყოთ ) და audio სისტემებიც კი. მოკლედ თითქმის ყველაფერი რასაც აქვს linux-ს მხარადჭერა იმუსავებს OpenWRT-ზე ამ გზით როუტერზე USB-დან. 4 Mesh networking support 802.11s-ს მსგავსი პროტოკოლები საშუალებას იძლევა გააკეთოთ peer-to-peer network სხვადასხვა მოწყობილობებს შორის. OpenWRT-ც იძლევა ასეთი სისტემის გაკეთების შესაძლებლობას. 5 Real-time stats collection and monitoring ეს არის მათთვის ვისაც უნდა ძირეული წარმოდგენა ქონდეს საკუთარი ქსელის ფუნქციონალურობაზე და მუსაობაზე ზოგადად. OpenWRT-ს package-ებში არის app სახელად Nagios რაც მონიტორინგს შესაძლებელს ხდის. ჩემთვის ასეთ ძირეულ რაღაცებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ წუთას, მაგრამ ვინ იცის იქნებ ვისწავლო ახალი რამეები. მე უბრალოდ მინდა რომ router-ს ქონდეს SSH-სა და telnet-ს მხარდაჭერა, რომ მასში ნებისმიერი ადგილიდან შესვლა შემეძლოს. ამით ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად ჩემივე კომპიდან სკრიპტის დაწერა თუკი ინტერნეტი გაითიშება რატომღაც როუტერი თავად დარესტარტდეს ან რავი რას არ მოიფიქრებს კაცი. ასევე მომავალში ვნახოთ თუ აღვადგინე ეს როუტერი USB MOD-ს გაკეთებასაც ვგეგმავ. https://forum.openwrt.org/viewtopic.php?id=37368 აღვადგინეეეეეეეეეეეეე ეს ნაწილი არ ეხება ვინც პირველად აყენებს. ეს იყო აღდგენა გაფუჭების შემდეგ სწორად თუ გაკეთებთ ყველაფერს არ მოგიწევთ ამ პროცედურის გავლა ჩამომივიდა ჩემი UART to USB adapter რომლის დახმარებითაც უნდა აღვადგინო ჩემი დაბრედილი router. აქ დავწერ თემას ეგებ გამოგადგეთ. ისე ამით HDD-ებზეც ჩალიჩობენ და ვეცდები ეგეც დავამუღამო მოგვიანებით. თუ ვინმეს გაქვთ რამე დაბრედილი HDD ბიოსიც რო არ ხედავს და არ გენანებათ სიამოვნებით გამოგართმევთ სასწავლად მანამდე მომიწია ცოტა პაიკა და ის ფლეშკასავით UART to TTL გადამყვანის ყიდვა. ესეც ჩემი პირადი სკრინები და ამათზე ადვაპაიკე TX RX GRD არხები ბოლო ძაბვა არაა საჭირო. მივაერთე იმ ფლეშკასავით როა გადამყვანი იმას cross-თ ანუ RX-->TX TX-->RX GRD-->GRD გადავჭერი ის ზედა ყვითელი კაბელი რომელიც TX არხს აკავშირებს პირდაპირ პროცესორს, რასაც მხოლოდ გაფუჭების შემთხვევაში აღდგენისას ვიყენებ მომავალში ჩამრთველს დავაყენებ. რა იცი რაში დამჭირდეს ესეც აღდგენის მომენტი გუშინ როცა აღვადგინე მოკლედ cutecom პროგრამითა და TFTP სერვერით ავტვირთე სტოკ ROM router-ში და მერე დავფლეშე. ჩავრთე და მუშაობს cutecom პროგრამა ესეც სტოკის სკრინი ეხლა ისევ OPENWRT-ს დავაყენებ სტოკი ბანძია ხვალ ვინჩოს აღდგენას ვისწავლი, ეგებ იმანაც წარმატებით ჩაიაროს. ტაკ დავფლეშე openwrt-ზე და ეხლა ასე გამოიყურება დაემატა უამრავი ფუნქცია რაც არასოდეს დაესიზმრებოდა ამ როუტერს
    1 point
  5. გამოვიდა ახალი ვიდეო ადაპტერი დაბალ ბიუჯეტურ სეგმენტში GeForce GT 730 -ის რეფერენს ვერსიაში მახასიათებლები შემდეგია შეიდერები(კიდა ბირთვები): 384 VRAM(ვიდეო მეხსიერება): 1 ან 2 GB GDDR5 ან GDDR3 BUS WIDTH: 64 bit Evga GeForce GT 730 როგორც ყველა ასეთი სახის ვიდეო ადაპტერი ესეც გათვლილი ფოტო ვიდეო და ინტერნეტში სამუშაოდ ხელმისაწვდომია როგორც 1 ისე 2 GB იანი ვერსიები როგორც GDDR5 ისე GDDR3 მეხსიერებით მეტი მახასიათებლების გასაგებად მიბრძანდით PALIT GeForce GT 730 პალიტმა გადაწყვიტა ამ ვერსიაშიც შეეტანა თავისი ინოვატორული იდეები და გამოუშვა 8-მდე სხვადასხვა სერია ამ ვიდეო ადაპტერისთვის ეს სერიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფანების ფერით ფანების რაოდენობით (1 ან 2) მეხსიერებით და სხვა მახასიათებლებით ხელმისაჭვდომია 1GB/2GB GDDR3/GDDR5 მეხსიერებით. აგრეთვე ამ ვერსიაში გამოყენებულია NVIDIA 3D Vision და PhysX ტექნოლოგია აგრეთვე შესაძლებელია ითამაშოთ ისეთი თამაშები როგორიცაა World of Tanks, Infinite Crisis faster და სხვა. აქვს HDMI,VGA გამომავალი პორტებით აგრეთვე შესაძლებელია ზედ სახლის კინოთეატრის დაერთება, აქვს blu-ray და 3D საფორთი ZOTAC GeForce GT 730 ესეც მსგავსია ზემოთ ჩამოთვლილი ვიდეო ბარათებისა შეგიძლიათ იყუროთ ვიდეოები HD ხარისხში დაათვალიეროთ ნებისმიერი გაფართოების ფოტოები MSI GeForce GT730 ნუ შეიძლება ზემოთ ჩამოთვლილიდან ეს ვერსია ჩემპიონად ჩაითვალოს რადგან მისი VRAm შეადგენს 4 გბ შეიძლება აირჩეს GDDR3 GDDr5 მეხსიერებებით. როგორც ველა MSI ვიდეო კარტები ესეც გამოირჩევა დაბალი ტემპერატურებით და ძალიან კარგი ვიზუალით კარგე შედეგებს აჩვენებს DX11 ბენჩებშიდაც აგრეთვე წინებთან შედარებით. აგრეთვე მოიხმარს დაბალ ვატობას. KFA2 GeForce GT 730 EX OC ახლა კი ბოლო და ალბათ ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ დაბალი სეგმენტის დაბალ ბიუჯეტურ კარტებში რომელსაც აქვს OC შესაძლებლობები ამასაც გააჩნია იგივე, 384 კუდა ბირთვი, 1/2 GB DDR3 DDR5 მეხსიერებები აგრეთვე 64 bit bus-ი მაგრამ მას შეუძლია რაზგონი რაც უფრო სწრაფს გახდის წინა ვერსიებთან შედარებით ასე რო ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა ამათ შორის
    1 point
  6. ქსელში უკვე დიდი ხანია რაც ვრცელდება ინფორმაცია კომპანია Samsung ის ახალ ფლაგმან Galaxy Alpha სთან დაკავშირებით. დღეს კი ოფიციალურად გახდა დეტალები ცნობილი ამ ახალი სმარტფონის შესახებ , რომლის მთავარი სიახლე იქნება მეტალის ჩარჩო მის გარშემო და საკმაოდ თხელი დიზაინი. როგორც ვხედავთ სმარტფონი წარმოდგენილი იქნება 4 სხვადასხვა ფერში ისევე როგორც წინა ფლაგმანი Galaxy S5 , მისი სისქე იქნება სულ რაღაც 6.7 მმ. წონა კი 115 გრამი. სმარტფონს ექნება 4.7" Super AMOLED ეკრანი 720P რეზოლუციით (1280x720). იგი დაფუძნებული იქნება Exynos 5 Octa ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას ექნება 4 ბირთვიანი Cortex-A15 (1.8GHz) + 4 ბირთვიანი Cortex-A7 (1.3GHz) პროცესორი , ჯამში 8 ბირთვი , 2GB ოპერატიული მეხსირება და 32GB შიდა მეხსიერება რომლის გაზრდაც ვერ მოხდება. Galaxy Alpha აღჭურვილი იქნება 12MP უკანა და 2.1 MP HD Selfie კამერით , მისი ბატარეის ტევადობა იქნება 1860 mah , ოპერაციული სისტემა კი უახლესი Android 4.4.4 KitKat. Samsung ის ახალი ფლაგმანის ფასი 690 ამერიკული დოლარი იქნება.
    1 point
  7. რამდენიმე კვირაში კომპანია AMD გამოუშვებს ახალ ვიდეო ბარათებს R9 სერიიდან კონკრეტულად კი R9 285 და R9 285X-ს. Radeon R9 285 დაფუძნებული იქნება Tonga Pro გრაფიკულ პროცესორზე ხოლო R9 285X კი Tonga XT-ზე. ჯერ-ჯერობით ახალი მოდელის სრული სპეციფიკაცია დაუზუსტებელია მაგრამ ცნობილია რომ ექნება 918MHz ბირთვის და 1375 (5500)MHz მეხსიერების სიხშირე, მეხსიერების სალტე 256bit რომელსაც შეუძლია გაატაროს 176Gb წამში, სტანდარტულ ვერსია აღჭურვილი იქნება 2Gb VRAM მეხსიერებით, ასევე განსხვავება R9 280/280X-თან შედარებით არის ის რომ ახალ ბარათს ექნება 6pin+6pin კვების PCI-E Power პინი რაც შემცირებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებს(ზემოთხსენებულ მოდელებს აქვთ 8პინიანი კვების კონექტორი). CrossFireX კონფიგურაციის მუშაობას PCI-E ინტერფეისით იქნება შესაძლებელი. Sapphire, XFX და HIS-მა უკვე შეიმუშავა R9 285-ის ვარიანტები Sapphire Radeon R9 285 Dual-X XFX Radeon R9 285 HIS Radeon R9 285 IceQX2 Mini რაც შეეხება 285X-ის Tonga XT-ზე დაფუძნებულს მას სექტემბერში ვიხილავთ მისი ფასი კი სავარაუდოდ $300-ს არ აცდება.
    1 point
  8. კომპანია Square Enix გეგმავს გამოუშვას სტუდია United Front Games-ის ექშენი Sleeping Dogs HD ხარისხში. Amazon-ის ლისტინგში გაჩნდა გამოცემა Sleeping Dogs: Definitive Edition, რომლის რელიზიც გათვლილია PlayStation 4-სთვის და Xbox One-ისთვის. გამოცემაში იქნება თამაში და ყველა დამატება, რაც კი რელიზის შემდეგ გამოვიდა. ლისტინგში ნათქვმაი, რომ ახალი გამოცემის წინასწარ შეკვეთის შემთხვევაში ბონუსის სახით მოთამაშეებს გადაეცემათ 28 გვერდიანი წიგნი თამაშის კონცეფტ-არტებით. Definitive Editions-ის ოფიციალური ანონსი ჯერ არ შემდგარა, მაგრამ Amazon-ზე მითითებულია რელიზის თარიღი - 2014 წლის 14 ოქტომბერი. თამაშის აღწერაში ნათქვმია, რომ თამაში "სპეციალურად გადააკეთეს ახალი თაობის კონსოლებისთვის".
    1 point
  9. Capcom-მა დაანონსა ორიგინალი სრულიად გადამუშავებული ახალი პლათფორმებისთვის Resident Evil-ის რელიზი. Resident Evil Remastered წარუდგენს ფანებს კლასიუკურ გეიმფლეის HD ხარისხის გრაფიკით. შემქმნელები პირდებიან გეიმერებს წარუდგინონ 1920 x 1080 გაფართოვების გრაფიკა და 5.1. ხმის მხარდაჭერა. მოთამაშეებს შეეძლებათ აირჩიონ სურათის ფორმატი - 4:3 თუ 16:9 და კიდევ უამრავი ინოვაცია. Screenshots ლეგენდარული ჰორორის პირველი ნაწილის რელიზი შედგა 1996 წელს Sony PlayStation-ზე. შემდეგ თამაში სხვა პლათფორმებზეც გამოუშვეს. სურათებიდან გამომდინარე, შემქმნელებმა აირჩიეს Resident Evil-ის ვერსია Gamecube-სთვის, რომლის მიხედვითაც გამოვა Remastered ვერსია. ახალი გამოცემა კლასიკური თამაშისა შედგება PC-ზე, PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. თამაში გამოვა ციფრული სახით 2015 წელს.
    1 point
  10. Counter-Strike-ის სერია შეივსება ცალკეული გადახვევით ზომბებთან ერთად. Nexon Europe-ის გუნდმა დაანონსა შუთერი სახელწოდებით Counter-Strike Nexon: Zombies. შემქმნელების სიტყვების მიხედვით, ზომბები თამაშში იქნებიან სწრაფები, აგრესიულები და ძალიან სახიფათოები. ამგვარად, შემქმნელები იმედოვნებენ შექმნან უცნაური ახალი გეიმფლეი პოპულარული სერიის შიგნით. თამაშში ამის გარდა იქნება ახალი იარაღების მთელი ჩამონათვალი. "ჩვენ მოხარულები ვართ წარვადგინოთ პოპულარული შუთერის უფასო ონლაინ ვერსია Steam-ის ქსელში. Counter-Strike Nexon: Zombies წარმოადგენს საინტერესო და ყველა მოთამაშისთვის ხელმისაწვდომ შუთერს პირველი პირიდან. თამაში ხელმისაწვდომი იქნება როგორც ახალწვეულებისთვის Counter-Strike-ში, ასევე შესთავაზებს კლასიკური გეიმფლეის ვეტერანებს ექშენის უახლეს მექანიკას", - აღნიშნა კენი ჩანგმა, რომელიც არის Nexon Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი. ადრე კომპანია Nexon-მა გამოუშვა მოდიფიკაცია Counter-Strike Online-ისთვის სახელწოდებით Zombie Darkness, რომელმაც მოიპოვა პოპულარობა კორეაში. ცხადია, რომ ამჯერად კომპანიამ გადაწყვიტა გამოეშვა ზომბები დამოუკიდებელი თამაშის სახით. ახალი თამაშის რელიზი შედგება 2014 წლის მესამე კვარტალში Steam-ზე.
    1 point
  11. Overkill Software-მა რომელიც არის Payday 2-ის შემქმნელი დაანონსა თავისი ახალი პროექტი სახელწოდებით Overkill’s The Walking Dead. გუნდმა გამოაქვეყნა პატარა ტიზერი, რომ მოეხდინა თავისი ახალი თამაშის ატმოსფეროს დემონსტრირება. გუნდი თანამშრომლობს "მოსიარულე მკვდრების" სერიის შემქმნელთან რობერტ კირკმანთან და მის სტუდიასთან - Skybound. თამაში უნდა გახდეს კო-ოპერატიული შუთერი, ჰორორით და სურვაივალით, რომლის მოვლენების განვითარდება უახლოეს მომავალში. "თამაშში აქცენტი გაკეთებული იქნება გეიმფლეიზე, მძვინვარე გეიმფლეი, რომელიც უარყოფს თამაშების ინდუსტრიის ტრადიციულ მოდელს ქაოსში. ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირდაპირ თქვენთან გამოიგზავნება და ამჯერად თამაში იქნება დიდი - არ ღირს მარტო სიარული", - აღნიშნა ბო ანდერსონმა, რომელიც არის სტუდიის აღმასრულებელი დირექტორი. შემქმნელები თამაშს გააკეთებენ კომიქსების მოვლენების მიხედვით და არა ტელესერიალის მიხედვით. თამაშის რელიზი დაგეგმილია 2016 წელს. Overkill's the Walking Dead გამოვა ახალი თაობის კონსოლებზე და შეიქმნება Diesel Engine-ზე, რომელზეც გამოვიდა Payday 2.
    1 point
  12. 12 თუ 13 თუ სწორად მახსოვს
    1 point
  13. აუფ კიდე ვერ გაიგეთ რო PES-ს იმედი არ უნდა გქონდეთ, მერე უფრო მტკივნეულია ხოლმე რომ 2012,2013,2014-ვით ნაგავი გამოვა მოიცა გამოვიცნო: ეხლა დაგპირდებიან ახალ ძრავს, ახალ მეკარეს სისტემას, ახალ მოძრაობებს და ბოლოს გამოუშვებენ იგივეს რაც არის ოღონდ უფრო მეტი ბაგებით
    1 point
  14. ახალი სკრინები
    1 point
  15. მიწერეთ იაოს ვისაც ყიდვა გინდათ და ძალაინ კარგათ აგიხსნით რატომ ჯობია მ550ი ევოს, და პროს ფასი წარმადობით. ძალაინ დიდი გამოცდილება აქვს.
    1 point
  16. GT-R, გეთანხმები გამტარობა ჰქონდეს კარგი და თუნდაც 64 ბიტზე დასვან ჩემი რა მიდის
    1 point
  17. გავრცელდა ინფორმაცია Motorola Shamu-ს ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (იგივე Nexus 6) CPU: Snapdragon 805 Krait 450 2.6Ghz GPU: Adreno 420 RAM: 3GB Display: 5.2" QHD (1,440 x 2,560 pixles), 564ppi Camera: 13MP + 2.1MP OS: Android L
    1 point
  18. ჰმ, 10 დღე ვერ უძლებს და მაგიტოა კაი ხანი ბესტსელერი SSD-ებს შორის ამაზონზე, მაგიტო აქვს 4.8/5 რეიტინგი და 3500 რევიუ ხო?
    1 point
  19. სსდ-ზე ლინუქსი და ყველა ოპერაციული სისტემა უფრო სწრაფად იმუშავებს, მაგრამ კომპილაციის დროს არ შეგიმცირებს, რადგან ეგ პროცესორზე და ოპერატიულზეა დამოკიდებული
    1 point
  20. translate.ge translate.google.com მთლიან ტექსტებს ვერც ერთი ვერ თარგმნის ნორმალურად, სიტყვებს კი
    1 point
  21. Nvidia releases GeForce GT 720 Series http://www.guru3d.com/news-story/nvidia-releases-geforce-gt-720-series.html Palit GeForce GT 720 Series http://www.guru3d.com/news-story/palit-geforce-gt-720-series.html Gainward GeForce GT 720 Series Cards http://www.guru3d.com/news-story/gainward-geforce-gt-720-series-cards.html
    1 point
  22. ესეც Natural Landscapes 2-ის თემა Uploaded at ImageFra.me
    1 point
  23. ამ პოსტში იხილავთ აპრილის თვის სტრიტ არტის საუკეტესო ნიმუშებს
    1 point
  24. http://sagency.ge/bilet/Geo_B.pdf
    1 point
  25. კიდევ ერთი ტიზერ გეიმფლეი მართლა კარგი რამე გამოდის :3 <3
    1 point
  26. მოგესალმებით, IBM-მა შექმნა სრულიად ახალი თაობის ადამიანის ტვინის მსგავსად მომუშავე პროცესორი მისი სახელია TrueNorth. იგი დაფუძნებულია samsung-ს 28 nm ტექპროცესზე და მისი მახასიათებლები ასეთია. 4096 ნეიროსინაპსური ბირთვი, 1 მილიონი პროგრამირებადი ნეირონი (შედარებისთვის ადამიანს ტავის ტვინში აქვს 86,000,000,000 ნეირონი, ხოლო ტარაკანას აქვს 1.000.000), 256 მილიონი პროგრამირებადი სინაპსი. სულ შედგება 5,4 მილიარდი ტრანზისტორისგან, ეს წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს ჩიპს, ამავდროულად ყველაზე განვითარებულს, ყველაზე ძლიერს და ის მოიხმარს მხოლოდ და მხოლოდ 72 მილივატს (დიახ მილივატს) მაქსიმუმ დატვირთვაზე, რაც ნიშნავს 400 მილიარდ სინაპსურ ოპერაციას 1 watt-ში. ანუ დაახლოებით 176 000-ჯერ ენერგოეფექტურია ვიდრე თანამედროვე CPU თუ იგივე ოპერაციებს გავუშვებთ მასზე და 769-ჯერ ენერგოეფექტური ვიდრე დღეს არსებული სხვა მისი მსგავსი მოწყობილობები. ცხოველების (მათ შორის ადამიანის) ტვინი არის ძალზედ ენერგოეფექტური. ის მოიხმარს დაახლოებით 20 w-ს. მისი "მუშაობის სიხშირე" (ნეირონების მიერ გაშვებული მიკროელექტროსიგნალების სიხშირე) იზომება 10-ობით hz-ებში. დაბლა გრაფაში თქვენ ხედავთ თუ რამდენად ენერგოეფექტურია ტვინი ეს კი IBM-ს მიერ შექმნილი პროცესორი ამ ტექნოლოგიას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა და პირველი IBM-ს პროცესორი აგებული იყო 45 nm ტექპროცესზე. მას მხოლოდ 256 ნეირონი ჰქონდა რომლებიც 10 mhz-ზე მუშაობდნენ, ასევე გააჩნდა 256,144 პროგრამირებადი სინაპსი, რაც მას ამსგავსებდა FPGA-ს (ამის სესახებ ახლახანს გავიგე. ასეთ პროცესორს სწორად დაპროგრამებისას შეუძლია ერთიდაიგივე საქმეში ფეხები გააფშეკინოს ჩემს i7-ს თუნდაც 500 mhz-ზე ისე ცნობისთვის Nvidia G-sync სწორედ FPGA-ზე დაფუძნებული პლატაა. რატქმაუნდა არაფერი საერთო ტვინთან არ აქვს. ეგეთი პლატები ყველას შეუძლია იყიდოს, ოღონდ მერე უნდა დააპროგრამოთ, რომ ის აკეთოს რაც გსურთ.) მოკლედ სულ ეს იყო. როცა სუპერადამიანკომპიუტერკიბორგს შექმნიან შეგატყობინებთ მადლობთ ყურადღებისთვის. by matusala
    1 point
  27. მოგესალმებით ოვერქლოქერნო, დღეს გადავწყვიტე ჩემი Gaming სერიის ნოუთბუქის მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა... პირველ რიგში ორი სიტყვით MSI GE60 სერიის ნოუთბუქი კონკრეტულად კი 2OE 003US აწყობილი არის უახლესი ინტელის მეოთხე თაობის Haswell სერიის i7-4700MQ პროცესორზე და Nvidia-ს მე-7XX სერიის GTX 765M გრაფიკულ ჩიპზე, ლეპტოპს უყენია 8GB 1600MHz კრუშალის ფირმის ოპერატიული მეხსიერება... WD ფირმის 750GB მყარი დისკი 7200rpm ბრუნის... ლეპტოპი გაიტესტა როგორც ტემპერატურებზე, ასევე სხვადასხვა CPU ტესტებში, მათ შორის კი ჩემს ფავორიტ 3D Mark vantage-ში... ნოუთბუქის სურათები: ესეც ჩემს მიერ გადარებული სურათი: პროცესორის ტემპერატურები ასეთი იყო დაუტვირტავ რეჟიმში, (აღნიშნულ პროცესორს i7-4700MQ-ს ტურბო ბუსტით სიხშირე 3.4GHz-ზე ადის დატვირთულ მდგომარეობაში დესკტოპ სეგმენტის პროცესორების მსგავსად) როგორც ჩანს მობილური ჰასველ სეგმენტი უფრო გრილი გამოუვიდათ მეგობრებო ინტელს რასაც დესკტოპ სეგმენტზე ვერ ვიტყოდი...) რაც შეეხება პირველ ტესტს: დავიწყე CPU ტესტის გატარება: SuperPI (პატარა ტვიკინგი გამოვიყენე) შედეგით დიდად უკმაყოფილო არ ავრ, იმიტომ რომ ნათლად ჩანს რომ მობილურის ეგმენტის ჰაი ენდ პროცესორები შორს ნამდვიალდ არ არიან დესკტოპ პროცესორებისგან... მეორე ტესტი არის Fritz Chess შემდეგი ტესტი კი ჩემი ფავორიტი 3D mark vantage პირველ რიგში კარგად გამოჩნდა ამ შედეგებიდანაც რასაც ახლა დავდებ თუ რა მატება აქვს NVidia-ს დრაივერებს პერფორმანსში... წინა წლის შედეგი Nvidia-ს ძველ 311.48 დრაივერზე სტოკზე: ეს კი დღეს გატარებული შედეგი ბოლო სრულ 337,88 დრაივერზე სტოკზე: ნუ მატება იგრძნობა თითო დრაივერიდან ახალ დრაივერზე გადასვლითაც კი, ახლა კი რაც შეეხება წინა ოვერქლოქინგის შედეგს ძველ დრაივერზე და ახალიდ რაივერით, ოღონდ უკეთესი სიხშირით: ძველი შედეგი: ახალი შედეგი ბოლო დრაივერით, რაც შევძელი მაქსიმალურად გამოვწურე ვიდეო კარტის შესაძლებლობები და შედეგიც სახეზეა: შედეგი საკმაოდ გაუმჯობესდა როგორც ხედავთ, მადლობთ ყურადღებისთვის, თქვენთვის გაისარჯა ვანო, იგივე NvidiaFan, მადლობთ ყურადღებისთვის... გისურვებთ პრემიუმ კლასის ჰარდს...)
    1 point
  28. 1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.