Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/27/13 in all areas

  1. კომპანია Asus მა სულ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი მორიგი 7 ინჩიანი Android პლანშეტი Nexus 7 2 , რომელიც გახლავთ გასულ წელს გამოშვებული Nexus 7 ის მომდევნო მოდელი , ამას გარდა ვინც არ იცით გეტყვით , რომ აღნიშნული პლანშეტი იწარმოება უშუალოდ Google თან შეთანხმებით და ამის შესაბამისად იგი ყველაზე ადრე იღებს Android სისტემის განახლებებს , ასევე გეტყვით იმასაც ,რომ ეს არის პირველი მოწყობილობა , რომელიც გაყიდვაში ჩაეშვება უახლესი Android OS 4.3 Jelly Bean ოპერაციული სისტემით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა მაინც რა უპირატესობა გააჩნია ახალ Nexus 7 2 ს ? პასუხი მარტივია , მისი მთავარი ღირსება არის დაბალი ფასი და კარგი მონაცემები , ამ პლანშეტის საწყისი ფასი სულ რაღაც 230 ამერიკული დოლარი იქნება. რაც შეეხეაბ მის მონაცემებს , პლანშეტს ექნება : 7 ინჩიანი LED-backlit IPS LCD ტიპის ეკრანი , რეზოლუციით 1200 x 1920 (~323 ppi pixel ) , რა თქმა უნდა ექნება Multitouch , რომელიც ერთდროულად აღიქვამს 10 თითის მოძრაობას , ეკრანი დაცული იქნება Corning Gorilla Glass ტექნოლოგიით. პლანშეტის შიდა მეხსიერება იქნება 16/32 GB მომხმარებლის არჩევანის შესაბამისად , მასში არ თავსდება Micro SD ბარათი , მისი ოპერატიული მეხეიერების სიდიდე წინა თაობის Nexus 7 თან შედარებით უფრო მეტია და შეადგენს 2GB ს. აღნიშნული პლანშეტი აღჭურვილი იქნება როგოც წინა ასევე უკანა კამერით , ფოტო/ვიდეო გადაღებებეისათვის მას აქვს 5 MPიანი 1080P ხარისხის და 2592х1944 პიქსელის მქონე კამერა Autofocus ით , ხოლო წინა კამერა არის 1.2 MP იანი. რაც შეეხება მის სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს : პლანშეტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon S4Pro ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მას აქვს , 4 ბირთვიანი 1.5 GHz სიხშირის მქონე Krait პროცესორი , Adreno 320 გრაფიკული ამაჩქარებელი . გარდა ჩაშენებული WiFi და BlueTooth 4.0 ტექნოლოგიებისა პლანშეტი გამოვა ჩაშნებეული Micro-SIM სლოტითაც , რომელიც საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს : 2G GSM , 3G HSPA , LTE 4G მობილური კავშირი ინტერნეტისთვის. გარდა ამ ყველაფრისა , Google Nexus 7 2 ს აქვს A-GPS ტექნოლოგია , HDMI პორტი , Wireless charging ტექნოლოგია და მისი ბატრეის სიმძლავრე შეადგენს 3950 mAh ს , წონა კი 2090-300 გრამს. აღნიშნული პლანშეტი მონაცემებით მართლაც ბევრად სჯობს წინა მოდელს , ამისტვის კი ვნახოთ მათი შედარება > სხვაობა მართლაც რომ დიდია . და მაინც ამ პლანშეტის ერთ-ერთ დიდ უპირატესობად Google თვლის მის პროგრამულ უზრინვეყოფას , Android OS ის ახალ 4.3 Jelly Bean ვერსიას , რომელშიც საკმაოდ ბევრი რამაა გაუმჯობსებული > პლაშნეტის Unboxing Android 4.3 Nexus 7 ( 2013 ) ზე Asus Google Nexus 7 2 ის საწყისი ფასი 16GB იანი მოდელისთვის იქნება 229 ამერიკული დოლარი , 32GB იანი ვერსიის ფასი იქნება 269 დოლარი , ხოლო Sim ბარათიანი ვერსიის საწყისი ფასი 349 დოლარი !
    5 points
  2. შეიძლება რამე დიდი სხვაობა არ იყოს ფპს-ში, მაგრამ მაინც 4გბ აღება ჯობია, თუ სადმე პატარა ფპს-ის ვარდნები ექნება დაგეხმარება ზედმეტი 2გბ ვიდეოს რამი მაგაში, გაგრილებაც კარგი აქვს მაგ გიგაბიტს და ალბათ კარგათაც რაზგონდება მიუხედავათ იმისა რომ 4გბ მოდელია, თუმცა ეგ ალბათ შენ ნაკლებათ დაგჭირდება, მეეჭვება შენ რასაც ითამაშებ მაგ იგრებში ქონდეს პრობლემები მაგ კარტას და მაგიტომ
    3 points
  3. კომპანია Asus მა წარმოადგინა MX299Q Ultrawide სერიის 29 ინჩიანი მონიტორი , რომლის რეზოლუცია არის 2560 x 1080 პიქსელი , ხოლო Aspect Ratio 21:9 , რაც საკმაოდ არასტადარტული მაჩვენებელია , თუმცა უნდა ითქვას , რომ აღნიშნული რეზოლუცია და Aspec Ratio იძლევა საკმაოდ საჭირო შესაძლებლობებს მაღალი HD ხარისხის მასალის ყურებისას , უფრო ზუსტად , მომხმარებელს ხელს აღარ შეუშლის HD მასალაზე არსებული ზედა და ქვედა შავი ხაზები , რაც ბევრისთვის არც ისე კომფორტულია. რაც შეეხება მონიტორის სხვა ღირსებებს , აღნიშნული მონტორის ეკრანი დამზადებულია უახლესი AH-IPS მატრიცაზე , რომლის ხედვის კუთხე სტადარტული 178 გრადუსია , თუმცა ამის გარდა მასში ჩაშენებულია ASUS SonicMaster აუდიო სისტემა 2 ცალი დინამიკით ჯამში 3W სიმძლავრით. მონიტორი დაახლობით 33 % ით უფრო განიერია სტადარტულ Full HD მოდელებთან შედარებით , LED-backlit AH-IPS მატრიცის მქონე ამ შესანიშნავ მონოტორს აქვს 80,000,000:1 Asus Smart კონტრასტი , 300cd/m² სიკაშკაშე , 6 დონის განათება , რომნელშიც შედის სპეციალური განათება , ფილმებისთვის , თამაშებისთვის , ღამისთვის და ა.შ. რაც შეეხება პორტებს , აღნიშნულ მონიტორს გააჩნია : DisplayPort, Dual-link DVI და HDMI/MHL (Mobile High-Definition Link) სახის პორტები , ამ უკანასკნელი MHL პორტით შესაძლებელია ერთი კაბელით სმარტფონზე ენერგიის მიწოდებაც და ვიდეო სიგანლის გადაცემაც , ეს ტექნოლოგია უკვე იქნა აღიარეებული როგორც ინოვაცია CES 2013 ზე. მონიტორის სისქე სულ რაღაც 16.4 მილიმეტრია.
    2 points
  4. ინტერნეტ ბრაუზერების ახალი ვერსიები გამოდიან და გამოდიან. მომხმარებელს რამდენიმე არჩევანი აქვს და შეუძლია საკუთარ გემოვნებაზე მორგებული ბრაუზერი გამოიყენოს. თუმცა არის ხალხი, რომელიც არამხოლოდ ზერელე გადახედვით კმაყოფილდება და ცდილობს ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიოს, რომელი ბრაუზერია ყველაზე უკეთესი. თუკი არ გავითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს, მაშინ ერთ-ერთ კრიტერიუმად ბრაუზერის სისწრაფე, მოხმარებული რესურსები და პროცესების ოპტიმიზაციის უნარი უნდა ავიღოთ. საიტ Lifehacker-ის სპეციალისტებიც სწორედ ამ მონაცემების შემოწმებას შეუდგნენ. ტესტები ჩატარდა Windows-ის 4 ბრაუზერზე – Firefox, Chrome, Internet explorer და Opera. მოდი ვნახოთ რა შედეგებით დასრულდა ეს ტესტირება… ტესტების მიზანი იყო ბრაუზერების ოთხი კრიტერიუმით შედარება – ჩართვის დრო, ოპერატიული მეხსიერების მოხმარება, ტაბების ჩატვირთვის დრო, ჯავასკრიპტის პარამეტრები. შედეგებმა ზოგიერთი შეიძლება გააოცოს კიდეც. მეთოდი, რომელიც ამ ტესტების დროს იქნა გამოყენებული, ემყარება ძალიან მძიმე ჯავასკრიპტებისა და CSS კოდების გაშვებისას ჩატარებულ ბენჩმარკებს, ანუ უჩვეულო არაფერია. ავტორების თქმით, ეს ტესტები Firefox 7-ის გამოსვლას, რომელიც სექტემბრის ბოლოს გამოვიდა, სპეციალურად დაამთხვიეს. ახლა კი თავად ტესტების შედეგებზე გადავიდეთ. ტესტი #1, ჩართვის დრო. გამარჯვებული – Opera ამ ტესტში ოპერამ ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა შეჯიბრების დანარჩენი მონაწილეები. მასთან არც ისე შორს არის ფაირფოქსი, რომელსაც კუდში მოსდევს ქრომი. როგორც მოსალოდნელი იყო, მაიკროსოფტის ინტერნეტ ექსპლორერი დანარჩენებს ძალიან ჩამორჩა და 11 წამით ბოლო ადგილი დაიკავა. ასე რომ ამ დარგში ოპერა აბსოლუტური ჩემპიონია. ტესტი # 2, ტაბების ჩატვირთვის დრო. გამარჯვებული – Opera მოცემული იყო ჩასატვირთი ცხრა ტაბი – Google, Hulu, Microsoft და თავად ბრაუზერების საკუთარი საიტები. ოპერამ აქაც იყოჩაღა და დავალებას თავი სულ რაღაც სამ წამში გაართვა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინტერნეტ ექსპლორერი სულ ორიოდე წამით ჩამორჩა მას, რაც შეეხება ქრომსა და ფაირფოქსს, მათ მოცემული ცხრა ტაბის ჩასატვირთად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ – ფაირფოქსს 2.5-ჯერ მეტი, გუგლის ქრომს კი სამჯერ მეტი დრო. ტესტი #3, ჯავასკრიპტი. გამარჯვებული – Chrome ამ ტესტში ქრომმა უპირობოდ ჩამოიტოვა დანარჩენი ბრაუზერები, რომლებიც ქრომისგან მოშორებით, მაგრამ ერთმანეთისგან არც თუ ისე შორეულ პოზიციებზე განლაგდნენ. ბრაუზერების ჯავასკრიპტზე ტესტი Dromameo-ს საშუალებით ჩატარდა. თუმცა სხვა ტესტებიც, ალბათ, იგივე შედეგს აჩვენებდა. ტესტი #4, DOM/CSS. გამარჯვებული – Opera ტესტებში, რომელიც CSS კოდის დამუშავებისთვის ტარდებოდა, კვლავ ოპერა გახდა უპირობო გამარჯვებული. მან შორს ჩამოიტოვა ფაირფოქსი, ინტერნეტ ექსპლორერის შედეგი კი საერთოდ სამარცხვინო აღმოჩნდა. რაც შეეხება გუგლის ქრომს, ამ ტესტებისთვის განკუთვნილი კოდით იგი საერთოდ დაიქრეშა, რის გამოც თავიდან საერთოდ დისკვალიფიცირებული იქნა. თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქრომის ერთ-ერთი ფუნქცია ამ ტესტებთან კონფლიქტში მოდიოდა, რაც ზემოხსენებულ შეცდომას იწვევდა. თუმცა ქრეშ-რეპორტის გამორთვის შემდეგ ქრომმა მაინც მოახერხა ტესტის გავლა. მართალია არც თუ ისე შთამბეჭდავი შედეგით მაგრამ, როგორც იტყვიან, სულ არაფერს ჯობს. ტესტი #5, მეხსიერების მოხმარება. გამარჯვებულები – Opera და Firefox ოპერა ყოველთვის ცნობილი იყო მეხსიერების მცირე მოხმარებით. ეს ამ ტესტებშიც დადასტურდა. თუმცა ეს სამართლიანია მხოლოდ ბრაუზერებისთვის, ტაბების გარეშე. როგორც კი ზემოთხსენებული ცხრა ტაბის გახსნაზე მიდგა საქმე, თვით ტესტერების გასაოცრადაც კი ფაირფოქსმა იყოჩაღა და მეხსიერების უკეთ გამოყენება მოახერხა, ვიდრე ეს ოპერამ შეძლო. აქვე უნდა აღინიშნოს ამ ტესტების დროს დაფიქსირებული ერთი საინტერესო მოვლენა. მაშინ, როდესაც ოპერას, ქრომისა და ინტერნეტ ექსპლორერის მეხსიერების მოხმარების მაჩვენებლები მაშინვე დაფიქსირდა, ფაირფოქსმა მეტად უცნაური შედეგები აჩვენა. თავიდან მან ძალიან დიდი ოდენობის მეხსიერება გამოიყენა და მხოლოდ რაღაც დროის გასვლის შემდეგ გაუთანაბრდა ეს მაჩვენებელი საბოლოო შედეგს. მომხმარებლებისთვის ეს მოვლენა შეიძლება გამოიხატოს ფაირფოქსის ჩართვისას ერთ ან ორწუთიან დაყოვნებაში, ე.წ. “გაჭედვაში”, თუმცა დიდი დროის განმავლობაში გრაფიკში მოყვანილი შედეგები სწორია. ტესტი #6, მეხსიერების გამოყენება ხუთი გაფართოების გაშვებისას. გამარჯვებულები – Opera და Firefox რამდენიმე გაფართოების გაშვებისას ბრაუზერებმა მცირედი განსხვავება აჩვენეს (იმ გამონაკლისით, რომ ინტერნეტ ექსპლორერი საერთოდ გამოეთიშა ასპარეზობას, გაფართოებების არარსებობის გამო). ტაბების არარსებობის შემთხვევაში ოპერამ კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, ცხრა ტაბის შემთხვევაში კი, მართალია მცირე დროის შემდეგ, მაგრამ მაინც ფაირფოქსი გავიდა წინ. შეჯამება: მართალია ეს ჩატარებული ტესტები არასაკმარისია იმის გამოსავლენად, რომელი ბრაუზერია მართლაც ყველაზე უკეთესი, მაგრამ როდესაც საქმე მუშაობის ეფექტურობას ეხება, მსგავსი ტესტები სავსებით ლეგიტიმურია. შედეგების მიხედვით მოხდა ქულების განაწილება ყველა მონაწილეზე, შემდეგ კი მათი საშუალებით ფარდობითი ეფექტურობის დადგენა. ეს არის თითოეული ბრაუზერის მიერ დაგროვებული ქულის განაყოფი იმ მაქსიმალურ ქულაზე, რაც შეიძლებოდა თითოეულ მათგანს აეღო (გადაყვანილი პროცენტებში). მაშ ასე, ლიდერთა სია ასე გამოიყურება: Opera 11.51: 83% Firefox 7: 76% Internet Explorer 9: 50%% Chrome 14: 43% როგორც ყოველთვის, ოპერა სისწრაფის ჩემპიონია. ფაირფოქსმა, რომელიც დიდი სისწრაფით არასოდეს გამოირჩეოდა, მეშვიდე ვერსიის გამოსვლასთან ერთად მეორე ადგილზე აინაცვლა, ქრომმა კიდარწმუნებით დაიკავა ბოლო ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ დავალებას ჯავასკრიპტთან თავი ყველაზე კარგად გაართვა. როგორი იქნება ბრაუზერების შემდეგი ვერსიები, ამას მომავალი გვაჩვენებს. წყარო:Lifehacker ქართული თარგმანი P.S ჩემი პირველი პოსტია ამდაგვარი სახის და მომიტევეთ თუ რამე არასწორად დავდევი ((
    1 point
  5. PS3-სთვის სონიმ NVIDIA აირჩია მაგრამ რეალურად საქმე სხვანაირად წარიმართა. აქ წერია ციტატას მოვიყვან He said Sony came knocking on AMD's door thanks to its previous track record with the Xbox 360, Nintendo Wii and other consoles. Sony chose Nvidia for the PlayStation 3, but the Japanese company wanted to take a different, more PC-like approach with the current console's successor. Sony wanted to offer a platform developers could easily use, a platform provided by AMD. Unlike Nvidia, AMD could create an integrated solution with optimized information flows, Robison said, thereby generating better performance, better power and heat efficiency. AMD could best provide the tools and developer relationships that will give the PlayStation 4 an incredibly strong launch. კონსოლების წარმოებაში რათქმაუნდა სხვანაირი მიდგომაა საჭირო. ის რაც PC-ზე სტანდარტია კონსოლისთვის შეიძლება შეუსაბამო იყოს და პრობლემატური. აქამდეც შეეძლოთ არამარტო სონის არამედ მაიკროფოთსაც აეღო რაიმე დესკტოპ სეგმენტის ინტელის ან AMD-ს პროცესორი მაგრამ შეიძლებოდა გარკვეული ტიპის პრობლემები გაჩენილიყო, ტექნიკური და ფინანსური. თუნდაც ის რომ ჩვეულებრივ პროცესორებს, ვიდეოკარტებს, კვებისბლოკებს დიდი ქულერები აქვთ. კონსოლებში ქულერების ჩადება პრობლემატური საკითხია + მტვერი ცალკე პრობლემაა. ძლიერ დესკტოპ სეგმენტის პროცესორს შესაბამისად ძლიერი ვიდეოკარტისთვის, საკმაოდ ძლიერი კვების ბლოკი დაჭირდება, მინიმუმ 500 ვატი როგორც არაფერი და კარგი გაგრილების სისტემა აუცილებლად. ამ ყველაფრის ჩატევა 1 პატარა ყუთში პრობლემატური საკითხია. ენერგომოხმარება მაღალი იქნებოდა. ფინანსურადაც საკმაოდ გაიზრდებოდა ფასი და გამოვიდოდა PC Hardware რომელსაც არავინ არ იყიდდა, ალბათ ხვდებით რატომაც. ამიტომ ზედმეტი თავისტკივილებისგან გათავისუფლდნენ როცა AMD-მ 32-64 ბიტიანი იაგური გამოუშვა რომელზედაც დიდი ხანი მუშაობდნენ. ბირთვები, ნორთ ბრიჯი, ოპერების კონტროლერი და ა.შ. ყველაფერი ერთ ჩიპში მოათავსა, ისევე როგორც დღევანდელი სმარტფონის და ტაბლეტების ჩიპებია. დაბალი ენერგომოხმარების მქონე ბირთვები რომლებიც დესკტოპ პროცესორის მსგავსად 32-64 ბიტიანია (Kabini დაTemash არიან პირველი 4 ბირთვიანი 32 ბიტიანი ჩიპები მსოფლიოში), მუშაობისას შედარებით დაბალი ტემპერატურითა და დაბალი ფასით გამოირჩევა. ასეთი შესაძლებლობების მქონე ჩიპი იდეალური გამოსავალი გახდა კონსოლების მწარმოებლებისათვის. ამიტომაც სონიმ AMD-ს "კარებზე დაუკაკუნა", როგორც სტატიაში წერია. დეველეპორებს შეუძლიათ "გადააკეთონ–გადააპროგრამონ" ასეთი ჩიპები თავიანთი მოთხოვნების შესაბამისად და ამიტომაც ყველასთვის უფრო მისაღები AMD აღმოჩნდა. ყველაფერი იაგურიას არქიტექტურაზე დეტალურადაა ახსნილი აქ AMD’s Jaguar Architecture: The CPU Powering Xbox One, PlayStation 4, Kabini & Temash რაც შეეხება სიმძლავრეს ორი CPU ერთად 8 ბირთვს ქმნის და მათი ნაკლები ენერგომოხმარებით და ახალი ტექნოლოგიით მიაღწიეს მაქსიმუმ შესაძლებლობას, იმდენედად რომ ყველაზე ყველაზე იაფი hardware–ა რომელიც ყველაზე იაფიად ყველაზე ბევრ გამოთვლას ასრულებს წამში. PS4 პირველ ადგილზეა ამ მხრივ და უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ 4 ცალ 7970 ვიდეო ბარათს. ვიკიპედიიდან ლინკი FLOPS Hardware costs
    1 point
  6. ათეისტური იუზერობა რა შუაშია მაგარი #$%ობები იბაზრეს. მთვრალს ჯობია კაიფში იყოს. უაზროდ მაინც არ აუშარდება არავის. მანდ იკაიფებენ თუ მუშტაედის ბაღში დიდი მნიშვნელობა აქვს? ვისაც კაიფი უნდა იმას ფესტივალები საერთოდ არ სჭირდება დამიჯერე
    1 point
  7. ზუსტად მასე დამემართა მეც. აბა hd tune გაატარე რას იზამს blue screen ხომ არ ამოუგდია ამ ერორ კოდით? 0x000000F4
    1 point
  8. ჩემი გიჟანცო
    1 point
  9. მაგარი ლოგიკით ნსჯი... იმიტომაც უდრის რომ pc-ზე არ აკეთებენ შესაბამისი ოპტიმიზაციით.. გააკეთონ და აღარ შეედრება მერე... და ღორი როა ღორს უკეთესი ხორციც აქვს და გემრიელია ვიდრე წიწილას
    1 point
  10. http://www.youtube.com/watch?v=3GgI1W2fAI4 dzaan magari filmia
    1 point
  11. Becouse i know, somwhere in my heart, i still love you...... mya a aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa
    1 point
  12. კაი მაშინ HOMEFRONT კაი ვარიანტი იქნება ითამაშე გაგისწორდება
    1 point
  13. 720P საკმარისია სერიალებისთვის :დ მე მაინც ველოდებოდი სანამ გამოვიდოდა ბოლომდე სეზონი, მესამე ჯერ კიდე არ მიყურებია. სპარტაკს უყურე მაგარია ძალაინ.
    1 point
  14. შენგან არ ველოდი დღეს - დღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია ფასის/მონაცემების მიხედვით და + კარგი გარგილების სისტემა აქვს ვიდრე Sony , Dell , HP ს , ყველა ფირმასთან მაქვს შეხება და Acer და Asus ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია , მაგრამ რაც შენ დაწერე მე საერთოდ გირჩევდი რომ აქცენტი გააკეთო SSD ზეც , რადგან ძალიან დიდი სხვაობაა სისწრაფეში HDD სა და SSD ს შორის მოკლედ ბიუჯეტს გააჩნია , თორემ რამე კარგს შეარჩევ რომ ყველაფერში გამოგადგეს ისე Macbook Air ზე რა აზრის ხარ ?
    1 point
  15. კონდენსატორები ალბათ. ამ კაცს დაუკავშირდი. http://www.overclockers.ge/index.php?/user/5156-avenger/
    1 point
  16. ესეც ამ თამაშის აჩერედნოი მიმოხილვა რუსულათ http://www.3dnews.ru/games/655127 90% დაუწერეს ამჯერათ
    1 point
  17. ესეც ამ თამაშის მიმოხილვა რუსულათ http://bestgamer.ru/reviews/mortal_kombat_komplete_edition.htm 88% აიღო ამჯერათ
    1 point
  18. PowerColor Radeon HD 7730 1GB GDDR5 Graphics Card http://www.guru3d.com/news_story/powercolor_radeon_hd_7730_1gb_gddr5_graphics_card.html უფრო შეკვეცილი ვერსიაც გამოვიდა
    1 point
  19. Galaxy GeForce GTX 780 Hall of Fame http://www.guru3d.com/news_story/galaxy_geforce_gtx_780_hall_of_fame.html
    1 point
  20. პრომეთეუსს წააგავდა სტილით რაღაც
    1 point
  21. ბრენდს ამ შემთხვევაში ყველაზე, არა არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველამ ისწავლა კარგი ვიდეოების კეთება, გიგაბაიტი ძალაინ მაგარია ოდიდგანვე, ეგ ვერსიაც რა თქმა უნდა მხეცია, გრილია, ლამაზია და რავი ყველაფერი კარგი აქვს ) ევგაც ძალაინ მაგარია, ვითუმეტეს ეგ მოდელი, ნარჩევ ჩიპზეა უკეთ რაზგონდება ( გიგაბაიტთან შედარებით არ ვიძახი ), ძლივს ნორმალური გაგრილება გაუკეთეს, მაგრამ ცოტა ზვირია და თუ ევგას ფანი არ ხარ არ ღირს ზედმეტის გადახდა. გიგაბაიტს გირჩევ მე
    1 point
  22. Danger77, ყოჩაღ, მაგრად გიმუშავია, იგრძნობა შენი ხელწერა, ტექსტურები კარგად გაქ მორგებული, მომჭერები მომეწონა, კარგად ირეკლავს შუქს, მოკლედ მაგარია, ერთადერთი სამიზნე არ მომეწონა, რაღაც ფერად ფერებში რომ გადადის, ჩემი გადმოსახედიდან, არ უხდება რაღაც, უფრო მუქი რომ გაგეკეტებინა კარგი იქნებოდა, მაგრამ მთლიანობაში მაგარია... წავედი ბიჭებო მე დასასვენებლად, 1 თვე ვეღარ შემოვალ, აბა თქვენ იცით, ბოლომდე დაიხარჯეთ და მთელი სული და გული ჩადეთ თქვენს ნამუშევრებში და შედეგიც უმაღლესი გამოგივათ, აბა წარმატებები და მაგრად...
    1 point
  23. 2,008 ვოლტით 8000.48 MHz 1.968 ვოლტით კი 8203.01 MHz Richland hits 8.2GHz
    1 point
  24. Gigabyte უშვებს სამ ბიუჯეტურ დედაპლატას H81–ჩიფსეტზე – http://www.overclockers.ua/news/hardware/2013-07-26/111724/ ფასი ~$50 ექნებათო. მალე გამოსასვლელი პროცესორები – http://www.overclockers.ua/news/hardware/2013-07-26/111727/
    1 point
  25. AJ-ის E3 ინტერვიუ 1:50-ზე იწყება
    1 point
  26. ესეც ჩემი კეისი ვიდეოს და cpu ქულერის აფგრეიდის შემდეგ ტელეთი გადაღებულია და უხარისხოა...
    1 point
  27. კომპანია Dell მა მომხმარებელს წარუდგინა ახალი Workstation ტიპის ნოუთბუქი , მოდელი M3800 , რომელსაც აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემები . მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის 15.6 ინჩიანი LCD (Liquid Crystal ) ეკრანი , რომლის რეზოლუცია არის 3200 x 1800 პიქსელი. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს , ლეპტოპი აღჭირვილი იქნება კომპანია Intel ის უახლესი მე-4 თაობის Core i7-4702MQ (Haswell) პროცესორით , კომპანია Nvidia ს პროფესიონალური Quadro K1100M ვიდეო ბარათით ,რომელსაც ექნება 2GB GDDR5 ტიპის მეხსიერება , ნოუთბუქს ექნება 16GB DDR3 ტიპის ოპერატიული მეხსიერება და მომხმარებლის სურვილის შესაბამისად შესაძლებელი იქნება 32GB მდე გაზრდა , ასევე მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს 1TB მყარი დისკი ან 512GB SSD ტიპის მეხსიერება. გარდა ამის ნოუთბუქს , რა თქმა უნდა აქვს ყველა საჭირო ფუქნცია , როგორიცაა HD Web კამერა , BlueTooth , WiFi , HDMI , USB 3.0 პორტები. მისი წონა შეადგენს სულ რაღაც 2 კილო-გრმას , სისქე კი 18 მილი-მეტრს. რაც შეეხება ამ შესანიშნავი Workstation ტიპის ნოუთბუქის ფასს , იგი იქნება 1699 და 1999 ამერიკული დოლარი შესაბამისად განსხავვებული კონფიგურაციებისა.
    1 point
  28. შეუცვალეთ სახელი ამ თემას თქვე კაი ხალხნო
    1 point
  29. გეიმერული პროდუქციის მწარმოებელმა კომპანია Razer მა წარმოადგინა Hammerhead სერიის ახალი ყურსასმენი ,რომელიც განკუთვნილი იქნება თამაშებისთვის და მუსიკისთვის. იგი დამზადებულია Neodymium და Aircraft-grade ალუმინის მასალისგან , რომელიც უზრუნველყოფს დაცვას გარე ხმარუსგან , კორპუსის/კაბელის გამძლეობას და მაღალ ხმას. კომპანია გამოუშვებს აღნიშნული ყურსასმენის 2 ვარიანტს , Hammerhead და Hammerhead Pro ს , პირველი მოდელი იქნება მიკროფონის გარეშე , ხოლო მეორე მაღალი ხარისხის მიკროფონით. ორივე მოდელს კი აქვს ერთნარი ტექნიკური მონაცემები, რომელიც ასე გამოიყურება: სიხშირე - 20 - 20,000 Hz ხმაურის "შეფერხება" ( Impedance ) - 16 Ω at 1 kHz მგრძნობელობა - (@1 kHz, 1 V/Pa): 106 ± 3 dB at 1 kHz Max შემავალი ძაბვა - 1mW @ 126 mV კაბელის სიგრძე - 1.3 მ. / 4.27 ft. კავშირი - 3.5 მმ. ჯეკი წონა - 12.5 გრამი რაც შეეხება მიკროფონის მონაცემებს PRO მოდელისთვის : სიხშირე - 50Hz – 10kHz სიგნალი ხმაურის მაჩვენებელზე - 55 dB მგრძნობელობა - (@1kHz) : -42dB ± 3dB როგორც ვხედავთ ამ ყურსასმენის შეფუთვა საკმაოდ გამორჩეულია და გარდა ყურსასმენისა მასში შედის სხვადასხვა ზომის რეზინები. Razer Hammerhead ის ფასი 49.99 , ხოლო PRO მოდელის 69.99 ამერიკული დოლარი იქნება . პროდუქციის ოფიციალური საიტი
    1 point
  30. მუსიკა რომლის შექებასაც ვერ ვახერხებ,რადგან სიტყვებს ვერ ვუძებნი..თუმცა ეს წინადადება უკვე მაქსიმალურად შექებაა. მთელ ჩემს ფლეილისტს დავდებდი რომ არ მეზარებოდეს
    1 point
  31. მოკლედ ვინც მოითმენს ის მოიგებსო და საბოლოოდ ეს ლეპტოპი გამოვიწერე... ამაზონს აქვს გახსნილი, ველოდები როგორც კი მიიღებს და ეგრევე გამოაგზავნის... საბოლოოოდ ჰასველის ბაზაზე ავარჩიე მსი-ს უახლესი ნოუთბუქი, დიზაინიც მომწონს ძალიანდ ა მონაცემებითაც აღფრთოვანებული ვარ, პროცესორი სტოკზე ვენტეიჯში 22K-ს იღებს რაც თითქმის იგივეა რაც 2600K, ჩემი 2600K 23K-ს იღებს... ხოლო ვიდეო კარტა 14-15K-ს რაც ნოუთბუქის ვიდეოსტვის საკმაოდ კარგი შედეგია, მოკლედ ამ ნოუთბუქით ყველანაირად კმაყოფილი ვარ რა... შემიყვარდა უკვე და რომ ჩამომივა წარმომიდგენია რა იქნება ლაივში... ესეც ოფიციალური გვერდი: http://dragoonarmy.msi.com/home/weapons/GE60-2OE მონაცემები: CPU: 4th generation Intel® Core™ i7 Processor 4700MQ 3.2GHz (Cash 6MB) M/B: MSI HM87 RAM: DDR3 1600 MHz, 2X4GB (8GB) upgradable 16GB VGA: MSI Geforce GTX 765M 2GB GDDR5 HDD: 256GB Super RAID + 750GB HDD 7200rpm ODD: BD Combo / DVD Super Multi Webcam: HD type (30fps@720p) Keyboard: Keyboard by SteelSeries 103 keys Battery: 6 Cells Weight (KG): 2.4Kg (w/ Battery) მოკლედ ბიჭებო რომ ჩამოვა ერთ კარგ რევიუს, თავისი ტესტებით და ა.შ. გაჩუქებთ რაა როგორც ყოველთვის...
    1 point
  32. ეს GeoGamers ი რატო ბლატაობს ფბზე?
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.