Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/08/14 in all areas

  1. Corsair-მა თავისი პირველი HX სერიის კვების ბლოკები 2006 წელს გამოუშვა და მას შემდეგ ეს სერია ერთ-ერთი ცნობადი იყო კომპანიის პროდუქტებში. მალე კომპანია აპირბს ამ სერიის ახალი კვების ბლოკების გამოშვებას HXi სახელით და ახალი 80Plus Platinum სერტიფიკატით და როგორც სახელი გვეუბნება Corsair Link მხარდაჭერით. ახალი სერიის სამი მოდელი გამოვა HX750i, HX850i და HX1000i მოდელები. უცნობია დატოვებს თუ არა წარმოებაში კომპანია ძველ HX მოედელებს თუმცა ფასების გათვალისწინებით ძველი მოდელები ან სულ უნდა ამოიღოს კომპანიამ წარმოებიდან ან მათმა ფასმა საგრძნობლად უნდა დაიკლოს. ქაღალდზე ახალი HXi სერიის კვების ბლოკები სრულად იდენტურია AXi სერიისა, რადგან ორივე სრულად მოდულარულია, ორივეში იაპონური კონდენსატორებია, ორივეს აქვს Zero-RPM fan-ის რეჟიმი, ორივე 80Plus Platinum სერტიფიკატით არის, ორივე სერიას აქვს Corsair Link მხარდაჭერა და 7 წლიანი გარანტია. ერთადერთი სხვაობა ფასშია რაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აწ არსებული AX და AXi სერიის კვების ბლოკების არსებობას და ფასს. სავარაუდო გამოსვლის თარიღი ამ წლის გავისტოა.
    4 points
  2. ეს ვიდეოები უკვე დევს მარა ცოტა ინფოს შევაშველებ... Watch Dogs-ის გრაფიკით უკმაყოფილმა მოდერებმა გადაწყვიტეს, რომ წაემუშავათ თამაშზე, რომ გრაფიკა იმ დონემდე აეწიათ, რა დოენეზეც წარუდგინეს Watch Dogs-ი E3 2012-ზე. სამუშაოების შემდეგ ენთუზიასტებმა მოახერხეს, რომ განათების სისტემა იმ დონემდე აეწიათ, რა დონეზეც სისტემა უჩვენეს 2012 წელს გეიმერებს. გაჩნდა ესეთი მოდიფიკაცია სახელად SweetFX მომხმარებლებისგან Dirty Dan და K-putt. მოდით თამაში უფრო ბნელია, მაგრამ ამავდროულად უფრო რეალისტურიცაა. კიდევ ერთმა გეიმერმა ფსევდონიმით kadzait24 გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა XML ფაილზე და მიიღო მოულოდნელი შედეგი. მისი სიტყვებით ახალი კონფიგურაციის ფაილით გაუმჯობესდა ფიზიკის სისტემა, ტექსტურები, წვიმის ეფექტები და უამრავი რამ.
    4 points
  3. რა თქმა უნდა Computex-ის ერთ-ერთი დიდი თემა წელს DDR4 იყო, Crucial აპირებს DDR4 ოპერატიულის გამოშვებას Ballistix Elite სერიის სახელით რომელთა ტაქტური სიხშირეც 2666MHz და 3000MHz დაიწყება, მოდულები იქნება თავდაპირველად 4GB ან 8GB ზომით ხოლო კიტები 32GB-მდე (4x8GB). ჯერჯერობით უცნობია ტაიმინგები თუმცა არსებული ცნობებით თავდაპირველი მოდელებისთვის ის დაიწყება CL15-დან, ასევე უცნობია სავარაუდო ფასი თუმცა გამოსვლის თარიღს აგვისტოში უნდა ველოდოთ. ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება DDR4-ში არის ის რომ მისი სამუშაო ძაბვა იქნება 1.2V მაშინ როცა DDR3-ისთვის ეს სტანდარტი 1.5V-ია. რაც საბოლოოდ მოითხოვს ნაკლებ ძაბვას და გვპირდება ელემენტის მეტ სამუშაო საათებს მობილურ სეგმენტში, ლეპტოპებში. იმის გათვალისწინებით რომ DDR3 ოპერატიულები უკვე არსებობს 1.35V სამუშაო ძაბვით, ანალოგიურად შესაძლოა მომავალში ვიხილოთ 1.2V ნაკლებ ძაბვაზე მომუშავე DDR4 ოეპრებიც. ასევე DDR4 შემთხვევაში გვექნება ბევრად მაღალი სიხშირეები, რადგან უკვე პირველი მოდელები იმუშავებენ 3000MHz სიხშირეზე, Crucial-ის განცხადებით მათ შეძლეს 3200MHz სიხშირემდე ოპერების აჩქარება, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და სავარაუდოდ ტაქტური სიხშირე მომდევნო მოდელებში კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. როგორც გითხარით Crucial დასაწყისისთვის აპირებს მაქსიმუმ 8GB მოდულების გამოშვებას თუმცა მათ (ანუ Micron-ს) უკვე აქვს სერვერებისთვის განკუთვნილი 4 არხიანი კიტები რომლებშიც თითო ოპერატიული 32GB მოცულობით არის, თუმცა ტაქტური სიხშირე მხოლოდ 2133MHz-ია.
    4 points
  4. რამოდენიმე დღის წინ შევიძინე Nikon D3100. ჩემი პირველი სარკული აპარატი. ამ საქმეში ახალბედა ვარ. შეიძლება ითქვას ასეთი ტიპის აპარატის ხელში დაჭერიდან 15 წუთში უკვე შევიძინე. აქამდე არანაირი გამოცდილება არ მქონია. თეორიული ცოდნით შეიარაღებულმა მრავალი ნიუანსი შეუმოწმე აპარატს (მეორად ედიშენია ) მაგრამ ერთი დეტალი გამომრჩა და უკვე სახლში მიტანისას აღმოვაჩინე. კერძოდ: სტოკ ლინზას 18-55 ს ფოკუსისლინზა ერყეოდა. დამეთანხმებით, რომ პრობლემა საკმაოდ დიდია. გარკვეული მიზეზების გამო აპარატი არ მივაბრუნე და გადავწყვიტე ლინზის დაშლა. დამეხმარა აი ეს ვიდეო: ახლა კი ეტაპობრივად აღვწერ რა დაზიანება აღმოვაჩინე და რა გავაკეთე: იმისათვის რომ მივიდეთ ფოკუსის ლინზამდე არ გვჭირდება ობიექტივის ბოლომდე დაშლა. საჭიროა შემოვხსნათ 1. რეზინის ხელის მოსაკიდებელი, 2. სამაგრი ლენტი (აწყობისას უბრალო სკოჩი და მისი ჯანი) 1. 2. შემდეგი მოქმედება უკვე არის უშუალოდ ფოკუსის ლინზის მოხსნა. ეს პროცესები ვიდეოში კარგად არის ახსნილი, ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაფერხოთ არის შემდეგი მომენტი: ვიდეოში ფოკუსის ლინზა ძლიან მარტივად, დატრიალებით იხსნება და ბოლომდე არ ჩანს ავტორის მოქმედება. პირდაპირ დატრიალებით ლინზა არ მოიხსნება, საჭიროა ორი, ლინზის დამჭერი პლატმასის კბილის ოდნა გამოწევა და შემდეგ უკვე ლინზა იხსნება. ამ ყველაფრის შემდეგ ლინზაში წავაწყდი შემდეგ პრობლემას: სამი ფიქსატორიდან მხოლოდ ერთზე იყო პლასტმასის შაიბა, დანარჩენებზე იყო გატეხილი და შიგვე ეყარა (შავი ფერის შაიბები არის ორიგინალი) საჭირო გახდა შაიბის გაჩარხვა, რომლის ზომებია: 4მმ გარე დიამეტრი, 2,8მმ შიგა დიამეტრი და 2მმ სიმაღლე. დეტალები გავჩარხეთ კაპრონისაგან (გამოდგება ნებისმიერი პლასტმასის მასალა რომელიც არ არის მყიფე) თუ არ გვაქვს შესაბამისი დანადგარები შეგვიძლია ხელითაც გავაკეთოთ ასეთი შაიბა მაგრამ საკმაოდ ნერვების მომშლელი პროცესი იქნება, ან შეგვიძლია შეუკვეთოთ Ebay ზე. სურათზე ნაჩვენები დეტალი გასუფთავდა ნაწიბურებისა და მტვრისგან და ჩაისვა ფოკუსის ლინზის ფიქსატორში პრობლემა მოგვარდა თუ ვინმეს ასეთი პრობლემა გექნებათ ნუ გადააგდებთ ლინზას რადგან ჯერ ახალბედა ვარ და გამოუცდელი ხარისხის ცვალებადობას ობიექტივს ვერ ვატყობ, გთხოვთ შემიფასოთ რა უარყოფითი შედეგები მოყვებოდა ჩემს უხეშ ჩარევას ობიექტივში (თუმცა ვეცადე სახლის პირობებში დამეცვა სისუფთავე) და როგორ გამოვასწორო.
    2 points
  5. 2 points
  6. ახალი ოფიციალური ვიდეო:
    2 points
  7. თემა - ველოსიპედის ჩაფხუტები რა და რა სახის არსებობს და რომელი ავარჩიოთ ? ხშირად ჩნდება შეკითხვა, ველოსიპედის ჩაფხუტთან დაკავშირეებით, ამიტომ გადავწყვიტე ერთი სტატია მეთარგმნა რუსულიდან ქართულ ენაზე. ქართულ ვებგვერდებზე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი არაფერი წერია, სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ველოსიპედის ჩაფხუტებზე. რა და რა სახის არსებობს, რას წამოადგენენ, როგორ ავარჩიოთ და როგორ გამოვიყენოთ. სხვადასხვა სახის ველოსიპედის ჩაფხუტები რეალურად ველოსიპედის ჩაფხუტები შეიძლება დავყოთ 2 კატეგორიად: MTB - ჩაფხუტები, რომლებიც გამოიყენება როგორც მთის, ასევე საგზაო (Road) ველოსიპედით სიარულის დორს. MTB ჩაფხუტები კი დაყოფილა 2 სახეობად, რომელიც დისციპლინაზეა დამოკიდებული: Cross-country (XC, QC) და ექსტრემალური მიმართულების - ე. წ. «котелки» და фуллфейс (Full face). ასევე საგზაოში (Road) არსებობს 2 სახის ჩაფხუტები: პირველი - კლასიკური ფორმის (ძალიან გავს CC-ს) და მეორე - ჩაფხუტი რბოლებისთვის, განცალკევებული დასაწყისით (Time trial). MTB Cross-country-ის ჩაფხუტი (XC) სახელი არ არის "სამეცნიერო", მაგრამ კიდევ რა სახელი შეიძლება ვუწოდოთ ამ ჩაფხუტს, ნამდვილად არ ვიცი. ეს არის ყველაზე გავრცელებული სახის ველოსიპედის ჩაფხუტი. როგორც წესი, ის მზადდება სპეციალური პენოპლასტისგან, რომელიც ზემოდან დაფარულია გლუვი და თხელი პლასტმასით, რომელიც აგრეთვე დაფარულია ლამაზი ზოლებით და ნახატებით. ასეთი ჩაფხუტების უმრავლესობას აქვს სპეციალური დამცავი (რუსულად - козырёк, ინგლისურად - visor), რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დაგიცვათ მტვრისგან, შხეფებისგან და მზისგან. ზოგიერთ ჩაფხუტის მოდელებს დამცავი (visor) ეხსნება. კოღოს ბადე (რუსულად - Москитная сетка, ინგლისურად - Mosquito Net) გვხვდება ძალიან ხშირად და ის საკმაოდ გამოსადეგი რამ არის. ძალიან არასასიამოვნოა სიარული მაღალი სიჩქარით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენს თავში რომელიღაცა მწერი მოძრაობს ჩაფხუტს გააჩნია ძალიან კარგი ვენტილაცია - ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იგრძნობა გაუსაძლისი სიცხის დროს (ძირითადად ზაფხულში). ჩაფხუტის თქვენ თავზე მორგებია შესაძლებელია როგორც ღვედის (strap) დახმარებით, ასევე სპეციალური მექანიზმის გამოყენებით, ჩაფხუტის უკანა მხარეს, რომელიც ემსახურება ჩაფხუტის ოფტიმალურ მორგებას (fit), თქვენი თავის ზომაზე. Котелки ველოსიპედის ჩაფხუტის მრავალფეროვანი MTB-ს სახეობა, ექსტრემალური განხრით. «Котелки» ჩვეულებრივად გამოიყენება ისეთ დისციპლინებში, როგორიცაა (street), dirt, bmx და ა. შ. მზადდება ისე, როგორც Cross-country-ის ჩაფხუტი. კონკრეტულად კი პენოპლასტისგან, რომელიც ზევიდან დაფარულია პალასტმასით, მაგრამ ამ შემთხვევაში, უფრო სქელით და გამძლე ფენით. სავენტილაციო ხვრელები ამ ჩაფხუტში გაცილებით უფრო ცოტაა და როგორც წესი, ზომოთაც მცირეა. როგორც ესეთი რეგულირების მექანიზმს, ესეთ ჩაფხუტებზე არ აკეთებენ, (მხოლოდ ღვედს - ремешок). სწორედ ამიტომ ზომა უნდა შეირჩეს ზუსტად და ჩაფხუტი თქვენს თავზე მორგებული უნდა იყოს მჭიდროდ (და არა თავისუფლად). Фуллфейс (full face) MTB ველოსიპედის ჩაფხუტი განკუთვნილია ისეთი ექსტრემალური დისციპლინისთვის, როგორიცაა: Freeride, Downhill, байкер-кросс (4x) და ა. შ. უზრუნველყოფს rider-ის თავის სრულ დაცვას. ამ დისციპლინაში იგულისხმება ძალიან რთული და ტექნიკური გზები, უამრავი დიდი ქვებით, ხეებით და მორებით. ამავე დროს ამ ყველაფერის გავლა მიმდინარეობს ძალიან მაღალი სიჩქარის მეშვეობით, სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ დაცვაც იყოს ანალოგიური. საგზაო ველოდიპედის ჩაფხუტები Classic road racing ჩაფხუტი ესეთი ჩაფხუტები ძალიან გავს Cross-country-ისას, მაგრამ დამცავი (visor) მათთში იშვიათია. კოღოს ბადე (Москитной сетки) როგორც წესი არ აქვს, თუმცა სავენტილაციო ხვრელები, შეიძლება იყოს უფრო დიდები, რადგან უზრუნველყოს უკეთესი ვენტილაცია დიდი დროით სიარულს დროს, გაცხელებულ ასფალტზე. ბევრი სპორტსმენი იყენებს საგზაო ჩაფხუტებს რბოლების და მარათონების დროს, რადგან სიმტკიცით და სიძლიერით ისინი არ უთმობენ КК MTB-ს. ამასთან ერთად ეს ჩაფხუტი გამოიყურება ძალიან კარგად და ეფექტურად. ჩაფხუტი სარბოლოდ с раздельным стартом (Time trial) გაყიდვაში გვხვდება ძალიან იშვიათად, რადგან ეს ჩაფხუტი არის ძალიან მაღალი სპეციალიზებული და გამოიყენება მხოლოდ Time trial-ში. ჩაფხუტს აქვს გამორჩეული გარეგნობა და მაქსიმალურად აეროდინამიკური ფორმა, რომელსაც ჰაერის ნაკადი ნაკლებ წინააღმდეგობას გაუწევს. ჩაფხუტის შერჩევა ველოსიპედისთვის ზემოთ, ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ყველაზე გავრცელებული სახის ველოსიპედის ჩაფხუტები. ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორი ჩაფხუტი უნდა ავარჩიოთ და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სტატია დაწერილია დამწყები ველოსპედისტებისთვის, სწორედ ამიტომ ჩვენ ავარჩევთ ყველაზე გავრცელებულ უნივერსალურ ჩაფხუტს (რომლის გამოყენებაც ყოველდღე იქნება შესაძლებელი) ე. ი. ყველაფრისთვის. მაშინვე ჩნდება შეკითხვები: სად შევიძინოთ ? რომელი ფირმა ავარჩიოთ ? რა ფასი აქვს ? და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადრღება ყიდვის დროს ? მივყვეთ ამ შეკითხვებს და ყველას გავცეთ პასუხი, თანმიმდევრობის მიხედვით. სად შევიძინოთ ? ჩაფხუტის შეძენა შეიძლება სპორტულ მაღაზიებში, მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, ამას სპეციალიზირებულ მაღაზიაში თუ გააკეთებთ. კონკრეტულად კი საქართველოში არსებულ ველოსიპედების მაღაზიებში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აქ არჩევანი საკმაოდ მცირეა... რომელი ფირმა ავარჩიოთ ? როდესაც ჩაფხუტის ყიდვას დააპირებთ მაღაზიაში, თქვენ უკვე თავში უნდა გიტრიალებდეთ რამოდენიმე ცნობილი მწარმოებლები. პროდუქცია, რომელზეც შეიძლება იყოთ ორიენტირებული: Giro Bell Met BBB UVEX Lazer Casco Rudy Project Limar ეს რათქმაუნდა არ არის ველოსიპედის ჩაფხუტების მწარმოებელი კომაპნიების სრული სია, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ეს კომპანიები ყველაზე ცნობილი და საუკეთესოა. თუ თვლით, რომ სიაში გამომრჩა რომელიმე კომპანია, ან ამ სიას ზოგადად აკლია, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი. ამ ჩაფხუტების თითქმის ყველა მოდელი აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, რაზეც თავისთავად საუბრობვს სტიკერი «CPSCან EN 1078» რომელიც მდებარეობს ჩაფხუტის შიგინითა მხარეს. რა ფასი აქვს ? ყველაზე გავრცელებული, მაგრამ საკმაოდ ღირსეული Cross-country-ის ველოსიპედის ჩაფხუტი შეიძლება შეიძინოთ დაახლოებით - 34,92 $ - 40,74 $-მდე ხოლო 58,2 $ - 72,75 $ შეიძლება იყოს უფრო გალამაზებული და კომფორტული. თუმცა ასევე 87,3 $ და ზემოთ - უკვე შეიძლება შეიძინოთ რჩეული სარბოლო შლემის მოდელები. რაზე გავამხვილოთ ყურადღება ? გადასათარგმნია რამოდენიმე აბზაცი... თუ თვლით, რომ სტატიას რაიმე აკლია, აუცილებლად დააკომენტარეთ. წყარო: Велосипедные шлемы. Какие бывают, что выбрать?
    2 points
  8. ბევრი ლოდინისა და სპეკულაციების შემდეგ ახალი თაობის Mirror's Edge დღეს დაანონსდა, Electronic Arts-ის E3 2013 პრეს-კონფერენციაზე; თამაშის პროდიუსერმა სარა ჯენსონმა (Sara Jansson) განაცხადა რომ თამაში, პირველი პირის სათავგადასვლო-მოქმედებითია, რომლის მთავარი გმირიც Faith არის და შეინარჩუნებს იმ გეიმფლეის, რომელიც ორიგინალ თამაშს ჰქონდა; Mirror's Edge გამოვა PC, Xbox One და PS4 პლათფორმაზე; "თამაში ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაშია და არ გვსურს ვიჩქაროთ," დაამატა მან. "ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ რომ თამაში მოლოდინს გაამართლებს და გამოიყენებს ახალი თაობის სისტემების სრულ შესაძლებლობებს"; DICE იკვლევს "საუკეთესო გზას რომ Faith-ის დაბრუნება ისეთივე დასახსომებელი იყოს, როგორც ორიგინალი თამაში," თქვა ჯენსონმა; ორიგინალი Mirror's Edge გამოვიდა 2009 წელს PlayStation 3, Xbox 360 და PC პლათოფრმაზე. თამაშის სცენარი, Tomb Raider-ის სცენარისტმა, რიანა პრაჩეტმა (Rhianna Prachett) დაწერა. წინა წელს, EA Labels-ის პრეზიდენტმა ფრანკ ჟიბიომ (Frank Gibeau) განაცხადა რომ Mirror's Edge-ის გაგრძლება იმ პროექტების "სიაში" იყო, რომლის შექმნაც სტუდიას სურდა. Mirror's Edge 2-ის დახმარების გვერდი წინა თვეს გამოჩნდა ოფიციალურ EA-ს საიტზე, რომელიც მოგვიანებით წაშლილი იქნა. Mirror's Edge 2 გამოვა "როცა მზად იქნება." @Polygon
    1 point
  9. თამაშის ოფიციალური გვერდი FB-ზე: BMX Ride Youtube-ზე: BMX Ride ჯერ-ჯერობით თამაშზე ინფორმაცია ძალიან მცირეა და იმას დავწერ, რაც FB-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა და დაიწერა. ცნობილია, რომ თამაში იყენებს Unity 3D ძრავს. თამაშშზე მუშაობს მხოლოდ ერთი პიროვნება და პროგრესი საკმაოდ ნელია. თუმცა ბოლო პერიოდში, რამოდნიმე ადამინი გამოჩნდა რომელიც დეველოპერს 3D მოდელების დამზადებაში ეხმარება, რაც მისასალმებელია. თამაშის შემქმნელის თქმით, ძალიან მალე უნდა დაწყებულიყო alpha/demo ვერსიის გამოშვება, მაგრამ გარკვეული სირთულეების გამო ეს ახლო მომავალში არ მოხდება. პოსტი FB-ზე: სურათები: ვიდეოები: https://www.youtube.com/watch?v=9AlYvRnnEgU BMX-ის და Rider-ის სურათები 3D მოდელები Unity 3D მუშაობის პროცესი
    1 point
  10. იყიდება HD SAPHIRE DUAL X 7950 3GB 384BIT. მდგომარეობა გავხსენი გავტესტე ყველანაირად მოყვება აბსოლიტურად სუყველაფერიი. ესეიგი მცირე ინფო ამ კარტის შესახებ ეს არის უძლიერესი ვერსია საუკეთესო საუკეთესოთა შორის გინდა გაგრილება გინდა წარმადობა და ასე შემდეგ, ულამაზესი დიზაინი საფირე არის ამდ რადეონის კარტების მწარმოებელი რომელიც ერთ ერთი საუკეთესო ფირმა, აბსოლიტურად უპერსპექტივო თავის ფასში არ ყავს ბადალი რამდენადაც მე ვყიდი, კონკურენტია და დაჟე ჯობია GTX 670 და GTX 760, ზოგ თამაში ეს აჯობებს ზოგში ეს. ესეიგი ეხლა რა მოყვება ამ ცხოველ კარტებს მაქვს 2 ცალი... 1.დისკი მანუალი და ასე შემდეგ 2.ყუთი თავისივე ცელოფნები რაშიც კარტა დევს თავისივე მუყაოს ყუთები და ასე შემდეგ 3. DVI, VGA, HDMI TO mini HDMI, 4.Crossfire Bridge 5.HDMI CABELE- რომელიც არის უმაღლესი ხარისხის მარტო ეს ღირს 15 დოლარი 6.6X2 პინიანი გადამყავნი 2 ცალი. სრული კომპლქტაციააა... ფასი OVERCLOCKERS.GE ამაზე იქნებააა 300 ლარი თუ ძაან ნაცნობია ამ საიტიდან კდიევ დავუკლებ ესეც ტესტები და ასე შემდეგ... ტელეფონი 577 67 44 22 ლევანი აუცილებლად აქედან თუ დამირეკავთ მითხარით რომ ოცედან ვაროოო. http://forum.ge/?f=54&showtopic=34659040 ესეც ორიგინალი სურათები 2 ივე კარტის....
    1 point
  11. იყიდება ზემოთ ხსენებული ვიდეო კარტა აბსოლიტურად ახალიააა თავისიევე სუყველაფრით რაც მოყვება ორიგინალს უბრალოდ ტესტებს სამწუხაროდ ვერ შემოგთავაზებთ გაიტესტება მყიდველთან ერთად იმიტომ რომ ახალია და არ მინდა რომ ჩავდო მყიდველის უნებართვოთ მერე დაიწყებენ აი კეისში ხომ იჯდა და ახალი არაო ) ასე რომ ვინც ყიდვას დაააპირებს იმის თვალწინ გავტესტავთ... მე პროსტა ორიგინალის სურათებს შემოგთავაზებთ... ტესტების გამო უკაცრავად ორიგინალ სურათს დავდებ ფასი 400 ლარი ტელეფონი 577 67 44 22 ლევანი http://forum.ge/?f=54&showtopic=34659496 ორიგინალი სურათი ნახეთ ამ ლინკზე...
    1 point
  12. აშკარათ რეკლამაში და მარკეტინგში უფრო მეტი ფული აქვთ დახარჯული ვიდრე თამაშის დვიჟოკში და ოპტიმიზაციაზე, ეგ განსაკუთრებით პს პლატფორმას ეხება რა თქმა უნდა, ანუ ისევ და ისევ კონსოლებზე აკეთებდენ მთავარ აქცენტს და გრაფიკაც მაგაზეა მორგებული
    1 point
  13. zaqrinio გეთანხმები, ისიც ვიცი ზუსტად რა შეუძლია 780_ს და ამ თამაშს, რო DX11_ზე, Very High, ჩართული AA_თი ვერ გაათრევს ისე როგორც საჭიროა, უბრალოდ არ მინდა მაგის გაგონება, რო პოლნიზე ვერ გაქაჩავს
    1 point
  14. ალბათ კი თორე ესენი არ "ჩადებდნენ" დამცველს 1.The only consumer SSDs I know which do have power loss protection are the crucial m500 and intel 320 2.Power-Loss Protection: In the rare event that power fails while the drive is operating, power-loss protection helps ensure that data isn’t corrupted. To supplement our power-sensing firmware protection, our SSD engineers designed physical power reserves (capacitors) that are specifically tailored to our NAND requirements and deliver enough power to ensure data remains intact.
    1 point
  15. არა მაგითიც ჯობია სსდ ვინჩესტერზე მაგ პრობლემის თავი და თავი წამკითხველი თავაკი იყო რომელიც დენის წასვლის შემთხვევაში უხეშად ურტყავდა ვინჩესტერის დისკზე ფხაჭნიდა და ა.შ. სსდ-ს შემთხვევაში არანაირი წამკითხველი თავაკი არ არის და არც მაგნიტური დისკი რომელიც შეიძლება დაზიანდეს
    1 point
  16. zaqrinio, მარკეტზე მონახე რამე მძლავრი APC-ს უპს მეორადი, მერე გამოუცვალე აკუმლიატორები და იქნება ჯორივის უფრო იაფად გამოხვალ პ.ს მეც კი მინდა რამე მაგდაგვარი თორე ჩემი უპს-მ მოჭამა დრო თან არც ჰყოფნის ამ სისტემას
    1 point
  17. GrEeNDaY, მშვიდობაში )
    1 point
  18. მადლობა გაიხარე ავტო ფოკუსიც მშვენივრად მუშაობს, ფოკუსის ლინზა ცოტა დავმტვერე მაგრამ არ გავწმინფე, სპეციალური საწმებდები გამოვწერე და ბარემ დაველოდები სანამ ჩამოვა.
    1 point
  19. 10 საუკეთესო E3-ის ტრეილერი GT-ს მიერ:
    1 point
  20. კახა ნვიდიას კონტროლ პანელში შედი და ფიზიკა cpuზე დააყენე. მაგ ვიდეოს ისე მეტიც შეუძლია. პროცესორის კიდე რაზგონი და ვიდეოს რაზგონიც.
    1 point
  21. MAINGEAR -ი არის ინოვატორი როგორც გეიმინგ დესკტოპებში ისე ნოუთბუქებში ახლა კი ამ კომპანიამ წარადგინა Hi-end PC ომელშიც მოთავსებულია ინტელის მეოთე თაობის პროცესორები და ახალი NVIDIA Titan Z -ი ახალი MAINGEAR TORQ არის პატარა მაგრამ ძალიან მოქნილი და მაღალი პერფორმანსის მქონე PC ინტელის მეოთხე თაობის პროცესორებთან(გახსნილი მამრავლით 5.0GHz ზე მეტი რაზგონის პოტენციალი) და ახალ Titan Z -თან აგრეთვე შესაძლებელია ავირჩიოთ სისტემა სხვა რომელიმე ვიდეო ბარათთან ერთად. სისტემის გაგრილება ხდება უახლესი წ%$&# სისტემებით როგორც GPU სთვის ისე CPU-სთვის, აგრეთვე მნიშვნელოვანია რომ იქნება სრულიად უხმაურო და სხვადასხვა ფანების ხმაური ხელს არ შეუშლის მოთამაშეებს თუ სხვა მომხმარებლებს. ახალი TORQ შეიცავს HDD-ს და SSD-ს აგრეთვე აქვს 3.0 იანი პორტები და აუდიო კონექტორები TORQ იქნება ისეთი ფერის როგორიც მომხმარებელს სურს მისი ზომებია 13.8" x 10.9" x 11.4" სრული სპეციპიკაცია პროცესორი:ახალი core i7 4790K 4.0/4.4 GHz (დარაზგონებულია და მუშაობს 5,0GHz-ზე) ვიდეო ადაპტერი: NVIDIA GeForce Titan Z 12 Gb GDDR5 ან AMD Radeob r9 295X2 8Gb GDDR5 ოპერატიული მეხსიერება: 16 GB Corsair Dominator Platinum DDR3-2133 1.65V (2x8 GB) მყარი დისკი: 1 TB ssd და 4 TB HDD ქსელური მიმღები: Gigabit Ethernet WiFi: 802.11ac/Bluetooth 4.0 OS: windows 7/8.1/8.1 pro PSU: 860 Watt Corsair Professional Digital Series AX860 80+ Platinum Certified Modular Power Supply ROHS პორტები: 1 x HDMI, 1 x DisplayPort, 4 x USB 3.0, 4 x USB 2.0, 1 x eSATA, S/PDIF Out: 1 x Optical, Audio Ports: 3 ზომები:13.8" x 10.9" x 11.4" (L x W x H) ფასი:დაიწყება $1,599-დან ​ ამ ახალი პატარა ფორმ ფაქტორის დესკტოპის შესაძლებლობებს შეუძლია გადააჭრარბოს დღესდღეობით არსებულ ყველა პატარა ფორ ფაქტორის დესკტოპებს მისი ზომები და შესაძლებლობები დასაოცარია აცხადებს Scott Herkelman (NVIDIA-ს გენერალური მენეჯერი) ამერიკის შეერთებულ შტატებში პროდუქტს მოყვება გარანტია. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ http://www.maingear.com/custom/sff/torq/index.php
    1 point
  22. სუპერრრრრრრრრრრრრრ ჯიმაააააააა
    1 point
  23. 300: Rise of an Empire ვუყურე დიდად არ მომეწონა ერთხელ კი უყურებს კაცი მაგრამ რაღაც აკლდა ბლომად, 1 სერიის არაფერი ქონდა, ეფექტები კი იყო მაგრამ ზოგ მომენტებში ძან გადამეტებული ქონდა და ცუდი იყო
    1 point
  24. i7 4770k-ს ახალს თუ ყიდულობ მაშინ ჯობია i7 4790k იყიდო. ნახმარს თუ ყიდულობ საქართველოში იაფად ეგ სხვა საქმეა. 4790k ჯერ არ იქნება ნახმარი იაფად.
    1 point
  25. 1 point
  26. გაგიხსენი
    1 point
  27. ქავერი ჯობია ბევრად
    1 point
  28. ვიდეოებში და პიარში 10-დან 10
    1 point
  29. როგორც წესი არარის ხოლმე პრობლემები. ეს ნახე აბა წესით გიშველის https://apps.ubuntu.com/cat/applications/im-switch/
    1 point
  30. მხოლოდ ერთი კვირაღა რჩება E3-მდე და EA-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა Battlefield Hardline-ის პირველი თრეილერი. Battlefield Hardline არ იქნება, ისეთი როგორებიც მისი წინა ნაწილები იყო, ახალი ნაწილი შეეხება "ბრძოლას პოლიციელებსა და კრმინალებს შორის" და თამაშს ქმნის Dead Space-ის შემქმნელი სტუდია Visceral Games DICE-ის მხარდაჭერით. თრეილერს თუ დავეყრდნობით Battlefield Hardline გამოვა 21 ოქტომბერს. Hardline არ არის Visceral-ის პირველი თანამშრომლობა DICE-თამ Battlefield სერიებთან დაკავშირებით: სტუდიამ ბოლოს გამოუშვა Battlefield 3-ის ბოლო დამატება. Battlefield Hardline-ის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი EA-ს პრეს-კონფერენციაზე ორშაბათს. თრეილერი ლინკზე
    1 point
  31. ამიხსენით რა აქვს ამ თამაშს საერთო "Battlefield"-თან?:
    1 point
  32. რა ფარჩაკი თრეილერი აქვს
    1 point
  33. ქსელში გავრცელდა Battlefield: Hardline-ის კიდევ ერთი ახალი ვიდეო. რგოლი გვიჩვენებს თამაშის ბეტა-ვერსიის მრავალმომხმარებლურ რეჟიმს. რგოლიდან გამომდინარე თამაშში იქნება ასეთი რეჟიმები - "სისხლიანი ფული" და "ძარცვა". გეიმერებს შეეძლებათ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მათ შორის პოლიციის მოტოციკლეტებისა და ვერტმფრენების. კერძოდ კი მოთამაშეებს შეეძლებათ გამოიყენონ სამაშველო მანქანები, ყველგანმავლები, მოტოციკლეტები, საპატრულო და სატრანსპორტო ვერტმფრენები და ა.შ. რეჟიმ "სისხლიან ფულში" პოლიციელებს მოუწევთ, რომ საშუალება არ მისცენ ბანდიტებს, რომ არ მოიპარონ დიდი ფული. ამავდროულად კი ბანდიტებმა რაც შეიძლება დიდიხნით უნდა შეაჩერონ პოლიციელები, რომ გაიქცნენ ფულთან ერთად. ფაქტია, რომ რეჟიმ "ძარცვაში" კრიმინალებს მოუწევთ ბანკების გაძარვა, ხოლო პოლიციელებმა კი მთელი ძალებით უნდა შეაჩერონ მძარცველები. თამაშში იქნება პერსონაჟების 4 კლასი, მათ შორის ოპერატორი, მექანიკოსი, ინფორსერი და პროფესიონალი, ხოლო მულტიპლეიერის მოქმედებები განვითარდება მთელი ლოს-ანჯელესის სხვადასხვა ლოკაციებში. ვიდეოდან გამომდინარე Battlefield: Hardline-ის მულტიპლეიერი ძალიან გავს Battlefield 4-ის მრავალმომხმარებლურ რეჟიმებს. როგორც ადრე აღნიშნეს შექმნელებმა მულტიპლეიერის შექმნით დაკავებულია სტუდია Visceral Games-ი DICE-ის მხარდაჭერით, ამიტომაც სერიის ფანები უნდა ელოდნენ ბრძოლებს 64 კაციან რუკებზე. EA გეგმავს, რომ Battlefield: Hardline-ის გეიმპლეის შესახებ ისაუბროს 9 ივნისს, E3-ის გამოფენაზე. რელიზი დაგეგმილია PlayStation 3-ზე, PlayStation 4-ზე, Windows PC-ზე, Xbox 360-ზე და Xbox One-ზე. ჭორების მიხედვით Hardline-ი გამოვა 2014 წლის შემოდგომას. https://www.youtube.com/watch?v=71P5eYc-yZ8
    1 point
  34. freeman_010, განა იმას ვამბობ რო ცუდი გრაფიკით ვთამაშობ კაცო პირიქით თამაშებს ჭამს... პროსტა რასაც ქვია ბოლო გრაფიკა არაა აუცილებელი ... თუ ბოლო გრაფიკაზე დააყენებ და 20 FPS ით ითამაშე ეგ სხვა ბაზარია მარა 20 FPS ით თამაშს და ნერვების შლას შუ არ ითამაშო არ ჯობს ?
    1 point
  35. აქ დავწერ ბარემ windows 9-ს install screen http://windows9update.com/2014/04/04/new-windows-9-concept-windows-9-install-screen/ ანუ მაქსიმუმ 1 წელში ეგეც გვექნება
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.