Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/23/12 in all areas

  1. პროგრამების ბაზა CPU Benchmarks: Disk Drive Benchmark: GPU Benchmarks: Monitoring & Info Tools: Overclocking Tools: GPU Overclocking Tools: VGA BIOS Tools: Stability & Stress Tests: Program Versions: მოკლე ბმული ამ გვერდზე: http://bit.ly/ocsoft
    1 point
  2. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის ფორუმზე ხშირად სვამენ შეკითხვას ეყოფა თუ არა კვების ბლოკი სისტემას, რომელი კვების ბლოკი ავარჩიო და ასე შემდეგ. ვეცდები გასაგებად ავხსნა როგორ შეიძლება კვების ბლოკის არჩევა. რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. ერთი პერიოდი ენერგიისადმი სისტემის მოთხოვნებმა ძალიან იმატა და ერთი ვიდეო კარტით სისტემას ზოგჯერ 650 ვატიც სჭირდებოდა თუმცა ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ ძაბვას მოიხმარენ High End ნაწილები, დღეისათვის 500 ვატი თითქმის ყველა სისტემას ეყოფა ერთი ვიდეო კარტით (ერთი GPU, Dual GPU ვიდეო კარტები არ იგულისხმება). განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) . დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი). ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა ასე დათვლა მაინც ძნელია და საბედნიეროდ არსებობს უამრავი online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან თქვენი სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა ცოტა განვიხილო როგორ შეიძლება ამ კალკულატორით დათვლა http://www.extreme.o...culatorlite.jsp ესეც საიტი. ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს თუ რაზგონს ვაპირებთ. დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ System Type იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. ასევე დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე ჯობია ისევ ძაბვის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ ჯობია 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”პწიჩკას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ძაბვას პროცესორზე. შემდეგ ამოვირჩევთ RAM-ს ოპერატიულის ტიპი (DDR) და რაოდენობა, FB Dimm-s შეგიძლიათ დაიკიდოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რაც ვატების მხრივ არაფერს ცვლის. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ cross-ი. აქ გაუგებარი არაფერია. მერე ვირჩევთ ვინჩესტერის ტიპს (IDE, Sata, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, blue ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდგომში საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს არც მოვნიშნავთ, მაგალითად დამატებითი PCI-e კარტა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს. Capacitor Aging: (კონდენსატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა) აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი მოხმარების ერთი წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ეფექტურობას და თუ კვების ბლოკს 1 წელზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ და 24/7-ზე თუ გვექნება ჩართული 1 წელზე მეტ ხნის განმავლობაში მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა ციფრსაც მივიღებთ რეალურად ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენი ვატი დაგვჭირდება. ციტატა საიტიდან: The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage. ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და მხოლოდ შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად ქვემოთ ვიტყვი. არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები მაგალითად Enermax და Corsair ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. http://www.enermax.outervision.com/ http://www.corsair.com/us/learn_n_explore/?psu=yes (უამრავი კალკულატორი არსებობს და ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ ) მთავარია გავიგოთ დაახლეობით რამდენ ვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. ნებისმიერ სისტემას ერთი ვიდეო კარტით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი. გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო კარტით, თუ კვების ბლოკი 500 ვატი ან მეტია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული. ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი? საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და აქ ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე. ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს. მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ? აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას http://www.80plus.co...u/psu_join.aspx ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც მართლა ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და ამათგან ნებისმიერის ყიდვა ღირს. საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის, მარტო ის მოდელებია რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ. ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება. ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე http://www.xtremesys...ad.php?t=108088 აქ ე.წ. Tier-ებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ. ზოგადად პოპულარული ბრენდებია Enermax, Seasonic, Corsair, FSP (Fortron source), Antec, Silverstone, Be Quiet, Thermaltake, OCZ, Cooler Master, Rosewill, Super Flower, NZXT, EVGA. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე შეგიძლიათ ხარისხიანი კვების ბლოკების მიმოხილვები ნახოთ ამ სატზე http://www.realhardtechx.com/index_archivos/Page541.htm არსებობს საიტი http://www.hardwares...com/article/370 რომელზეც აღწერილია როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდე რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გამიჭირდება პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც აწი ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას. ფორმა ATX ATX სტანდარტია რომელიც დესკტოპ სეგმენტზეა გათვლილი და ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება. წონა როგორც წესი კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა ზოგიერთ იაფფასიან კვებას სქელი კორპუსი აქვს და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს. კონექტორები და შნურები თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს sata, IDE, floppy კონექტორი, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში კაბელის სიგრძე არ გვეყოფა. ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ. არსებობს სრულად და არასრულად (მაზერის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ ძვრება) Modular კვების ბლოკები. ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო კარტა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფა კვებას იღებდნენ დედა დაფიდან. ეხლა უკვე ბევრი ვიდეო არსებობს ისეთი რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2 ორ-ორი PCI-e კონეკტორი სჭირდებათ). არის 6 პინიანი და 8 პინიანი PCI-e კონეკტორები 6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის. ზოგ ვიდეო კარტას სჭირდება ორი 6 პინიანი ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ არჩევისას. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. არსებობს IDE to PCI-e გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” და არა გადამყვანით. ასევე გასათვალისწინებელია რომ რამოდენიმე ვიდეო კარტით სისტემებს 1000 ვატი და მეტი სიმძავრის კვების ბლოკი შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია ვიდეო კარტას. ვეტილატორები (Fan) და ხმაური რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ ჯობია შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით არსებობს კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით. მაინც ძნელია ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა, დიდი ვენტილატორი როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი. კვების ბლოკზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ review-ების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული კვება როგორ ხმაურობს. არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი მაგალითად Seasonic FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთი კვების ბლოკებს. კიდევ ბევრი მწარმოებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-500 ვატი), სამაგიეროდ ეფექტურია და აბსოლუტურად უხმაურო. Internals კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახო შიგნით რა ხდება ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის. მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხო და განსხვავებას აშკარად ნახავ. ეფექტურობა 80+ ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომლებიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა (მ.ქ.კ.) უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს გაუძლებს დაემატება სიაში. შეიძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით ამ საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი საიტზე დიდია. არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Pick Watts და continuous power. Pick Watts ეს არის სიმძლავრე რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე სრულ დატვირთვაზე მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა ე.წ. continious power. სწორედ ეს არის რეალური ვატები, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ სამწუხაროდ მწარმოებლები სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით. ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური ანუ სიმძლავრე რომლის მოცემაც კვებას შეუძლია 24/7 დატვირთვაზე. ეხლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვება, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან . ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%) დანარჩენი იაკრგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (დაბალი ხარისხის კვების ბლოკების ეფექტურობა საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად. ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს. ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლები დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის. ამ საიტზე ხუთი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით standard, bronze, silver, gold და უკვე Platinium. (Platinium ეფექტურობა უკვე 92%-ს აღწევს, თუმცა უკვე გამოჩნდა Titanium ეფექტურობაზე 96%-მდე) http://en.wikipedia.org/wiki/80_Plus დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირე სითბოს გამოყოფა და ჩვენი ხარჯებიც. გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ესეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს თუმცა საბოლოოდ ასეთი კვების ბლოკები ბევრად მეტ დენს დაზოგავენ. PFC Power Factor Correction სიმძლავრის ფაქტორის კორექცია იმპულსურ კვების ბლოკებში (სწორედ ასეთი ტიპის კვების ბლოკები გამოიყენება კომპიუტერისთვის) PFC წარმოადგენს სქემატური ელემენტების ნაკრებს, რომელიც ამცირებს კვების ბლოკის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მოხმარებას. სიმძლავრის კოეფიციენტი (PF) ეწოდება აქტიური სიმძლავრის (სიმძლავრე რომელსაც კვების ბლოკი მოიხმარს) შეფარდებას სრულთან (ანუ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ვექტორულ ჯამთან). თავისი არსით სიმძლავრის კოეფიციენტი (არ აგერიოთ მარგი ქმედების კოეფიციენტში - მ.ქ.კ. ანუ ეფექტურობაში) ეს არის სასარგებლო და მიღებული სიმძლავრის შეფარდება და რაც უფრო ახლოს დგას ეს კოეფიციენტი ერთიანთან მით უკეთესია. PFC არსებობს ორი ტიპის - პასიური (Passive PFC) და აქტიური (Active PFC). იმპულსური კვების ბლოკი ყოველგვარი PFC-ს გარეშე ქსელის დენიდან მოიხმარს ენერგიას იმპულსების სახით, რომლებიც დაახლოებით ემთხვევიან ქსელის ძაბვის სინუსოიდის პიკებს. პირობით ოსცილოგრამაზე მწვანე ხაზი აღნიშნავს ქსელის ძაბვას, ხოლო უფრო ღია ხაზი კვების ბლოკის მიერ მოხმარებულ დენს. ასეთი სურათის დროს სიმძლავრის ფაქტორი (PF) 0.7-ს აღწევს ანუ ფაქტიურად სიმძლავრის მესამედი ქმნის დამატებით დატვირთვას ელექტრო გაყვანილობაზე ისე რომ არანაირ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებს! შეიძლება კერძო პირებს ეს პრობლემას არ უქმნის რადგან სახლის ელექტრო მრიცხველი მხოლოდ აქტიურ სიმძლავრეს ითვლის, მაგრამ მსხვილ ოფისებში და ისეთ დაწესებულებებში სადაც ბევრი კომპიუტერი დგას იმპულსური კვების ბლოკები დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგან ყველა ელექტრო კაბელი და შესაბამისი მოწყობილობა გათვლილი უნდა იყოს სრული სიმძლავრეზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 0.7 სიმძლავრის კოეფიციენტის დროს მათი სიმძლავრე ერთი მესამედით მეტი უნდა იყოს ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და გავრცელებულ მეთოდს ე.წ. პასიური PFC წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვეულებრივ დროსლერს შედარებით მაღალი ინდუქტიურობით და ჩართულია წრედში თანმიმდევრობით კვების ბლოკის წინ. პასიური PFC შედარებით აგლუვებს დენის იმპულსებს, გაჭიმავს რა მათ დროში - თუმცა სიმძლავრის კოეფიციენტზე დიდი ზეგავლენისთვის საჭიროა დროსლერი დიდი ინდუქტიურობით, რომლის ზომებიც იმდენად დიდი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ კვების ბლოკში ვერანაირად ჩაეტევა. ხოლო მცირე ზომის დროსლერები რომლებიც კვების ბლოკში ეტევა იძლევიან მხოლოდ მაქსიმუმ 0.75 ტოლ სიმძავრის კოეფიციენტს. აქტიური PFC თავის მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთ იმპულსურ კვების წყაროს, რომელიც ზრდის ძაბვას. როგორც სურათზე ჩანს დენის ფორმა, რომელსაც მოიხმარს კვების ბლოკი აქტიური PFC-თი, ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეულებრივი რეზისტული დატვირთვის მოხმარებისგან - საბოლოო ჯამში სიმძლავრის კოეფიციენტი სრულ დატვირთვაზეც კი 0.95-0.98-ს აღწევს. მართალია დატვირთვის კლებისას სიმძავრის კოეფიციენტიც კლებულობს 0.7-მდეც კი. თუმცა ბევრი Active PFC კვების ბლოკის მწარმოებელი 20%-ზე ნაკლებ დატვირთვაზეც კი გვპირდება 0.98 სიმძლავრის კოეფიციენტს. და პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში. გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი Pure სინუსოიდური ტიპის აქვთ) სხვა შემთხვევაში შეიძლება დენის წასვლისას სისტემა გაითიშოს. გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას. ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი. წყარო და ნაკადული http://www.nix.ru/su...&faq_topics=PFC http://en.wikipedia....on-linear_loads ძაბვის რეგულაცია Load regulation ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ, ხოლო საუკეთსოებს ±1% და ნაკლები აქვთ. დაცვები Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ესეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები. ამპერები და ვატები +12V განხრებზე აქ მე მინდა ავხსნა როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე. ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა მაზერი და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ეხლა უკვე პროცესორიც, მაზერიც და მით უმეტეს ვიდეო კარტაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერია +12V-ზე. საერთოდ ვატები ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W. რაც უფრო მეტი იქნება +12V ამპერები მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერი უწერიათ ხოლმე. მაგალითი 1 +12 ვოლტზე 34 ამპერი 34/12=408 ვატი ჯამში მაგალითი 2 360 ჯამური ვატი +12 ვოლტიან განხრებზე (სულ ორია) ანუ ჯამში გამოდის 360/12=30 ამპერი (და არა 20+18) დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი. თუ რამოდენიმე განხრაა 12იანი,მაშინ ჯამური ამპერები რომელსაც მეტი აქვს +12 ვოლტზე ის ჯობია! ეგ არის მთელი ფილოსოფია ძალიან ბევრ ახალ კვების ბლოკს +12 ვოლტზე ჯამური ამპერები ან ვატები ცალკე აქვთ ხოლმე გამოტანილი რაც აადვილებს მათ შეფასებას. როგორც სურათზე ჩანს ჯამური ამპერაჟი +12 ვოლტიან განხრებზე 32 ამპერია და არა 22+22=44 ამპერი. მოკლედ კვების ბლოკის სიმძლავრე ყველა +12 ვოლტის სიმძლავრის ჯამის ტოლი არ არის ხოლმე და ახალ (და ხარისხიან) კვების ბლოკებს ყოველთვის უწერიათ რეალურად რამდენია მაქსიმალური ამპერაჟი ამ განხრაზე. http://forums.guru3d...ad.php?t=205763 ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კვების ბლოკების OEM მწარმოებლები და ასევე თითოეული მოდელზე +12 ვოლტზე კომბინირებული ამპერები, რითაც ადვილდება სხვადასხვა კვების ბლოკების შედარება. რომელსაც მეტი ამპერი აქვს ის აჯობებს. ლინკის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Ogaib-ს აქ რაც სურათებია, პირველი რაც ამოვყარე ინტერნეტიდან ისინია. არც ერთის რეკლამას არ ვეწევი, რომელიც გინდათ ის აარჩიეთ. რეკლამას გავუწევ ყველა კვების ბლოკს რომელიც 80Plus საიტზეა, ყველა კვების ბლოკი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებიც ჩამოვთვალე (გარდა PCI-eკონეკტორების რაოდენობისა ზოგიერთ კვებას შეიძლება საერთოდ არ ქონდეს, რისი ნახვაც ყიდვისას შეიძლება). მწარმოებელი ფორმა ATX წონა კონეკტორები (შნურები) ვენტილატორები (Fan) და ხმაური Internals ეფექტურობა 80+ PFC ძაბვის რეგულაცია (Load regulation) დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection) ამპერები და ვატები +12V განხრებზე და ფასი ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიო ხარისხიანი კვების ბლოკი. მოკლედ თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ, საკმაოდ გამოადგებათ დამწყებ overclocker-ებს და არა მარტო overclocker-ებს.
    1 point
  3. DDR ზოგადად DDR ტიპის მეხსიერება აგებულია SDRAM ტექნოლოგიაზე (Synchronous Dynamic Random Access Memory), რაც ნიშნავს, რომ ის გარკვეული ტაქტური სიხშირით მუშაობს. თვითონ "DDR" ნიშნავს "Double Data Rate", ანუ ამ მეხსიერებებს ერთ ტაქტურ ციკლში 2 მონაცემის გატარება შეუძლიათ (იხ. სურათი). ამ თვისების გამო მეხსიერების მოდულებზე ეწერება იმაზე 2-ჯერ მეტი ტაქტური სიხშირე, ვიდრე მოდულს რეალურად აქვს, ანუ მაგალითად DDR2-800MHz რეალურად 400MHz-ზე მუშაობს. გარდა ამისა უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ კომპიუტერში ჩადგმის შემდეგ მოდულმა შეიძლება ავტომატურად არ იმუშაოს იმ სიხშირეზე, რა სიხშირეზეცაა გათვლილი. ეს იმიტომ ხდება, რომ მეხსიერების კონტროლერი, რომელიც ტაქტურ სიხშირეზეა პასუხისმგებელი, მოდულში კიარა, დედაპლატაზე, ან CPU-შია. ახლა რაც შეეხება სახელწოდებებს...სახელწოდება DDRx-yyyy (სადაც x არის ტაქტის გენერაციის ტექნოლოგია, ხოლო yyyy - DDR-ის სიხშირე) ეძლევა მხოლოდ მეხსიერების ჩიპებს. რეალურად კი მოდული რამდენიმე ჩიპისგან შედგება, ამიტომ მოდულებს აქვთ სახელწოდება PCx-zzzz, სადაც x არის ტაქტის გენერაციის ტექნოლოგია, ხოლო zzzz - მაქსიმალური თეორიული გამტარობა (maximum bandtwidth). ეს არის რიცხვი, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი ბაიტი ინფორმაციის გატარება შეუძლია მოდულს 1 წამში. ის მარტივად გამოითვლება მოდულის სიხშირის 8-ზე გამრავლებით. ანუ მაგალითად DDR2-800-ის მაქს. თეორ. გამტარობა არის 6400MB/s (800x8). ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ თეორიული რიცხვებია, რეალურად გამტარობა უფრო ნაკლებია. სიჩქარეები DDR, DDR2 და DDR3 მოდულებს შორის სიჩქარეების სხვაობის უკეთ აღსაქმელად ქვემოთ მომყავს პატარა ცხრილი, სადაც ნაჩვენებია ზოგიერთი მოდულის სიხშირე, მაქს. თეორ. გამტარობა და სახელწოდება. ვოლტაჟი ცხადია მოდულები გარკვეულ ძაბვაზე მუშაობენ. DDR მოდულებისთვის სტანდარტული ძაბვა 2.5 ვოლტია, DDR2 - 1.8v, ხოლო DDR3 - 1.6v. რათქმაუნდა ეს ყველა მოდულს არ ეხება და უბრალოდ საშუალო რიცხვებია მოყვანილი, სამომავლოდ დაგეგმილია 1.35V-ზე მომუშავე მოდულების წარმოება, ოვერქლოქინგისთვის კი პირიქით - მეტი ძაბვის მიცემაა საჭირო და ა.შ., მაგრამ ძირითად აზრში გაერკვიეთ - DDR3 ნაკლებ ძაბვაზე მუშაობს , ვიდრე DDR2 და DDR2 DDR-ზე ნაკლებ ძაბვაზე მუშაობს. ლატენტურობა ლატენტურობა, ანუ "დაგვიანება" არის დრო, რომელიც გადის მონაცემთა მოთხოვნიდან მონაცემთა მიღებამდე. იგი ასევე ცნობილია სახელწოდებით CAS (Column Address Strobe) Latency, ან უბრალოდ CL. ლატენტურობის რიცხვი წარმოადგენს ციკლის რაოდენობას. ანუ მაგალითად მოდულისთვის, რომელსაც აქვს CL3, მეხსიერების მოთხოვნიდან მის მიღებამდე გადის 3 ტაქტური ციკლი. CL5-იან მოდულს უფრო მეტხანს "მოუწევს" ლოდინი. ასე რომ რაც ნაკლებია ლატენტურობა, მით უკეთესია მოდული. თვალსაჩინოებისთვის იხ. სურათი განსხვავებული ტაქტური სიხშირის მქონე მოდულების შედარებისას დაგვჭირდება მცირე გამოთვლა. ყოველ ტაქტურ ციკლს თავისი შესრულების დრო აქვს, რომელიც ns-ით იზომება (ns-ნანოწამი, 0.000,000,001 წამი). მაგალითისთვის DDR2-800 მეხსიერების ციკლი 2.5ns-ს ტოლია. ასე რომ თუ ასეთ მეხსიერებას აქვს CL5, მაშინ რეალური რეაგირების დრო ბრძანების მიღებიდან შესრულებამდე უდრის: 2.5x5=12.5ns. მგონი მარტივია არა? მეხსიერების ტაიმინგების აღნიშვნაში ლატენტურობა პირველი რიცხვია. მაგალითად 5-5-5-15 ტაიმინგისთვის ლატენტურობა არის 5. იხ. სურათი prefetch DRAM მეხსიერება მონაცემებს მიკროკონდენსატორებში ინახავს. DDR მეხსიერება ამ მონაცემთა 2 ბიტს გზავნის ერთი ციკლის მანძილზე მეხსიერების I/O ბუფერში. ამას 2-ბიტიანი "prefetch" ეწიდება. DDR2 მეხსიერებისთვის ეს რიცხვი 4-მდე იზრდება, ხოლო DDR3-ისთვის - 8 ბიტამდე. სწორედ ამის წყალობითაა შესაძლებელი DDR2-ს ქონდეს DDR-თან შედარებით 2-ჯერ მეტი ტაქტური სიხშირე, ისევე, როგორც DDR3-ს - DDR2-თან შედარებით. უფრო უკეთ რომ გავიგოთ, რა ხდება, მოვიყვანოთ მაგალითი (იხ. სურათი) ავიღოთ ერთი DDR-400, ერთი DDR2-400 და ერთი DDR3-400 მეხსიერება (DDR3-400 არ არსებობს, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ არსებობს). სამივე ჩიპი 200MHz-ზე მუშაობისას ერთ ციკლში 2 ინფორმაციის ერთეულს გადაამუშავებს (როგორც ადრე ვთქვით) და გზავნის "გარეთ", ამიტომ სიხშირე 400MHz-ად ჩაითვლება, მაგრამ "შიდა" ოპერაციისთვის DDR მოდული ერთ ციკლში გადაამუშავებს და გადააადგილებს 2 ბიტს მეხსიერებასა და memory I/O ბუფერს შორის. ამიტომ შიდა ტაქტური სიხშირე 400MHz-ს რომ დაემთხვეს 200MHz-ზე უნდა იმუშაოს (200MHz x 2=400). DDR2 მეხსიერებას 4 ბიტი აქვს, ამიტომ შეუძლია ნაკლებ სიხშირეზე იმუშაოს, რომ იმავე წარმადობას მიაღწიოს, რასაც DDR1 აღწევს (100MHz x 4=400). ანალოგიურად, DDR3 მეხსიერებას კიდევ 2-ჯერ ნაკლები სიხშირე ჭირდება იმავე წარმადობისთვის (50MHz x8=400MHz). ანუ DDR-400, DDR2-800 და DDR3-1600 მეხსიერებებს შიდა ტაქტური სიხშირე ერთი და იგივე აქვთ, მაგრამ წარმადობაში სხვაობა რამხელაა იმედია ხვდებით Resistive Termination ეს მახასიათებელი წინაღობით ტერმინაციად გადმოვთარგმნე. იმედია სწორია. DDR მეხსიერებას RT დედაპლატაზე ჰქონდათ განთავსებული, DDR2-DDR3 მეხსიერებას კი თავად ჩიპში აქვს და მას ODT ეწოდება (On-Die Termination). რათქმაუნდა ეს გაუმჯობესების მიზნით მოხდა - ODT საშუალებას იძლევა სიგნალი უფრო მკაფიო და სუფთა იყოს, ვიდრე დედაპლატაზე განთავსებული RT-სი. უფრო მკაფიო სიგნალი საშუალებას იძლევა არამარტო ხარისხიანად გადაეეცს ინფორმაცია, არამედ გაიზარდოს ტაქტური სიხშირეც. გარეგნული მხარე დასასრულს მოვიყვან DDR, DDR2 და DDR3 მეხსიერების მოდულებს შორის გარეგნულ განსხვავებებს...DDR მოდულს აქვს 184-პინიანი კონექტორი, DDR2 და DDR3-ს - 240-პინიანი კონექტორი, მაგრამ ისინი მაინც არ აგერევათ ერთმანეთში და DDR2-ის სლოტში DDR3 მოდულს ვერ ჩადგამთ. DDR და DDR2 მოდულების ვიზუალური შედარება DDR2 და DDR3 მოდულების შედარება გარდა ამისა DDR მოდული თითქმის ყოველთვის TSOP (Thin Small-Outline Package) ჩიპებზეა, აი ასეთზე: ხოლო DDR2-DDR3 მოდულები BGA (Ball Grid Array) ჩიპებზეა ტაიმინგები მეხსიერების მოდულები კლასიფიცირდება მათი ტაქტური სიხშირის მიხედვით, მაგრამ სიხშირეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მოდულის ტაიმინგი. ტაიმინგი 4 რიცხვისგან შედგება, მაგალითად 5-5-5-15 (შეიძლება ბოლოს დართული ქონდეს მეხუთე მაჩვენებელი, ამაზე მოგვიანებით). ის მითითებულია მეხსიერების მოდულზე და რაც ნაკლებია რიცხვები, მით უკეთესია მოდული. ტაიმინგის წყალობით ერთსადაიმავე სიხშირეზე მომუშავე 2 მეხსიერების მოდულს შეუძლია განსხვავებული წარმადობა აჩვენოს. მაგრამ სანამ ამ საკითხს მივადგებოდეთ, გავარკვიოთ, მაინც რა არის ტაიმინგი? სურათზე: G.Skill F2-8500CL5D-4GBPK მეხსიერების მოდული. მესამე რიგში მითითებულია ტაიმინგი "CL5-5-5-15". ტაიმინგი არის დრო, რომელიც ეხარჯება მეხსიერების მოდულს სხვადასხვა შიდა ოპერაციის შესრულებაში. მაგალითისთვის ავიღოთ ტაიმინგი 5-5-5-15-T1. რიცხვები შემდეგს აღნიშნავს: CL-tRCD-tRP-tRAS-CMD. გავშიფროთ თითოეული მათგანი: 1. CL - CAS ლატენტურობა ("დაგვიანება"). არის დრო, რომელიც გადის პროცესორის მიერ მონაცემთა მოთხოვნიდან მონაცემთა მიღებამდე. ლატენტურობის რიცხვი წარმოადგენს ციკლის რაოდენობას. ანუ მაგალითად მოდულისთვის, რომელსაც აქვს CL3, მეხსიერების მოთხოვნიდან მის მიღებამდე გადის 3 ტაქტური ციკლი. CL5-იან მოდულს უფრო მეტხანს "მოუწევს" ლოდინი. ასე რომ რაც ნაკლებია ლატენტურობა, მით უკეთესია მოდული. თვალსაჩინოებისთვის იხ. სურათი განსხვავებული ტაქტური სიხშირის მქონე მოდულების შედარებისას დაგვჭირდება მცირე გამოთვლა. ყოველ ტაქტურ ციკლს თავისი შესრულების დრო აქვს, რომელიც ns-ით იზომება (ns-ნანოწამი, 0.000,000,001 წამი). მაგალითისთვის DDR2-800 მეხსიერების ციკლი 2.5ns-ს ტოლია. ასე რომ თუ ასეთ მეხსიერებას აქვს CL5, მაშინ რეალური რეაგირების დრო ბრძანების მიღებიდან შესრულებამდე უდრის: 2.5x5=12.5ns. საკმაოდ მარტივია. 2. tRCD - RAS და CAS დაყოვნება. ამ ფუნქციაში გასარკვევად მცირედი ექსკურსია საჭირო...მეხსიერების თითოეული ჩიპი მატრიცისგან შედგება, რომელზეც მონაცემთა შემნახველი პატარა კონდენსატორების რიგებია განლაგებული. კონდენსატორის მონაცემის წასაკითხად საჭიროა მისი გააქტიურება, გააქტიურებისთვის კი საჭიროა იმ გრძივი და განივი რიგების აქტივაცია, რომელთა გადაკვეთაზეც მდებარეობს კონკრეტული ინფორმაციის შემცველი კონდენსატორი. გრძივი და განივი რიგების აქტივაციას ეწოდება "RAS" (Row Address Strobe) და "CAS" (Column Address Strobe). tRCD პარამეტრი სწორედ RAS-ის გააქტიურებიდან CAS-ის გააქტიურებამდე დროს ნიშნავს და რაც ნაკლებია ეს დრო, მით უფრო სწრაფად მუშაობს მეხსიერება. ქვედა სურათზე ნაჩვენებია მეხსიერება, რომლის tRCD არის 3-ის ტოლი. 3. tRP - RAS გადანაცვლების დაყოვნება. მას შემდეგ, რაც კონკრეტული კონდენსატორიდან ინფორმაციას წაიკითხავს, მეხსიერება ხურავს მის რიგს (RAS) და ხსნის სხვა რიგს, რათა შესაძლებელი იყოს სხვა კონდენსატორიდან ინფორმაციის წაკითხვა. ამ ოპერაციას "Precharge" ეწოდება. ერთი რიგის დახურვიდან სხვა რიგის გახსნამდე გასულ დროს კი ეწოდება tRP. ამ შემთხვევაშიც, რაც ნაკლებია რიცხვი, მით უკეთესია. 4. tRAS - აქტიურიდან გადანაცვლების დაყოვნება, ანუ დრო, რომელიც საჭიროა მეხსიერების მიერ ერთი მოქმედების ციკლის დასრულებიდან მეორე მოქმედების ციკლის დაწყებამდე. 5. CMD: ბრძანების სიხშირე. დრო, რომელიც საჭიროა მეხსიერების ჩიპის გასააქტიურებლად და მისთვის პირველი ბრძანების გასაგზავნად. ამ მონაცემს ხშირად არ უთითებენ. ის შეიძლება იყოს T1 ან T2 (1 ან 2 ტაქტური ციკლი შესაბამისად). დაყენება გვაქვს 2 გზა: გამოვიყენოთ სტანდარტული ტაიმინგები, რომელსაც ავტომატურად დააყენებს BIOS-ი, ან $#^#(|ადოთ ხელით დავაყენოთ BIOS-ში შემცირებული ტაიმინგები, რათა სისტემამ უფრო სწრაფად იმუშაოს. რათქმაუნდა ამის გაკეთება ყველა დედაპლატაზე არაა შესაძლებელი, ამიტომ მიაქციეთ ხოლმე ყურადღება რას ყიდულობთ . ტაიმინგების დაყენება BIOS-ში გარდა ამისა მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც სისტემას "ვარაზგონებთ" შეიძლება ტაიმინგების გაზრდა მოგვიხდეს (რომ სისტემამ მუშაობის სტაბილურობა შეინარჩუნოს). აქ ხდება საინტერესო რამ: ოვერქლოქისას მოდულის ტაქტური სიხშირე იზრდება, ანუ წესით მან უფრო სწრაფად უნდა იმუშაოს, მაგრამ გაზრდილი ტაიმინგების (განსაკუთრებით ლატენტურობის) გამო მეხსიერება შეიძლება პირიქით - შენელდეს. შეიძლება ეს პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა გეცოდინებათ რაშია საქმე, უკვე აღარ გაგიკვირდებათ . ამიტომ ოვერქლოქერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ მეხსიერების ტაქტური სიხშირე გაიზარდოს, არამედ ისიც, რომ ტაიმინგები შემცირდეს (ან მინიმუმ, უცვლელი დარჩეს და არ გაიზარდოს). ახლა კი კიდევ უფრო "ჩავუსხდეთ" ტაიმინგის თითოეულ პარამეტრს ანუ ყველაფერს თუ შევკრებთ გამოვა, რომ მეხსიერების მიერ ბრძანების მიღებიდან მის შესრულებამდე გადის tRP + tRCD + CL დრო. დრო აღინიშნება ტაქტურ სიხშირის ციკლებში, ამასთან, თითოეულ სიხშირეს თავისი შესრულების დრო აქვს. ავიღოთ მარტივი მაგალითი. გვაქვს DDR2-800 მეხსიერების მოდული, რომლის ტაიმინგებია 5-5-5-15, ხოლო ერთი ციკლის შესრულების დრო 800MHz სიხშირეზე 2.5ns-ს ტოლია და გვაინტერესებს რამდენი დრო გავა ბრძანების გაცემიდან მის შესრულებამდე. ფორმულაში ჩავსვამთ რიცხვებს: tRP + tRCD + CL = 5 + 5 + 5. ანუ 15 ციკლი. 1 ციკლი = 2.5ns. 15 ციკლი = 15 x 2.5 = 37.5 ანუ მოცემული მოდულისთვის ბრძანების მიღებიდან მის შესრულებამდე გადის 37.5 ნანოწამი, ხოლო ახალი ბრძანების შესრულებამდე გადის კიდევ 37.5 ნანოწამი (იმიტომ, რომ მეოთხე პარამეტრი, tRAS = 15). ახლა კი ვნახოთ რას შემოგვთავაზებს მაგალითად 3-3-3-10 ტაიმინგის მქონე მოდული... tRP + tRCD + CL = 3 + 3 + 3 = 9 ციკლს. 9 x 2.5ns = 22.5 ნანოწამს. ხომ ნათლად ჩანს, რომ რაც ნაკლებია ტაიმინგი, მით სწრაფია მეხსიერება? ხედავთ რამხელა მნიშვნელობა ქონია ტაიმინგებს ოპ. მეხსიერებისთვის და ამასთან რა მარტივი ყოფილა ყველაფერი? თუკი ვინმეს გეყოთ ნერვები და ბოლომდე წაიკითხეთ, უღრმესი მადლობა :rolleyes:
    1 point
  4. ხოდა... (თუ თემა ვერ გაამართლებს, მაშინ დავხუროთ, მაგრამ 1 კვირა შევხედოთ და მერე გამოჩნდება) როგორც მოგეხსენებათ, 1 მსგავსი თემა გვაქვს (SHIFT 2-Legends) და ვიფიქრე, იქნებ 1-2 თვე ამითიც გავერთოთ, მიზეზი: 1) რესურსის მჭამელი გრაფიკით არ გამოირჩევა და საშუალო დონის კონფიგიც გაქაჩავს. 2) თავის დროზე ბევრი თაყვანისმცემელი ყავდა და იქნებ ეხლაც დაინტერესდეთ. 3) რაც ყველაზე მთავარია, აქვს დრიფტ ივენთები, სადაც ქულები გეწერება. 4) ამაზე ბევრად უკეთესია (ბოლო-ბოლო სიმულატორია) LFS, მაგრამ ყველა ვერ თამაშობს სიმულატორებს, ეს კი, არკადაა და ადვილი/სასიამოვნო სამართავია, არ საჭიროებს საჭეს და კლავიატურითაც კარგად ერთობი. თუ დაინტერესდებით, შემიძლია SHIFT-ის მსგავსად მივხედო ამ თემასაც (მგონი shift-ში პუნქტუალურად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს და არც აქ დამრჩებით უკმაყოფილო), ლომსას და გიგის ალბათ მოეწონებათ (ლომსას ახსოვს, შარშან 1-2-ჯერ გავერთეთ და ღირსეული კონკურენტები იყავით, მონაცემები ორივეს გაქვთ ), მე შემიძლია მოგიწყოთ ივენთები და რაც ამ საქმეს შეეხება, ყველაფერი მოგიწესრიგოთ, თემის ვიზუალური გაფორმებების ჩათვლით (შეძლებისდაგვარად), ასე რომ არცევანი თქვენზეა.
    1 point
  5. როგორც fudzilla.com იტყობინება გამოჩნდა AMD-ს პარტნიორი კომპანიის Powercolor-ის არასტანდარტული Radeon 7970 Vortex, რომელიც აღჭურვილია არასტანდარტული დაფით,VRM-კონტროლერით, ორი Vortex ფანით, ოთხი 8მმ-ანი სითბური მილაკით, აქვს 2 DVI, 2 MiniDP და HDMI შესაერთებლები. აგრეთვე აქვს ორი შესაერთებელი CrossFireX-ისთვის რაც იმაზე მიგვანიშნებს რომ შეგვიძლია გავაკეთოთ 4 ვიდეო დაფის Cross-ი, სხვა 7970-ებისგან განსხვავებით აქვს ორი 8-Pin PCI-E კვების კონექტორი. წყარო
    1 point
  6. ერთხელ ზამთარში ქუჩაში გოგონა შემხვდა. ჭუჭყიანი იყო და საშინელი სუნი ასდიოდა, არვიცი რატომ მარა ჩემში ადამიანობამ გაიღვიძა და სახლში წავიყვანე. აბაზანაში შევიყვანე და დაბანა დავუწყე. ბუნებრივია ცოტა ხანში ქვედატანთან შეხებაც მომიწია, ნელა ვბანდი და არც კი მახსოვს როგორ ავღმოჩნდით სააბაზანოს იატაკზე ორივე, თუმცა ის დანამდვილებით მახსოვს რომ ისე ვტყნავდი ადამიანი ვერც მიხვდებოდა რომ მკვდარი იყო
    1 point
  7. HOME.PREMIUM.N. - ამას რომ დააყენებ მედია პლეერი არ გექნება, N ედიშენებში ამოღებულია მედია პლეერი და მასთან დაკავშირებული ფუნქციები... არ ვურჩევ ხოლმე All-In-One ბილდებს, მაგრამ ეს ნორმალურია, პირადად მაქვს გატესტილი: http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=3444490 8 გიგაბაიტიან ფლეშკაზე ვერ ჩაატევ, ამიტომ დისკით მოგიწევს დაყენება. აქტივაცია არ ჭირდება. Сиды: 2431 - სიჩქარეზე არ გექნება პრობლემა =)
    1 point
  8. კი 229 ლარი ღირს პროცესორი http://www.veve.ge/index.php?route=product/product&path=20_59&product_id=91 და ვიდეო დააზუსტე რომელიაა
    1 point
  9. 1. ინსტალატორია გაფუჭებული - თავიდან გადმოწერე , სასურველია ტორენტებიდან 2. ანტივირუსს რაღაც არ მოსწონს იმ მესამე არქივში . გათიშე ანტივირუსი პროცესორი: პ.ს. celeron 2.66 დედა დაფა: asus ვიდეოდაფა: FX 550 RAM: 512 მყარი დისკი: 80 PSU: 450wt ამ მონაცემებით 2010 წლის ჰოტ პურსუტს ვერ გაუშვებ , ვერც ჩართავ პრინციპში :)
    1 point
  10. ვიდეო უფრო კონკრეტულად რომელია? 4850? ახლებს ყიდულობ? მაგ პროცესორს ისევ x4 955 ჯობია ან მაგ ორივეს სენდის ნებისმიერი i3
    1 point
  11. :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: რა მაგრა გავს თან ტევესს ჩემიიიიი :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol:
    1 point
  12. ააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :lollol: :rofl2: :rofl2: :rofl2:
    1 point
  13. აღვირახსნილი ქულერი :spiteful:
    1 point
  14. ვყიდი ამ ნაწილებს და ფასი არ ვიცი ზუსტად ვინმეს თუ უნდა შემომთავაზეთ http://www.comx.co.za/computer-store-specifications.php?products=14159 http://ark.intel.com/products/32430/Intel-Pentium-Processor-E2220-(1M-Cache-2_40-GHz-800-MHz-FSB) და + 2GB ოპერატიული PC2-6400 (400 MHz) არ არის ნარაზგონები საერთოდ
    1 point
  15. გაუმარჯოს და ენაცვალოს ჩემი თავი :დ მაგაზე მეტად მგონი თამაში არ მიყვარს ;დ
    1 point
  16. მარკ შატტლვორტმა წარმოადგინა ახალი პროდუქტი "Ubuntu for Android", რომელიც წარმოადგენს Ubuntu-ს სპეციალურ ვერსიას, განკუთვნილია Android-ზე ბაზირებულ ტელეფონებზე და შესაძლებლობას იძლევა სამუშაო მართვის სრულ სამუშაო-მაგიდაზე, რომელიც აქტიურდება კომპიუტერის მონიტორთან, თაგვთან და კლავიატურასთან მიერთებისას. Ubuntu-ზე ბაზირებული სისტემა არ ყენდება Android სისტემასთან ერთად, იგი ემატება სისტემას და მუშაობს მის პარალერულად, Ubuntu-ში ჩაშენებულია კონტაქტებთან, სანიშნეებთან, კალენდართან და სხვა Android პროგრამებთან წვდომის შესაძლებლობა. ტელეფონის მონიტორთან დაკავშირებისას ხდება SD-ბარათზე მდებარე Ubuntu-ს "იმიჯი"-ს ჩატვირთვა Android სისტემის ბირთვის მართვის ქვეშ chroot-ის იზოლაციით, ამის გამო Android-ის სისტემა განაგრძობს მუშაობას როგორც ადრე, Ubuntu-ს პარალელურად. პროგრამების და სერვისების შეთავსებული მუშაობისთვის გამოიყენება მოდული Convergence API, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მობილური ტელეფონის და სამუშაო მაგიდის ერთმანეთთან სტაბილურ კავშირს, მაგალითად სამუშაო მაგიდიდან შესაძლებელი იქნება ტელეფონის ზარების მიღება და განხორციელება, Ubuntu-ს გამართული მუშაობისთვის იგი ებმევა პროცესორის ცალკე ბირთვს. პროდუქტის "Ubuntu for Android"-ის ასამუშავებლად საჭიროა მინიმუმ Android 2.3 ვერსია, 2-ბირთვიანი პროცესორი, გრაფიკული პროცესორი OpenGL/ES/EGL, HDMI-გამოსასვლელის მხარდაჭერით, USB-ჰოსტის რეჟიმის მხარდაჭერა და 512მბ ოპერატიული მეხსიერება. პროდუქტი ჯერ ჯერობით გათვლილია მხოლოდ მწარმოებლებზე და არა ჩვეულებრივ მომხმარებლებზე. Ubuntu for Android არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი უფრო გლობალური იდეის განსახორციელებლად - უნივერსალური მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკურ, მაგრამ სინქრონიზებულ გარემოს სხვადასხვა მოქმედებებისთვის. მთავარი რჩება ტელეფონი, რომელიც შტატურ რეჟიმში წარმოადგენს ტელეფონის ჩვეულებრივ ფუნქციებს და ფლობს ტელეფონისთვის განკუთვნილ თვისებებს, მისი მონიტორთან, კლავიატურასთან და თაგვთან დაკავშირებისას მომხმარებელი იღებს სრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო მაგიდის ფუნქციებით. ტელეფონთან სენსორული ეკრანის დაკავშირების შემთხვევაში მომხმარებელმა შესაძლებელია მიიღოს სპეციალური გარემო პლანშეტური კომპიუტერებისთვის. ტელეფონის ტელევიზორთან მიერთებისას მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მედია ცენტრი. Ubuntu for Android-ის ზოგიერთი შესაძლებლობა:1. მუშაობის უნარი, როგორც კლიენტი. 2. სამუშაო მაგიდის რეჟიმზე გადასვლისას ტელეფონში გახსნილი ბროუზერის ყველა გვერდი ავტომატურად გაიხსნება მონიტორზე სრულყოფილ ბროუზერში, ისტორია და რჩეული მისამართები სინქრონიზებული იქნება. 3. მისამართების წიგნი: სამუშაო რეჟიმიდან შესაძლებელი იქნება კონტაქტების დამატება, შეცვლა, ზარების განხორციელება, SMS-ის და ელ.ფოსტის გაგზავნა. 4. კალენდარ-დამგეგმავის და მაღვიძარას სინქრონიზაცია. 5. ტელეფონის მართვის ხელსაწყოები: მაჩვენებელი SMS-ის მოსვლისას, ზარების მიღება და განხორციელება, ადრე მიღებული SMS-ების და ზარების ნახვა, ხმოვანი გზავნილების გაგზავნა. 6. ფოტოსურათების მართვა, ტელეფონზე შენახვა Ubuntu-ს პროგრამის გამოყენებით, მათ შორის შეცვლილი სურათებიც. 7. პროგრამების სტანდარტული ნაკრები: საოფისე პაკეტი Google Docs, დამგეგმავი Google Calendar, ვებ-ბროუზერი Chromium (იგივე Firefox), საფოსტო კლიენტი Thunderbird, მედია დამკვრელი VLC, სოციალურ ქსელებში სამუშაო კლიენტი Gwibber, ვიდეო რედაქტორი PiTiVi, მუსიკალური დამკვრელი Ubuntu Music Player, სურათების მმართველი Ubuntu Photo Gallery, Android dialler. პ.ს. ჩემი აზრით საინტერესო რამ უნდა იყოს, იმედია ამის გამოსვლისას მეც მექნება ანდროიდ სისტემის ტელეფონი და "გავტესტავ" თავად წყარო: 4android.in (By Me)
    1 point
  17. მართალი ხარ წელიწადში ერთხელ საჭიროა. და XP რატო? თუ I5 ზეა და 8GB მაქ ოპერატიული რატო უნდა მეყენოს XP? :D
    1 point
  18. დაახლოებიტ 600 ლარი მაქვს და მინდა ვიყიდო ახალი დედადაფა ოპერატიული და პროცესორი რას მირჩევთ ამ ფასად რომელი იქნება კარგი? თუ არ დაგეზარებათ დამეხმარეთ ვიდეოკარტა მაქვს GT240 ვინჩესტერი 1TB Seagate
    1 point
  19. იყიდება ექაუნთი რუსულ ოფფზე Shaman - 85 DK - 85 Druid - 85 კიდე არის ჩარები ზედ დაბალი ლეველების http://eu.battle.net/wow/en/character/%D1%81%D1%82%D1%80%D0%B0%D0%B6-%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%80%D1%82%D0%B8/%D0%91%D0%B8%D0%B7%D0%B7%D0%B0%D1%80%D0%BE/simple http://eu.battle.net/wow/en/character/deathguard/%D0%91%D0%B8%D0%B7%D0%B7%D0%B0%D1%80%D1%80%D0%BE/simple http://eu.battle.net/wow/en/character/deathguard/%D0%9C%D0%B9%D1%81%D1%82%D0%B5/simple მსურველები შემეხმიანეთ :rolleyes:
    1 point
  20. არავის უნდა? იაფად ვყიდი
    1 point
  21. მადლობთ დახმარებისთვის :rolleyes:
    1 point
  22. გაფართოება 1440/960 და გადასარევს არც ვგულისხმობ ამაზე უკეთესი რამე ვიდეო თუ იქნება
    1 point
  23. რა ვიდეოს მირჩევ ბარემ თუ არ დაგეზარება მირჩიე და კვების ბლოკთან ერთად რო გამოვიდეს სადღაც 200-250 ლარი. თუ გამოვა მაგ ფასად რამე კაი. დიდად ეს ვიდეოკარტაც არაა ცუდი ნუ იმისთვის რასაც ვთამაშობ მყოფნის. Wordl of Warcraft,Call of Duty ნუ ეს ორი ყველაზე ისეთი იგრა.
    1 point
  24. http://razer.ge/index.php?route=product/product&path=52_45&product_id=458 http://razer.ge/index.php?route=product/product&path=52_56&product_id=451 http://razer.ge/index.php?route=product/product&path=52_44&product_id=290 მგონი ნორმალურია, 560ლარი გამოდის. ისე ვიდეოც შესაცვლელი გაქვს, თუ თამაშები გევასება. ვიდეოს თუ გამოცვლი კვებაც შესაცვლელი გექნება როგორც მგონია.
    1 point
  25. პაწა ჩავასწორე სტატიის PFC ნაწილი უფრო სწორად მთლიანად გადავწერე აქამდე ხინჯად მქონდა როცა მითხრეს სისულელები გიწერიაო, ამ დროს მე ქართულ ენაზე ამ თემაზე სიტყვაც არ მინახავს ინტერნეტში როგორც შემეძლო ვთარგმნე და ჩავასწორე თუ უკეთესი ახსნა შეუძლია ვინმეს სიამოვნებით მოვისმენ :)
    1 point
  26. რაღაც ნამეტარი მოუხშირეთ ამ რაზდელში სხვადასხვა ტიპის თემების გახსნას,ყიდვა-გაყიდვის შესახებ თუ არ გაქვთ რაიმე კითხვა ან კონსლუტაცია არ გჭირდებათ ამ რაზდელში ნურაფერს ნუ გახსნით ვორნის აკიდება თუ არ გსურთ, თემა კი გადამაქვს პროგრამული განყოფილების დახმარების საბრაზდელში თემის ავტორს კი ვორნით ვასაჩუქრებ და შემდეგში იმედია უკვე ეცოდინება სად იხნსება ასეთი ტიპის თემები
    -1 points
  27. ნაგავია ამას რატო თაამაშობთ? :SNEMOTICON13:
    -2 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.