Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 05/14/11 in all areas

  1. კომპანია Point of View & TGT მ წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი GeForce GTX 560 Ti ვიდეო ბარათი რომელიც ყველა სხვა ფირმის და მათსავე GTX 560 Ti ებისგან განსხვავდება მეხსიერების სიდიდით და სიხშირეებით. POV/TGT ს ამ ახალ ვიდეო ბარათებს აქვთ 2GB GDDR5 მეხსიერება,სულ გამოსვებულია 2 ვერსია - “Charged” და “UltraCharged” ,ორივე მათგანი დიზაინით აბსოლიტურად ერთნაერია ,მათ შორის სხვაობა მხოლოდ სიხშირეებშია და ამას გარდა ორივეს გაგრილების სისტემა შედგება მხოლოდ ერთი ცალი Fan ისგან. POV/TGT GeForce GTX 560 Ti 2 GB Charged ის სიხშირეებია: 860 MHz პროცესორის, 1721 MHz CUDA პროცესორის და 4008 MHz GDDR5 მეხსიერების. POV/TGT GeForce GTX 560 Ti 2GB UltraChargedTM ის სიხშირეებია: 911 MHz პროცესორის, 1822 MHz CUDA პროცესორის და 4008 MHz GDDR5 მეხსიერების. ისევე როგორც ყველა GTX 560 Ti ის ამ 2 მოდელსაც აქვს: Direct X11,CUDA,3D,PhysX ტექნოლოგიები და HDMI,DVI პორტები.
    4 points
  2. მოგესალმებით, ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ამა თუ იმ პროგრამის უხილავი, დაშიფრული კოდები, რომლებსაც სიამოვნებით გვიმხელენ პროგრამისტები, რითაც ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ამ პროფესიის ადამიანებსაც შესანიშნავი იუმორის გრძნობა გააჩნიათ. ბევრი ასეთ 'ოინი' ბევრი თქვენგანისათვის შეიძლება უკვე ცნობილიც არის და არც გაუკვირდეს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს თემა პირველ რიგში სახუმარო, გასართობი ხასიათის უფროა, ვიდრე შემეცნებითი.. Microsoft: ხუმრობიდან - საქმეზე. სამწუხაროდ, დამსაქმებელს ყოველთვის არ შესწევს უნარი შეაფასოს პროგრამისტების შემოქმედებითი ნაყოფი, რომლებიც გამოიხატება პროგრამების სხვადასხვა საინტერესო არადოკომენტირებული შესაძლებლობებით. ასე მაგალითად, Windows 7-ის გამოსვლასთან ერთად, ოფიციალურად განაცხადეს იმის შესახებ, რომ ახალ ოპერაციულ სისტემაში არანაირი ფარული ტეტრისი, სკრინმეიტი და თვალწარმტაც სლაიდთა საიდუმლო განყოფილებები არ იქნებოდა. Microsoft-ის ხელმძღვანელობამ აუკრძალა პროგრამისტებს, რომ წარმოეჩინათ მსგავსი სახის ინიციატივები კოდის დაწერისას იმისათვის, რომ Windows-ის კორპორატიულ მომხმარებლებს, მუშაობისას, დრო არ დაეკარგათ 'Easter Eggs'-ის ძიებაზე. ამის შედეგად კი, მიღწეულ იქნა ის, რომ სისტემის ადრეულ ვერსიებში აღმოჩენილი ბევრი ხუმრობა არ მუშაობს 'შვიდიანზე'. Microsoft Word-ის ბოლო ვერსიებიც კი უფრო მეტად სერიოზული გახდა. სტაჟიან იუზერებს ალბათ ახსოვთ, რომ ამ ტექსტური რედაქტორის ძველ რელიზებში, =rand() ტექსტის აკრეფისას და შემდეგ Enter ღილაკზე დაჭერისას, ეკრანზე ჩნდებოდა წინადადება 'Съешь ещё этих мягких французских булок, да выпей чаю» (ინგლისურ ვერსიაში — 'The quick brown fox jumps over the lazy dog'). თუმცა, თუ ამ სიმბოლოებს Word 2007-ში ან 2010-ში გავიმეორებთ, პროგრამამ იმის ნაცვლად, რომ შემოგვთავაზოს ფუნთუშები ჩაისთან, გამოაქვს მშრალი ტექსტი ცნობარიდან. არც თუ ისე ურიგო ხერხია იმისათვის, რომ თანამშრომლებს წავაკითხოთ ინფორმაცია Word-ის შესაძლებლობებზე და ამითვე, დავეხმაროთ მათ აიმაღლონ ამ პროგრამის ფლობის დონე. თუ Microsoft-ის სტანდარტული აპლიკაციების ბოლო ვერსიებში რთულია პროგრამისტების ხუმრობების პოვნა, ისინი ჯერ კიდევ რჩებიან კორპორაციის ვებ-პროექტებზე. მაგალითად, თუ რესურს TechDays.ru-ზე, სადაც ხდება ტექნიკური სპეციალისტების სემინარების გამოქვეყნება, ძებნის ველში დაწერთ linux-ს, ეკრანზე მაშინვე გაჩნდება ფლეშ-მულტფილმი პინგვინის მონაწილეობით. ხოლო 'винда'-ს შემთხვევაში კი, თქვენ ნახავთ სხვა ანიმაციას, იგივე გმირების მონაწილეობით. შეიხედეთ About-ში ბევრი მომხმარებელი უკვე მიჩვეულია გარკვეული პროგრამების ყოველდღიურ გაშვებას, თუმცა არა ყველა მათგანმა იცის მცირე 'მისალმებების' შესახებ, რომლებსაც ტოვებენ იქ მწარმოებლები. ყველაზე ხშირად, ცნობას პროგრამისტებისაგან შეიძლება შევხვდეთ ინფორმაციულ ფანჯარა 'პროგრამის შესახებ'. მაგალითად, პოპულარული არქივატორი WinRAR-ი გვიჩვენებს წიგნების შეკვრას, ხოლო მათზე დაჭერისას კი, ის 'ვარდება' და სარკმლის კიდესთან მიღწევისას, იწყებს ბურთივით ხტუნვას. Bittorrent ქსელის კლიენტი - ბევრისათვის ისეთივე შეუცვლელი პროგრამაა, როგორიც მაგალითად ბრაუზერი ან საოფისე პაკეტი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ასეთი აპლიკაციაა µTorrent-ი. თუ თქვენ არ იცით, რით დაკავდეთ იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ფაილები ერთი მომხმარებლიდან მეორისკენ გადადის, შეგიძლიათ ძალები მოსინჯოთ ტეტრისში. ამისათვის კი, ფანჯარა 'About'-ში დააჭირეთ ღილაკ T-ს. კიდევ ერთი 'ღია ბარათი' დამალულია დამამზადებლების სახელების ფანჯარაში, Adobe Photoshop-ში. აირჩიეთ პუნქტი 'About' და ამასთან, გეჭიროთ ღილაკ CTRL-ზე - ეკრანზე ჩნდება სულ სხვა ლოგოტიპი, რომელიც გამოხატავს გრაფიკული რედაქტორის დროებითი ბეტა-ვერსიის მოქმედ სახელწოდებას. თუ ამ პროგრამის ბოლო ვერსიას იყენებთ, მაშინ ეს იქნება თეთრი კურდღელი. 'ვარსკვლავური ომები' კონსოლებში ASCII სტილის გრაფიკა, იყო პროგრამისტის შემოქმედებითი ნატურის ერთ-ერთი პირველი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ის მხოლოდ დიზაინერებისთვის არის საინტერესო და უფრო მეტად დავიწყებას ეძლევა, მასში შესრულებული ზოგიერთი ნაწარმოები ისე შესანიშნავად არის შესრულებული, რომ დღესაც კი გაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. გამოსახულების შემქნა ცალკეული სიმბოლოებისაგან - მომხმარებლისათვის ეს უკვე მიღწევაა. ანიმაციაზე რას იტყვით? თუ ბრძანებათა ველში ავკრიფავთ 'telnet towel.blinkenlights.nl'-ს, ეკრანზე გაიხსნება კონსოლური ფანჯარა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ლეგენდარულ საგა 'ვარსკვლავური ომების' IV ნაწილი - თავდაპირველი სლაიდით, ტიტრებითა და სავსებით ცნობადი პერსონაჟებით. Opera იუმორის გრძნობა არც ბრაუზერების მწარმოებლებს აკლიათ. Opera Software-ის გაფართოებების მთავარმა მენეჯერმა და 'ექსპრეს-პანელის' ერთ-ერთმა არქიტექტორმა, არნსტეინ ტიგენმა (Arnstein Teigene) წარმოგვიდგინა საკუთარ არსენალში არსებული სახალისო სათამაშო 'Kick Ass', რომელიც წარმოადგენს კლასიკური ასტეროიდული შუთერის რიმეიქს. თუმცა, ჩვეული კოსმოსური ხომალდის ნაცვლად, ეკრანზე დაფრინავს სამკუთხა კურსორი და გვიწევს გახსნილ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის განადგურება. ზალპების სეტყვის შედეგად (სროლისათვის საჭიროა ღილაკ Space-ის დაჭერა), ტექსტისგან, სურათებისაგან და სხვა ელემენტებისაგან აღარაფერი რჩება. თითოეული 'მტრის' მოსპობისათვის, პარალელურად მატულობს ქულათა რაოდენობაც. ყველაზე მოკლე ლინკი Opera-სთვის ამბობენ, რომ სიზარმაცე - პროგრესის ძრავაა. როდესაც ადამიანისათვის ძნელი გახდა სიმძიმეების ტარება, მან ბორბალი გამოიგონა, სწრაფად გადასაადგილებლად კი ეტლი. პროგრამისტებმა, რომლებიც მუშაობდნენ Opera-ზე, ასევე გადაწყვიტეს თავიანთი ცხოვრების გამარტივება. ჩაწერეთ მისამართის ველში /. და შედით ამ უცნაურ ბმულზე. თქვენ მოხვდებით ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტექნიკურ ბლოგ - slashdot.org-ზე. როგორც ჩანს, ამ ბრაუზერის შემქმნელები ამ რესურსის დიდი მოყვარულები არიან. ცეცხლოვანი მელას ღია ბარათები ხუმრობაზე უარს არც Firefox-ის მწარმოებლები ამბობენ. მისამართის ველში აკრიფეთ about:robots და დაინახავთ შეტყობინებას რობოტებისაგან. არ დაგავიწყდეთ ღილაკ 'Попробовать снова'-ზე დაჭერა, იმისათვის, რომ გამოჩნდეს ახალი წარწერა - 'Пожалуйста, больше не нажимайте эту кнопку' Firefox-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი 'ხუმრობა' - ეს გახლავთ Mozilla-ს წიგნი, რომელიც პირველად ჯერ კიდევ Netscape ბრაუზერში გაჩნდა. ამისათვის, საჭიროა მისამართის ველში შეიყვანეთ about:mozilla. მისი ტექსტი იცვლება ვერსიის განახლებასთან ერთად. chrome://browser/content/browser.xul-ის აკრეფისას კი, გაიხსნება ბრაუზერის კიდევ ერთი ასლი. ამ ფანჯარაში კი შესაძლებელია ახალ-ახალი ტაბების გაჩენა და Firefox-ის უსასრულობამდე 'გამრავლება'. გამარტივებული ძიება Яндекс-ისაგან მაქსიმალურად ლაკონიური დიზაინი - Google-ის ინტერფეისის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თავისებურებაა. ამ მხრივ, საკუთარი ვერსიები გააჩნია Яндекс-საც. ასე მაგალითად, yandex.ru/white.html მისამართზე, ხელმისაწვდომია საძიებო სისტემის სპეციალური ვარიანტი ოპტიმისტებისათვის. არაფერი ზედმეტი - მხოლოდ მოციმციმე კურსორი თეთრ ფონზე. yandex.ru/black.html - კი პესიმისტებისთვისაა. ეს სახუმარო მოდელები დამზადებულ იქნა პირველი აპრილისათვის, მაგრამ მათი გამოყენება წელიწადის სხვა დღეებშიც შეგიძლიათ. ბედნიერების გვერდი და საიდუმლო დონე Яндекс-ისაგან Яндекс-ის ვებ-პროგრამისტებმა იციან, თუ რა არის იუმორის გრძნობა, რაშიც ადვილად დარწმუნდებით, გვერდ 404-ის დიზაინის ნახვის შემდეგ, რომელიც ჩნდება მაშინ, როდესაც ცდილობთ ამ სერვერზე არარსებული მისამართის გახსნას. 404-ის შეცდომის სტანდარტული ინფორმაციის გარდა, მასზე ასევე გამოიტანება შეტყობინება 'И помните: вы это не читали'. ზოგჯერ, შესაძლებელია Яндекс-ის საიდუმლო დონეზე მოხვედრა, ხოლო თუ გაგიმართლებთ, იპოვით ბედნიერების გვერდსაც კი. Google Logos — დუდლების სრული ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი 'ხუმარა' - Google-ია. ყველა კარგად იცნობს ამ სერვისის სავიზიტო ბარათს - პოპულარულ ფერად ლოგოტიპს. ამ სურათით მწარმოებელთა გუნდი სარგებლობს ყოველ მოსახერხებელ შემთხვევის დროს და ცვლის მას დუდლით - გამოსახულებით, რომელიც გაფორმებულია მიმდინარე თარიღის მიხედვით. ზოგჯერ მის მაგივრად ჩნდება სახალისო Flash-ანიმაცია, როგორც ეს იყო კომპიუტერულ თამაშ Pac-Man-ის 30-წლის იუბელეზე. ხოლო 16 აპრილს კი, შესაძლებლობა გვქონდა, რომ გვენახა მთელი რგოლი, რომელიც ეძღვნებოდა ლეგენდარულ კომოკოს - ჩარლი ჩაპლინს. თუ ნანობთ იმაზე, რომ გამოტოვეთ რომელიმე დღე და ვერ მოასწარით განახლებული ემბლემის ნახვა - ნუ იღელვებთ. გვერდ Google Logos-ზე, განთავსებულია საძიებო სისტემის სურათები, როგორც ყველა მომხმარებლისათვის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალური დღესასწაულებისათვის. დასკვნა პროგრამული კოდი, ყოველწლიურად უფრო რთულდება, ამიტომ, დატოვებული საცავების პოვნა უკვე არც ისე მარტივი საქმეა. მათი ავტორები, მიუხედავად ხელმძღვანელების აკრძალვებისა, ალბათ მაინც არ დაიშლიან საკუთარი შემოქმედებითი შტრიხის დატოვებას და იმედი ვიქონიოთ, რომ როგორმე მინიშნებას მაინც მოგვცემენ, თუ სად მოვძებნოთ ისინი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. წყარო
    3 points
  3. სულ რაღაც 2 დღის წინ გახდა ცნობილი,რომ კომპიუტერული კომპანია HP-მ კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კომპიუტერული ტექნიკის ისტორიაში,როდესაც მან გააკეთა განცხადება მსოფლიოში პირველი Wi-Fi mouse-ის გამოშვების შესახებ. მას ასე უწოდა: "HP Wi-Fi Mobile Mouse". ეს სქემა ფაქტიურად ამცირებს მაუსის "უწესრიგო კავშირს",(ანუ ფაქტიურად აღარ არსებიობს სირთულე მაუსის კომპიუტერთან დაკავშირებაში,როგორც ეს ხშირია ჩვეულებრივ bluetooth მაუსებში) კომპიუტერთან სრულიად Wi-Fi მიმღების საშუალებით.ამ მაუსის გამოყენებისას ფაქტიურად იხსნება პრობლემა სადენებთან და კომპიუტერთან კავშირთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია,კომპანია HP-ს წარმომადგენლები იუწყებიან,რომ მათი ეს "ახალი საოცრება" იმითაა უფრო მნიშველოვანი და საოცარი,რომ იგი აღჭურვილია ბატარიით,რომლის ექსპლოატაციის ვადა 9 თვეს შეადგენს და იგი მნიშვნელოვნად განსხვავებულია ჩვეულებრივი bluetooth მოდელებისგან.მას ასევე გააჩნია გორგოლაჭი(scroll wheel ) და 5 კონფიგურირებად ღილაკი,რომლებიც ასრულებენ cut-paste,undo-redo_ს ფუნქციებს და ასევე გააჩნია ე.წ Auto-Hotkey ფუნქცია.ასევე HP-მ არჩია,რომ მაუსი ორივე მხარეს რეზინის გაარეკანით დაეფარა(როგორც სურათხეა ნაჩვენები ). სისტემის შემქმნელებმა წარმოადგინეს 6 სხვა wireless "პროდუქტები",რომლებიც არ იყენებენ Wi-Fi ტექნოლოგიას,ესენია:HP-ს Wireless ოპტიკური მააუსი,Wireless ლაზერული მაუსი,Wireless Mobile მაუსი,Wireless Mini კლავიატურა,ულტრათხელი Wireless კლავიატურა,Wireless Elite v2 კლავიატურა.ყველა ესენი უკავშირდება 2.4GHz RF adapter-ით და HP-ის "Link-5" ტექნოლოგიის მახარდაჭერით,რომლებიც ხუთამდე აქსესუარების გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასებს,იგი ასე გამოიყურება: HP Wi-Fi Mobile Mouse - $50 (ივნისი) HP Wireless Optical Comfort Mouse - $30 (ივნისი) HP Wireless Laser Comfort Mouse - $40 (ივნისი) HP Wireless Mobile Mouse - $25 (ივნისი) HP Wireless Mini Keyboard - $60 (მისი შეძენა შესაძლებელია ახლავე) HP Ultrathin Wireless Keyboard - $60 (მისი შეძენა შესაძლებელია ახლავე) HP Wireless Elite v2 Keyboard - $50 (ივლისი) წყარო:www.techspot.com http://www.youtube.com/watch?v=dzzFy4hpL7k&feature=player_embedded
    3 points
  4. კომპანია PowerColor მა წარმოადგინა კიდევ ერთი ახალი Radeon HD 6770 სერიის ვიდეო ბარათი ამჯერად PCS+ Vortex II Edition სერიიდან რომლის გაგრილების სისტემა მსგავსად სტანდარტული მოდელისა მხოლოდ 1 Fan ისგან შეგდება მაგრამ ამ სერიის HD 6770 ს 13% ით უკეთესი გაგრილება აქვს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით ეს ვიდეო ბარათი ძალინ კარგია თამასებშიდა Overclocking ში ,რასაც ხელს სწორედ მისი გაგრილების სისტეამ უწყობს.მას აქვს ეგრეთწოდებული "Gold Power Kit" კომპონენტები რომელშიც შედის 3+1 ფაზანი ძაბვის კონტროლერი,Shielded Alloy Choke და "მკვრივი" კონდესატორი. PCS+ HD6770 Vortex II სერიის ვიდეო ბარათს აქვს:128-bit ინტერფეისის მქონე 1GB GDDR5 მეხსიერება,900 MHz პროცესორის და 1225 MHz მეხსიერების სიხშირე. ამას გარდა :Dual DL-DVI-I ,HDMI და Display პორტები. რაღაც თქმა უნდა მას აქვს Direct X11 და CrossfireX ტექნოლოგიები.
    2 points
  5. მინდოდა დამეწერა რა არის HDD, როგორია მისი მუშაობის პრინციპი, მაგრამ ასეთი თემა უკვე ყოფილა (დღეს რაღაც არ მიმართლებს) და ისღა დამრჩენია ისტორიაში ვიქექო თუკი ვინმეს გაინტერესებთ საიდან მოდის HDD და განვითარების როგორი გზა განვლო, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა... ყველაფერი 1956 წლის 13 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კომპანია IBM-მა წარმოგვიდგინა აი ეს: მოწყობილობას RAMAC 305 (RAMAC - Random Access Method of Accounting and Control - მგონი ანგარიშის და კონტროლის ცვალებადი წვდომის მეთოდი) ერქვა. 350 ასეთი RAMAC 305 ერთ ბლოკში იყო გაერთიანებული, რომელიც ასე გამოიყურებოდა: თითოეული ყუთის ზომებია 152x172x74სმ. სისტემის გამოგონება გამოიწვია რეალურ დროში ანგარიშის აუცილებლობამ. 350 ცალი RAMAC-ის ბლოკი 5 მილიონ 7-ბიტიან სიმბოლოს შეიცავდა, რაც დაახლოებით 4.4 მეგაბაიტია. ერთი ცალი RAMAC 305-ის შიგნით თავსდებოდა 50 ცალი 610მმ დიამეტრის დისკი, რომელსაც 100 ჩასაწერი ზედაპირი ჰქონდა (ტრეკი ანუ). დისკები წუთში 1200-ჯერ ბრუნავდნენ. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 8800 სიმბოლო წამში იყო. 50-ივე დისკს მხოლოდ 2 წამკითხველი ემსახურებოდა, რომელიც მოძრაობდა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად. დამზადდა მხოლოდ ერთი ცალი 350 RAMAC 305-იანი კომპლექტი, რომელიც აშშ-ს სამხედრო ძალებმა აიღო იჯარით. თვიური გადასახადი 3200 დოლარი იყო. ამ ჯაბახანამ 1969 წელს შეწყვიტა მუშაობა... ამასობაში კი, 1961 წელს, კვლავ IBM-მა შექმნა IBM 1301 Disk Storage Unit. მას მხოლოდ 20 დისკი ჰქონდა, რომელიც 1800ბრ/წთ-ს ასრულებდა, ინახავდა 28 მილიონ სიმბოლოს (24MB). ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე - 90000 სიმბოლო წამში. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა RAMDAC 305-თან შედარებით ის იყო, რომ თითოეულ დისკს თავისი წამკითხველი ემსახურებოდა, რითაც, ბუნებრივია შემცირდა მოწყობილობის ბრძანებაზე რეაგირების დრო. მოწყობილობის იჯარით აღება "სულ რაღაც" 2100$ ღირდა თვეში, ხოლო შესყიდვა 115500$ დაგიჯდებოდათ. 1301 ასე გამოიყურებოდა: ეს კი მისი დისკი (ბაღანა არ შეიმჩნიოთ ): 1962 წელს გამოვიდა IBM 1311 Disk Storage Drive. ეს გახლავთ პირველი მოწყობილობა მოსახსნელი დისკებით (არა, ძველებსაც ძვრებოდათ, მაგრამ იმათში შეიძლებოდა მოხსნა, ამაში კი აუცილებელი იყო ). ცოტა წრიპა სურათია, მაგრამ მეტი არ იყო მარცხნივ Master დისკია, მარჯვნივ კი Slave...დიახ დიახ, ეს ფუნქცია უკვე ჰქონდა IBM 1311-ს. თითოეული მოსახსნელი დისკი 10 სმ სისქის იყო, შედგებოდა 6 ცალი 360მმ დიამეტრის დისკებისგან და იწონიდა 4.5 კილოგრამს და იტევდა 63MB ინფორმაციას. ახლა კი წარმოგიდგენთ იმ HDD-ს, რომლისგანაც წამოვიდა სახელწოდება "ვინჩესტერი"...თქვნს წინაშეა IBM 3340. Whinchester მისი კოდური სახელწოდება გახლავთ. ის 1973 გამოჩნდა და განკუთვნილი იყო "IBM System/370" კომპიუტერისთვის. აი, ამხელა იყო "ვინჩესტერი": ეს კი მისი დისკია წვდომის დრო 25 მოლიწამია, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე კი 885კბ/წმ. სხვათაშორის "ვინჩესტერს" Ecc-ც კი ქონდა (Eroor Correction Code - შეცდომების გასწორების ფუნქცია). პირველი საექსპერიმენტო დისკი 2 ცალი 30 მეგაბაიტიანი მოდულისგან შედგებოდა, ანუ 30-30 და სახელწოდება ვინჩესტერიც Whinchester 30-30 შაშხანის მიხედვით დაერქვა, თუმცა სერიული ნიმუში უკვე 2 ცალ 35MB-იან მოდულს შეიცავდა. Whinchester 30-30 მოწყობილობის წარმოება მხოლოდ 1984 წელს შეწყდა. "ვინჩესტერის" წარმოებიდან ამოღებამდე ერთი წლით ადრე კომპანია IBM-მა გამოუშვა პერსონალური კომპიუტერი IBM Personal Computer XT. ცნობისთვის, ამ კომპიუტერს ჰქონდა 4.77MHz სიხშირის პროცესორი, 128KB ოპ. მეხსიერება, 5 1/4" დიდი ფლოპი დრაივი, ოპ. სისტემა PC-DOS 2.0, 130W კვების წყარო და, რაც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია, 10MB ტევადობის Seagate-ს წარმოების HDD - ST-412, რომელსაც თქვენ სურათზე ხედავთ: ააი ეს HDD უკვე გავს ჩვენს თანამედროვეს...5.25" ზომის დრაივი 1981 წელს შეიქმნა. მისი ტევადობა 10MB გახლავთ, იყენებს MFM კოდირებას, აქვს 34-პინიანი შესაერთებელი, რომელიც SCSI-ს მსგავსია. მისი მეშვეობით უერთდება HDD-კონტროლერს კომპიუტერში...მოკლედ თითქმის სრულფასოვანი HDD-ა... 1988 წელს გამოჩნდა Prairie Tek 220 - პირველი 2.5" ზომის HDD ნოუთბუქებისთვის. მისი ტევადობა სულ რაღაც 20MB იყო. სამწუხაროდ მისი სურათი ვერ ვიპოვე სანამ სტატიას დავასრულებდე მინდა შევეხო კიდევ ერთი ტიპის საინტერესო დისკი მინდა განვიხილო, რომელზეც ალბათ არაფერი გსმენიათ...ეს არის Microdrive - HDD, რომელსაც CompactFlash ჩიპის ზომა და ფორმა აქვს და მის სლოტში მაგრდება. პირველი Microdrive IBM-მა გამოუშვა და ის 170MB ტევადობის იყო. 2006 წლისთვის ტევადობა 8GB-მდე გაიზარდა, მაგრამ საკითხავია, გვჭირდება კი ის?...ათასგვარი Flash-დრაივი ხომ ბევრად უფრო კომპაქტური და მოსახერხებელია?...ალბათ ამიტომ არ გვსმენია არაფერი Microdrive-ზე და ამ HDD-ების მზე საკმაოდ მალე ჩაესვენება ....მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, შეავლეთ თვალი გარედან.... და შიგნიდან... ფაქტობრივად სულ ესაა ჩემი სტატია...თუკი მოგეწონათ და თუკი გინდათ, შემიძლია დავწერო სტატია დრეკად დრაივებზეც :rolleyes:
    1 point
  6. კარგი ტუტორიალია ბექა ;)
    1 point
  7. აჰა თუ გინდა BDრიფი http://rutor.org/torrent/109762/bolshe-chem-seks_no-strings-attached-2011-bdrip-1080p რეგისტრაცია არ უნდა რაც მთავარია ამ ტორენტზე იწერ რასაც გინდა :comp10:
    1 point
  8. მე გამიარა მაშინდელმა აღფრთოვანებამ და ახლა ამიტომ შენს აზრს ვემხრობი რა არის, რას დაამსგვსასეს მართლა თამაში.. რომ ვუფიქრდები, პირველთან შედარებით მართლა დაბალი დონის არის. მეორედ დახურვის სურვილი სულ არ მაქვს და ერთ ჩვეულებრივ შუთერად მივიჩნევ უკვე.. აღარც მახსოვს :D
    1 point
  9. ბევრი რამე არ მომეწონა, განსაკუთრებით გასაცოდავებული სიუჟეტი, წინა თამაშში რაც იყო იმის 80%-ის გაქრობა და ა.შ.
    1 point
  10. :lollol: :lollol:
    1 point
  11. იმედია მეხუთეში მაინც შეცვლიან ძრავს თამაშების კრიზის დროს ვითამაშებ ისე არა და კომბატში რამე დაამატონ რა :(
    1 point
  12. 1 point
  13. წავიდა მიკიპედიაში
    1 point
  14. ბევრი ფიქრობს, რომ ბაზარზე AMD პროცესორებზე დაფუძნებული ნოუთბუქები არასაკმარისი რაოდენობითაა წარმოდგენილი. საბედნიეროდ, HP ამ ხარვეზის გამოსწორება გადაწყვიტა და ახალი მობილური კომპიუტერი 3105m წარმოადგინა. ნოუთბუქი კომპანიის საიტზე $450-ად შეიძლება აღმოაჩინოთ. ამ თანხაში მყიდველი ღებულობს მოწყობილობას 2-ბირთვიანი პროცესორით Zacate E-350 (სიხშირე CPU — 1,6 გჰც, გრაფიკა — Radeon HD 6310), 2 გბაიტ ოპერატიულ მეხსიერებითა და 320-გბაიტი ხისტი დისკით. ნოუთბუქ/ნეთბუქის ეკრანის დიაგონალი — 11,6 დიუმი გარჩევადობით 1366×768 წერტილი. მოწყობილობა აღჭურვილია გამოსასვლელით HDMI, სამი USB 2.0 პორტით, SD-კარტავოდით და კავშირის უსადენო სტანდარტების მხარდაჭერით Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 2.1+EDR. განსაკუთრებულად აღსანიშნავია 6-უჯრედიანი ბატარეის არსებობა ტევადობით 55 ვტ/სთ, რაც მწარმოებლის თქმით 9.5 საათამდე ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს.
    1 point
  15. მინდა გავცვალო Q6600 -- ი3 5XXX რას მირჩევთ რამდენი დავამატო??
    1 point
  16. თერმო პასტა და მისი შემცველობა.. ვინმემ აქ ტუ იცით ზუსტად რას შეიცავს თერმო პასტა.. დაწერედ .... მე წავიკითხე, დზლიერი თერმოპასტები შეიცავენ დიდი რაოდენობით ვერცხლს... კითხვა კი ამაში მდგომარეობს,, ვერცხლის წყალი ან რამე მსგავსი რო გამოიყენო რა შედეგს მივიღებთ?
    1 point
  17. დზმა როგორ გოონია 460 რო მივცე და ქ6600 გამიცვლიან ი5 ???
    1 point
  18. კაი და თერმოსაფენებზე რა შეგილიად რო თქვად ვიდეოს მემორისთვის?? ეს რო დაცერე გავცოფდი,,მეტქი ღადაობს.. ტურმე მარტალი ყოფილა
    1 point
  19. მდზიმე ტემაა ხო? არა რატქმაუნდა დზმაო უბრალოდ ნეტა მარტლა დიდ შედეგს იდზლევა?
    1 point
  20. მე არ ვიზახი სახში ,ქვაბში გავაკეთებ მეტქი,,, მე მაინტერესებ რო რა შეილება ,შემცველად გამოიყენო მგონი ამ ფორუმზე ვნახე ვერცხლის წყალი და დავსვი კითხვა.. 7 დოლარზე არაა იცი რაა მე ფორუმებზე 40 და 60 ლარიან პასტას ვერ ვენდობი.. არ ვიცი შიგნით რა ასხია ,,ტერმოპასტა,, თუ ,,კბილისპასტა,, :D
    1 point
  21. მასა მოდი რამე გავაკეთოდ ისეთი რო კაი გამტარი იყოს მაგალითად რაიმე ისეთი რო ვერცხლი ან ოქროს დიდი შემცველობა იყოს.. მე მაგალითად არ მაქ 50 ლარი რო ვიყიდო მარა თუ ასეთი რამე იქნება საქართველოში კაი იქნება..
    1 point
  22. ხო მარა რავი ვფიქრობ ღიირს ყიდვაა??? ბარემ ი5 ამეგო რაა ხვალ ზეგ ისევ გამოსაცვლელია..
    1 point
  23. ხო მარა გრაფიკაზე მალიმიტებს ისე კი მე ეგ რო დავცერე რომ,, 6600 უფრო სტაბილურია და ბევრად გამტანი დამცინეს.. და ასევე ამბობენ ი5 XXXX და ქ9XXX ასე რომ არ ვიცი ოპერები მალიმიტებს თუ ცპუ??
    1 point
  24. Resident Evil 5 ჩარტვის დროს რატო ცერს ასე დზველ ვიდეოზე ირტვებოდა ეხლა ასე წერს შემეშალა გტხოვთ გადაამისამატროდ
    1 point
  25. მადლობტ დავაკენეეე მადლობა კველას
    1 point
  26. ვიდეო ახალია 460 და 3 დრაივერი ვცადე ეს დირეკტ11 ზეა მე 10 ც და 9 დავაკენე მარა....
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.