Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/17/12 in all areas

  1. გერმანულმა ბრენდმა be quiet! წარმოადგინა ორი ახალი გაგრილბის სისტემა: Dark Rock 2 და Dark Rock Pro 2 რომლებიც განკუთვნილნი არიან თანამედროვე სისტემებისთვის Intel და AMD (LGA1155, LGA2011, AM3+ და სხვ.). სიახლის დიზაინი დიდად არ განსხვავდება მათი წინამორბედებისგან.ორივე ქულერს უყენია 135მმ-იანი SilentWings PWM (1500 ბრუნი/წუთში) ფენი ჰიდროდინამიკურ ადგილას(ანუ ორ რადიატორს შორის),ხოლო წინიდან 120მმ-იანი Dark Rock 2 Pro ფანი (1700 ბრ/წთ). Dark Rock Pro 2-ს ზომებია 147x138x166 მმ და წონა 1,25კგ.მისი რადიატორი შედგება ორი "ავტონომიური" სექციისაგან და 6 სითბური მილაკისგან.კონსტრუკცია დაფარულია ნიკელით რომელიც მას ელეგანტურობას სძენს.სპეციალისტების აზრით be quiet! -ის ახალი pro პროდუქტი შეძლებს გაუმკლავდეს TDP დან 220ვტ-მდე ძაბვას. Dark Rock 2 შედარებით "მორიდებულად" გამოიყრება.იგი შედგება ერთი რადიატორისაგან 6 სითბური მილაკით და 135 მმ-იანი ფენისგან.გამაგრილებელმა უნდა გასცეს 180 ვტ სითბომდე.იგი შედარებით იაფი ღირს pro ვერსიასთან შედარებით €55 vs €73 და გამოყოფს ოდნავ ვაკლებ ხმას 21,2დბ vs 26,4 დბ. ორივე ქულერი ხელმისაწვდომია დღევანდელი დღიდან.
    5 points
  2. რუსთაველზე ხეტიალისას
    3 points
  3. გამარჯობათ თანაფორუმელებო უპირველესად მოგილოცავთ აღდგომის დღესასწაულს. მინდა ჩემი კარტის გაყიდვა, არის იდეალურ მდგომარეობაში. რა კარტაც არის მემგონი ახსნა არ ჭირდება ერთერთი საუკეთესოა 460 შორის es kartaa zustad ფასი იქნება 250 ლარი მემგონი კარგი ფასია ამ კარტისთვის P.S. UP ები არ დაიშუროთ ბიჭებო :)
    2 points
  4. იყიდება Gigabyte 5870 1GB UD ფასი 250 ლარი არაფერი არ ჭირს, ოდნავ მტვერიანია მაგრა მეჩქარება, გაცვლა და მსგავსი რაღაცეები არ მაწყობს
    2 points
  5. მომეწონა! დაყოვნება რამდენი გქონდა? ცოოოტა "გაქანავებული" კადრია :შ არადა მაგრად მომწონს. _DSC7853 by wornera, on Flickr
    2 points
  6. :thumbsup: ესეც ჩემი ყვაილები
    2 points
  7. :rolleyes: P1020750 by kesART, on Flickr P1020702 by kesART, on Flickr P1020696 by kesART, on Flickr
    2 points
  8. ეგ რაც აარჩიე კარგი არის,თან შიგნიდანაც შეღებილია შენ გინდა გვერდიდან ფანჯრიანი და კაკრაზ მაგი კარგია,იმიტომ რომ სპრეი საღებავები როა,ვერც პულვერიზატორით ვერ შეღEბავ შიგნიდან ხარისხიანად(კარგა ღეღEბვა 70 ლარს ზემოთ ჯდება),ვინტი რომ დაეცეს პატარა საღებავი ძვრება მასე შეღებილს ,გაწმენდისას ააცლი.
    2 points
  9. უკვე ბევრჯერ შეგვაშინა სახლში :D
    2 points
  10. გაგიმარჯოთ! გთავაზობთ გვერდის ამოჭრას კეისზე,ქულერისთვის ჩარჩოს ამოჭრას ორგმინაზე,საბენჩაო მაგიდის აწყობას ,დინამიკისთვის კარკასის შეკვრას და უამრავ სხვას ..... რაც მთავარია,ხარისხიანად! პ.ს: ამ თემაში განთვსებულია მხოლოდ ჩემი ნამუშევრები ფოტოს ხარისხი ახლოდან უკეთესია,ამიტომ ახლოდან გადავუღე მობით,შორიდან გადღაბნილად იღებს მივიღეთ ეს,მაგრამ თუ გაინტერესებთ,როგორ უნდა გამოვიღოთ ფლეშიდან ინფო,იხილეთ ვიდეო: ესეც ღამის შავბნელეთში ამოჭრის სიზუსტე: ასევე ორგმინის მორკალვა: საბენჩო მაგიდა: ეს "თეთრი ყურბაცქვეტილი " ქულერის სამაგრია,მეტალისგანაა,შიგიძლიათ მოარგოთ ნებისმიერ კუთხეში და დაამაგროთ ფანი 80-დან 140 მმ-მდე. ზედაპირი აკრილია,იმგვარი მასალა,რაც ორგმინა. მასალა მდფ-ია,აკრილგადაკრული შრე 1 მმ-ია,სქელია საკმაოდ და მდფ-ი მაღალხარისხიანია,ვიდრე ლამინატის. გვერდები 1მმ-იანი პლასმასითაა დაფარული და არა ჩვეულებრივი "კრომკით",ამას ჩაქუჩი უნდა ურტყა რომ ააძრო. ალუმინი გამოყენებულია სქელკედლიანი 2,5მმ-იანი სისქის: ვიდეოდაფის და სხვა დანამატის სამაგრი დამაგრებულია ვინტებით(კონკრეტულად,რეზბააა მოჭრილი და ისე) დედაპლატის სამაგრი ვინტები იხრახნება რკინის ბოლტებში(გემსახურებათ ძAაააააააალიან დიდხანს,რკინააა ,თავად დაფიქრდით) კონსტრუქცია არის დაშლადი,აქვს 4 ვინტი ძირში,რისი მოხსნის მერე ნაწილ-ნაწილ,ფენა-ფენა დაიშლება საბენჩაო მაგიდა. ასევე აქვს ვინჩესტერის სამაგრი: წყლის გაგრილების სისტემის პერსონალური სამაგრი ასე იყო შეღებვა/რადიატორის მორგებამდე [media=] სხვა ახალი სურათები იხილეთ თემაში
    1 point
  11. მოკლედ ძალიან ბევრი თემა იხსნება ერთი და იგივე შეკითხვებით ხოდა მე კეთილი ალტრუისტი ბიძია ვხსნი საკლასო ოთახს "ვისწავლოთ რაზგონი" პირველ გვერდზე რაც წერია დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ასე რომ გადახედეთ ხოლმე თან გამეორება ცოდნის დედაა ზოგჯერ საფუძვლებთან დაბრუნება ძალიან საჭიროა რაც არ უნდა მაგარი იყო რაზგონში წესი #1. ეს თემა არ არის ჩემი საკუთრება. overclockers.ge-ს საკუთრებაა ! ძალიან ბევრია ამ ფორუმზე ჩემზე მეტი რომ იცის რაზგონზე ასე რომ ვისაც შეგიძლიათ დასმულ შეკითხვებზე გაეცით პასუხი თუ გეხალისებათ რა თქმა უნდა, მით უმეეტს 24 საათი ამ თემაში არ ვიჯდები წესი #2. რაზგონის დროს არის გაკვეული რისკი. შეიძლება გააფუჭოთ რამე ნაწილი (მაგალითად მაზერი სამსახურში რო დავწვი მაგის მეტი არაფერი დამიწვია ჯერ ). შანსები მინიმალურია, 1%-ზე ნაკლები მაგრამ მაინც არის ასე რომ გაითვალისწინეთ და პასუხს ნუ მომთხოვთ, არავის ვაძალებ რაზგონს . წესი #3. ჩემი აზრი არ არის აბსოლუტური და თუ ვინმეს ეჭვი გაგიჩნდებათ შეგიძლიათ გადაამოწმოთ google.com ან პრინციპში ნებისმიერი მოდერი და ადმინისტრატორი ამ ფორუმზე ასევე თუ სხვის მიერ გაცემულ პასუხებზე გაგიჩნდათ შეკითხვები შეგიძლიათ დააზუსტოთ ჩემთან ან სხვასთან ამ თემის მთავარი პრინციპია დამეხმარეთ რათა დაგეხმაროთ და გასწავლი და მასწავლე დაწყებითი კლასები პირველ რიგში საკითხავი ლიტერატურა ქართულ ენაზე სავალდებულო ლიტერატურა იხილეთ აქ ესეც ლიტერატურა აჩქარების თემაზე - ჩემი ვერსია საჭირო პროგრამების სია იდენტიფიკაცია (რა ჰარდი გვაქვს იმის გასაგები) CPU-z GPU-z Everest მონიტორინგი Everest HWMonitor Core temp RealTemp Speedfan MCHTemp პროგრამები რაზგონისთვის Setfsb (CPU) ClockGen (CPU) Riva Tuner (GPU) Ati Tools (GPU) MSI afterburner (GPU) EVGA precision (GPU) Nvidia inspector (GPU) CPU tweaker (RAM) MemSet (RAM) სტაბილურობის დასადგენი პროგრამები prime95 LinX OCCT Everest სარაზგონო პროგრამების სრული პაკეტი იხილეთ ქვემოთ ლინკზე როგორ დავფლეშოთ მაზერის და ვიდეოს ბიოსი DOS-იდან ფრთხილად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის მაგრამ მაინც თემა თანდათან შეივსება გახდება უფრო ლამაზი, ფერადი და საინტერესო ეს თემა გავხსენი მხოლოდ კეთილი მიზნებით თუ რამე შემეშალა და არასწორად დავწერე კომპეტენტურ პირებს უმორჩილესად ვთხოვ ჩამისწორონ რათა ახალბედა user-ები შემთხვევით და ჩემი უცოდინარობით არ შევიყვანო შეცდომასა შინა !
    1 point
  12. ორი წარმატებული ნაწილის შემდეგ როგორც ჩანს Crytek-ი არ აპირებს გაჩერებას(უფრო კი EA ^^) და თითქმის დასრულების სტადიაში ყავს თავისი მორიგი პროექტი crysis 3 თავისი მთელი დიდებულებით ჩვენსკენ მოემართება...და მზის შუქს არც მეტი არც ნაკლები 1 წელში 2013 წლის გაზაფხულზე იხილავს დღეს EA-მ და Crytek-მა ერთობლივად დააანონსეს ერთერთი ყველაზე წარმატებული,მაღალტექნოლოგიური sandbox შუთერის სიქუელი..CRYSIS 3 რომელიც ამავე სტუდიის საპატენტო,ძალიან ძლიერ ძრავზე CRYengine 3 იქნება აგებული(როგორც წინა სერიებში იყო)რაც საშუალებას გვაძლევს უძლიერესი ვიზუალის და დინამიური გაიმფლეის შეგრძნებას... მოთამაშეები დაბრუნდებიან "Prophet"-ის როლში რომელიც ბრუნდება ნიუ იორკში 2047 წელს..თუმცა აქ მას ხვდება სრულიად განადგურებული და ჯუნგლებად ქცეული ქალაქი,სიუჟეტი ვითარდება cell corporation-ის ინტრიგებზე...უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად კი მას დასჭირდება აუცილებლად ახალი იარაღი...მაღალტექნოლოგიური მშვილდი....განახლებული და გაძლიერებული "Nanosuit"-ი რათა გახდეს უძლიერესი მონადირე პლანეტაზე.. CRYSIS 3 იქნება ნაზავი sandbox შუთერის,მოწინავე მაღალტექნოლოგიური ადამიანთა და უჩხოპლანეტელთა შეიარაღებით და ფანებს რა თქმა უნდა იმედები არ გაუცრუვდებათ....განახლებული Cryengine ძრავი გვპირდება უძლიერეს ვიზუალს და გეიმფლეის... თამაში სამივე ძირითად პლატფორმაზე გამოვა.. ესეც ტიზერი ეს კი პირველი გეიმფლეი თრეილერი ^^ http://www.youtube.com/watch?v=VGxw_Csh0uQ&feature=player_embedded ჯუნგლებეეეეეე enjoy!!
    1 point
  13. გუშინ, კომპანია Western Digital-მა წარმოადგინა Velociraptor სერიის მყარი დისკების განახლებული მოდელები - 250, 500 და 1 ტბ ვერსიების სახით. მან მოახერხა ტევადობების გაზრდა სერიის ძირითად თავისებურებების შენარჩუნებით: შპინდელი კვლავინდებურად ასრულებს 10 000 ბრ/წთ-ში, კეშ-მეხსიერების ზომა 64 მბ-ია, ხოლო კორპუსი შესრულებულია 2.5-დუიმ ტიპ-ზომის კორპუსში. რელიეფური კონსტრუქციის მასიური მეტალის ჩარჩო უზრუნველყოფს საუკეთესო გაგრილებას და იძლევა პროდუქტის განთავსების საშუალებას - 3.5-იან მოწყობილობებისთვის განკუთვნილ განყოფილებაში. გარდა ამისა, ასევე უნდა აღინიშნოს ტექნოლოგია Rotary Acceleration Feed Forward (RAFF), რომლის საშუალებითაც უმჯობესდება ვიბრაციისადმი გამძლეობის დონე და NoTouch - მისი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტური თავაკი არცერთ გარემოებაში არ ეხება მყარი დისკის ზედაპირს, რაც ამცირებს ამ პროდუქტების ცვეთას და ზრდის მონაცემთა საიმედოობას ტრანსპორტირების დროს. აქტიურ მდგომარეობაში, მყარი დისკების ენერგომოხმარება შეადგენს 5,1, მომლოდინე რეჟიმში - 4,2 ვ-ს. ხოლო, 'ძილის' დროს, ეს მაჩვენებელი მცირდება 1,1 ვ-მდე. სიცოცხლისუნარიანობის საშუალო ხანგრძლივობად, მწარმოებელი ასახელებს 1,4 მლნ სთ-ს. ყველა HDD-ს გააჩნია SATA 6 გბიტ/წმ ინტერფეისის მხარდაჭერა და მონაცემთა გადაცემის უნარი - 200 მბ/წმ-ში. 250 გბ მოცულობის მოდიფიკაცია შეფასებულია 160-ად, 500-იანის - 210 და 1 ტბ-იანის - 320$-ად. თითოეულ მათგანზე მოქმედებს მწარმოებლის 5-წლიანი გარანტია. Overclockers.ru, IXBT
    1 point
  14. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომპანია EVGA აპირებს NVIDIA GeForce 680 ვიდეობარათების ფართო ასორტიმენტის წარმოდგენას. მათ შორის ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება SuperClocked Signature სერია, რომელშიც შევიდა GK104 პროცესორზე დაფუძნებული ორი მოდელი. გუშინ კი, ოფიციალურად შედგა ერთ-ერთის დებიუტი. გაგრილების სისტემა, კონსტრუქციით ეტალონური ვერსიის მსგავსია. უკანა პანელზე გამოტანილია ორი DVI და თითო-თითო HDMI და DisplayPort. გარდა ამისა, პროდუქტი აღჭურვილია ძაბვის 5-ფაზიანი გადამყვანით და საჭიროებს დამატებით კვებას - 6 და 8-პინიანი გასასვლელების დაკავშირებით. გრაფიკული პროცესორის სიხშირე გაზრდილია 1084 მჰზ-მდე, ხოლო Turbo-რეჟიმში, შესაძლებელია ამ მაჩვენებლის აჩქარება - 1150 მჰზ-მდე. 2 გბ ვიდეომეხსიერება მუშაობს 6208 მჰზ-ზე, რაც 256-ბიტიან სალტის პირობებში, შეესაბამება 198.66 გბ/წმ გამტარიანობის დონეს. ვიდეობარათი არსებობს ორი სახესხვაობით: სტანდარტული ვერსია GeForce GTX 680 SC Signature (530$) და ბექპლეიტის მქონე, GeForce GTX 680 SC Signature+ (550$). Overclockers.ru
    1 point
  15. ანალიტიკოსების შეფასებით Samsung Electronics-მა მოახერხა Nokia Oyj კომპანიის ლიდერის პოზიციიდან ჩამოგდება მობილური ტელეფონების წარმოებაში. აზიური გიგანტი პირველად გახდა ლიდერი ამ ბიზნესში, რაც მწარმოებლის Galaxy სერიის სმარტფონების პოპულარობით არის გამოწვეული. წინასწარი გამოთვლებით Samsung Electronics-მა მოახერხა 92 მილიონი მობილური ტელეფონის ბაზარზე გამოშვება, დაბალი დონის მოდელების ჩათვლით. ხოლო ფინურმა კომპანიამ Nokia 83 მილიონი მოწყობილობა გაიტანა ბაზარზე, აქედან 12 მილიონი სმარტფონი იყო. წლის განმავლობაში Samsung გეგმავს 380 მილიონამდე მობილურის გაყიდვას. წინა წელს ეს მაჩვენებელი 300 მილიონს შეადგენდა. თავის მხრივ ნოკია კარგავს პოზიციებს რადგან მომხმარებლები არჩევენ მოწყობილობებს Google Android და Apple iOS ოპერაციული სისტემით. მწარმოებლებმა ანალიტიკოსების შეფასებაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.
    1 point
  16. yao ming სახით უნდამიიტანნო და ურტყა კეისი თავში :vikingi:
    1 point
  17. აი კაცურად დაწერე რა სად იყიდე ტიპებს ცპუს ფანი ვერ დაუერთებიათ ნორმალურად
    1 point
  18. რაუშველო და გამორთე დროზე და შეაერთე CPU Fan თორე დაბგე კომპიუტერი 3 პინიანი შესაერთებელი იქნება ესეთI ან ოთხიანი მაზერზე ეწერება CPU Fan
    1 point
  19. არ შეიძლება, რომ ამ "მომავლის იარაღის" ხმა შეცვალონ ამოვიდა ყელში
    1 point
  20. ვა ვა აქ რა ამბები დატრიალებული, კარგია მომწონს, tokyodream ეჭვიც არ მეპარებოდა რომ ასეთ შედეგს დააფიქსირებდი, რადგან გიო ცუდ სარაზგონო პროცს არ მოგცემდა, პლიუს ამას ცუდი გაგრილებაც არ გაქ, ყოჩაღ... :thumbsup:
    1 point
  21. WD-ს გირჩევ მეც დავით.ესენციალიც მაქვს და ელემენტიც (დასადგამი). ორივეთი კმაყოფილი ვარ. იმ დღეს ესენციალი მეორედ დამივარდა და მუშაობს ისევ : d
    1 point
  22. ნუ აოფებთ ME3-ის თემას სტარტრეკის ინფოებით და განსჯით შეგიძლიათ დაანონსებულ თამაშებში გახსნათ და იქ განიხილოთ
    1 point
  23. ჰო მე და ჭიბო ვეჯიბრებოდით რომელს მეტი პოსტი ექნებოდა :lollol:
    1 point
  24. აღარ მივიღებ მონაწილეობას მაინც ვერ მოვიგებ ამ სენდიების ხელში
    1 point
  25. ხო გაიყიდა მე ვიყიდე უკვე!
    1 point
  26. ხო, არ არის ცუდი, პირიქით - კარგია. პროსტა WD - უფრო კარგი, სხვა არაფერი :)
    1 point
  27. მე პირველი ლინკი რო გაქვს WD ეგ ვინჩო მაქვს და კმაყოფილი ვარ. კარგა ხანია რაც მაქვს და არანაირი პრობლემა არ მქონია. ჰო ერთხელ იყო ძველ ხლამ კომპზე წინიდან შეერთების შემთხვევაში კვება არ ეყო და ფხრიწინი დაიწყო ისიც იმ კომპის სიძველის გამო იყო. დამატებითი კვების კაბელი არ აქვს მაგრამ მოკლე UშB აქვს და ყოფნის მაინც. თან ნავაროჩენნი პროგრამული უზრუნველყოფა მოყვება მოკლედ კარგია და რეკომენდაციას ვუწევ. სხვა მოდელების არ ვიცი...
    1 point
  28. ჰო, სადღაც ეგრე. ძირითადად HDD-ები ზრდიან ფასს. + ჩემს შემთხვევაში კეისიც უბრალოდ თან ძალიან მინდოდა ეს კეისი, თან ამაში 6 HDD ეტევა, + ზემოდან 5.25"-იანი ბეიც აქვს. გარეგნულად ცოტა პატარა ჩანს, მაგრამ ძალიან ტევადია. + ვინდოუსს ხო არ ვყიდულობთ ჩვენ საქართველოში ისე 50$ ღირს WHS 2011.
    1 point
  29. Samusng S8530 Wave II ამ მოდელზე თუ იცით ვინმემ facebook-ის ჩატის დაყენება...ან საერთოდ ყენდება თუ არა....
    1 point
  30. კი მანდ არასწორათ უწერიათ, უფრო სწორათ ეგეთი სისწრაფეები ქონდა თავიდან, ეხლა შეცვალეს ბოლო 2 თვეა დაახლოებით, 49 ლარიანზე 750კბ/სეკ-ი აქვს სადღაც გლობალზე და ლოკალზე როგორც უწერიათ, ყველგან ეგრეა სხვებსაც ეგრე ქონდათ ვისაც ვკითხე, გლობალს კიდე აწევენ წესით, სილკნეტსაც უნდა შემოსვლა და კავკასუსსაც ახლო მომავალში ოპტიკური პაკეტებით და მაგიტომ რუსთავში
    1 point
  31. ეს კატა ისე იდგა, რომ არ გადამეღო არ იქნებოდა
    1 point
  32. აი ჩამოვწერ ნაწილებს, ფასები კი ცოტა იცვლება ხოლმე: კეისი - Lian Li PC-Q08 Black - http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16811112265 კვება - Antec EarthWatts EA-380D - http://www.amazon.com/gp/product/B002UOR17Y/ref=oh_o00_s00_i00_details მაზერი/პროცი: Intel BOXD525MW (Atom D525) - http://www.amazon.com/Intel-Dual-Core-Mini-ITX-Motherboard-BOXD525MW/dp/B0041RSC94/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1334607379&sr=1-1 ოპერები: 2 X Crucial CT25664BC1067 2GB 204-PIN PC3-8500 - http://www.amazon.com/Crucial-CT25664BC1067-204-PIN-PC3-8500-SODIMM/dp/B001KB6Z2U/ref=pd_bxgy_e_text_b HDD: Seagate Barracuda 7200RPM 2 TB ST2000DM001 - http://www.amazon.com/Seagate-ST2000DM001-Barracuda-3-5-Inch-Internal/dp/B005T3GRN2/ref=wl_it_dp_o_pdT11_nS?ie=UTF8&coliid=I1ML63XI553CYG&colid=SFI4LRJ6ERYA HDD ჯერჯერობით 1 ცალი მაქვს დაკვეთილი, მომავალში დავამატებ კიდევ და რამე failover raid-ს გავუშვებ ზედ. + სისტემა Windows Home Server 2011 რაც შეეხება ფუნქციებს: 1) დატა სერვერი (ზედ შეინახება ვიდეო/ფოტო/აუდიო ფაილები, რაც კი ახლა ჩემს პირად კომპში მაქვს) 2) მედია სერვერი (ფილმები/მუსიკა) + სტრიმინგი TV-ზე 3) დაუნლოუდ სერვერი (დიდი დაუნლოუდები, ტორენტები...) 4) Windows Home Server 2011-ის ფუნქციონალის გამოყენება, თავისი ვებ-პორტალის ჩათვლით ენერგომოხმარება <40 ვატი. ნუ სამომავლოდ ახალ ატომზე ან AMD-ს zacate-ზე დავააპგრეიდებ და ენერგომოხმარება შემცირდება კიდევ უფრო. ჯამში მიზანი ის მაქვს, რომ პირადი კომპი, რომელიც 3-ჯერ და უფრო მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს არ მქონდეს მუდმივად ჩართული. 24 საათი ჩართული იქნება ეს პატარა სერვერი. ჯამში თვიური ელ.ენერგიის ხარჯი 5.2-5.3 ლარი ექნება.
    1 point
  33. კარგი რა ლევან, სიმბიანია პროსტა კარლა ჰქვია. თუ გინდა ჟანა ერქვას სიმბიანი სიმბიანია ფესვებიდან იზომება ხო იცი სიმაღლე ხოდა მაგას ფესვები სიმბიოზში აქვს :D
    1 point
  34. კაი კონფიგია ძალიან,ერთადერთი ვიდეოს ჩავანაცვლებდი აი ამით http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16814102986 GTX570-ის დონეა,ცოტა ძლიერია დაჟე მაგაზე+ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და კვება შეგიძლია ეს აიღო http://www.amazon.com/Corsair-Certified-Compatible-Platforms-CMPSU-600CXV2/dp/B004W2T2UQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1334600216&sr=8-1 ოპერატიული კარგად გირჩია nikolozi-მ.ოგაიბმაც კარგი ქულერი გირჩია,დედაპლატა ეგ ასროკი ძალიან მაგარია.
    1 point
  35. გავაჯაზეთ გუშინ :D
    1 point
  36. ამერიკული ბიოსი გაქვს :D
    1 point
  37. პს: ვინემს ბანჯგვლიანი როჟა რო ნახო კამერაში(თუნდაც ჩემი ) მაინც ვერაფერს გაიგებ სიტუაციასთან დაკავშირებით,მიდი და უყურე ყველაზე კაი ვარიანტი ეს არის პშ:პს: მართვის მოწმობა თუ აგქვს არ ნიშნავს,რომ მანქანის მართვა იცი,ხოლო თუ მართვა გეცოდინება დაიკიდე და მშვიდად გადი )
    1 point
  38. http://www.youtube.com/watch?v=i_4GVm9adaU&feature=related
    1 point
  39. retarted უფრო BC2-ს გავს
    1 point
  40. მუდმივი არაფერია რაცარუნდა კარგი იყოს, მტვერი თუ ჩავიდა კარგი კვების ქულერში ისიც ახმაურდება, ნუ თუ ახლა საილენთ კვებაა ანუ უქულერო და უზარმაზარი რადიატორები დევს შიგნით იასნია ეგეთი რამ არ დაემართება ისე მე წელიწადში ერთხელ მაინც ყველა დეტალს ვხსნი ფანს და გემრიელად ვწმინდავ მერე საკაიფოდ დავზეთავ და არის მშვენივრად, მაგიტომ არ მაწუხებს არანაირი ზედმეტი ხმა გარდა ჰაერის ნაკადისა :xelitavi:
    1 point
  41. და რა კავშირშია ეს რაზდელი შენ პრობლემასთან, ამოვიტა ყელში ეს გადატან გადმოტანები, ვორნით გასაჩუქრებ ამჯერათ, ეს ყველა უზერს ეხება განსაკუთრებით ვინც არაერთი კვირაა აქ უკვე დარეგისტრირებული და პოსტებიც საკმარისი რაოდენობის დაუგროვდა, აქამდე უნდა გაგერკვიათ ეგ ყველაფერი და ჩემთან ნუ გექნებათ პრეტენზია მაგის თაობაზე, თემა კი გადამაქვს გაგრილების სისტემა & კეისების რაზდელში
    1 point
  42. GTX580-ის სამ SLI-ის აზრს ვერ ვხედავ გეიმერი თუ ხარ, და არც HD7970 QuadFireX არ არის საჭირო გეიმინგისთვის.
    1 point
  43. დღეს გაკვეთილად გვექნება GPU-z პროგრამა ჩამოქაჩვა შეგვიძლია აქედან http://www.techpowerup.com/downloads/1665/mirrors.php პროგრამის მთავარი ფუნქციაა ვიდეო ბარათის (ვიდეო კარტის) შესახებ ინფორმაციის მიღება პროგრამას აქვს სამი ძირითადი Tab-ი პრინციპში ძირითადი ერთია მარა ყველას განვიხილავთ Graphics Card ტაბი Name - აქ წერია ვიდეო კარტის დასახელება ზუსტი მოდელი (კონკრეტულ შემთხვევაში 6800 GS) GPU - აქ წერია უშუალოდ GPU ბირთვი რომელია, ანუ კოდური სახელწოდება (აქ NV41) Revision - GPU-ს რევიზია (აქ A1. სიტყვაზე B1 რევიზია ჯობია უფრო ახალი გამოშვებულია) Technology - ნანომეტრული ტექნოლოგია რომლითაც არის დამზადებული გრაფიკული ჩიპი (აქ 130 nm) Die Size - GPU კრისტალის ზომა (225 mm2) Release Date - გამოშვების თარიღი Transistors - ტრანზისტორების რაოდენობა (202 მილიონი) Bios version - აქ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო კარტის ბიოსის ვერსია მანდვე პატარა კნოპკა რომელსაც დააჭერ, მერე save to file და შეგიძლიათ კონკრეტული ბიოსის შენახვა მაგალითად ახალი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვის წინ ბექაფის გასაკეთებლად, თუმცა მაინც გირჩევთ backup-იც და დაფლეშვაც DOS-იდან გააკეთოთ Divace ID - იდეაში ეს ნომერი დაგეხმარებათ ახალი ბიოსის სწორად ამორჩევაში თუ რამოდენიმე ვარიანტი იპოვეთ ერთი და იგივე ვიდეო კარტისთვის, თორემ შიეძლება შეცდომით სხვა ბიოსით დაფლეშოთ და ვიდეო კარტა გააფუჭოთ. Subvender - ჩემთან რატომღაც ვერ ამოიცნო წესით Nvidia უნდა იყოს ან ATI-ს კარტის შემთხვევაში ATI ეწერება მანდ ROPs - Raster OPeration units მათი რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია რაც მეტია მით უკეთესი ROP*GPU clock=pixel fiilrate Bus Interface - რომელ სლოტზე მუშაობს ვიდეო კარტა ჩემთან ვიდეო კარტას აქვს 16X მხარდაჭერა მაგრამ ბიოსიდან 8X-ზე ვამუშავებ ეხლა. მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა თქვენთან 16X@16X იქნება. ან თუ AGP ვიდეო კარტა გაქვთ მანდ იქნება AGP 8X ასეთი რამე. Shaders - შეიდერების რაოდენობა რაც მეტია უკეთესია განსაზღვრავს ვიდეო კარტის წარმადობას. Vertex თანამდეროვე თამაშები საერთოდ არ იყენებენ ამ ერტეულებს და ახალ ვიდეო კარტებში მითითებულიც არ არის ცალკე. DirectX supprot - ყველაზე ბოლო DirectX-ის მხარდაჭერა რომელიც აქვს ვიდეო კარტას Pixel Fillrate და Texture Fillrate - იდეაში სწორედ ეს მონაცემებია ყველაზ მნიშვნელოვანი ვიდეო კარტის მახასიათებლებიდან რაც მეტია მით უფრო ძლიერია ვიდეო კარტა. როგორ გამოითვლება Pixel Fillrate მიწერია ზევით ხოლო Texture Fillrate გამოითვლება TMU*GPU clock=Texture fiilrate დაწვრილებით იხილეთ ბატონი მიშას ლექცია ვიდეოდაფა. ვიდეო კარტის რაზგონისას მატულობს GPU clock სიხშირე და Pixel Fillrate და Texture Fillrate შესაბამისად ! Memory type - აქ GDDR3. GDDR4 ან GDDR5 ჯობია ყველა ვარიანტში რადგან უფრო მეტ სიხშირეზე მუშაობს. Bus width - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სალტის სიფართე (256bit) რაც მეტია უკეთესია თუმცა პირველ რიგში უყურეთ Pixel Fillrate და Texture Fillrate, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია და მხოლოდ შემდეგ ბიტების რაოდენობას. Memory size - ვიდეო მეხსიერების მოცულობა. მეორეხარისხოვანია როგორც ბიტების რაოდენობა. Bandwith - იგულისხმება ვიდეო მეხისერების გამტარობა და გამოითვლება ფორმულით Bus width/4*Memory clock-ზე. მაგალითად ჩემთან 256bit/4*500Mhz=32000 ანუ 32.0 GB/s. დაგეხმარებათ ვიდეო კარტის შერჩევისას როცა არ იცით 256 ბიტიანი იყიდოთ თუ 128 ბიტიანი!!! ნახავ Bandwith და რომელსაც მეტი აქვს ის ჯობია !!! Driver Version - დრივერის ვერსია (ძველი მიყენია 175.19) ჯობია უახლესი დააყენოთ ხოლმე თამაშებში უკეთესი შედეგი გექნებათ! GPU clock - სიხშირე რომელზეც მუშაობს ვიდეო კარტა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ROP-თან და TMU-სთან ერთად. (მათი გამრავლებით გამოითვლება ვიდეო კარტის წარმადობა და სიწრაფე). რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და შესაბამისად Pixel Fillrate და Texture Fillrate მნიშვნელობებიც. Memory - იგულისხმება ვიდეო მეხსირების სიხშირე ანუ Memory clock (2-ზე გამრავლებით მიიღება ეფექტური სიხშირე როგორც ჩვეულებრივ ოპერატიულის დროს და სწორედ ეგ სიხშირე გამოაქვთ ხოლმე მწარმოებლებს მახასიათებლებში). თუ რატომ ხდება 2-ზე გამრავლება იხ. ბატონი მიშას ლექცია DDR-ის ანა-ბანა. რაზგონისას ეს მნიშვნელობა მატულობს და მასტან ერთად Bandwith. Shader - სიხშირე რომელზეც მუშაობენ შეიდერები. ჩემთან მრთალად არის იმიტომ რომ 8600-ის შემთხვევაში ცალკე არ არის და ემთხვევა GPU clock სიხშირეს ისევე როგორც ATI-ს კარტებზე (ჯერჯერობით ასეა ). Nvidia-ს ახალ კარტებზე ეს ციფრი ცალკეა გამოტანილი და როგორც წესი უფრო მეტია ვიდრე GPU clock . მისი სიხშირის მომატება შეიძლება როგროც GPU clock-თან ერთად ისე მისგან დამუკიდებლად. Default clock, Memory, Shader - ეს სიხშირეები ფიქსირებულია რაზგონისას არ მატულობს და ყოველთვის იმ მნიშვნელობაზეა რომელიც გაყიდვისას ქონდა. მათი შეცვლა შეიძლება მხოლოდ ბიოსის შეცვლით და ამ შეცვლილი ბიოსით ვიდეოს დაფლეშვით. Nvidia SLI - ATI-ს კარტებზე იქნება Crossfire ანუ როცა ერთდოულად რამოდენიმე ვიდეო კარტა გვაქვს კომპში და ჩართულია SLI ან Crossfire რეჟიმში შესაბამისად იქნება Enabeld. ჩემთან Disabled არის იმიტომ რომ ერთი ვიდეო კარტა მაქვს ჩართული. მაგალითად ამ სურათზე ეს ფუნქცია ჩართულია და როგორც სურათზე ჩანს რეალურად შესაძლებელია სხვადასხვა ვიდეო კარტების ჩართვა. Sensor ტაბი ამ ტაბში მოცემულია სიხშირეები რომელზეც კონკრეტულ მომენტში მუშაობს ვიდეო კარტა თამაშისას ან ვიდეო კარტის დატვირთვისას ეს სიხშირეები მატულობს. ასევე მანდვე წერია ვიდეო კარტის GPU-ს და PCB-ს ანუ თვითონ დაფის ტემპერატურა და ქულერის ბრუნვის სიჩქარეც. Validation ტაბი აქ შეგიძლიათ ვალიდაცია გაუკეთოთ ვიდეო კარტის რაზგონს დააჭერთ უბრალოდ Submit კნოპკას გაჩნდება წარწერა Completed დააჭერთ your validation ID is: 34eew (თქვენთან სხვა ID ექნება ვალიდაციას) და გადაგიყვანთ ვალიდაციის საიტზე მაგალითად ჩემთან http://www.techpowerup.com/gpuz/4sz5n/ ეხლა მე ვიდეო დარაზგონებული არ მაქვს თორემ მანდ გამოიტანდა სწორედ დარაზგონებულ სიხშირეებს და არა სტოკ სიხშირეებს. მემგონი სულ ეს არის რაც შეიძლებოდა მეთქვა. :)
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.