Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/13/12 in all areas

  1. გაგიმარჯოთ! ამ დღეებში რეინკარნაცია განიცადა 8გბ-იანმა კინგსტონამ ,რომელზეც 3 დღეა ვშამანობ. ბინდბუნდი ფოტო სპეციალურად დავდე,ინტრიგა დამზადების პროცესოლოგია ქვემოთ(მზას სურათბი სულ ბოლოში თუ გეჩქარებათ ) რკინა,შაიბა,შელოცვა და შედუღების მერე: მას მერე გადავიღე ,როცა უკვე შევადუღე ფლანეცები შაიბიდან შევადუღე მივიღეთ ეს,რაც საშინლად ჩანს სურათზე,უფრო სწორედ არც ჩანს ეს არის ვენტილის ზედა ხუფი მანომეტრის დამზადება,მარტო მილი და ვენტილი უშნო იქნებოდა. გავხვრიტე,რეზბა მოვჭრი ,მივამაგრე აქ უკვე ხელსახოცში გამშრალებულია,გამზადებულია ვორენიესთვის. დეტალი ,რასაც ვორონენიეს უპირებთ,აუცილებლად გაუცხიმოვნებელი უნდა იყოს,მე სოდით და სარეცხი ფხვნილით გავრეცხე ზედა გავაშავე,ცალკე სურათი იოხ სამწუხაროდ ახლა ისთუ როგორ დავამზადე მანომეტრის ისარი. გავაბრტყელე,მაკრატლით თვი წავუწვეტიანე და ეგაა. მანომეტრიც გამზადებული სახელური ხომ უნდა ამხელა ვენტილს,ხოდა წევიდა საქმე: ეს სახელური სპონტანურად ღამით გავაკეთე,ამიტომ სურათბი დამცადების არ მაქვს ფლეშიმაცია ჩავუტარე უკვე კინგსტონას,მიდის გადაფუთვა უკვე,რომ მილში ჩავსვა. ფლეშს გავუკთე სადენები განათებისთვის,სრულად ყველაფერი ქვემოთკენ იქნება ესეც რეზბის მოჭროლოგია ფლეშის თავის ფიქსატორი უკვე ქლიბით გაფართოვებული და გამზადებული. როგორ ხდება სახელის დაწერა: დუბელის ლურსმანი თვალესილი,ჩაქუჩი და მაგის ჯანი ახლა პაატარა ვენტილი,რომ ქვედა მხარე არ იყოს მოტიტვლებული უდატვირთოდ ვენტილის სახელური ვინტისგან დავამზადე,რომელიც დავხვრიტე გავამზადე ვორონენიესთვის: ვორონენიემდე ზეთი უნდა გააცხელოთ,ასე 100 გრადუსამდეა საჭირო და შევუდექი გარელკით საქმეს: ვისიამოვნე შანელის არომატით და ვორონენიეც ჩვატარე განათების მონტაჟი აკინძული,შეკმაზული თითქმის მივიღეთ ეს,მაგრამ თუ გაინტერესებთ,როგორ უნდა გამოვიღოთ ფლეშიდან ინფო,იხილეთ ვიდეო: [media=]
    3 points
  2. ჰიბრიდული პროცესორის AMD Trinity-ს შემდეგ რომელიც შეიძლება Intel Ivy Bridge-ის ჩიპის კონკურენტად ჩავთვალოთ დესკტოპ და მობილურ სეგმენტში, კომპანია AMD აპირებს 2013 წლის მეორე კვარტალისთვის,წარდგენილი იყოს გადაწყვეტილება შემდეგი თაობის პროცესორების წარმოებაზე, რომელიც უნდა განეკუთვნოს A სერიის პროცესორებს კოდური სახელწოდებით Richland როგორც fudzilla იუწყება . პირველად წარდგენილი იქნება 2 და 4 ბირთვიანი პროცესორები AMD Turbo Core ტექნოლოგიის მხარდაჭერით. მაგრამ ერთ-ერთ მთავარ სიახლედ მიიჩნევა მაინც მისი გრაფიკა. იუწყებიან რომ ჩიპი მიიღებს ვიდეობირთვს Radeon HD 8000 თაობის რომელიც Sea Islands-ის სახელწოდებით არის ცნობილი,თუმცა დეტალები ამსთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ცოტაა. ცნობილია ის რომ ამ GPU-ს მხარდაჭერა ექნება DirectX 11-ის,128 ნაკადიანი 2 ბირთვიანი პროცესესორიAPU ვერსიისთვის და 384 ნაკადიანი ყველაზე სწრაფი 4 ბირთვიანი პროცესორისთვის.რათქმაუნდა ეს ჩიპები აღჭურვილი იქნება Dual Graphics ტექნოლოგიით. მაგრამ ჯერ არ არის გარკვეული გამოყენებული იქნება თუ არა CPU Pilediver-ის ბირთვი,როგორც Trinty-ში,თუ იქნება ახალი უფრო ძლიერი Steamroller. დანარჩენი თავისებურებებისგან გამორჩეულია ასევე DDR3 @1866 MHz და FM2-ს მხარდაჭერა,რომელიც ეს უკანასკნელი (FM2 ჩიპი) უნდა გახდეს კონკურენტი 22 ნანომეტრიული პროცესორის Intel Haswell-ის რომელმაც უნდა მიიღოს უფრო ძლიერი გრაფიკა ვიდრე Ivy Bridge-ს აქვს. წყარო- http://www.3dnews.ru/news/632179
    2 points
  3. გაგიმარჯოთ! თემის ბოლოსკენ ახალ-ახალი ნამუშევრები დაიდება ეს არის 8გბ ტევადობის,კინგსტონის ფლეშკა(თუ სიტყვაზე არ გჯერათ,ამ ფლეშის ყუთიც კი მაქვს და საგარანტიო ფურცელიც) მეორე ფლეშია ეგეც კინგსტონის,ტევადობა 512 მბ შავი მატოვი როა ფერად,კამერამ ვერ გადაიღო სამწუხაროდ ისე,როგორც რეალშია. [media=] დაინტერესების შემთხვევაში, პმ
    2 points
  4. CPU: I5 2500K 3.3GHz GPU: EVGA GeForce GTX 560 Ti Superclocked 1GB RAM: Corsair Vengeance 8 GB ( 2 x 4 GB ) DDR3 1600 MHz MB: ASUS Maximus IV Gene-Z - LGA 1155 - Z68 ROG HDD: 750GB PSU: Thermaltake, მგონი 650-700იანი, 80+ია. ფასი 1200 ლარი სისტემას ჯამში ნამუშევარი აქვს 3-4 დღეღამე და მარტო ბფ3-ს უშვებდნენ :დ
    2 points
  5. ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე რა კომენტარი გავუკეთო... მმმმმაააგარია, სუპერ, cool, wow, ნე Xუია სებე და ა.შ. "აჩვენეთ ეს კაცი პუტინს და რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს" P.S. ამ ფლეშკას რომ ვუყურებ, რაღაცით fallout მახსენდება :D
    2 points
  6. http://www.youtube.com/watch?v=n1QUJbgunxQ&feature=player_embedded მაინც კაია
    2 points
  7. ტელეთი გადავიღE ნუ დამზრახავთ
    2 points
  8. ქობულეთში გადავიღე ქვებზე იდო კამერა და სიმეტრიაა გასასწორებელი აქ...
    2 points
  9. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ: BIOS რისთვის არის საჭირო? BIOS–ის არსი ინფორმაციის შეტანა/გამოტანის საბაზო სისტემა BIOS-ში შესასვლელი პაროლის მოხსნა. BIOS რისთვის არის საჭირო? კომპიუტერს თუ განვიხილავთ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ შეტანა/გამოტანა( BIOS) საბაზო სისტემა–კომპიუტერის ცნობიერებაა.ეს სისტემა „აიძულებს“ კომპიუტერს ადამაინის რეფლექსის მსგავსად კლავიატურის მდგომარეობის მუდმივ გამოკითხვას, მონიტორის ეკრანზე გამოსახულების გამოტანა და სხვა მრავალი. კომპიუტერის „რეფლექსებს“ შორის არიან ისეთები, რომლებიც ადგენე, კვების ჩართვის შემდეგ რა და როგორ გაკეთდეს,მომხმარებლის მოქმედებაზე როგორი რეაგირება უნდა იყოს.როდესაც MS-DOS-ის გარემოში ხდებოდა ყველა კომპიუტერული სამუშაო (მხოლოდ და მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს ოპერაციული სისტემა,მუშაობის პროცეს აადვილებს). მომხმარებელს ამავდროულად უამრავი კომპონენტების კავშირების ნიუანსების ცოდნა სჭირდებოდა სრულყოფილი მუშაობისთვის პერსონალურ კომპიუტერთან. თანამედროვე ოპერაციული სისტემები მსგავსი Windows-ისა თავისუფალია ამისგან. შეტანა/გამოტანა საბაზო სისტემის დანიშნულება დარჩა იგივე: კომპიუტერის კომპონენტების მომსახურება, ამ კომპონენტების მუშაობის რეჟიმში ურთიერთ კავშირის მოძებნა და დამყარება. შეტანა/გამოტანის( BIOS) საბაზო სისტემის პარამეტრების დაყენება–ერთ ერთ სერიოზული პრობლემაა,რომელიც კონფიგურაციის შეცვლის დროს წარმოიქმნება (ახალი კომპლექტური,პერიფერიული მოწყობილობების დაყენების დროს, მაგალითად როგორიცაა პრინტერი,სკანერი). ხშირი დაკიდება, მოწყობილობის და გამოყენებითი პროგრამების არაკორექტული მუშობა–BIOS–ის პარამეტრების არასწორი დაყენების ბრალი შეიძლება იყოს ყველაფერი ეს. დასკვნა არის:საჭიროა მომხმარებელი თავისუფლად ორიენტირებდეს პროგრამის მრავალრიცხოვან განყოფილებებსა და ოფციებში,მათ დაყენებაში. ოპერაციული სისტემის და გამოყენებითი პროგრამის გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის BIOS–ში სპეციალური პროგრამებით შეიტანება კომპიუტერის ყველა კომპონენტის პარამეტრები,ოპერატიული მეხსიერებიდან დაწყებული,პროცესორის სიხშირის მუშაობა და პრინტერისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების მუშაობით დამთავრებული. BIOS–ის სწორი გამართვა გაზრდის კომპიუტერის ქმედით უნარიანობას 30%–ით. როგორ განვსაზღვროთ BIOS–ის პარამეტრების შეცვლის აუცილებლობა: ახალი დედაპლატის დაყენება. დედაპლატის გამოშვებისას ხდება შუალედური პარამეტრების დაყენება რამაც შეიძლება გამოიწვიოს „სტაბილურობის“ და „სიჩქარის“ ურთიერთწინააღმდეგობაში მოყვანა. ახალი კომპ–ის ყიდვა. აწყობისას ხდება კომპიუტერის ქმედითუნარიანობის შემოწმება სხვადასხვა ტესტებით. ამ შემთხვევაში ხდება ძირითადი პარამეტრების ავტომატური დაყენება, ყოველივე ეს ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენებას. კონფიგურაციის თვითნებური შეცვლა. გაფართოების პლატების დამატება.ძველის შეცვლა უფრო ძლიერებით–ყველაფერი ეს ითხოვს რომელიმე პარამეტრების შეცვლას.მეორე შემთხვევაში უკვე არსებული Plug and Ply უზრუნველყოფს ნაკლებად ჩავერიოთ მოწყობილობის პარამეტრების დაყენებაში,მაგრამ ხშირად მაინც გვიწევს ამის ხელით გაკეთება მაგ: თუ USB არის დაკავებული არ არსებული მოწყობილობით(კომპიუტერში შეცდომით არის მითითებული USB მისამართი), ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება ჩარევა და მისი ხელით შესწორება. დაყენებულ კომპონენტებს შორის წინააღმდეგობის წარმოშობის დროს. ამ შემთხვევაშიც BIOS–ის პარამეტრები უნდა დავაყენოთ მოცემულ კონფიგურაციასთან ახლოს მყოფი მნიშვნელობებით. კიდევ ერთი მიზეზი რომლის გამოც მომხმარებელი უნდა ჩაერიოს BIOS–ში არის მატერიალური საშუალებების ეკონომია, რატომ უნდა იყიდო ახალი პროცესორი ან მეხსირების მოდელი, როცა შეიძლება არსებულის ოპტიმიზაცია.მაგალითად ცოტა რომ გავზარდოთ სისტემური სალტის სიხშირე, ამან შეგვიდძლია მიგვიყვანოს კომპიუტერის არასტაბილურ მუშაობამდე, მაგრამ თუდავიცავთ ზოგიერთ წესებს შეიძლება გავზარდოთ კომპიუტერის ქმედითუნარიანობა. წყარო:WwW.FILE.Ge BIOS–ის არსი BIOS (ინგლისური სიტყვიდან Basic Input/Output System, შეტანა /გამოტანის საბაზო სისტემა)–პატარა ზომის პროგრამების ნაკრები, რომლის ფუნქციაში შედის მოწყობილობების საწყისი ტესტირება და კომპიუტერის კომპონენტებზე მოქმედებებს უზრუნველყოფს. რამოდენიმე სახის BIOS-ი გვაქვს: მაგალითად, ვიდეო პლატის მუშაობას უზრუნველყოფს BIOS-ვიდეო, დაწყებული ჩართვის მომენტიდან მისი ტესტირებით, პროცესორთან ვიდეო პლატის ურთიერთ ქმედებით დამთავრებული.მაგრამ სისტემური BIOS-ი წარმოადგენს სხვებთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანს კომპიუტერში, რომლის ფუნქციაშიც შედის: სპეციალური სატესტო პროგრამებით კომპიუტერის ტესტირება დენის წყაროში ჩართვისას. დამატებითი მოწყობილობების BIOS-ების მოძიება და მიერთება (ქსელის დაფა,ვიდეო). კომპიუტერის კომპონენტებს შორის რესურსების განაწილება. შეტანა/გამოტანის საბაზო სისტემის სამი დახმარებით ოპერაციული სისტემები და გამოყენებითი პროგრამები კომპიუტერის აპარატურული უზრუნველყოფით მუშაობენ. სხვა სიტყვებით, BIOS-პროგრამების კრებული არის, რომელიც Windows-ის მომხმარებლის ბრძანებებს გადათარგმნის კომპიუტერისთვის გასაგებ ენაზე. დისკებთან მიმართვის გარეშე პროცესორისათვის მისაწვდომია BIOS-ის შემადგენლობა, რაც კომპიუტერს საშუალებას აძლევს იმუშაოს დაზიანებული დისკური სისტემის შემთხვევაშიც. პროცესორის ურთერთ ქმედებას ოპერაციულ და კეშ მეხსიერებასთან, ჩიფსეტების მიკროსქემების შიდა (გარე) მოწყობილობებთან, აგრეთვე ერთმანეთთან უზრუნველყოფს BIOS-ის სისტემაში შემავალი პროგრამები. CMOS (ინგლისური სიტყვიდანაა Complementary Metaal-Oxi-semiconductor) ენერგო დამოუკიდებელი მეხსიერება რომელიც ინახავს ინფორმაციას კომპიუტერის კონფიგურაციის შესახებ. ეს სახელწოდება მიიღოო მიკროსქემის დამზადების ტექნოლოგიიდან. მას აქვს ძალიან დაბალი ელექტრო ენერგიის მოხმარების მაჩვენებელი,ამიტომ მასში შენახული ინფორმაციის შენარჩუნებისათვის საკმარისია მცირე ტევადობის ელემენტი, რომელიც განთავსებულია დედა პლატაზე. ბევრი მომხმარებელი BIOS-ის და CMS-ის არს ერთმანეთში ურევენ. BIOS-ეს არის პროგრამების ნაკრები, რომელიც კომპიუტერის მუშაობისთვის გამოიყენება, ხოლო CMOS-მიკროსქემების დამზადების ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება BIOS-ის შეცვლადი ინფორმაციის შესანახად. კომპიუტერის ჩატვირთვისთვის აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს CMOS მეხსიერების მიკრო სქემა: მყარი დისკის პარამეტრს,კლავიატურის,მონიტორის,პროცესორის მუშაობის პარამეტრები, ჩიპსეტების, ოპერაციული მეხსიერების და ა.შ. ESCD (ინგლისური სიტყვიდანაა Extended System Configuration Data, კონფიგურაციის გაფართოებული მონაცემები)-ენერგო დამოუკიდებელი მეხსიერების არე Plug and Play დინამიურად კონფიგურირებადი მოწყობილობის პარამეტრების შესანახად. ახალი მოწყობილობის დამატების დროს და არსებულის შეცვლისას. კონფიგურაციის ცხრილის შემდეგ მონიტორზე უნდა გამოჩნდეს წარწერა „Updating ESCD… Success”, რომელიც ESCD არეში მონაცემებს წარმატებით განახლებას აღნიშნავს. BIOS-ის ეს არე კონფიგურაციის შეცვლისას მომხმარებლის ჩარევის გარეშე ავტომატურად ახლდება. NVRAM (ინგლისური სიტყვიდანაა Non Volatile)-ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება. ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერების რამოდენიმე ტიპი არსებობს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილები. EPROM (ინგლისური სიტყვიდანაა ინგლისური სიტყვიდანაა Erasable Programmable Read Only Memory)- მუდმივი მეხსიერების მიკროსქემა, რომლის შიგთავსი ულტრა იისფერი გამოსხივების დახმარებით იშლება. BIOS-თვის ესეთი მიკროსქემები გამოჩენამდე უფრო სრულყოფილის გამოჩენამდე. EEPROM (ინგლისური სიტყვიდანაა Electrically Erasable Programmable Read Only Memory)-მუდმივი მეხსიერების მიკროსქემა, რომლის შიგთავსი სპეციალური ელექტრო სიგნალის მეშვეობით იშლება. კვების წყაროს გამორთვის შემდეგაც ინახება მასში მონაცემები. მეხსიერების ამ სპეციალურ სახეს Flash ROM-ი ეწოდება. შესაძლებელია პირდაპირ კომპიუტერში მასში არსებული ინფორმაციის ახლიდან გადაწერა. PnP BIOS (Plug and Play BIOS)-BIOS, რომელიც Plug and Play ტექნოლოგიას ხელს უწყობს.ის აუცილებლად Flash ROM მიკროსქემაზე უნდა იყოს ჩაწერილი. RTC (Real Time Clock)- რეალური დროის საათი. როგორც წესი, CMOS მეხსიერების (იმავე აკუმულატორიდან იკვებებიან კვების წყაროდან გამორთვის შემდეგ)ერთ მიკროსქემაში არიან გაერთიანებული. ჩვეულებრივ BIOS-ის პროგრამული უზრუნველყოფისათვის თანამედროვე დედაპლატის შექმნაზე,ამაზე სპეციალიზირებული რამდენიმე კომპანია მუშაობს. თუმცა პლატის რამოდენიმე წარმოებული (მაგალითად IBM,Intel) ხანდახან BIOS-ის შექმნას თავისთავზე იღებენ. ძირითადი წარმოებლებს შორის ოთხის გამოყოფა შეიძლება: Award Software- ოფიციალური საიტია http://www.award.com/ , AWARD BIOS; Phoenix Technologies LTD-ოფიციალური საიტია http://www.ptltd.com/, Phoenix BIOS; American Megatrends Ine-ოფიციალური საიტი http://www.megatrends.com/, AMI BIOS; Microid Research- ოფიციალური საიტი http://www.mrbios.com/, MR BIOS. მწარმოებლების ოფიციალურ საიტზე BIOS-ის კონკრეტულ ვერსიაზე ყოველთვის შეგეძლებათ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა და გადმოწეროთ მისი განახლება. ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ ვერსიებს დგეს წარმოადგენს AWARB BIOS და AMI BIOS მაგიდური სისტემისთვის და ნოუთბუქებისთვის Phoenix BIOS. ინფორმავიის შეტანა/გამოტანის საბაზო სისტემა BIOS-ში შესასვლელი პაროლის მოხსნა. თუ დაგვავიწყდა BIOS-ში შესასვლელი პაროლი, მაშინ კომპიუტერი არ ჩაიტვირთება. პაროლის მოხსნა შეიძება ისეთი პროგრამებით, როგორიცაა: Amipass,Passcmos და სხვ. მაგრამ ზოგჯერ აღნიშნული პროგრამები ვერ უზრუნველყოფენ პაროლის მოხსნას.ამ შემთხვევაში საჭიროა გავხსნათ სისტემური ბლოკის კორპუსი და ვნახოთ BIOS-ი, რომელიც დამაგრებულია დედა პლატაზე. BIOS-ის ყველა მონაცემი ჩაწერილია ე.წ. CMOS-ს მეხსიერებაში. თითქმის ყველა თანამედროვე სისტემურ პლატაზე CMOS-ის გასუფთავების (წაშლის) შესაკრავი ე.წ.ჯამპერი (რუსულად-перемычка), იმყოფება ელემენტის გვერდით. ძირითადად გააჩნია 4 კონტაქტი. ნორმალური მდგომარეობის შემთხვევაში მე-2 და მე-3 კონტაქტია შეერთებული. პაროლის მოხსნისათვის საჭიროა პირველი და მეორე ან მესამე და მეოთხე კონტაქტების გადაერთება. ზოგჯერ მეორე და მესამე კონტაქტების გადაერთებაც აკეთებს ჩამოყრას. თუ ასეთი შესაკრავი ვერ ვიშოვეთ,მაშინ უნდა ავიღოთ ელექტროსადენი და ერთი წვერი მივადოთ კორპუსის შეუღებავ ნაწილს, რათა კარგი კონტაქტი გვქონდეს და მეორე წვერი მივადოთ ყველა მიკროსქემის გამომყვანებს (ფეხებს), გარდა პროცესორისა. თუ დედა პლატაზე დამონტაჟებულია მიკროსქემა ორ რიგად განლაგებული 24 გამომყვანით, მაშინ ჯობია დავიწყოთ ამ მიკროსქემიდან. ასეთ მოქმედებას CMOS მეხსიერების გაწმენდის დიდი ალბათობა გააჩნია. შემდეგ ჩავრთოთ კომპიუტერი და ვნახოთ გაეშვება თუ არა. თუ გაეშვა ე.ი. CMOS მეხსიერება გაწმენდილია და შესაბამისად პაროლიც მოხსნილია. ზოგჯერ პაროლის მოსახსნელად ხსნიან ელემენტს ან ამოკლებენ, რომელსაც სასურველ შედეგამდე ვერ მივყავართ CMOS-ის დამოკლება იწვევს მის ნაადრევ გამოსვლას მწყობრიდან.
    1 point
  10. Microsoft-მა დღეს თავისი ბრენდირებული ტაბლეტები: Surface for Windows RT და Surface for Windows 8 Pro წარადგინა. სურათები: განსხვავება მოდელებს შორის: [media=] Windows RT ვერსია გამოდის Windows 8-სთან ერთად, ხოლო Pro მოდელი Win 8-ის გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ, ფასი მოგვიანებით დადასტურდება. სურათები პრესკოფერენციიდან: ვისაც აინტერესებს შეუძლია სრულ პრესკოფერენციას უყუროს. ბევრი საინტერესო დეტალი გაახმაურეს: მაგალითად, ის რომ Touch Cover Keyboard არის ყველაზე მგრძნობიარე კლავიატურაა მთელს დედამიწაზე. პროტოტიპების შექმნას თვეებს ანდომებდნენ. რატომ აქვს 22 გრადუსიანი დახრილები გვერდებზე და ა.შ. : )
    1 point
  11. გამარჯობათ! ვყიდი მულტიმეტრს jt-830l-ს მშვენიერ მდგომარეობაში. ვრცლად ფოტოები იხილეთ აქ: http://www.dinodirec...830l.html#notag ფასი 20 ლარი დანარჩნი პმ.
    1 point
  12. http://forum.ge/?f=32&showtopic=34168065 აგერ ნახე tiny 7 რო წერია ეგ არი 700 mb iso ფაილი ფლეშკიდან სწრაფად დაყენდება და თან საკმაოდ დაბალი მოთხოვნები აქ. piratebey-დან გადმოსაწერად ჩაიწერე utorrent ან bitcomet
    1 point
  13. ვინდოუს 7ის შეკვეცილი ვერსია როა მაგის ლინკი დაუდეთ რა
    1 point
  14. კი ზუსტად ეგეთი ნეთბუქი მაქ და windows 7 starter მიყენია. სხვათაშორის ბიოსის დაბუთვისას F9 ღილაკს დავაჭირე და ჩვეულებრივად დაყენდა მოყოლილი ორიგინალი windows 7 starter არც ფლეშკა შემიერთებია არც დისკი დისკავოდი სულ არ აქ. asus 1001 pxd ზუსტად ესაა და ინტერნეტში ვნახე დამალულ ფართიშენზე აქვსო ეგ ვინდი. სინჯე იქნებ შენთანაც გამოვიდეს.
    1 point
  15. რეიჯი სურათი თუ რა ჯანდაბაცაა :| არ მაპატიოთ ერთი სტყვა :(
    1 point
  16. 1 point
  17. სათაურში შეცდომაა,უნდა იყოს "ექსკლუზიური ფლეში",წარმატება ნიკა :)
    1 point
  18. ზუსტად ეგ შეგრძნება დამებადა მხეცია მხეცი, უძძალიანმაგრესია
    1 point
  19. 665.2*2=1333 ანუ სწორად არის ყველაფერი CPU-z გაჩენებს ტაქტურ სიხშირეს და ეფექტური მიიღება ორზე გამრავლებით
    1 point
  20. სისტემაზე Intel-ის პროცესორი აყენია თუ AMD-სი მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია დედადაფას ქონდეს PCI Express x16 სლოტი. ვიდეოს რაც შეეხება არ გირჩევ მე მაგის ყიდვას მოძველებულია უკვე, სჯობს რამე ახალი იყიდო მაგალითად GTX460 ან ცოტა დაბალი დონის GTX550Ti დრაივერების ხარჯზე როგორც ვიცი GTX260-ს ჯობია. ფინანსები რამდენი გაქვს დაწერე და რამე კარგ ვარიანტს შეგირჩევთ.
    1 point
  21. კაცო, მეცადინეობის დროს ტრეკიდან რატომ გამოდიხარ? რა გინდა მე-7B ტრეკელებთან? შენი ტრეკი არ გაქვს? დაბრუნდი ეხლავე და დაამთავრე საკონტროლო რბოლა! ცარცს კი არადა, შარავოის მოვიტან და მეც ეხლავე შემოვალ :mad:
    1 point
  22. სილკნეტმა კიდევ მოუმატა სიჩქარეებს
    1 point
  23. ეხლა რამდენი ხანია ვუყურებ,ყველა დეტალი რა მოთმინებით და საქმის ცოდნითაა გაკეთებული, კიდევ ერთხელ ყოჩაღ
    1 point
  24. გაგრილების სისტემა საკმაოდ მრავალფეროვანია. ძირითადად და 24 საათიანი მხომარებისთვის გამოიყენება ჰაერის და წყლის გაგარილება.ზოგადად გაგრილებას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოდ იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა კომპიუტერის კომპონენტების პირველი მტერია,რასაც საკმაოდ დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.დღევანდელ საქართველოში გაგრილების სისტემაზე ყურადღება საკმაოდ მოკლებულია მყიდველის 90% არ აქცევს სათანადო ყურადღებას ამ ყველაფერს და ხშირადაც მათ კომპიუტერს იწირავს სწორედ უყურადღებობა და მაღალი ტემპერატურა.ძირითადად გაგრილების სისტემის ხარისხს უნდა მივაქციოდ ყურადღება 2 კომპონენტზე.ესენია: პროცესორი (CPU:central processing unit)და ვიდეო დაფა (GPU:graphics processing unit)და ზოგადადაც ურიგო არ იქნება თუ ყუთს (case)-ს ექნება კარგი ცილკულაცია. პროცესორი - Uploaded with ImageShack.us ვიდეო დაფა Uploaded with ImageShack.us ახლა კი ზოგადად განვიხილოდ წყლის და ჰაერის გაგრილება ჰაერის გაგრილება:ჰაერის გაგრილება სუსტია წყლის გაგრილებასთან შედარებით თუმცა ხარისხიან პრუდუქტს სულაც არ უჭირს ზემოთ აღნიშნული კომპონენტების გაგრილება და საკმაოდ მშვენივრადაც ართმევს თავს.საქართველოში მომხმარებლების 97% მაინც კვლავ იყენებს ჰაერის გაგრილებას ეს შეიძლება იყოს სხვა და სხვა მიზეზით განპირობებული ძირითადად ან არ აქვს საშუალება შეიძინოს წყლის გაგრილება რაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და ძვირი სიამოვნებაა ან უბრალოდ არც კი იცის მისი არსებობის შესახებ.წყლის გაგრილებაზე გადასვლის მიზეზი შეიძლება იყოს ის რომ მომხმარებელს აწუხებს ხმაური,მაღალი ტემპერატურა ან უბრალოდ სურს მისი კომპიუტერი გამოიყურებოდეს ლამაზად. ჰაერის გაგრილები- უარყოფითი თვისებები: ხმაური,მაღალ ტემპერატურასთან ბრძოლის ნაკლები შესაძლებლობა,ხშირი გაწმენდის აუცილებლობა. დადებითი თვისებები:დაბალი ფასი წყლის გაგრილება: უარყოფითი თვისებები:სითხის გარკვეული დროის განმავლობაში ცვლა,მაღალი ფასი დადებითი თვისებები:დიდი წარმადობა,ჩუმია და მტვრითაც არ იტენება 1) პროცესორის გაგრილება-ხშირად ისმევა კითხვა "როგორ შევარჩიოდ პროცესორის გაგრილება?"-პროცესორის გაგრილების შერჩევისას ნუ დავხარბდებით იმაზე რომ დიდი მოცულობის არის ეს არ ნიშნავს იმას რომ კარგია პირველ რიგში უნდა ქონდეს რაც შეიძლება ბევრი სითბური მილაკი სასურველია 4 და მეტი ძირი რომელიც ეხება პროცესორს სასურველია იყოს სპილენძის.გაგრილების სისტემის უდიდესი ნაწილი დამოკდიებულია იმ ორ კომპონენტზე რაც ზემოთ მოგახსენეთ ხოლო დაახლოებით 25 % არის ფენზე .ფენი მეორეხარისხოცვანია თუ დანარჩენი კომპონენტები არ ვარგა ეს ნიშნავს რომ ქულერი მთლიანად ნაგავია და საუკეთესო ფენიც კი ვერაფერს შეცვლის.ფენის ეფექტურობა გამოირჩევა ბრუნის სისწრაფით და სიჩუმით,უნდა დაეთმოს ყურადღება იმას თუ რამდენად ხმაურია და რამდენ დეციბელს გამოსცემს კონკრეტულ ბრუნვაზე. გაგრილების სისტემაში დიდ ყურადღებას იმსახურებს თერმო პასტა.ნივთიერებას,რომელიც სითბოს კარგი გამტარია და ამყარებს სრულ კონტაქტს პროცესორის ზედაპირსა და ქულერის ძირს შორის რაც უზრუნველყოფს ტემპერატურის მაღალი ხარისხით გადაცემას. 2.ვიდეო დაფის გაგრილება-ვიდეო დაფის გაგრილებას მაინც და მაინც დიდი ყურადღება არ ექცევა ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის,რადგან თანამედროვე ვიდეო დაფებს ისედაც უყენიათ ნორმალური გაგრილება.თუმცა ძველი მოდელის კარტები საკმაოდ ცხელი მოდელებია და თუ მაინც არ გენანებათ ნათხა ქულერების დიდი არჩევანია როგორც ჰაერზე ასევე წყალზე.კარგი გაგრილება ძირითადად ოვერქლოქერების მიზანია ამიტომ ვიდეო დაფის გაგრილებასთან დაკავშირებით ჩვეულებრივი მომხმარებლების დაინტერესება ნაკლებია.აქაც ასევე დიდ როლს თამაშობს თერმო პასტა ზუსტად იგივე პრინციპით როგორც პროცესორის გაგრილებაში ავხსენი. 3.მყარი დისკის (HDD) გაგრილება- როგორც წესი მყარი დისკი ნაკლებად პრობლემატურია ხშირ შემთხვევაში არც ჭირდება გაგრილება რადგან ისედაც დაბალ ტემპერატურაზე მუშაობს მაგრამ თუ მაინც და მაინც ხურდება არსებობს მისთვისაც სპეციალური ქულერები რომელიც არ ღირს ძვირი. 4.ოპერატიული მეხსიერება (RAM)-ისევე როგორც მყარი დისკის არც მისი გაგრილებაა პრობლემატური არც მას ჭირდება აუცილებლად ქულერი მაგრამ თუ ასევე ეს კომპონენტიც ცხელდება მისთვისაც არსებობს ქულერები. 5.დედა დაფის (mazerboard)-ის გაგრილება- დედა დაფის გაგრილება ხდება პასიურად ანუ რადიატორის დახმარებით და უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს. დავამატებდი იმას რომ აუციელებელია კეისში ჰაერის კარგი ცირკულაცია რადგან მუდმივად შემოდიოდეს კეისში ცივი ჰაერი. Uploaded with ImageShack.us ამ სურათზე კარგად ჩანს თუ როგორია კარგი და სწორი ჰაერის მოძრაობის მიმართულება კეისში წინა და გვერდითა პანელიდან შედის ჰაერი ხოლო უკნანა და ზედა პანელიდან გადის სტატია მოამზადა: (K) გურამ ჭალიძემ
    1 point
  25. ეს ტუტორიალი უფროა, ვიდრე პრიკოლი:D
    1 point
  26. ყველა ასპექტში ჯობია ამას სკაირიმი, ის ნაღდი რპჯ, ეს ვარიაციაა ეკშენ რპჯ თან მალე მთავრდება, რპჯ მოყვარულებს კი ეგ არ ევასებათ, გრძელი თუ არაა რპჯ ესე იგი ნაღდი რპჯ არ ყოფილა, რაც კი მაღალი დონის რპჯ მაქვს დახურული 10-ან 9 საკმაოთ დიდი იყო და ზოგს თვეები ჭირდება დასახურათ, მაგიტომაც არ ევასა ბევრს აქ სკაირიმი, ნუ ზოგი სიუჟეტს უწუნებს, მაგრამ თუ ჩაგითრია მერე სიუჟეტი ბევრს კიდია უკვე მაგ თამაშის, თუ ვერ ჩაგითრია ესე იგი თქვენი ჟანრი არ ყოფილა უბრალოთ, როგორც რპჯ ეგ თამაში უფრო მაინტერესებს ვიდრე მეორე ვიჩერი, რომელიც მგონი 5-6 დღეში იხურება რაც აბსურდია რპჯ ჟანრის იგრებისთვის, მარტო მაგიტომ უნდა დააკლო 5% მაგ თამაშს თუ მაგარი რპჯ-კი ხარ და არა უბრალოთ კარგი თამაშების მოყვარული, არ მიკვირს რომ ბევრს პირველი ვიჩერი უფრო მოეწონა ვიდრე მეორე, მაგას უფრო ქონდა სტანდარტულ რპჯ საერთოდ ვიდრე მეორეს, მეორეში დრაგონ ეიჯის არ იყოს ნამეტარი დიდი აქცენტი დაუთმეს ეკშენს, მაგიტომაც სკაირიმზე 5-6%-ით ნაკლები აიღო მეორე ვიჩერმა საშვალოთ აცენკები, ბევრს უკვრის ეგ ფაქტი მაგრამ მე სულაც არ გამკვირვებია, თუმცა ჯერ არცერთი თამაში არ დამიხურია, ობლივიონი და პირველი ვიჩერი კი დახურული მაქვს და დაახლოებით ვიცი რასაც უნდა ველოდებოდე მაგ ორი იგრისგან, ისინი თუ მომეწონა ესენი კიდე უფრო კარგებია, თუმცა მეორე ვიჩერზე უფრო 50-50%, საერთოდ ბეთესდას რპჯ თავისი მუღამი აქვს და ბიოვეირის თავისი, მე ორივე ძალიან მომწონს როგორც კარგი რპჯ მოყვარულს და თვალებს ვხუჭავ რამდენიმე მინუსზე რაც ბეთესდას რპჯ ახასიათებს ხოლმე, მაგრამ რატომღაც მაინც ახერხებენ მაღალი აცენკების აღებას და წლის თამაშები იყო ობლივიონიც და სკაირიმიც, როგორ GTA სერიაა პოპულარული ისეთივე პოპულარულია ელდერ სკროლებიც, თუმცა ბევრს არცერთი არ მოსწონს გარკვეული მიზეზების გამო, მე ერთიც ძალიან მომწონს და მეორეც, ეგ მესამე ფალაუტსაც ეხება, ეგეც ბეთესდას გაკეთებულია, ამ თამაშსაც დიდი სიამოვნებით დავხურავ მაგრამ მოკლე სინგლის გამო მეეჭვება ძალზე დიდი აცენკა დავუწერო
    1 point
  27. მოკლედ ჩაყრი კასრში დააყრი შაქარს,მოუკრავ თავს და დააცდი სანამ არ დაიწყებს დუღილს, მოურევ ხოლმე, სპირტის სუნი და გემო რომ მიეცემა ჩაყრი ქვაბში და იხილე ფოტო მერე დაგვიძახებ და ვნახავთროგორ დაამოდინგე,სულ ესაა,ხო სამწვადეს ჩვენ მოვიტანთ :)
    1 point
  28. შენ პოსტებს გადახედე აბა ამ ფორუმზე რაცაა, 99% შენი პოსტებისა არი რეკლამა. კაი რა დებილები კი არ ვართ. თუ რამის გაგება გინდა რო გაგვაგებინო სტატია დადო ამ საიტზე და დაგვეხმარო. ნუღარ წერ 'წაიკითხეთ მეტი' 'გაიგეთ მეტი' და ა.შ კაიჰ რა კაიჰ რა
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.