Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/28/13 in all areas

  1. ჩემი გიჟანცო
    4 points
  2. კომპანია Asus მა სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი მორიგი 7 ინჩიანი Android პლანშეტი Nexus 7 2 , რომელიც გახლავთ გასულ წელს გამოშვებული Nexus 7 ის მომდევნო მოდელი , ამას გარდა ვინც არ იცით გეტყვით , რომ აღნიშნული პლანშეტი იწარმოება უშუალოდ Google თან შეთანხმებით და ამის შესაბამისად იგი ყველაზე ადრე იღებს Android სისტემის განახლებებს , ასევე გეტყვით იმასაც ,რომ ეს არის პირველი მოწყობილობა , რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება უახლესი Android OS 4.3 Jelly Bean ოპერაციული სისტემით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა მაინც რა უპირატესობა გააჩნია ახალ Nexus 7 2 ს ? პასუხი მარტივია , მისი მთავარი ღირსება არის დაბალი ფასი და კარგი მონაცემები , ამ პლანშეტის საწყისი ფასი სულ რაღაც 230 ამერიკული დოლარი იქნება. რაც შეეხეაბ მის მონაცემებს , პლანშეტს ექნება : 7 ინჩიანი LED-backlit IPS LCD ტიპის ეკრანი , რეზოლუციით 1200 x 1920 (~323 ppi pixel ) , რა თქმა უნდა ექნება Multitouch , რომელიც ერთდროულად აღიქვამს 10 თითის მოძრაობას , ეკრანი დაცული იქნება Corning Gorilla Glass ტექნოლოგიით. პლანშეტის შიდა მეხსიერება იქნება 16/32 GB მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად , მასში არ თავსდება Micro SD ბარათი , მისი ოპერატიული მეხეიერების სიდიდე წინა თაობის Nexus 7 თან შედარებით უფრო მეტია და შეადგენს 2GB ს. აღნიშნული პლანშეტი აღჭურვილი იქნება როგოც წინა ასევე უკანა კამერით , ფოტო/ვიდეო გადაღებებეისათვის მას აქვს 5 MPიანი 1080P ხარისხის და 2592х1944 პიქსელის მქონე კამერა Autofocus ით , ხოლო წინა კამერა არის 1.2 MP იანი. რაც შეეხება მის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს : პლანშეტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4Pro ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 4 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 320 გრაფიკული ამაჩქარებელი . გარდა ჩაშენებული WiFi და BlueTooth 4.0 ტექნოლოგიებისა პლანშეტი გამოვა ჩაშნებეული Micro-SIM სლოტითაც , რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს : 2G GSM , 3G HSPA , LTE 4G მობილური კავშირი ინტერნეტისთვის. გარდა ამ ყველაფრისა , Google Nexus 7 2 ს აქვს A-GPS ტექნოლოგია , HDMI პორტი , Wireless charging ტექნოლოგია და მისი ბატრეის სიმძლავრე შეადგენს 3950 mAh ს , წონა კი 2090-300 გრამს. აღნიშნული პლანშეტი მონაცემებით მართლაც ბევრად სჯობს წინა მოდელს , ამისტვის კი ვნახოთ მათი შედარება > სხვაობა მართლაც რომ დიდია . და მაინც ამ პლანშეტის ერთ-ერთ დიდ უპირატესობად Google თვლის მის პროგრამულ უზრინვეყოფას , Android OS ის ახალ 4.3 Jelly Bean ვერსიას , რომელშიც საკმაოდ ბევრი რამაა გაუმჯობსებული > პლაშნეტის Unboxing Android 4.3 Nexus 7 ( 2013 ) ზე Asus Google Nexus 7 2 ის საწყისი ფასი 16GB იანი მოდელისთვის იქნება 229 ამერიკული დოლარი , 32GB იანი ვერსიის ფასი იქნება 269 დოლარი , ხოლო Sim ბარათიანი ვერსიის საწყისი ფასი 349 დოლარი !
    3 points
  3. ეს ნახეთ რამაგარი კაცია http://www.palitratv.ge/garthoba/ckhoveltha-samyaro/33983-dzaghlma-qsheusrulebeli-misiaq-sheasrula.html
    3 points
  4. არ უნდა გადასულიყო ტიაგო, უაზრობა გააკეთა...
    2 points
  5. gts 450-ზე არამგონია ნახო დაითრიე კაი კარტა და ნახავ. მაგაზე უკეტესი გრაფიკით რამდენიც გინდა იმდენი თამაშია pc-ზე. ეგ უბრალოდ ფოტორეალიზმია რასაც შენ გრაფიკას უწოდებ.
    2 points
  6. Intouchables როცა ვუყურე მაგფრათ მომეწონა, ბევრიც ვიცინე :დ
    2 points
  7. ეგ კი მაგრამ შენ რაც დაწერე უკვე უფრო პროფებს ეხებათ, ანუ უბრალო გეიმინგთან შორსაა, ეგრე ბევრ ჟანრზე შეიძლება თქვა, ზოგი დღედაღამე უბერავს და ძალიან დიდი ოპიტი აქვს რასაც ვერ შეცვლის ვიღაცის დაწერილი აბზორი, ფაიტინგებს მაინც ბევრი ვერ აღიქვამს სერიოზულ ჟანრათ, როგორც კოინაპი მშვენიერია ჩემთვის როგორც სერიოზული ჟანრი არა საათობით რომ არ მოგბეზრდება თუმცა სერიოზული ტურნირებიც ტარდება ხოლმე და ყავს თავისი ერთგული პუბლიკა მაგ ჟანრსაც, მაგიტომაც კარგა ხანია შევეშვი, ჩემი სტილი არაა ნამდვილათ, თან ეხლა ლუბოი თამაში რაზეც აბზორი კეთდება მაქსიმუმ 2-3 კვირაში იტესტება ხოლმე, მეტ დროს არავინ დახარჯავს, ეგ ერთი და ზოგი კაკრაზ მაგდენი ხანი თამაშობს ხოლმე ფაიტინგს და მერე ბეზრდება უკვე, დარწმუნებული ვარ თუნდაც ამ ფორუმზე თავიდან ბევრს უსწორდება ხოლმე და მერე ნელ-ნელა სხვა იგრებზე გადადიან ხოლმე რომ ამოუვათ ყელში, მემგონი შენ და კიდე 1-2 იგროკი თამაშობენ მაგ ჟანრს დიდი აბიომებით დანარჩენი იგროკები უფრო ზედაპირულათ რასაც ვაკვირდები, რა თქმა უნდა ვისაც მოსწონს საერთოდ ეგ ჟანრი, მაინც სპეციფიკური ძველი სტილის ჟანრია, ანუ ერთ-ერთი პირველი რომელიც გამოვიდა 80 წლების კოინაპებზე, მაინც სტრიტ ფაიტერია ეტალონური მაგ ჟანრის იგრებიდან, მეც ბლომათ მაქვს თავის დროზე ნათამაშები და ყველაზე მეტათ ეგ მომწონდა, მორტალ კომბატი დიდათ არც მომწონებია სეგა მეგა დრაივზე რომ ვითამაშე, ტეკენები და უფრო ახალი ფაიტინგები უკვე აღარ გამისინჯია იმიტომ რომ დავიკიდე მაგ დროისთვის გეიმინგი კონსოლებზე და მარტო 2004-ან დავიწყე ისევე რეგულარულათ თამაში პს-ზე
    2 points
  8. ოღნდ მეზობელ ფორმისნაირ ათეისტურ იუზერობას ნუ მივაწვებით რა სატანისტური და მსგავსნი არ იცი მარა იმას ნურავნ მეტყვის რო ნებისმიერ მსგავს ფესტივალზე 90% ჩაკაიფებულია (არამთვრალი) ეგაა ჩემთვის პრობლემა
    2 points
  9. მოგესალმებით , დადგა დრო წარმოგიდგინოთ კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის 22ნმ. Haswell არქიტეტურაზე აგებული უახლესი და უძლიერესი 4 ბირთვიანი Core I7 სერიის პროცესორი i7-4770K , რომელიც Haswell არქიტექტურაზე აგებულ პროცესორებს შორის ყველაზე ძლიერია. მოდით თავდაპირველად თვალი გადავავლოთ Haswell არქიტეტურის ყველა მოდელს და მათ ზოგად მონაცემებს. როგორც ხედავთ ჩვენს მიერ განსახილველი მოდელი მართლაც ყველაზე ძლიერია , მაშინ როდესაც მუშაობს პირველი და მეორე ბირთვი პროცესორის სიხშირეა 3.9 GHz , სამი ბირთვის მუშაობის დროს 3.8 და ოთხივეს 3.7 GHz , თუმცა პროცესორის სტოკ სიხშირე ტურბო რეჟიმის გარეშე 3.5 GHz .მას აქვს L3 დონის ქეშ მეხსიეება 8MB მოცულობით , მისი ენერგო მოხმარებაა 84W , პროცესორი აღჭურვილია ინტეგრირებული გრაფიკით HD 4600 ით რომლის მაქსიმალური სიხშირე 1.25 GHz ია ( მიმოხილვაში ასევე შემოთავაზებული იქნება HD 4600 ის ტესტები ) . რაც შეეხება Haswell სერიის პროცესორების დაბოლოებას: K მოდელები და მათ შორის ჩვენი 4770K საც აქვს გახსნილი მამრავლი , რაც Overclocking ის საშუალებას იძლევა , ასეთ მოდელებს სტადარტული 84W ენერგო მოხმარება აქვთ , ისევე როგორც სტადარტულ მოდელებს აღნიშვნის გარეშე. სტანდარტულ მოდელებთან ერთად S სერიის პროცესორები არ იძლევ Overclocking ის საშუალებას და იყენებს მხოლოდ 65W ენერგიას . რაც შეეხება T სერიის მოდელებს , ეს გახლავთ ყველაზე მეტად შეზღუდლი და დაბალი ენერგო მოხმარების მოდელები ,რომელებიც სულ რაღაც 35-45 W ენერგიას მოიხმარენ. ყველა ეს პროცესორი მიეკუთვნება Intel ის ახალ სოკეტ 1150 ს ,რომელის მოთავსებაც შესაძლებელია B85, H87, Q85, Q87 და Z87 ჩიპსეტის მქონე დედა დაფებზე. Haswell არქიტექტურა : მაინც რით გამოირჩევა 22 ნანომეტრზე აგებული Intel Haswell ? ამ არქიტეტურაში გამუჯიბესებულია პროცესორის Turbo Boost რეჟიმი , რევიზიით 2.0 , უფრო ზუსტად კი ეს ტექნოლოგია მომხარებელს აძლებს საშუალებას განახორციოელოს ცალკეული ბირთვის ტურბო რეჟიმში გაშვება დამოუკიდებლად ,რაც განსაკუთრებით დააინტერესებს Overclocker ებს , თუმცა აღნიშნული პროცესის წარმართვა არაა შესაძლებელი ყველა ჩიპსეტის მქონე დედა დაფით , საჭიროა Z87 Express ჩიპსეტი ! პროცესორის ინტეგრირებული ვიდეო ჩიპი HD 4600 საშუალებას იძლება გავუშვათ ჩვენს სიტემაში 1080P Blu-ray 3D ხარისხის მასალა , ამ ყველაფერში მონაწილებობას იღებს ისეთი ტექნოლოგიები როგორიცაა: Intel Quick Sync Video Technology , Intel InTru3D , Intel Clear Video HD Technology. გარდა HD 4600 ისა Haswell არქიტეტურაში გამოყენებული იქნება HD 4400 და 4200 შედარებით სუსტ პროცესორებში.ყველა მათგანი კი აღჭურვილი იქნება ისეთი თანადროვე ტექნოლოგიებით როგორიცაა: DirectX 11.1, OpenGL 4.1 და OpenCL 1.2 ახლა კი დროა გადავიდეთ უშუალოდ პროცესორის განხილვაზე , ეს გახლავთ მისი არქიტეტურა , რომელშიც გამოყენებულია Hyper-Threading ტექნოლოგია , რის საშუალებითაც პროცესორის თითო ბირთვი დამატებით ამუშავებს კიდევ ერთ ცალკეულ პროცეოსორის ნაკადს რაც ჯამში გვაძლებს 8 ვირტუალურ და 4 რეალურ ბირთვის. მოდით ვნახოთ თუ რას ვიღებთ Intel ისგან პროცესორის შეძენისას : პროცესორი ორივე მხრიდან : როგორც ყოველთვის Intel არ ღალატობს ტრადიციას და პროცესორს აყოლებს ტავის სტადარტულ ქულერს. დავიწყოთ ტესტები..... ჩვენს მიერ განსახილველი პროცესორი > სატესტო სისტემა : Overclocking როგორც ვიცით წინა თაობის Ivy Bridge არიქტეტურაში BCLK სიხშირე 106-107 MHz იყო ,ხოლო Haswell ში იქნება 130 Mhz მდე , ჩვენს შემთევვაში სიხშირე აწეული იქნა 120 MHz მდე ძაბვით 1.2 V და მივიღეთ შედეგი > ახლა კი სხვა ტესტები პროცესორის სხვადასხვა სიხშირით > ორივე ტესტში 4770K იღებს პრაქტიკულად იგივე შედეგს რასაც 3770K . აქ 25% ით უკეთესია 4770K წინა თაობის 3770K ზე გამოთვლები 3D Mark ტეტსები თამაშის ტეტსები : ტემპერატურები დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმებში : როგორც ვხედავთ წინა თაობის პროცესორებთან შედარებით 4770K უფრო გრილია ! ახლა კი გადავიდეთ ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპის HD 4600 ის ტესტებზე , ამისთვის დაგვჭირდება რამდენიმე სხვადასხვა სატესტო სისტემა: დავიწყოთ თამაშების ტესტები : HD 4600 ის ეფექტურობა ყველა რეზოლუციაზე : HD 4600 დაახლოებით 25% ით სჯობს წინა თობის HD 4000 ს Overclocking DDR3 Memory Clock როგორც ზემოთ აღვნიშნეთ HD 4600 ს გააჩნია ისეთი ტექნოლოგიებინ როგორიცაა : DirectX 11 , Open GL/CL , ტურბო რეჟიმი GPU სთვის , თუმცა 4770K ს ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპი რა თქმა უნდა არ გამოდგება გეიმინგისთვის , ასევე ამ მხრივ იგი ჩამორჩება AMD ს პროცესორებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით HD 4600 ის საბოლოო შეფასება იქნება 8.6 - 10 დან . რაც შეეხება მთლიოანობაში I7-4770K ს , მისი ერთადერთი მინუსი არის ის რომ Ivy Bridge პროცესორებტან შედარებთან შედარებით ნაკლებადაა მისი Overclocking შესაძლებელი , ამის გათვალისწინებით პროცესორის საბოლოო შეფასება იქნება 9.5 - 10 დან . ამ პროცესორის ფასი > 342 ამრიკული დოლარია ! ესეც ვიდეო რევიუ >
    1 point
  10. რატო დაუჯდება 760 შენს 670-ზე ძვირი? 550-ად გიდევს შენ და აბა დათვალე ეს 760 რამდენი დაჯდება თავის 18%-იანად http://www.amazon.com/MSI-N760-TF-2GD5-OC/dp/B00DIH8OW8/ref=sr_1_3?s=electronics&ie=UTF8&qid=1375040984&sr=1-3&keywords=gtx+760 260$+47$+ტრანსპორტირებას რაც მოუწევს. 550-ც კი არ დაუჯდება (თუ 500 ლარად ან ნაკლებად აძლევ სხვა საქმეა) კვების ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქ ჯერ ჯობს გაარკვიო რომელი გაქ და 12 ვოლტზე რამდენი ამპერი აქ. ზედ ეწერება. რომელი 650 გაქ შენ Ti boost თუ გაქ არანაერად არ ღირს 660-ზე გადასვლა
    1 point
  11. მაგ პროცესორზე 760-ის ყიდვას აზრი არ აქ
    1 point
  12. http://rutor.org/torrent/296001/formula-1-sezon-2013-jetap-10-gran-pri-vengrii-gonka-2013-hdtv-1080i
    1 point
  13. 1- თემის სათაური ქართულად უნდა იყოს. 2- რჩევა-კონსულტაციებში უნდა გაგეხსნა 3-760 იყიდე
    1 point
  14. AMD Kaveri APU-ებზე ნახევარი წელი მოგვიწევს მოცდა - http://www.overclockers.ua/news/hardware/2013-07-28/111735/
    1 point
  15. ახლანდელი კონსლების არცერთი თამაშის შედარება არ შეიძლება PC სთან გრაფიკით მეც ნათამაშები მაქვს PS 3 ის ყველა ექსკლუზივი კარგ LED TV ზე მაგრამ მართლა ნაგავია გრაფიკა PC სთან შედარებით
    1 point
  16. რამდენი გადაუხადეს ახლა მაგის რეკლამაში
    1 point
  17. ამწუთას მოვრჩი ყურებას 1+1-სას, კარგი ფილმია, ფილმის შესავალის "განშლა" იყო კარგად (ჩემი სუბიექტური აზრით) და კიდევ რამდენიმე ეინაუდის მელოდიამაც გაასწორა, კარგი იყო.
    1 point
  18. ძალით რომ გეთამაშა პირველი ორი ბოსი მაინც დაუჭერდი მუღამს და გაერკვეოდი
    1 point
  19. სისადმინის ანუ სისტემური ადმინისტრატორის მოვალეობაში შედის სერვერიდან ქსელის მართვა, ქსელის უსაფრთხოება, ქსელში ჩართულ კლიენტ კომპიუტერებზე პრობლემების შექმნისას remote-ით პრობლემების გასწორება. მოკლედ სერვერის და ქსელში ჩართული კომპიუტერების მართვა, საპორტი(support) კი ნიშნავს ადამიანს რომელიც პასუხისმგებელია კომპიუტერების გამართულ მუშაობაზე, ანუ არის იგივე ტექნიკოსი.
    1 point
  20. გასაგებია ისტორიულია და ფაქტები არაა გამოგონილი, მაგრამ გადაღებაც ხომ უნდა შესაბამისი, ისტორიის აზრზე არ ვიყავი მაგრამ ისე საინტერესოდ გადმომცა რო რავი, ისე მემგონია რო სრულ არს 1 ყურებით ნაღდად ვერ ჩაწვდები, აი თუნდაც მოგულავე კაცი რომელსაც ფულის გაკეთება უნდოდა რამ შეცვალა და ა.შ. საინტერესოა საინტერესო
    1 point
  21. ბოდიში გიო მეჩქარება ახლა გასასვლელი ვარ და ასე შემოგთავაზებ http://translate.google.ge/translate?sl=auto&tl=ru&js=n&prev=_t&hl=ka&ie=UTF-8&u=http%3A%2F%2Fwww.rogerebert.com%2Freviews%2Fschindlers-list-1993
    1 point
  22. AMD Dual Graphics ტესტიროვკა A10-5800K (HD 7660D)-ზე http://www.overclockers.ru/lab/54517/Testirovanie_AMD_Dual_Graphics_v_igrah.html დაჟე ნვიდიას კარტებიც კი დატესტეს http://www.overclockers.ru/lab/54517/Testirovanie_AMD_Dual_Graphics_v_igrah.html
    1 point
  23. ინტერნეტ ბრაუზერების ახალი ვერსიები გამოდიან და გამოდიან. მომხმარებელს რამდენიმე არჩევანი აქვს და შეუძლია საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ბრაუზერი გამოიყენოს. თუმცა არის ხალხი, რომელიც არამხოლოდ ზერელე გადახედვით კმაყოფილდება და ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რომელი ბრაუზერია ყველაზე უკეთესი. თუკი არ გავითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს, მაშინ ერთ-ერთ კრიტერიუმად ბრაუზერის სისწრაფე, მოხმარებული რესურსები და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი უნდა ავიღოთ. საიტ Lifehacker-ის სპეციალისტებიც სწორედ ამ მონაცემების შემოწმებას შეუდგნენ. ტესტები ჩატარდა Windows-ის 4 ბრაუზერზე – Firefox, Chrome, Internet explorer და Opera. მოდი ვნახოთ რა შედეგებით დასრულდა ეს ტესტირება… ტესტების მიზანი იყო ბრაუზერების ოთხი კრიტერიუმით შედარება – ჩართვის დრო, ოპერატიული მეხსიერების მოხმარება, ტაბების ჩატვირთვის დრო, ჯავასკრიპტის პარამეტრები. შედეგებმა ზოგიერთი შეიძლება გააოცოს კიდეც. მეთოდი, რომელიც ამ ტესტების დროს იქნა გამოყენებული, ემყარება ძალიან მძიმე ჯავასკრიპტებისა და CSS კოდების გაშვებისას ჩატარებულ ბენჩმარკებს, ანუ უჩვეულო არაფერია. ავტორების თქმით, ეს ტესტები Firefox 7-ის გამოსვლას, რომელიც სექტემბრის ბოლოს გამოვიდა, სპეციალურად დაამთხვიეს. ახლა კი თავად ტესტების შედეგებზე გადავიდეთ. ტესტი #1, ჩართვის დრო. გამარჯვებული – Opera ამ ტესტში ოპერამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა შეჯიბრების დანარჩენი მონაწილეები. მასთან არც ისე შორს არის ფაირფოქსი, რომელსაც კუდში მოსდევს ქრომი. როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკროსოფტის ინტერნეტ ექსპლორერი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა და 11 წამით ბოლო ადგილი დაიკავა. ასე რომ ამ დარგში ოპერა აბსოლუტური ჩემპიონია. ტესტი # 2, ტაბების ჩატვირთვის დრო. გამარჯვებული – Opera მოცემული იყო ჩასატვირთი ცხრა ტაბი – Google, Hulu, Microsoft და თავად ბრაუზერების საკუთარი საიტები. ოპერამ აქაც იყოჩაღა და დავალებას თავი სულ რაღაც სამ წამში გაართვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერნეტ ექსპლორერი სულ ორიოდე წამით ჩამორჩა მას, რაც შეეხება ქრომსა და ფაირფოქსს, მათ მოცემული ცხრა ტაბის ჩასატვირთად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ – ფაირფოქსს 2.5-ჯერ მეტი, გუგლის ქრომს კი სამჯერ მეტი დრო. ტესტი #3, ჯავასკრიპტი. გამარჯვებული – Chrome ამ ტესტში ქრომმა უპირობოდ ჩამოიტოვა დანარჩენი ბრაუზერები, რომლებიც ქრომისგან მოშორებით, მაგრამ ერთმანეთისგან არც თუ ისე შორეულ პოზიციებზე განლაგდნენ. ბრაუზერების ჯავასკრიპტზე ტესტი Dromameo-ს საშუალებით ჩატარდა. თუმცა სხვა ტესტებიც, ალბათ, იგივე შედეგს აჩვენებდა. ტესტი #4, DOM/CSS. გამარჯვებული – Opera ტესტებში, რომელიც CSS კოდის დამუშავებისთვის ტარდებოდა, კვლავ ოპერა გახდა უპირობო გამარჯვებული. მან შორს ჩამოიტოვა ფაირფოქსი, ინტერნეტ ექსპლორერის შედეგი კი საერთოდ სამარცხვინო აღმოჩნდა. რაც შეეხება გუგლის ქრომს, ამ ტესტებისთვის განკუთვნილი კოდით იგი საერთოდ დაიქრეშა, რის გამოც თავიდან საერთოდ დისკვალიფიცირებული იქნა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქრომის ერთ-ერთი ფუნქცია ამ ტესტებთან კონფლიქტში მოდიოდა, რაც ზემოხსენებულ შეცდომას იწვევდა. თუმცა ქრეშ-რეპორტის გამორთვის შემდეგ ქრომმა მაინც მოახერხა ტესტის გავლა. მართალია არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგით მაგრამ, როგორც იტყვიან, სულ არაფერს ჯობს. ტესტი #5, მეხსიერების მოხმარება. გამარჯვებულები – Opera და Firefox ოპერა ყოველთვის ცნობილი იყო მეხსიერების მცირე მოხმარებით. ეს ამ ტესტებშიც დადასტურდა. თუმცა ეს სამართლიანია მხოლოდ ბრაუზერებისთვის, ტაბების გარეშე. როგორც კი ზემოთხსენებული ცხრა ტაბის გახსნაზე მიდგა საქმე, თვით ტესტერების გასაოცრადაც კი ფაირფოქსმა იყოჩაღა და მეხსიერების უკეთ გამოყენება მოახერხა, ვიდრე ეს ოპერამ შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს ამ ტესტების დროს დაფიქსირებული ერთი საინტერესო მოვლენა. მაშინ, როდესაც ოპერას, ქრომისა და ინტერნეტ ექსპლორერის მეხსიერების მოხმარების მაჩვენებლები მაშინვე დაფიქსირდა, ფაირფოქსმა მეტად უცნაური შედეგები აჩვენა. თავიდან მან ძალიან დიდი ოდენობის მეხსიერება გამოიყენა და მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ გაუთანაბრდა ეს მაჩვენებელი საბოლოო შედეგს. მომხმარებლებისთვის ეს მოვლენა შეიძლება გამოიხატოს ფაირფოქსის ჩართვისას ერთ ან ორწუთიან დაყოვნებაში, ე.წ. “გაჭედვაში”, თუმცა დიდი დროის განმავლობაში გრაფიკში მოყვანილი შედეგები სწორია. ტესტი #6, მეხსიერების გამოყენება ხუთი გაფართოების გაშვებისას. გამარჯვებულები – Opera და Firefox რამდენიმე გაფართოების გაშვებისას ბრაუზერებმა მცირედი განსხვავება აჩვენეს (იმ გამონაკლისით, რომ ინტერნეტ ექსპლორერი საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, გაფართოებების არარსებობის გამო). ტაბების არარსებობის შემთხვევაში ოპერამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, ცხრა ტაბის შემთხვევაში კი, მართალია მცირე დროის შემდეგ, მაგრამ მაინც ფაირფოქსი გავიდა წინ. შეჯამება: მართალია ეს ჩატარებული ტესტები არასაკმარისია იმის გამოსავლენად, რომელი ბრაუზერია მართლაც ყველაზე უკეთესი, მაგრამ როდესაც საქმე მუშაობის ეფექტურობას ეხება, მსგავსი ტესტები სავსებით ლეგიტიმურია. შედეგების მიხედვით მოხდა ქულების განაწილება ყველა მონაწილეზე, შემდეგ კი მათი საშუალებით ფარდობითი ეფექტურობის დადგენა. ეს არის თითოეული ბრაუზერის მიერ დაგროვებული ქულის განაყოფი იმ მაქსიმალურ ქულაზე, რაც შეიძლებოდა თითოეულ მათგანს აეღო (გადაყვანილი პროცენტებში). მაშ ასე, ლიდერთა სია ასე გამოიყურება: Opera 11.51: 83% Firefox 7: 76% Internet Explorer 9: 50%% Chrome 14: 43% როგორც ყოველთვის, ოპერა სისწრაფის ჩემპიონია. ფაირფოქსმა, რომელიც დიდი სისწრაფით არასოდეს გამოირჩეოდა, მეშვიდე ვერსიის გამოსვლასთან ერთად მეორე ადგილზე აინაცვლა, ქრომმა კიდარწმუნებით დაიკავა ბოლო ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებას ჯავასკრიპტთან თავი ყველაზე კარგად გაართვა. როგორი იქნება ბრაუზერების შემდეგი ვერსიები, ამას მომავალი გვაჩვენებს. წყარო:Lifehacker ქართული თარგმანი P.S ჩემი პირველი პოსტია ამდაგვარი სახის და მომიტევეთ თუ რამე არასწორად დავდევი ((
    1 point
  24. 1156 სოკეტიდან მოყოლებული ჩრდილოეთ ხიდი მემორი კონტროლერი და რავი კიდე რა პროცესორშია, სენდიდან მოყოლებული ერთ die-ზე ზის ანუ იმენა ერთ ჩიპზე. მაგის პრობლემა ნაღდად არა აქ ინტელს. ახალი ჰასველის მობილური სეგმენტის პროცესორების ბენჩები გაქ ნანახი? რა გაგრილება მაგათ აქვთ და სტოკ 2600k-ს ჯობნიან. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ მეტს იმიტომ ითხოვს რომ ბევრად უკეთეს პროცესორს ჩააყენებდნენ ვიდრე ეგ 8 ბირთვიანი amd-ა. დესკტოპზე ხო აქვთ 8 ბირთვიანი 4.0 ghz-ზე რომელსაც სტოკი 4 ბირთვიანი 3570k ამარცხებს. ხოდა აქაც მსგავსადაა რა. სისულელეა იმის თქმა რომ ინტელი ვერ გააკეთებდა ისეთ პროცესორს რომელიც იგივე დენს მოიხმარდა რასაც ეს 8 ბირთვიანი და არ აჯობებდა მაგას პერფორმანსში. თან 22 nm-ზე იქნებოდა რაც თავისთავად ნიშნავს ნაკლებ დენის მოხმარებას და მაღალ სიხშირეს ამას დაუმატე არქიტექტურა. მე ნაღდად არ ვიყიდი ამ კონსოლებს თუმცა მირჩევნია 50-60 $ მეტი მიმეცა და ქონოდა ის ჰარდი რაზეც მე ვლაპარაკობ.
    1 point
  25. PS3-სთვის სონიმ NVIDIA აირჩია მაგრამ რეალურად საქმე სხვანაირად წარიმართა. აქ წერია ციტატას მოვიყვან He said Sony came knocking on AMD's door thanks to its previous track record with the Xbox 360, Nintendo Wii and other consoles. Sony chose Nvidia for the PlayStation 3, but the Japanese company wanted to take a different, more PC-like approach with the current console's successor. Sony wanted to offer a platform developers could easily use, a platform provided by AMD. Unlike Nvidia, AMD could create an integrated solution with optimized information flows, Robison said, thereby generating better performance, better power and heat efficiency. AMD could best provide the tools and developer relationships that will give the PlayStation 4 an incredibly strong launch. კონსოლების წარმოებაში რათქმაუნდა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ის რაც PC-ზე სტანდარტია კონსოლისთვის შეიძლება შეუსაბამო იყოს და პრობლემატური. აქამდეც შეეძლოთ არამარტო სონის არამედ მაიკროფოთსაც აეღო რაიმე დესკტოპ სეგმენტის ინტელის ან AMD-ს პროცესორი მაგრამ შეიძლებოდა გარკვეული ტიპის პრობლემები გაჩენილიყო, ტექნიკური და ფინანსური. თუნდაც ის რომ ჩვეულებრივ პროცესორებს, ვიდეოკარტებს, კვებისბლოკებს დიდი ქულერები აქვთ. კონსოლებში ქულერების ჩადება პრობლემატური საკითხია + მტვერი ცალკე პრობლემაა. ძლიერ დესკტოპ სეგმენტის პროცესორს შესაბამისად ძლიერი ვიდეოკარტისთვის, საკმაოდ ძლიერი კვების ბლოკი დაჭირდება, მინიმუმ 500 ვატი როგორც არაფერი და კარგი გაგრილების სისტემა აუცილებლად. ამ ყველაფრის ჩატევა 1 პატარა ყუთში პრობლემატური საკითხია. ენერგომოხმარება მაღალი იქნებოდა. ფინანსურადაც საკმაოდ გაიზრდებოდა ფასი და გამოვიდოდა PC Hardware რომელსაც არავინ არ იყიდდა, ალბათ ხვდებით რატომაც. ამიტომ ზედმეტი თავისტკივილებისგან გათავისუფლდნენ როცა AMD-მ 32-64 ბიტიანი იაგური გამოუშვა რომელზედაც დიდი ხანი მუშაობდნენ. ბირთვები, ნორთ ბრიჯი, ოპერების კონტროლერი და ა.შ. ყველაფერი ერთ ჩიპში მოათავსა, ისევე როგორც დღევანდელი სმარტფონის და ტაბლეტების ჩიპებია. დაბალი ენერგომოხმარების მქონე ბირთვები რომლებიც დესკტოპ პროცესორის მსგავსად 32-64 ბიტიანია (Kabini დაTemash არიან პირველი 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი ჩიპები მსოფლიოში), მუშაობისას შედარებით დაბალი ტემპერატურითა და დაბალი ფასით გამოირჩევა. ასეთი შესაძლებლობების მქონე ჩიპი იდეალური გამოსავალი გახდა კონსოლების მწარმოებლებისათვის. ამიტომაც სონიმ AMD-ს "კარებზე დაუკაკუნა", როგორც სტატიაში წერია. დეველეპორებს შეუძლიათ "გადააკეთონ–გადააპროგრამონ" ასეთი ჩიპები თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად და ამიტომაც ყველასთვის უფრო მისაღები AMD აღმოჩნდა. ყველაფერი იაგურიას არქიტექტურაზე დეტალურადაა ახსნილი აქ AMD’s Jaguar Architecture: The CPU Powering Xbox One, PlayStation 4, Kabini & Temash რაც შეეხება სიმძლავრეს ორი CPU ერთად 8 ბირთვს ქმნის და მათი ნაკლები ენერგომოხმარებით და ახალი ტექნოლოგიით მიაღწიეს მაქსიმუმ შესაძლებლობას, იმდენედად რომ ყველაზე ყველაზე იაფი hardware–ა რომელიც ყველაზე იაფიად ყველაზე ბევრ გამოთვლას ასრულებს წამში. PS4 პირველ ადგილზეა ამ მხრივ და უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ 4 ცალ 7970 ვიდეო ბარათს. ვიკიპედიიდან ლინკი FLOPS Hardware costs
    1 point
  26. ათეისტური იუზერობა რა შუაშია მაგარი #$%ობები იბაზრეს. მთვრალს ჯობია კაიფში იყოს. უაზროდ მაინც არ აუშარდება არავის. მანდ იკაიფებენ თუ მუშტაედის ბაღში დიდი მნიშვნელობა აქვს? ვისაც კაიფი უნდა იმას ფესტივალები საერთოდ არ სჭირდება დამიჯერე
    1 point
  27. ძალიან მაგარი პროექტი იყო ეს rzaს საერთოდ დიდ პატივს ვცემ ))
    1 point
  28. ეს GeoGamers ი რატო ბლატაობს ფბზე?
    1 point
  29. http://www.bbc.co.uk/news/blogs-news-from-elsewhere-23455128 აუაუაუაუაუაუაუ :D
    1 point
  30. Danger77, ყოჩაღ, მაგრად გიმუშავია, იგრძნობა შენი ხელწერა, ტექსტურები კარგად გაქ მორგებული, მომჭერები მომეწონა, კარგად ირეკლავს შუქს, მოკლედ მაგარია, ერთადერთი სამიზნე არ მომეწონა, რაღაც ფერად ფერებში რომ გადადის, ჩემი გადმოსახედიდან, არ უხდება რაღაც, უფრო მუქი რომ გაგეკეტებინა კარგი იქნებოდა, მაგრამ მთლიანობაში მაგარია... წავედი ბიჭებო მე დასასვენებლად, 1 თვე ვეღარ შემოვალ, აბა თქვენ იცით, ბოლომდე დაიხარჯეთ და მთელი სული და გული ჩადეთ თქვენს ნამუშევრებში და შედეგიც უმაღლესი გამოგივათ, აბა წარმატებები და მაგრად...
    1 point
  31. წაკითხული თემები ურევს რაღაც... ხანდახან ბოლოს ჩემ დაპოსტილზეც წაუკითხავს მიჩვენებს
    1 point
  32. საბენჩაო მაგიდა, მასალა აკრილი ვინჩესტერის და დისკამძრავის სამაგრი: კონსტრუქცია დაშლადია:
    1 point
  33. ესეც სამღებრო სამუშაოები
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.