Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/24/14 in all areas

  1. I-HATE-IT P.S. I-LOVE-BATTLEFIELD 4 რომ ჩავწერო?
    2 points
  2. გამოვიწერე, ორშაბათამდე მოვა http://www.amazon.es/gp/product/B007V9RXFI/ref=oh_aui_detailpage_o00_s00?ie=UTF8&psc=1
    2 points
  3. Nexus 5-ით შემოგიერთდით
    2 points
  4. ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ როგორ მზადდება თქვენს კომპიუტერებში არსებული პროცესორები და მათი კრისტალები, რომლებშიც ასობით მილიონი ტრანზისტორია ერთმანეთთან დაკავშირებული. სტატია გადმოთარგმნილია Intel -ის საიტიდან და აღწერს პროცესორის წარმოების უმთავრეს ფაზებს, კონკრეტულად კი Nehalem არქიტექტურის წარმოებას, სურათებს დააჭირეთ გასადიდებლად. ქვიშა... სილიციუმის 25%-იანი შემადგენლობით, არის დედამიწაზე ჟანგბადის შემდეგ ყველაზე გავრცელებული ელემენტი. ქვიშა, განსაკუთრებით კი კვარცი შეიცავს დიდი რაოდენობით სილიციუმს, სილიციუმის დიოქსიდის სახით რაც არის ბაზური ინგრედიენტი ნახევრადგამტარების საწარმოებლად. ქვიშის მოპოვების შემდეგ, ხდება სილიციუმის გაწმენდა სხვა ნივთიერებებისგან. გაწმენდა მიმდინარეობს რამოდენიმე ეტაპად, მანამ სანამ არ მიიღწევა საკმარისი ხარისხის სილიკონი ნახევრადგამტარების საწარმოებლად - მას ეძახიან ნახევრადგამტარ სისუფთავის სილიკონს. ასეთ დამუშავებულ სილიკონის მილიარდ სილიკონის ატომეზე მოდის მხოლოდ ერთი უცხო ატომი. გაწმენდის ფაზის შემდეგ იწყება გადნობის ფაზა, გამდნარი სილიკონისგან მიღებულ მასას ეძახიან მონო კრისტალურ ზოდს მონო კრისტალური ზოდის დიამეტრი არის 300mm რაც დაახლოებით 12 ინჩია, მისი სიმძიმე კი 100კგ-ა (=220 პაუნდი) იგი 99.9999%-ით სილიკონისგან შედგება. მიღებული სილიკონის ზოდი (300მმ /12 ინჩი) იჭერება სპეციალური ხერხით ფენებად, რომლებსაც ვაფლები ეწოდებათ (wafers). დაჭრის შემდეგ ვაფლები პრიალდება მანამ სანამ მათ არ ექნებათ სარკისებრი ზედაპირი. ინტელი ყიდულობს გამზადებულ ვაფლებს სხვა კომპანიისგან. 45nm High-K/Metal ტექნოლოგიის გამო ინტელი იყენებს 300მმ დიამტერის ვაფლებს. როდესაც ინტელმა დაიწყო ჩიპების წარმოება, იგი იყენებდა 50mm ვაფლებს. 300მმ ვაფლები კი იძლება წარმოების თანხის დაზოგვის საშუალებას ლურჯი სითხე, რომელიც მაღლა სურათზეა ნაჩვენები, ესმევა ვაფლს რომელიც ტრიალებს ამ პროცესის დროს რათა სითხე თანაბრად განაწილდეს ზედაპირზე და ამავდროულად იყოს ძალიან თხელი და ძალიან პრიალა. ეს სითხე ქმნის ფოტორეზისტულ შრეს ეს თითქმის იგივენაირია რაც გამოიყენება ფოტოფირებში. ამის შემდეგ ვაფლს ფოტორეზისტულ შრესთან ერთად ასხივებენ ულტრაიისფერ შუქს. ქიმიური რეაქცია, რომელიც ხდება შრეზე ულტრაიისფერი შუქის ზემოქმედებით, ძალიან გაქვს რეაქციას ფოტოფირზე მომხდარი რეაქციისა რომელიც ხდება კამერაზე ღილაკის დაჭერის შემდეგ. ფოტორეზისტული მატერიალის ის ადგილები რომლებზეც მოხვდება ულტრაიისფერი შუქის გამოსხივების შემდეგ ხდებიან ხსნადები. ვაფლის ადგილების დასხივება ხდება სპეციალური მასკის საშუალებით. ულტრაიისფერი გამოსხივებით მასკები ქმნიან ჩიპის სხვადასხვა სტრუქტურულ ადგილს. პროცესორის შექმნის დროს ეს ეტაპი მეორდება რამოდენიმეჯერ შრეების ერთმანეთზე დადებისას. ლინზა რომელიც მასკისა და ვაფლის შუაშია ახდენს ულტრაიისფერი გამოსხივების ერთ ადგილზე ფოკუსირებას, რის შემდეგაც შრეზე გამოსახული ანაბეჭდი არის მასკაზე 4-ჯერ პატარა. თითო ასეთი ვაფლიდან ათასი პროცესორი შეიძლება გაკეთდეს, ხოლო მაღლითა სურათზე გამოსახულია ერთი ტრანზისტორი (წარმოიდგინეთ რა პატარაა). ტრანზისტორი მუშაობს როგორც გადამრთველი , რომელიც მართავს ელექტრონულ მუხტის ნაკადს პროცესორში. ინტელის ინჟინრებმა შემქნეს ისეთი პატარა ტრანზისტორები რომ ნემსის წვერზე შეიძლება დაეტიოს 30 მილიონი ტრანზისტორი!. ულტრაიისფერი დასხივების შემდეგ ლურჯი შრის ის ნაწილები რომლებზეც სხივი დაეცა მთლიანად იხსნებიან სპეციალური სითხის მეშვეობით. ბოლოში კი რჩება მასკით დაფარული შრის ადგილები და აქედან იწყება ტრანზისტორების, მათი მაკავშირებლების და პროცესორის სხვა ელექტრული ჯაჭვების კეთება. ფოტორეზისტული შრე იცავს ვაფლის იმ ადგილებს რომლებსაც არ უნდა მოხვდეთ ქიმიკატები, ხოლო დარჩენილ ადგილებს ხვდებათ ქიმიკატები, რის შედეგადაც დაუფარავი ვაფლის ნაწილი ირეცხება. ქიმიკატებით გრავირების შემდგომ ეტაპზე ხდება ლურჯი ფოტორეზისტული შრის მოშორება. რის შემდეგადაც რჩება საჭირო ფორმა ამის შემდეგ ახლიდან ედება ფოტორეზისტული ლურჯი ფენა ვაფლს, და ახლიდან ხდება მასკის მეშვეობით ულტრაიისფერი დასხივება. შემდეგ ფოტორეზისტული შრე კიდევ ირეცხება და იწყება ახალი ეტაპი, რომელსაც იონის იმპლანტაცია. ამ ეტაპზე ვაფლის ზოგიერთი ადგილი ივსებს იონებით რის შედეგადაც სილიკონი იცვლის თავის ფიზიკურ თვისებებს და აძლევს პროცესორს საშუალებას მართოს ელექტრული მუხტის ნაკადები. იონების ჩაშენების დროს, სილიკონის ავფლის ღია ადგილები იბომბებიან იონებით. იონები იჭრებიან სილიკონში და მაშინ ხდება სილიკონის გამტარობის შეცვლა. იონები ვაფლს ხვდებიან ძალიან დიდი სიჩქარით, ელექტრული ველი იონებს ასწრაფებს 300 000 კმ/ს-მდე! იონების იმპლანტაციის შემდეგ ფოტორეზისტული შრე ცილდება და მატერიალი რომელზეც მოხდა იონის იმპლანტაცია (მწვანე) აქვს უცხო ატომები. ტრანზისტორი უფრო და უფრო უახლოვდება დასრულებულ სახეს, ტრანზისტორზე წასმულ ინსულაციის შრეზე (იისფერი) კეთდება სამი ნახვრეტი, რომლებში იქნება გატარებული სპილეძი, რითაც რითაც ტრანზისტორები დაუკავშირდებიან ერთმანეთს. ამ ეტაპზე ვაფლებს უშვებენ სპილენძის სულფატში. სპილენძის იონები ჯდებიან ტრანზისტორზე პროცესით რომელსაც Electroplating ქვია. სპილენძის იონები გადიან დადებითი ელეკტროდიდან (ანოდი) ნეგატიური ელეკტროდსიკენ (კათოდი) რომელიც არის ჩვენი ვაფლი სპილენძი იონები ედებიან ვაფლის ზედაპირს თხელი შრის სახით. ამის შემდეგ ხდება გაპრიალება და ზედმეტი სპილენძი შორდება ზედაპირს მეტალის წასმა ხდება რამოდენიმე ეტაპად, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტრანზისტორის დაკავშირებისა (შეიძლება შევადაროთ პროვოდების შეერთებას). ასეთი შეერთებების გადანაწილებით ხდება პროცესორის არქიტექტურის შექმნა, ეს უკვე შემქმნელების ჯგუფზეა დამოკიდებული, გააჩნია რომელი ჯგუფი რომელ პროცესორს აკეთებს (მაგალითად Intel Core i7). იმის მიუხედავად რომ პროცესორი ძალიან თხელი ჩანს, იგი შეიძლება შედგებოდეს 20-ზე მეტი შრისგან. თუ თქვენ კარგად დააკვირდებით ჩიპის გადიდებულ სურათს, აღმოაჩენთ ძალიან რთულ შეერთებების და ტრანზისტორების სისტემას, რაც ძალიან გავს ფუტურისტულ მრავალშრიან ტრასის სისტემას. სურათზე გამზადებული ვაფლის ნაწილი გადის ფუნქციონალობის პირველ ტესტს. ამ ეტპაზე სატესტო სინჯებს აკეთებენ ყველა ჩიპზე რის შედეგადაც ფასდება ჩიპის სიგნალები და ხდება ამ სიგნელების შედარება სწორ სიგნალებთან მას შემდეგ რაც გაირკვევა რომ ვაფლი შედგება საკმარისი მუშა ჩიპებისგან იგი იჭრება ნაწილებად (კრისტალებად). კრისტალები რომლებმაც გაიარეს ტესტები გადავლენ შეფუთვის შემდეგ ეტაპზე, ცუდი კრისტალები ბრაკ კრისტალებს უერთდებიან. რამოდენიმე წლის წინ ინტელმა გამოუშვა ბრელოკები გაფუჭებული კრისტალებით. ილუსტრაციაზე ნაჩვენებია ცალკეული კრისალი, რომელიც იქნა ამოჭრილი ვაფლიდან. თუ უფორ დავკონკრეტდებით თქვენ წინაშეა Core i7-ს კრისტალი. პროცესორის PCB, კრისტალი და სითბოს გადამანაწილებელს აერთებენ პროცესორის დასრულებული სახის მისაღებად. მწვანე PCB უზრუნველყოფს მექანიკურ და ელეკტრონულ ინტერფეისს პროცესორისთვის. ხოლო სითბოს გადამანაწილებელი მეტალი პროცესორის ქულერთან ერთად აგრილებს კრისტალს. მიკროპროცესორს შეიძლება დავარქვათ დედამიწაზე ყველაზე რთული საქარმოო პროდუქტი. ფაქტიურად წარმოება ხდება რამოდენიმე ასეული ნაბიჯით, მაგრამ ამ სტატიაში მხოლოდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯია აღწერილი. ფინალური ტესტის დროს, პროცესორები მოწმდებიან მთავარ მახასიათებლებზე მათ შორისაა სითბოგამტარობა და მაქსიმალური სიხშირე. ტესტების შემდეგ პროცესორები ნაწილდებიან სხვადასხვა დაფებზე, ინგლისურად ამ ეტაპს binning ეწოდება. ამ ეტაპზე ირკვევა პროცესორის სტოკ სიხშირე და ხდება მათი მარკირება რის შემდეგაც პროცესორები იყიდებიან სხვადასხვა სპეციფიკაცებით. გამზადებული და გატესტილი პროცესორები იყიდებიან ან ყუთებით სისტემების ამწყობთათვის ანდა მაღაზიებისთვის OEM შეფუთვით
    1 point
  5. ეკრანით პირველ რიგში , ბევრად კარგი ეკრანი აქვს IPS LCD თან უფრო დიდიც 4.5 ინჩი , აქვს საკამკდ ლამაზი ანდროიდი და ასევე უფრო სწრაფია მაგ ნაგავ სამსუნგებზე , ბატარეაც სჯობს ბევრად , ამ სფეროშ ვარ და თუ დამიჯერებ ეგ ძალიან კარგი მოდელაი LG ს ასევე აქვს კიდევ სხვა უკეთესებიც კარგ ფასად , ზუმერს არ აქვს უბრალოდ არჩევანი
    1 point
  6. მე გაცილებიტ უსაფრთხო მეთოდი აღმოვაჩინე. პროცესორს ამაგრებ დაზგაში ხუფით, PCB-ზე გვერდიდან ადებ ფიცარს და ნელა უკაკუნებ ჩაქუჩით, ძალიან მარტოვად ძვრება, შანსი არაა რამე გააფუჭო. ესეც ვიდეო
    1 point
  7. ეს ლინკი http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=363012 ეს კი ჩემი გადაღებული Gameplay... Dodge Viper Twin Turbo
    1 point
  8. ჩემი ხმაც ინტელს, მაგათ გაუმაძღარ ღორ დედებს შემოვევლე
    1 point
  9. ძველი მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მაგარი პრიკოლი (ჩემთვის ყოველშემთხვევაში), ყოველთვის მაგრად ვხალისობ
    1 point
  10. ახალი და მეორადი ტექნიკა ამერიკიდან. ნებისმიერ ამერიკულ საიტზე ყიდვა და გამოგზავნა. ამჟამად ვარ ბრუკლინში. 11214 ზიპ კოდი მიუთითეთ ნებისმიერ ამერიკულ საიტზე.
    1 point
  11. (ამ თემაში აღფრთოვანება და კმაყოფილება გამოვხატე "გრძელ ნათელ დღეებთან" დაკავშირებით - "ჩვენც ძალიან მოგვწონებია კალმით პირველად შემოხაზული "აი-ია" და ჩვენ მასწავლებელსაც...", ანუ სულ სხვა შეხედულებით შევაფასე ის ფილმი) The Holy Mountain წუხელ ჩავრთე, მეგობრებთან ერთად ვიყავი... 6-7-მა კაცმა დავიწყეთ ყურება, დაახლოებით 5-6 კაცი გავლით იყო, შეხედეს "აუუ", "ვაიმე" და გავიდნენ. ნიკი მეუბნება გთხოვ სხვა რამე ჩართე, არ მინდა ვინმეს არანორმალურო ეგონოო 10-15 წუთში დავრჩი მარტო. გავიდა კიდევ ცოტა ხანი და ერთი ტიპი შემოვიდა, ჰმ, Holy Mountain-ს უყურებო და შემოიყვანა თავისი გოგო. არ დავინტერესებულვარ ფილმის ხანგრძლივობით, ხოდოროვსკის "სამყაროში" გამოცანების ამოხსნით ვიყავი დაკავებული... არ ვიტყვი რომ პირველივე "სეანსზე" ყველაფერი გავიგე, რასაც ბატონი ალექსი გულისხმობდა. გონების, მსოფლმხედველობის მასაზრდოებელი არაჩვეულებრივი შემოქმედებაა. შესანიშნავად, შეულამაზებლად, პირდაპირ თუმცა სიმბოლიკითაა გადმოცემული საზოგადოების განვითარების შედეგად მიღწეული უმაღლესი მატერიალისტური, ერთეულთათვის ნათლად დანახული საცოდავი მისწრაფებები და ცხოვრებისეული იდეები... საზოგადოების მდარე ღირებულებები, რითიც საზრდოობს და რასაც ამოფარებულია მთელი სამყაროს კაცობრიობა, აიღო, თავზე ჩამოამხო დედამიწას და ამ ერთ ფილმში დაგვიხატა ჩვენი ძაღლის ტყავ შემოხვეული რეალობა. ასეთი სისტემითა და იდეალებით ცხოვრების შემთხვევაში ილუზიაა თავისუფლება, ისევ და ისევ ადამიანთა მასობრივი სიჩლუნგისა და მატერიალიზმისკენ სწრაფვის გამო! ... პ.ს. ... რამდენიმე დიალოგისა და მომენტის დაწერას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე... სიჩლუნგეა ამ ფილმის რამდენიმე ციტატაში მოქცევა. საუკეთესო ფილმია, რაც კი ოდესმე მინახავს. თუმცა ეს სიტყვა არ ეთქმის, საუკეთესო... ვსაუბრობთ გაგონილი კლიშეებით და ისე ვისვრით სიტყვებს როგორც ბრმა მშვილდოსანი...
    1 point
  12. ისე windows 8-ზე ჩემთანაც ხშირად ხდებოდა უაზროდ ვინჩოს 100% დატვირთვა. 8.1 დააყენე მანდ ნაკლებად ხდება. ან 7 ან სხვა OS დააყენე მაგალითად Ubuntu საცდელად. თუ მანდაც ქნა რაღაცა ნაწილის ბრალი იქნება.
    1 point
  13. კომპანია EA-მ და Visceral Games-მა გადაწყვიტეს გადაიტანონ Battlefield: Hardline-ის რელიზის თარიღი. რელიზის ახალი თარიღი არის 2015 წელი, ხოლო თავდაპირევლად დაგეგმილი იყო 2014 წელი. ბეტა-ტესტირების საშუალებით შემქმნელებმა მოახერხეს გამოხმაურებების და შემოთავაზებების უზარმაზარი ბაზის შეგროვება, რომელმაც გავლენა მოახდინა რელიზის გადადების გადაწყვეტილებაზე. "მოთამაშეების გამოხმაურებებმა გვაიძულეს ჩვენ დავფიქრდეთ ახალ შესაძლებლობებზე და შესაძლებლობებზე, რომ განვაგრძოთ ინოვაციების შეძვრენა Hardline-ში და გავაკეთოთ თამაში უფრო უკეთესი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდით ამაზე, მით უფრო მეტად ვიგებდით, რომ ჩვენ მოგვიწევს მათი რეალიზირება. ერთადერთი პრობლემა - ამისათვის საჭიროა დრო. დრო, რომელიც ჩვენ არ გვექნებოდა, თუკი ავაჩქარდებდით რელიზს", - ახსნეს შემქმნელებმა. "ჩვენ გადავწყვიტეთ სწორად ავიღოთ რამდენიმე დამატებითი თვე. ეს საშუალებას მოგვცემს დავრწმუნდეთ, რომ Hardline მიიჩნევა საუკეთესო და ყველაზე ინოვაციურ თამაშად Battlefield სერიაში, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შეგთავაზოთ თქვენ, ჩვენს ფანებს". შემქმნელები გვპირდებიან დაამატონ მულტიფლეიერის ახალი შესაძლებლობები, დამატებით დაამუშაონ ძირითადი კამპანიის ისტორია, ასევე გააუმჯობესონ გეიმფლეის სტაბილურობა.
    1 point
  14. Far Cry 4-ს შემქმნელებმა გამოაქვეყნეს თამაშის მოკლე ვიდეორგოლი. კომპანია Ubisoft-ი აპირებს გამოუშვას შემქმნელების დღიურების რამდენიმე ნაწილი, რომელშიც შემქმნელები ისაუბრებენ შუთერის მეოთხე ნაწილზე მუშაობაზე. მანამ სანამ, დაიწყებდა გუნდი Far Cry 4-ზე მუშაობას, ისინი გაემგზავრნენ ნეპალში, რომ ენახათ თვალწარმტაცი მთები. გუნდმა გაატარა დიდი დრო ნეპალში, რომ ქვეყნის ატმოსფერო გადაეტანა კირათში, გაეხარებინა გეიმერები თვალწარმტაცი პეიზაჟებით და გეიმპლეის ახალი შესაძლებლობებით, რომლებსაც ეს პეიზაჟები შესთავაზებენ მოთამაშეებს. Far Cry 4-ის გამოსვლა დაგეგმილია ძველი/ახალი თაობის კონსოლებზე და პერსონალურ კომპიუტერებზე 2014 წლის 18 ნოემბერს.
    1 point
  15. Ubisoft-ის გუნდი განიხილავდა ცხენების შესაძლო დაბრუნებას თამაშ Assassin’s Creed: Unity-ში. შემქმნელები თავდაპირველად გეგმავდნენ ცხენის საშუალებით გადაადგილების რეალიზირებას, მაგრამ საბოლოოდ მოუწიათ უარის თქმა. შემქმნელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ Assassin’s Creed: Unity-ში იქნება პარიზის სრულმასშტაბიანი ვერსია, ქუჩები, რომლებიც სავსე იქნება ხალხით. დაფიქრების შემდეგ, გუნდმა გადაწყვიტა, რომ უარი ეთქვა ცხენებზე, რადგან ცხენებით ქუჩებში გადაადგილება იქნებოდა ძალიან რთული. არასათამაშო პერსონაჟების გაზრდა აღნიშნავს, რომ თამაშში იქნება ძალიან ბევრი გვერდითი მისიები. შემქმნელებს უბრალოდ შეეშინდათ, რომ მოთამაშეები უბრალოდ გაისეირნებდნენ ცხენებით ქუჩებში და გვერდს აუვლიდნენ ბევრ ძალიან საინტერესო მისიებს და საინტერესო ისტორიებს. Assassin’s Creed: Unity-ის რელიზი შედგება Xbox One-ზე, Playstation 4-ზე და PC-ზე 2014 წლის 18 ნოემბერს.
    1 point
  16. ლილ კიმი ნაღდი ზანგია ტოო :D http://www.youtube.com/watch?v=giEQHyRuNkE https://www.youtube.com/watch?v=PBTXH0Kmi60
    1 point
  17. მოგესალმებით ოვერქლოქერნო, დღეს გადავწყვიტე ჩემი Gaming სერიის ნოუთბუქის მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა... პირველ რიგში ორი სიტყვით MSI GE60 სერიის ნოუთბუქი კონკრეტულად კი 2OE 003US აწყობილი არის უახლესი ინტელის მეოთხე თაობის Haswell სერიის i7-4700MQ პროცესორზე და Nvidia-ს მე-7XX სერიის GTX 765M გრაფიკულ ჩიპზე, ლეპტოპს უყენია 8GB 1600MHz კრუშალის ფირმის ოპერატიული მეხსიერება... WD ფირმის 750GB მყარი დისკი 7200rpm ბრუნის... ლეპტოპი გაიტესტა როგორც ტემპერატურებზე, ასევე სხვადასხვა CPU ტესტებში, მათ შორის კი ჩემს ფავორიტ 3D Mark vantage-ში... ნოუთბუქის სურათები: ესეც ჩემს მიერ გადარებული სურათი: პროცესორის ტემპერატურები ასეთი იყო დაუტვირტავ რეჟიმში, (აღნიშნულ პროცესორს i7-4700MQ-ს ტურბო ბუსტით სიხშირე 3.4GHz-ზე ადის დატვირთულ მდგომარეობაში დესკტოპ სეგმენტის პროცესორების მსგავსად) როგორც ჩანს მობილური ჰასველ სეგმენტი უფრო გრილი გამოუვიდათ მეგობრებო ინტელს რასაც დესკტოპ სეგმენტზე ვერ ვიტყოდი...) რაც შეეხება პირველ ტესტს: დავიწყე CPU ტესტის გატარება: SuperPI (პატარა ტვიკინგი გამოვიყენე) შედეგით დიდად უკმაყოფილო არ ავრ, იმიტომ რომ ნათლად ჩანს რომ მობილურის ეგმენტის ჰაი ენდ პროცესორები შორს ნამდვიალდ არ არიან დესკტოპ პროცესორებისგან... მეორე ტესტი არის Fritz Chess შემდეგი ტესტი კი ჩემი ფავორიტი 3D mark vantage პირველ რიგში კარგად გამოჩნდა ამ შედეგებიდანაც რასაც ახლა დავდებ თუ რა მატება აქვს NVidia-ს დრაივერებს პერფორმანსში... წინა წლის შედეგი Nvidia-ს ძველ 311.48 დრაივერზე სტოკზე: ეს კი დღეს გატარებული შედეგი ბოლო სრულ 337,88 დრაივერზე სტოკზე: ნუ მატება იგრძნობა თითო დრაივერიდან ახალ დრაივერზე გადასვლითაც კი, ახლა კი რაც შეეხება წინა ოვერქლოქინგის შედეგს ძველ დრაივერზე და ახალიდ რაივერით, ოღონდ უკეთესი სიხშირით: ძველი შედეგი: ახალი შედეგი ბოლო დრაივერით, რაც შევძელი მაქსიმალურად გამოვწურე ვიდეო კარტის შესაძლებლობები და შედეგიც სახეზეა: შედეგი საკმაოდ გაუმჯობესდა როგორც ხედავთ, მადლობთ ყურადღებისთვის, თქვენთვის გაისარჯა ვანო, იგივე NvidiaFan, მადლობთ ყურადღებისთვის... გისურვებთ პრემიუმ კლასის ჰარდს...)
    1 point
  18. 30 ფაილიან პროექტთან ცადე აბა sublime 1-2 ფაილი როცა გაქვს იდეალურია, დიდ პროექტზე არ ვარგა
    1 point
  19. მოგესალმებით ფორუმელნო. მოკლედ დღეს გადავწყვიტეთ მე (NvidiaFan), G1ORG1 და ray_ban-მა დაგვეჯახებინა ჩვენი კარტები ერთმანეთისთვის, მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ წარმოგიდგენთ ჩვენს კარტებს MSi GTX 460 T.F. EVGA GTS 550 TI SC, Gigabyte GTX 275, ASUS GTS 450: წარმოგიდგენთ ტესტების სიას: ტესტები გატარებული იყო HIgh-ზე რეზოლუცია: 1680X1050-ზე DX10-ზე, Vsync OFF. (გამონაკლისი იყო მხოლოდ Devil May Cry IV DX9-ზე) 1. S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat 2. Street fighter IV 3. Devil May Cry 4 4. Resident Evil 5 5. Call of Juarez DX10 6. Unigine 'Heaven მოდით გადავიდეთ ტესტირების შედეგებზე: 1. S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat როგორც ხედავთ და ყველა მოველოდით GTX 460-მა დანარჩენებს საკმაოდ აჯობა, შემდეგ ადგილზე GTX 275 გავიდა და მას მოყვა GTX 550 ti და GTS 450. 2. Street fighter IV როგორც ხედავთ მეორე ტესტში უკვე 550-მა ჩამოიტოვა საკმაოდ GTX 275 და GTS 450. 3. Devil May Cry 4 DX10 (რაღაც მიზეზების და გამო rey ban-მა მონაწილეობა ვერ მიიღო მესამე ტესტში, სწორედ ამიტომ სკალირება არ გავაკეთე, და თავის შედეგს რომ დაამატებს რეი ბანიც, სკალირებას მივამატებ შემდეგ). 4. Resident Evil 5 DX10 როგორც ხედავთ residen evil 5-ის ტესტში, 460-ის შემდეგ 550 მა დაიკავა მეორე ადგილი "მინიმალური სხვაობით" აჯობა 275-ს და შემდეგ უკვე 450 მოყვა მას. 5. Call of Juarez DX10 ამ ტესტში 460 როგორც ყოველთვის პირველ ადგილზეა და მას მოყვება მთლიანობაში 275, 550 TI და 450. 6. Unigine 'Heaven DX10 ტესტირება ჩატარდა ამ პარამეტრებზე: დავიწყოთ: ამ ტესტში მხოლოდ ჩემი GTX 550 ti და G1ORG1-ის GTX 275 დარჩა, სადაც ჩემმა 550-მა აჯობა მინიმალური სხვაობით 275-ს. მგონი კარგი თემა გამოგვივიდა და ბევრსაც დაეხმარება ამ ტესტების შედეგი ყველაზე ხელსაყრელი ვიდეო კარტის არჩევაში, მოკლედ თემის მომზადებაზე გაისარჯა NvidiaFan, G1ORG1 და ray_ban. მადლობთ ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ.
    1 point
  20. 0 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.