Jump to content

daviti-q

Showing all content posted in for the last 365 days.

This stream auto-updates

  1. Past hour
  2. მაგთიზე შენს როუტერს ვერ დაყენებ თუ შესაძლებელი იქნება დაყენება მაშინ ყოველთვიურად უნდა გადაიხადო ვერ გადამისმართებ პორტებს ეგეც ფასიანია 100მბ სიჩქარე მაგთიზე დაივიწყე ვერ მიიღებ გეტყვიან გაქო მარა ვერ მიიღებ ყველაზე ნაგავი ინტერნეტი აქვთ რაც მე მახსოვს დაპოსტილიც მაქვს თავისი ტესტებით და ბენჩებით სქრინებით რა ნაგავი ნეტიც აქვთ მაგათ მთავარ თემაში მგონი ტვ და ინტერნეტი ერთ ვირტულურ ქსელშიაქვთ ტვ ს რომ უყურებ ინტერნეტს აკლდება სიჩქარე ისედაც, 100მბ რო გქონდეს და ქსელში 1 დევაისი იყოს გლობალიდან 7MB/s ით წამოიღოს მაქსიმუმ ტორენტებზე არაეფრს ვამობ უნდა ეხვეწო რომ 2MB/s წამოიღოს NAT აქვთ შეზღუდვა რაც თამაშებისთვის და ტერენტებისთვის დიდი პრობლემაა სილკზე შეგიძლია გაბრიჯო სილკის მოდემი და შენი იყოს ძირითადი კონფიგზე არანაირი პრობლემა არაა ტვ და ინტერნეტი ცალცაკლე ვ-ქსელშია და 100მბ თუ გაქ მართლა 100გაქ პ/ს ასევე სილკის დდშ მარა ნეტი მართლა კაიაქვთ
  3. Today
  4. მოკლედ სკრინშოტი რო მიდევს ზემოთ ეგ არის 26 აპრილის გაკეთებული ანუ მაშინ ამომიგდო მეორედ. მანამდე კიდევ ერთხელ ამომიგდო რამდენიმე კვირით უფრო ადრე, მაგრამ მაშინ დავაიგნორე. და ეს თემა რო გავხსენი მაშინ ამომიგდო მესამედ. ანუ საშუალოდ თვეში ერთხელ მიგდებს ეგრე გამოდის და იყოს ავიტან როგორმე. ბევრად მეტი დრო დამეხარჯება ამის მიზეზის პოვნაში როგორც ვხედავ. მადლობა Gogla1990 მაგრამ ზუგდიდში ვარ მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის
  5. 67700$ ავიდა კვირას, მაგრამ მერე რაღაცა გაუჭირდა ისევე, ეხლა 66700$ დგას უფრო, იყო 67200$-მდეც ასული დილით, ვნახოთ შეიძლება გაცდეს 70000$ ხელმეორეთ ამ დღეებში უკვე
  6. კრიპტობაზარზე ცვლილებების დინამიკა სულ უფრო მეტად ემსგავსება საფონდო ბირჟის რყევებს. აშშ-ში მოსალოდნელზე დაბალი სამომხმარებლო ფასების ინდექსის ფონზე Bitcoin-ის ფასი სწრაფად გაიზარდა აქციებთან ერთად ბირჟაზე ვაჭრობაში. Coin Metrics-ის თანახმად BTC-ის ფასი გაიზარდა 7%-ზე მეტით 66.124.59 აშშ დოლარამდე, რაც 25 მარტის შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს წამოადგენს. ფოტოს წყარო: Kanchanara/unsplash.com ასევე, Bitcoin-ის ფასი 13 აპრილის შემდეგ პირველად იყო 50 დღის მოძრავ საშუალო მაჩვენებელზე მეტი. აშშ-ის შრომის სამინისტროს შრომის სტატისტიკის ბიურომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაიზარდა 0.3%-ით მარტიდან, რაც ოდნავ დაბალია Dow Jones Industrial Average-ის პროგნოზის 0.4%-იან ზრდასთან შედარებით. სამომხმარებლო ფასები გასულ წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა. „როდესაც აშშ-ის ძირითადი CPI მცირდება პირველად ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ინვესტორების განახლებული ინტერესი სარისკო აქტივების მიმართ, როგორიცაა კრიპტოვალუტები, რაც იწვევს Bitcoin ETF-ებში შემოდინების ზრდას“, - განაცხადა 21Shares-ის ანალიტიკოსმა ლინა ელდიბმა. მისი თქმით Bitcoin-ს აქვს უნიკალური პოზიცია, როგორც რისკის შემცველი და რისკიანი აქტივი და ბევრი ინვესტორი ატარებს გრძელვადიან სტრატეგიას კრიპტო აქტივთან მიმართებაში. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს Bitcoin-ის ცვალებადობა მოკლევადიან პერიოდში, იგი ძირეულად არ შეცვლის კრიპტოვალუტის გრძელვადიან ტრაექტორიას. ოთხშაბათს დაფიქსირებულ ზრდასთან ერთად Bitcoin-ის ფასი კვირაში 8.92%-ით გაიზარდა - ეს იყო მისი საუკეთესო კვირა 29 მარტის შემდეგ. https://tinyurl.com/bdf3s6vp
  7. The Midnight Romance in Hagwon როგორც ჩანს არ გაამართლა მოლოდინები მაგ მელოდრამამ, 8 ბალი ეგ საკმაოთ სკრომნი შეფასებაა მაიდრამა საიტისთვის უკვე, ისე კი ამ კვირაში კიდე ორი დორამის პრემიერა იწყება კორეაში: Connection და Bitter Sweet Hell რატომღაც მგონია არც ეგენი გაისვრიან და უფრო საშვალო დონის დორამები იქნება ორივე, ნუ მაისში ძალზე ბევრი რაღაცეები კი გამოვიდა მაგრამ რეალურათ ძალზე მაღალი დონის მგონი მაქედან არცერთი არ ყოფილა, მემგონი ივნისში რაც გამოდის მანდ უფრო იქნება ეგეთი წესით, თუმცა წინასწარ პროგნოზირება საკმაოთ რთულია რა აიღებს მაგალითათ 8.5+ ბალს თუნდაც და რა 8.1 და ქვევით თუნდაც, ისე сhief detective 1958 ნორმალური ჩანს საკმაოთ, ბევრი არ უყურებდეს შეიძლება მაგ რეტრო დეტექტიურ კომედიას მაგრამ 8.5 ბალამდე კი ასულა შეფასება უკვე, Crash 8,1 ბალი აქვს ჯერ საშვალო შეფასება, თუმცა ეგეც უფრო მეორეხარისხოვანი დორამაა მემგონი, tvshow კი დაიწყო მაგ დორამის გახმოვანება, ანუ მინიმუმ კარგი აზვუჩკა ექნება, ტვშოუ ახმოვანებს ხოლმე ხშირათ კორეულ დორამებსაც, მაგრამ უფრო ეგეთი ტიპის დორამებს ან უფრო რეიტინგულ ფანტასტიკურ ბლოკბასტერებს თუნდაც, კლასიკურ რომკომებს და მალადიოჟნი დორამებს არ კიდებენ ეგენი ხელს დიდათ, მაგრამ კარგია რომ ივიზე დაიწყეს ახალი დორამების პრემიერები, უკვე ოთხი დორამა გამოვიდა ბოლო პერიოდში 2024 წლის და ასევე საკმაოთ ბევრი 2023 წლის დორამაა მათ შორის ჩინურებიც უკვე გამოსული მაგ პლატფორმაზე ნორმა პერევოდით https://www.ivi.ru/series/filters/doramy/2023/cn+jp+kr?sort=new რაღაცა მაქედან შეიძლება ვნახო კიდეც მოგვიანებით, ან უკვე ნანახიც მაქვს, მემგონი კიდე გამოვა ახალი დორამები წელს, რაღაცა ექსკლუზიური კონტრაქტი აქვთ კორეულ პაბლიშერთან მემგონი, ოღონდ ნეტფლიქსის,ამაზონის,დისნეის და ჰულუს დორამები არ შედის მაგ სპისოკში, უფრო tving რაც გადიოდა მარტო ეგენი გამოდის ივიზეც, ნუ აგერაა ეგ ოთხი დორამაც https://www.ivi.ru/series/filters/doramy/2024/cn+jp+kr?sort=new lovely runner მაქედან ჰიტოვი მაგ ჟანრში განსაკუთრებით ტოპოვი დორამაა ნამდვილათ, ანუ მალადიოჟნი ფანტაზიური რომკომია ტაიმ ტრაველსის თემაზე, tvshow აზვუჩკითაც ალბათ სულ მცირე 20-25 დორამამდე მოგროვდება, არის პრახადნოი დორამებიც და კარგი დონისაც მაგ სპისოკიდან, ასე 10-მდე დორამა ნიუსტუდიოსაც ექნება ნათარგმნი უკვე ალბათ წლების მანძილზე კორეულებიდან, ეხლა რაც მიდის კიდე და არ დასრულებულა ალბათ Lovely Runner გარდა ძალიან დიდი სპროსით არცერთი დორამა არ სარგებლობს, ეგეთი იყო უფრო queen of tears სანამ გადიოდა, მემგონი ახლო მომავალში ჯერ არ გამოდის ანალოგიური დონის თუ არა რამე კარგი დონის დორამის პრემიერა, თუმცა ზაფხულამდე გამოვა კიდე კარგი დონის დორამები ალბათ, დიდი რაოდენობით შეიძლება არა მაგრამ 2-3 მაინც გამოვა წესით ივლისის ბოლომდე მაინც ალბათ, ზოგადათ პოტენციონალურ ჰიტებს ხშირათ უშვებს ხოლმე უფრო TvN,studio dragon და ხანდახან ნეტფლიქსი, დინსეი+ და სხვა პლატფორმები შედარებით იშვიათათ უშვებენ მაღალი დონის რეიტინგულ დორამებს მაინც, თუმცა ხანდახან გამოდის სხვა პლატფორმაზეც კარგი რაღაცეები, ჯერ მაქვს მაინც 8.2-8.3 დორამები და სხვა ქვეყნების სერიალები საყურებელი, ახლებს ვგულისხმობ, თორე ძველებიც დარჩა რაღაცეები, თუმცა იმ 10-12 დორამასაც ვნახავ რასაც მაღალი რეიტინგი აქვს საკმაოთ mydrama-ზე ცალკე და აქამდე არ მიყურებია უკვე გამოსულებიდან, მათ შორის საკმაოთ ძველებიც კი, სანამ ძველ 8.2 ბალიან დორამებს დავიწყებ მაგეებს ვნახავ ჯერ ალბათ, მითუმეტეს მანდ საკმაოთ ახალი დორამებიც ურევია და თუ ძველია ეგენი ყველა ჰიტებია კორეაში, უბრალოთ კინოპოისკზე და imdb-ზე ძალზე მაღალი საშვალო ვოუტები არა აქვთ, მაგრამ 8.5+ ბალი კი უწერია ყველას თითქმის მაიდრამაზე უფრო მეტი ვოუტების რაოდენობით თან, ახლებიდან რაც არ მიყურებია ალბათ მარტო სამი დორამაა chief inspector 1958 გარდა, flex x cop, marry my husband და მესამე 2023 წლის https://mydramalist.com/721889-useless-lies + მგონი მინიმუმ 4 სერიალი გამოდის შტატებშიც სულ მცირე 8.2+ ბალიანი შეფასებით, რასაც ვუყურებდი მანამდეც, ახალი სერიალები არაა არცერთი, ეგ ყველაფერი ივნისამდე დაიდება უკვე ალბათ, მემგონი ივის tving აქვს კონტრაქტი გაფორმებული, მაგრამ ის დორამები არ გადის რაც პარარელურათ ნეტფლიქსზე ან ამაზონზეა, მარტო ისინია რაც მარტო მაგ პლატფორმაზე გადის ხოლმე, ეგ 2023 წლის დორამაც მასეთ დორამებს მიეკუთვნება და ალბათ მაგიტომაც დაიდო შედარებით მალე ივიზე პრემიერა, ისე ეგეც საკმაოთ სერიოზული ბროდკასტერია კორეაში, კორეული ნეტფლიქსის მთავარი კონკურენტი ყოფილა და ბიუჯეტი მაგასაც საკმაოთ დიდი ქონია და ბევრ დორამებს უშვებენ ან ნეტფლიქსთან ერთად ან ცალკე, ისე კი გლობალურათ და ცალკე კორეაში რამდენათ დიდი პოპულარობით სარგებლობს ესა თუ ის კორეული დორამა მაგაზე მაიდრამას # of Watchers: რაოდენობაც მეტყველებს ხშირათ თუ გროვდა სულ მცირე 30000+ მაინც ეგეთი დორამა საკმაოთ პოპულარულათ ითვლება, დანარჩენი ან ნა ლუბიტელაა თუმცა შეიძლება შეფასება მაღალი ქონდეს მაინც ან შედარებით პრახადნოი და ხშირათ დაბალი შეფასებით ეხლახან დაიდო კიდე ორი ინფო ახალ დორამებზე: Everything Will Come True ახალი ფანტაზიური რომკომი გამოდის კიდე სადაც ბაე სუზიც მიიღებსო მონაწილეობას: https://mydramalist.com/article/writer-kim-eun-sook-s-next-project-everything-will-come-true-starring-bae-suzy-and-kim-woo-bin-to აი მაგან შეიძლება გაისროლოს, თუმცა ნეტფლიქსზე არის პრახადნოი დორამებიც რა ჟანრიც არ უნდა აიღო და აქტიორების სასტავი ვერ შველის ხშირათ, რახან სიუჟეტი არ უვარგა ხოლმე ზოგიერთ დორამებს, თუმცა მაგ კონკრეტული დორამის კასტი მართლა ძლიერია, როდისთვის გამოდის ზუსტათ არაა ცნობილი, მაგრამ წელს უნდა გამოვიდეს უკვე, ჯერ მგონი გადაღება იწყებაო მარტო Signal Season 2 დაბრუნდება თუ არა taxi driver და Chief Detective 1958 მთავარი აქტიორი მაგაზე დაუდიათ კიდე ინფო https://mydramalist.com/article/lee-je-hoon-responds-to-whether-he-will-return-for-signal-season-2 ნუ ეგ ძალზე ძლიერი სერიალია მაგ ჟანრში, თუმცა ზოგიერთებს ისე ძალიან არ მოსწონებიათ ეგ კორეული ჰიტი https://mydramalist.com/13239-signal სპეციფიკურ სტილშია გადაღებული და ალბათ მაგიტომ, როგორც უმრავლესობა კორეული დორამა, განსაკუთრებით 2020-მდე რაც გამოვიდა, მაშინ გადაღების სტილი განსხვავდებოდა საკმაოთ ეხლანდელი დორამებისგან კორეაში
  8. მოკლეთ კონფერენციის ფინალების მონაწილეებიც გაირკვა წელს ნბა ფლეიოფში რომელი კლუბები გავიდნენ, წინა წლის ჩემპიონი მძიმე ბრძოლაში გამოვარდა ძლიერ მინესოტასთან, 2-0 აგებდენ და ალბათ მთავარი მიზეზი ეგ იყო უფრო ვილეტის, 3-2 გახადეს და მერე ისევ ჩავარდნა ქონდათ ფორმაში და 4-3 დამარცხდენ, ინდიანაც გავიდა 4-3 ნიუ ორკის წინააღმდეგ ფინალში, ნუ მანდ 3-1 კი იგებდა მგონი ნიუ იორკი და 2000 წლის შემდეგ კონფერენციის ფინალში მაგ გუნდს აღარ უთამაშია და პირველი შანსი ქონდათ კარგი და მაინც ვერ გამოიყენეს, ამიტომ სელტიკი ხვდება წელს ინდიანას და ალბათ ფავორიტი იქნება მაგ პარაში, დალასი კიდე მინესოტას, მანდ არაა ჩემი აზრით იავნი ფავორიტი თუმცა მცირე უპირატესობას მივცემდი მინესოტას უფრო კარგი დაცვის ხარჯზე https://www.nba.com/standings მასეთ პარებში სელტიკსაც აქვს წელს ჩემპიონობის შანსები ალბათ, მინინიმუმ ნბა ფინალებს ვნახავ და ჯერ-ჯერობით წელს რომ ადრე დაიწყო ფლეიოფი არცერთი შეხვედრისთვის არ მიყურებია აქამდე, სხვა რაღაცეებს ვუყურებდი სულ, ეხლა ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატიც მიდის და მაგის ფლეიოფის შეხვედრების ყურებასაც ვაპირებ მერე როლან გაროსიც დაიწყება და მარტო მაგის შემდეგ ჩავუჯდები ნბა ალბათ, მერე კი უკვე ევროც იწყება და კოპა ამერიკაც პარალერულათ + ივლისის ბოლოს უკვე ოლიმპიადაც და მანამდე უიმბლდონიც ჩატარდება ევროს დასრულებამდე მგონი, წელს ერთ-ერთი ყველაზე დაგრუზული ზაფხულია კრუპნი სპორტული ევენტების მხრივ, შემდეგი ეგეთი წელიწადი უკვე 2 წლის შემდეგ იქნება 48 გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდება შტატებში ფეღბურთში, ნუ მექსიკა-კანადასთან ერთად ისე მეცს მაგარი არ გაუმართლა ბოლო ტურში და ვეღარ შეძლო მიქაუტაძემ მაგ კლუბის გადარჩენა, კარგი შანსები რჩებოდათ მინიმუმ მეორე დივიზიონის მესამე კლუბს შეხვედროდენ ფლეიოფში, რომელიც ალბათ უფრო სენტ ეტიენი იქნებოდა წელს, თუმცა მანდ გრძელდება ფლეიოფი ცალკე კიდე, მაგრამ თვითონ მეცი დამარცხდა პსჟ-ან 2-0 თავის მოედანზე და მოულოდნელათ ლორიანმაც გაანადგურა უკვე გამოვარდნილი კლერმონ ფუტი 5-0 და ორივე კლუბს -23 გაუხდა ბურთების სხვაობა მაგის შემდეგ, ანუ ლორიანმა გაქვითა -7 ბურთიანი უპირატესობა რაც ქონდა მეცს და გადარჩა გამოვარდნას, შეიძლება სენტ ეტიენსაც მოუგონ და გადარჩენ წელს, მეცი კი გავარდა, მიქაუტაძეს 13 გოლი 20 შეხვედრაში მეცს არ ეყო გადასარჩენათ და ბრუნდება ეგ ფორვარდი აიაქსში, თუმცა ალბათ ისევ სხვა კლუბში გააგრძელებს კარიერას შემდეგ სეზონში, სად გადავა ჯერ არაა ცნობილი, მაგრამ არაა გამოირცხული ისევ საფრანგეთში ითამაშოს შემდეგ სეზონშიც, 7 ადგილზე გავიდა ბომბარდირების გონკაში საფრანგეთში სულ რაღაც 20 ჩატატებული შეხვედრით თან, ინგლისში კი სიტიმ დაამარცხა ბოლო ტურში ვესტ ჰემი და თავისი მეათე ტიტულიც აიღო, თუმცა უმრავლესობა კაკრაზ გვარდიოლას ერაში მოიგო მაგ კლუბმა მაგ 10-ან, არსენალს ამჯერათ მარტო 2 ქულა დააკლდა ჩემპიონობამდე, ანუ ფაქტიურათ მაგხელა სეზონის მანძილზე ერთმა ფრემ გადაწყვიტა ჩემპიონის ბედი, ვილამ კი 2 ქულით გაუსწრო შპორებს და ლიგაზე გამოვა ეგ კლუბი ფაქტიურათ ლამის მესამეჯერ თავის ისტორიაში, სულ ორჯერ გამოდიოდენ მგონი დიდი ხნის უკან ჩემპიონთა თასზე და ერთხელ გაიმარჯვეს კიდეც თბილისის დინამო რომ ყვაოდა მაგ პერიოდში დაიწყო უკვე ამ დღის რასპოსანიაც ძიუდოში, ჩვენი 4 სპორცმენიდან ერთი გასულა მეორე რაუნდში და მანდ უკვე დამარცხებულა, მეორე კი ეგრევე გამოვარდნილა ფრანგთან და გამოეთიშა ასპარეზობას, მაგრამ ტოპოვი ძიუდოისტები რუს და მონღოლ ძიუდოისტებს ხვდებიან მეორე რაუნდში, მაგათ არ დაუწყიათ ჯერ პულში ასპარეზობა, რახან ორივე მსოფლიო რეიტინგის ათეულში შედის, ძიუდოში ნახევარფინალში რომ გახვიდე ჯერ 3 კაცი უნდა დაამარცხო პულში ან ზოგიერთებმა ოთხიც კი პირველ რაუნდში თუ იწყებენ ასპარეზობას, მარტო მერე თამაშდება უკვე მედლები, თუმცა ნახევარფინალში რომც გახვიდე ხანდახან შეიძლება ბრონზაც ვერ აიღო თუ დამარცხდი მაგალითათ ეგრევე და მერე კიდე წააგე ბრონზა როცა თამაშდება უკვე
  9. SiPearl-მა გააზიარა მის მიერ შემუშავებული Rhea1 Arm სერვერის პროცესორების მახასიათებლები, რომლებიც გამოყენებული იქნება პირველ ევროპულ Exaflops-სუპერკომპიუტერ JUPITER-ის შემადგენლობაში, თუმცა ამ სისტემის მთავარი ჩიპები მაინც ჰიბრიდული ამაჩქარებლები NVIDIA GH200 იქნება. ამავდროულად, SiPearl-მა გადაწია Rhea1-ის გამოშვების თარიღი - თავდაპირველად პირველი ნიმუშების წარდგენა ჯერ კიდევ 2022 წელს იყო დაგეგმილი, ახლა კი კომპანია უკვე 2025 წელზე საუბრობს. ამავდროულად, პროცესორების დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. მათ ექნება 80 Arm Neoverse V1 (Zeus) ბირთვი, რომელიც წარმოდგენილი იქნა 2020 წლის გაზაფხულზე. თითოეული ბირთვი ემყარება ორ SVE-256 SIMD ბლოკს, რომლებზეც მხარდაჭერილია მუშაობა BF16-თან. LLC მოცულობა 160 მბ-ს შედგენს. შიდა სალტეს სახით გამოიყენება Neoverse CMN-700. გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის განკუთვნილია 104 PCIe 5.0 არხი: ექვსი x16 + ორი x4. არაფერია პირდაპირ ნათქვამი მრავალჩიპიანი კონფიგურაციის მხარდაჭერაზე. ფოტოს წყარო: SiPearl როგორც ჩანს, SiPearl არც ისე შორს წასულა Arm-ის რეფერენსიდან, რადგან Rhea1, მიუხედავად იმისა, რომ მას HBM მეხსიერების ოთხი სტეკი იქნება, ეს იქნება HBM2e მეხსიერება Samsung-ისგან. ამავდროულად, DDR5-სთვის მხოლოდ ოთხი არხია გამოყოფილი 2DPC-ის მხარდაჭერით, ხოლო თავად პროცესორი, როგორც მოსალოდნელი იყო, შეიძლება დაიყოს ოთხ NUMA დომენად. და ასეთ კონფიგურაციაში შეიძლება არსებობდეს კითხვები მეხსიერებასთან მუშაობის საერთო ეფექტურობის შესახებ. სწორედ HBM-ის გამოყენება აძლევს საშუალებას SiPearl-ს ისაუბროს როგორც HPC-ის, ასევე ხელოვნური ინტელექტის დატვირთვების (ინფერენსი) მომსახურების უნარზე. ფოტოს წყარო: SiPearl Intel Xeon Max-ის მაგალითის გამოყენებით (Sapphire Rapids 64 GB HBM2e) ცხადია, რომ სუპერსწრაფი მეხსიერების გამოყენება წარმადობას ზრდის ზემოაღნიშნულ ამოცანებში, თუმცა არა ყოველთვის. თუმცა, ეს არის განსხვავებული არქიტექტურა, ინსტრუქციების განსხვავებული ნაკრები (AMX), მეხსიერების განსხვავებული ქვესისტემა და ზოგადად მაინც იზოლირებული შემთხვევაა. შედარება არ გამოდის არც Fujitsu A64FX-თან - ეს არის მოდიფიცირებული, ძვირადღირებული და რთული პროცესორი, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა HPC და AI სამუშაო დატვირთვაშიც კი. პროცესორების შემდეგ თაობა MONAKA-ში Fujitsu დაუბრუნდება უფრო ტრადიციულ დიზაინს. ფოტოს წყარო: EPI შესაძლოა Rhea1-ის მსგავსი ერთადერთი ჩიპი იყოს ინდური 5-ნანომეტრიანი C-DAC AUM, რომელიც ასევე დამყარებულია Neoverse V1-ზე, მაგრამ აქვს 96 ბირთვი (48+48, ორი ჩიპლეტი), რვა DDR5 არხი და 96 გბ-მდე HBM3 ოთხ სტეკში, ასევე ორსოკეტიანი კონფიგურაციის მხარდაჭერა. AWS Graviton3E, რომელიც ასევე ორიენტირებულია HPC/AI სამუშაო დატვირთვაზე, წარმოდგენილია 64 Zeus ბირთვით და რვა DDR5 არხით. დაბოლოს, NVIDIA Grace და Grace Hopper ასევე გარკვეულწილად უვლიან გვერდს პროცესორში ინტეგრირებულ LPDRR5x-ს და მათ უკვე აქვთ Neoverse V2 (Demeter) ბირთვები და საკუთარი სალტე მასშტაბირებისთვის. ფოტოს წყარო: EPI ნებისმიერ შემთხვევაში, 2025 წელს Rhea1 გარკვეულწილად მოძველებულ ჩიპს ჰგავს. მაგრამ წელს SiPearl აპირებს წარადგინოს უფრო თანამედროვე Rhea2 ჩიპები და აცხადებს, რომ მათ განვითარებას Rhea1-ის მსგავსად დიდი დრო არ დასჭირდება. მათთან ერთად ასევე უნდა გამოვიდეს ევროპული EPAC ამაჩქარებლები, რომელთა გამოშვება ასევე გადაიდო. ამასობაში ევროპა ძირითადად ამერიკული HPC ტექნოლოგიებით დაკმაყოფილდება, რომელთა ადრე თუ გვიან თავიდან მოშორებას ცდილობს. https://tinyurl.com/25fp5b8a
  10. ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გვყავს ძიუდოში, სარდალაშვილმა გუშინ საღამოს ფინალში მსოფლიოში რეიტინგით ნომერ პირველი ტაივანელი ძიუდოისტი დაამარცხა ყველაზე მჩატე წონაში, ჩვენი ძიუდოისტიც შედის უკვე მსოფლიო ათეულში, ეხლა კიდე დაწინაურდება რეიტინგში მაგ გამარჯვების შემდეგ თუმცა 6-7 ადგილზე მგონი იყო აქამდეც, მაგ ტურნირის დაწყებამდე კი 8 რეიტინგი ყოფილა, ანუ ამომავალი ვარსკლავია ეგეც და პირველათ გასულა ორივე ძიუდოისტი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, თუმცა ტაივანელს ოლიმპიადის ფინალში წუაგია მანამდე, უკვე 26 წლის ყოფილა ტაივანელი ჩვენი კი მარტო 20 წლისაა ჯერ, ისე ჩვენ ძიუდოისტს 2021 წელს უკვე მოუგია მსოფლოო ჩემპიონატი უნიორებში ოღონდ, დღეს ორ წონაში ტარდება ფინალები და სრაზუ 3 ძიუდოისტი გამოვა საქართველოდან, თუმცა ეგ არაფრის გარანტიას არ იძლევა, ხანდახან მაინც ვერაფერს მოუგებ, თუმცა 1 გყავდეს შეიძლება მარტო და ეგრევე ოქრო აიღოს, ძიუდოში და ჭიდაობაში ხდება ეგრე ხშირათ, სპორცმენების რაოდენობა ხანდახან არ ეხმარება უფრო მეტი მედლების მოსაპოვებლათ, ისე ქალებშიც გამოდის ლოლაძე, თუმცა ეგ ლიპარტელიანის წონაა და მაგის მაგივრათ გამოიყვანეს მაგ ტურნირზე, ალბათ ლიპარტელიანი ერთადერთი ქალი ძიუდოისტია ჩვენ შემადგენლობაში ვისაც აქვს შანსები მედლებზე ამ ოლიმპიადაზე, ისედაც მგონი ორი ქალი გამოვა ცალკე გუნდურის გარდა, ამიტომ მაგას ასვენებენ მაგ ტურნირზე
  11. თუ რეალური იპ გინდა რომ მოგანიჭონ დამატებითი გადასახადის გარეშე მაშინ სილკი ჯობია, თუ პინგია პრიორიტეტში და ბევრს თამაშობ ონლაინში მაგთის ექნება უპირატესობა უკვე უფრო დაბალი პინგით, ტელევიზიის მხრივ გარკვეული უპირატესობა სილკზე უნდა ქონდეს, მე ორივე მქონდა და მაქვს გარკვეული გამოცდილება რა როგორ მუშაობს, პორტებს მაგთიზე ვერ ხსნის თუ რეალური იპ არ იყიდე ცალკე, პინგის გაუმჯობესებაც შეიძლება დამატებითი გადასახადის შემდეგ სილკზე https://silknet.com/ge/personal/internet/additional-services/package-gamer თუმცა ცალკე რეალური იპ აღება მაგთიზე მაგაზე ძვირიც გამოდის კიდე, ორივეს საკმაოთ უბრალო როუტერები აქვს, შენთვითონ უნდა დაითრიო და დაბრიჯო მერე ნორმალური როუტერი, 100-150 ლარიანი თუნდაც მინიმუმ ალბათ, ნუ მე რუსთავში მიყენია ძალიან დიდი ხანია სილკის იპტვ-ინტერნეტი გაბერვები და გამორთვები ფაქტიურათ არაა ჩემთან, ასე 6-7 წლის მანძილზე მაგათ ოფისში სამჯერ მექნება მაქსიმუმ დარეკილი, არ ფუჭდება ხოლმე ხშირათ და მაგიტომ
  12. Geekerwan-ის გუნდის ოვერქლოქერებმა გატესტეს Apple M4 პროცესორი ახალ iPad Pro-ში ექსტრემალურ აჩქარებაში თხევადი აზოტის გამოყენებით. Geekbench v6 ბენჩმარკზე აჩქარებული Apple M4 აღმოჩნდა 28%-ით უფრო სწრაფი ერთბირთვიანი წარმადობაში, ვიდრე 16-დუიმიან MacBook Pro-ში წარმოდგენილი M3 Max და 44%-ით უფრო სწრაფი Mac Studio-ში არსებულ M2 Ultra-სთან შედარებით. ფოტოს წყარო: Geekerwan Apple M4 პროცესორი, 28 მილიარდზე მეტი ტრანზისტორით, დამზადებულია TSMC-ის მეორე თაობის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის გამოყენებით. მისი დებიუტი შედგა Apple-ის ახალ პლანშეტ iPad Pro-ში და შემოთავაზებულია ორ კონფიგურაციაში, რომლებიც განსხვავდება მძლავრი ბირთვების რაოდენობით. ერთ ვერსიაში მასში შედის 10 CPU დამუშავების ბირთვი (ოთხი მაღალი წარმადობის და ექვსი ენერგოეფექტური), მეორეში - ერთით ნაკლები მაღალი წარმადობის ბირთვი (3+6). უფრო მძლავრ ვერსიას აქვს 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, ხოლო ნაკლებად მძლავრ მოდელს - 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. Geekerwan-ის გამოცდელებმა განათავსეს Kingpin Cooling T-Rex Rev 4 CPU LN2 თხევადი აზოტის ავზი პირდაპირ iPad Pro-ზე იმ ადგილას, სადაც M4 პროცესორია განთავსებული. ჩიპი აჩქარდა 4.41 გჰც სიხშირემდე. ოვერქლოქერები გვპირდებიან, რომ გამოაქვეყნებენ ვიდეოს აჩქარებისა და ტესტირების პროცესის დეტალურ ჩანაწერს. iPad Pro M4-მა ერთბირთვიან რეჟიმში მიიღო ქულა 4001, რაც 28%-ით აღემატება M3 Max-ს 16-დუიმიან MacBook Pro-ში. ახალი Apple M4 ასევე აღემატება M2 Ultra-ს მნიშვნელოვანი 44%-იანი სხვაობით, რომელიც განთავსებულია Mac Studio-ში. აღსანიშნავია, რომ თხევადი აზოტის გამოყენების გარეშეც M4-ის ერთბირთვიანი წარმადობა ძალიან მაღალია - მისი შედეგი ერთბირთვიან Geekbench v6 ტესტში აღწევს 3767 ქულას. თუმცა, M4-ის მრავალბირთვიანი წარმადობა არც ისე შთამბეჭდავია. იგი აღმოჩნდა 54%-ით ნელი 16-ბირთვიან M3 Max-თან შედარებით და ჩამორჩებოდა 24-ბირთვიან M2 Ultra-ს თითქმის 57%-ით. Geekerwan-ის გუნდის მიერ მრავალბირთვიან Geekbench v6 ტესტში მიღებული რამდენიმედან ყველაზე მაღალი ქულა იყო 14.785 ქულა. უნდა აღინიშნოს, რომ პროცესორი გამოიცადა სამი მაღალი წარმადობის და ექვსი ენერგოეფექტური ბირთვის მქონე კონფიგურაციაში. ოვერქლოქრებმა განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში უფრო მაღალი წარმადობის ვერსიის გამოცდას აპირებენ. https://tinyurl.com/yrr38nv6
  13. Yesterday
  14. დავძებნე და ვიკითხე wmime საერთოდ რა არის როგორც ჩანს ეს არის კომპანიებში გამოყენებული პროგრამა რომელიც powershell თან წვდომას იძლევა და უფროსობას აძლევს საშვალებას სკრინშოტები გადაიღოს და ბრაუზერის ისტორია შეინახოს ჩემი თეორიაა ეს პროგრამა აგროვებს ინფორმაციას და ინახავს ოპერატიულში და რადგან მარტო 4 გეგაბაიტის გამოყენება შეუძლია როცა არწევს ლიმიტს იგი ის იქრაშება
  15. სალამი , რამდენიმე საკითხის განხილვა მინდა თქვენთან ერთად და რჩევებს მივიღებდი დიდი სიამოვნებით. ახალ სახლში გადავდივარ და მჭირდება 100მბ იანი პაკეტი + ტელევიზია . რომელი პროვაიდერი ავირჩიო? რამე კონკრეტული მინუსები და პლიუსები თუ არის ცნობილი რის გამოც შეიძლება რომელიმეზე უარი ვთქვა? + მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია მაგთიზე რომ მთავარ როუტერად რამე ჩემი დავაყენო , სილქმა ძირითადი როუტერი უნდა იყოს ჩვენიო და 10+ კლიენტი სულ იქნება როუტერზე ჩაბმული ხოდა არამგონია მაგათმა სტანდარტულმა როუტერმა გაუძლოს სტაბილურობის მხრივ.
  16. 32 ბიტიან პროგრამებს მხოლოდ 4 გეგაბაიტის გამოყენება შეუძლიათ 64 ბიტიანი ვერსია ხო არ არსებობს მაგ პროგრამის შემთხვევით? მემგონი შეიძლება ამის ბრალი იყოს
  17. გათხოვებ თუ გინდა 32გბ ოპერას, ამუშავე რამოდენიმე დღე და გაირკვევა საქმე ოპერატიულის არ ყოფნაშია თუ სისტემური ბაგია
  18. მთლად გეიმინგ მონსტრი არაა მაგრამ თავის საქმეს ასრულებს
  19. გამარჯობა მოკლედ მაგთის ეს როუტერი მაქვს: calix g-97rg6w-g5 ახლახანს დავაყენე და ლოგინ პაროლი ვერაფრით ვერ გავარკვიე დავრეკე ცელხაზზე პორტის გახსნა მინდა და სულ რო არ შეგაწუხოთ მითხარით ლოგინ პაროლი თქო და მითხრეს რომ პირადი ინფორმაციაა ვერ გავცემთო როდესაც დაგჭირდება გახსნა დაგვიკავშირდიო ხომ არ იცით რააქვს პაროლი? telecomadmin/admintelecom, support/support, admin/admin ყველაფერი ვცადე
  20. დაახლოებით კი მივხვდი რაც უნდა ვეძებო.. ეგ მაუსი კაი ჩანს
  21. ბიუჯეტს გააჩნია, იაფიანებიდან მაგალიტად https://www.amazon.com/Logitech-LIGHTSPEED-Wireless-Gaming-Mouse/dp/B07CMS5Q6P/ref=sr_1_2?crid=1F2OVW8GEJWW1&dib=eyJ2IjoiMSJ9.pk-whyOm6eda0sGRG0lejLf3w6WGiuofMRsxwOiwzvTjgChjJTBK57tMQv1TpApaQDWUEq8rSBmaDhS0A9-Oopx4vvQgpbYP-AcsZ9ZnvnsTunhHVy3S1wXtRRiUd2kU63_wVB8nh4EPoKz2g0BtT1TpBXK-EojrgMfQcI8TXaySIcvq_GJdyTcMVChMPjpiFOVKLVoFUI0rRL6k0PAJXwEFnk-EDfqCqe13xb3zi6E.7McU_DKCl6PwL2NagFtlfCYeiyBbGiEQ1pdKoDg2vYg&dib_tag=se&keywords=wireless%2Bgaming%2Bmouse%2Blogitech&qid=1716141756&sprefix=wireless%2Bgaming%2Bmouse%2Blogitech%2Caps%2C257&sr=8-2&th=1 https://www.amazon.com/Redragon-K673-Mechanical-Dedicated-Absorbing/dp/B0CDX5XGLK/ref=sr_1_3?crid=YTTH6CHNS4EV&dib=eyJ2IjoiMSJ9.8SFTkJm3zpKIPeccnaZjw3NF4F-mi6JWMy6xVOZDks-2kBtGgn2kj44sAT4aHUjJh7nVJpMsd6e-enBcUKtmtHgldosQs7K1NiTdNh36wmeSeF8vgM3mkTIAvV9ZUHo1tl8eITRH0V20uCmlUioUejrIuBtdndBwWlFHXk7ewHkKLeK4XxTMynT1TaHMzPHgEPSKEPa52x5eysyea0cu5QGfjltYq4LTwbfTl5v-HaI.KNIf8zwDaYFFcyOYXkl85wRb14BTDzqCvMcx6VcXbbs&dib_tag=se&keywords=wireless%2Bgaming%2Bkeyboard&qid=1716141845&sprefix=wireless%2Bgaming%2Bkeyboard%2Caps%2C234&sr=8-3&th=1
  22. system managed size დაყენების შემდეგაც თუ დარჩა დაკრაშვები, შეიძლება მართლა კონკრეტული სოფტის ან პროგრამის გამო ახურებდეს, მაგი უფრო რთული დასაფიქსია უკვე, რომც დაადგინო რომელი პროგრამაა ზუსტათ
  23. ნუ იქნება ბიუჯეტური მაგის დედაც.. ხარისხი ქონდეს . .. ხარისხის გარკვევა ძნელია მოდელი თუ იცით კონკრეტულად გამომდგარი , ძაან დამავალებთ
  24. თამაშებს არ ვთამაშობ უკვე კარგა ხანია. ვრთავ ოპერას რომელშც 50მდე დატი მაქვს ხოლმე გახსნილი, Mozilla thunderbird-ს ნუ შეილება სხვა ბრაუზერიც გავხსნა ხოლმე მაგრამ მანდ 5 მაქსიმუმ 10 ტაბი გავხსნა. ნუ Filezilla და ტექსტური ედიტორი Notepad++ და რამდენიმე პატარა პროგრამა ბექგრაუნდში მუშაობს. 10გბ-ს არამგონი ცდებოდეს მაქსიმალურ დატვირთვაზე ტასკ მენეჯერში ოპერატიულის დატვირთვა. Pagefile ავტომატურზე აყენია და უწერია რომ რეკომენდირებულია 2935MB და გამოყოფილია 3968MB. ვინჩო არ მაქ უკვე, დამვიწყებია ჩემი კომპის მონაცემების შეცვლა, მიყენია Crucial MP600 2TB SSD. ის რაც მახასიათბლებში მიწერია ეგენი ამოღებული მაქვს
  25. Display ს სეთინგებშია სულ ქვემოთ
  26. რომელი სეთინგია ეგ მეგობრებო ? რუსულზე მაქვს მენიუ.ლეპტოპზე 60-70 მდე უჭირავს ულტრაზე. მაგრამ ცოტას კიდე თუ მოუმატებს და ვიზუალს არ გააფუჭებს მეც ვცდი.
  27. ჩემთან ნორმალურად არის.afterburner - იც ჩართული მაქვს.პირველ ჩართვაზე გამომაგდო ერთხელ და ვსო.შენ კარტაზე პრინციპში რამდენად გჭირდება არვიცი მარა ჩემთან 100 დან 130-140 ზე აიყვანა fps-ი
  1. Load more activity
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.