Jump to content

Memory Timings VS MHz


Recommended Posts

Timings VS MHz

პატარა გამოძიება Overclockers.ge-სგან

სანამ ვანო ყინავს ყველაფერს, პრაქტიკული აჩქარებით არის დაკავებული და გუნდისთვის ვედროებით მოაქვს ქულები :miyvarxar:, მანამდე მე თეორიულ ნაწილს ვაწვები და პატარა გამოძიებას შემოგთავაზებთ. ყველას აინტერესებს მაინც რომელი ჯობია, დაბალი ტაიმინგები თუ მაღალი სიხშირეები. რა თქმა უნდა ვიცით რომ გააჩნია თანაფარდობას, ყველაფერი შედარებითია. რაც უფრო დაბალია ტაიმინგები უკეთესია, ასევე უკეთესია მაღალი სიხშირე, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა; მაღალი სიხშირისთვის უნდა შევწიროთ ტაიმინგები და პირიქით, დაბალი ტაიმინგებისთვის უნდა გავწიროთ მაღალი სიხშირე. ხოდა დღეს ჩემი ოპერებით OCZ 1333 CL8 ვნახე დაახლოებით როგორი თანაფარდობაა სიხშირეს და ტაიმინგებს შორის.

სატესტო სისტემა:



  1. Memory - OCZ 1333, CL8
  2. CPU - i7 860
  3. MB - P7P55D Deluxe
  4. HDD - Hitachi 320GB, 7200 rpm
  5. GPU - 8600 GS
  6. PSU - TX850
  7. CPU Cooling - Ultra 120
  8. OS - Windows XP SP3

ვტესტავდი პირველ რიგში Everest ბენჩმარკში, მთავარი ყურადღება გავაახვილე memory read, write და copy-ზე,

ასევე გავტესტე superpi 1MB და wprime 32mb მაგრამ შედეგები საკმაოდ არაერთგაროვანი იყო :)

თავიდან გავტესტე BCLK 133-ზე, პროცესორის მამრავლი 22 დავაფიქსირე და გამოვრთე ენერგოდამზოგველი ფუნქციები რომ სიხშირეს არ ეთამაშა. ძაბვა ყველგან ხელით დავაფიქსირე რომ დედა დაფას თავის ჭკუაზე არ ეცვალა



  1. CPU voltage - 1.15v
  2. IMC voltage - 1.26v
  3. DRAM voltage - 1.65v

ეხლა ვნახოთ შედეგები 1066MHz CL 7-7-7-21

01768a76fbe6t.jpg

1333 Mhz CL 8-8-8-24

10ae9cd207fet.jpg

1600 Mhz CL 9-9-9-27

62dacf8a6e67t.jpg

ეხლა კიდევ დავაჯამოთ ეს შედეგები

39c29c302502.jpg

მეტი უკეთესია

რა შეიძლება ითქვას ამ ცხრილზე?! ფაქტია რომ სიხშირის მატება და იმავდროულად ტაიმინგების მატება წარამდობას ზრდის, როგორც ჩანს სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებზე ასეთი თანაფარდობით. ანუ ამ შემთხვევაში ტაიმინგების შეწირვა ჯობია სიხშირის შეწირვას.

ეხლა ვნახოთ wprime და superpi (მარტო მილიწამები მაქვს გამოტანილი რათა სხვაობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სინამდვილეში wpriem-ს პლუს 8 წამი და superpi-ს პლუს 14 წამი სჭირდებათ)

33a9718d3845.jpg

ნაკლები უკეთესია

აი აქ კი სრული ქაოსი დამხვდა :D და შემდგომშიც ასე გაგრძელდება ამ ბენჩებში. superpi თუ კლებულობს (ანუ უკეთესი შედეგია) wprime მატულობს (ანუ უარესია).

შემდეგში გადავედი უკვე სხვა სიხშირეზე (რადიო სიხშირეებზე არ ვამბობ :)) მოკლედ მაინტერესებდა 2000 სიხშირეც შედარებისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე 2000MHz ოპერებზე არ დგება ამიტომ მომიწია BCLK-ს გაზრდა 167-მდე და სხვა ტესტებშიც ამ BCLK-ზე ტესტების გატარება. 1333 და 2000 ამ სიხშირეზე მაქვს გატარებული, ძაბვა არ შემიცვლია, მხოლოდ მამრავლი დავაყენე 17 ხელით რათა პროცესორის სიხშირეც არ შეცვლილიყო. დივაიდერის პრობლემის გამო 1600MHz-ზე BCLK-160 Multiplier-18 ხოლო 1800MHz სიხშირეზე ისევ მომიწია BCLK შეცვლა რადგან DRAM:BCLK დივაიდერი არ მქონდა შესაბამისი, მოკლედ ამ სიხშირეზე BCLK-150 ასევე მამრავლი 19 რათა პროცესორის სიხშირე ყველგან თანაბარი ყოფილიყო. ევერესტი მტკივნეულად განიცდის ძირითადი სალტის სიხშირის ცვლილებებს, ამის გამო 1800-იანი სიხშირის მონაცემი შედარებით რიგიდან "ამოვარდნილი" იყო მაგრამ მაინც საინტერესო.

მოკლედ გადავედი შედეგებზე BCLK 167

1333MHz CL 8-8-8-24

5ecf39d16d58t.jpg

1600MHz CL 9-9-9-27 აქაც BCLK ვიმსხვერპლე და 160

d9ee86083199t.jpg

1800MHz CL 10-10-10-30 და როგორც გითხარით BCLK 150

44559f4d8e79t.jpg

2000MHz CL 11-11-11-30 BCLK-167 ისევ

864b5506bb72t.jpg

ეს ტაიმინგები და სიხშირეები ჩემი ოპერების ზღვარია ფაქტიურად :) მაქსიმალური რაც შეეძლოთ ის გამოვწურე და შედეგებიც ასე დავალაგე. ბოლო კონფიგურაცია 11-11-11-30 შემთხვევით არ არის 33 მაგალითად ვერ მივეცი მაქსიმუმი 31 იყო და დავტოვე ბოლო ტაიმინგი ხელუხლებლად.

ეხლა ისევ დავაჯამოთ შედეგები

356633f12b4c.jpg

მეტი უკეთესია

ალბათ ყველაზე საინტერესო გრაფიკი ეს არის. როგორც ხედავთ სიხშირის ზრდა ისევ პრიორიტეტულია. ჯობია ტაიმინგებით ვიზარალოთ ვიდრე სიხშირით. საინტერსოა რომ CL8 1333-ს ჯობია CL10 მაგრამ 1800 სიხშირეზე და დაბალ BCLK-ზეც კი. თითქოს CL9 1600 უკეთესია ვიდრე CL 10 1800 მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ CL9-ზე BCLK 160 იყო, ხოლო 1800-ზე 150 მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ BCLK 160-ზე და CL 10 ტაიმინგებზე 1800MHz-ს უპირატესობა ექნებოდა, ვიდრე 1600MHz. მით უემეტს, რომ memory copy უკეთესია 1800-ზე, ხოლო memory write საერთოდ ყველა ტესტში კლებულობს, მხოლოდ 2000 სიხშირეზე ეწევა 1333-ს. არც ვიცი ეს რას დავაბრალო კიტის სისუსტეს თუ კიდევ რამე სხვა უზუსტობას...

მოკლედ სხვა კიტზე აუცილებლად ვნახავ რა სხვაობა მექნება.

ეხლა ვნახოთ ისევ Superpi და Wprime ტესტები

0d143966603a.jpg

ნაკლები უკეთესია

აქ საერთოდ უცნაურად დალაგდა შედეგები. საუკეთესო შედეგი ქონდათ 1600 CL9 კონფიგურაციას. ხოლო ყველაზე უარესი 2000 CL11-ს. პრინციპში 1333 CL 8-ს 2000-ზე უარესი შედეგი ქონდა Superpi-ში.

ვიცი იდეალური ტესტები არ არის მაგრამ არც ოპერებია იდეალური. რაც მთავარია ზოგადი წარმოდგენა შემექნა, რომ მაღალი სიხშირე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე დაბალი სიხშირე და დაბალი ტაიმინგები. Wprime და Superpi ტესტების შედეგზე გავლენა ალბათ იამანაც იქონია რომ ჩემი ოპერებისთვის 2000 სიხშირე სრულიად არაბუნებრივია და ფაქტია 1600 CL9-ზე უკეთესი შედეგები მქონდა ვიდრე 1333 CL8-ზე.

მოკლედ მაღლა სიხშირე და ძირს ტაიმინგები !

იდეაში ტაიმინგებიც მაღლა, ძირს იდეოლოგიურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით. :D

  • Upvote 4
Link to comment
Share on other sites

  • 8 months later...

გადავავლე თვალი ამ სტატიებს და ოპერატიულის თაიმინგები ვნახე და განსხვავებულია ჩემი ოპერების თაიმინგები და ნორმალურია

n4fo3.png

Link to comment
Share on other sites

1333-იანი ოპერები გაქვს, CL9-ზე. იდეალური არაა, მაგრამ საგრძნობ სხვაობას არ მოგცემს არც CL8.

ხო რა გამიკვირდა სადაც ვნახე ყველგან 7 7 7 21 ან 8 8 8 24 ან 9 9 9 27 იყო და ჩემთან კიდე სულ სხვანაირად თან ეს ავტომატურად არის ასე დაყენებული მე არაფერი არ შემიცვლია.

Link to comment
Share on other sites

მემგონი შეგიძლია ჩამოიყვანო 8-8-8-24-მდე 1333-იანი, მაგრამ რეალურად განსხვავებას ვერ იგრძნობ.

ზოგადად ტაიმინგებს რაც შეეხება, "სტანდარტული" არ არსებობს, დადგენილი წესი არ აქვთ. მაგალითად 7-11-9-28-ც კი მოსული ამბავია.

Link to comment
Share on other sites

მემგონი შეგიძლია ჩამოიყვანო 8-8-8-24-მდე 1333-იანი, მაგრამ რეალურად განსხვავებას ვერ იგრძნობ.

ზოგადად ტაიმინგებს რაც შეეხება, "სტანდარტული" არ არსებობს, დადგენილი წესი არ აქვთ. მაგალითად 7-11-9-28-ც კი მოსული ამბავია.

ააა გასაგებიაა. სპასიბა ბრატ :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.