Jump to content

ნოუთბუქების ექსტრემალური ოვერქლოქინგი


kloud

Recommended Posts

ნაწილი 1:CPU და RAM სამუშაო პარამეტრების აპარატურული შეცვლა

გაფრთხილებთ: მოდიფიკაციამ, რომელზეც საუბარია ამ თემაში, შეიძლება გამოიწვიოს ნოუთბუქის გაფუჭება და მისი რემონტი ძვირი დაგიჯდეთ. ასე რომ, თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული თქვენს შესაძლებლობებში ან კარგად არ იცნობთ მოწყობილობებს, რომლებიც ამ თემაში იქნეაბ განხილული არ გირჩევთ ოვერქლოქინგის ამ მეთოდს მიმართოთ.

ნოუთბუქის ოვერქლოქინგი ბევრად უფრო რთულია ვიდრე სამაგიდო კომპიუტერის ოვერქლოქინგი. თუ კომპიუტერში ოვერქლოქინგისთვის საჭირო პროცესის 80% მიაქ BIOS-ში საჭირო პარამეტრების მოძებნას, ნოუთბუქის ოვერქლოქინგისას ამ დროს წაიღებს შემდეგ კითხვაზე პასუხის ძებნა: როგორ უნდა დავარაზგონოთ ნოუთბუქი? იმიტომ რომ ნოუთბუქის BIOS არ გვაძლევს მაგდენი ფუფუნების უფლებას რომ ნოუთბუქი დავარაზგონოთ.

ნოუთბუქში, ისევე როგორც კომპიუტერში შეიძლება პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ვიდეოკარტის დარაზგონება.

ვიდეოკარტა

საერთოდ ვიდეოკარტასთან პრობლემები არაა, არსებობს ბევრი პროგრამა რომელიც გვაძლევს საშუალებას უპრობლემოდ დავარაზგონოთ ის:RivaTuner, AtiTool და სხვები. ვიდეოკარტის დარაზგონება შეილება აპარატურულადაც: მისი BIOS-ის მოდიფიცირებით, ვოლტმოდით, მაგრმა ამის გაკეთება არაა ადვილი და სახიფათოა.ოპერაციული სიტემის ჩატვირთვის სიჩქარეზე ვიდეოკარტის აპარატურული რაზგონი ზეგავლენას არ ახდენს, ამიტომ ერთადერთი დადებითი მხარე ისაა რომ OS-ის გადაყენების შემთხვევაში არ იქნება საჭირო რაზგონის ახალი პროფილების შექმნა. ამასთანავე პროგრამულთან შედარებით ეს პროცესი ბევრად სახიფათოა, რადგან BIOS-ის წარუმატებელი მოდიფიკაციის შემთხვევაში ნოუთბუქში ახალ ვიდეოკარტას ვერ ჩააყენებ.

ოპერატიული მეხსიერება

ინტელის ჩიპსეტებში მეხსიერება დარაზგონდება პროცესორთან ერთად, რადგნ ნოუთბუქებში როგორც წესი არ შეიძლება FSB:DRAM-ის თანაფარდობკოეფიციენტის შეცვლა на лету(აზრზე არ ვარ ეგ როგორ ვთარგმნო), ხოლო ნოუთბუქის BIOS კი ხშირად ვერ ცნობს თანაფარდობას განსხვავებულს მწარმოებლურისგან. ასევე შეიძლება მეხსიერების დარაზგონება ტაიმინგების შემცირებით პროგრამულად ან SPD მიკროსქემის გადაფლეშვა შედეგად.

AMD-ს ჩიპსეტებში მეხსიერების სიხშირე არაა დამოკიდებული FSB-ზე, მაგრამ წარმატებული დამოუკიდებელი რაზგონი შესაძლებელია AMD-ს პროცესორის გამოყენებით. ინტელის პროცესორის AMD ჩიპსეტთან დაკავშირების შემთხვევაში მეხსიერების სიხშIრე აირჩევა SPD მონაცემებით მაქსიმალურად შესაძლებელი, ასე რომ, ამ შემთხვევაში, საკმარისია SPD-ში მაღალი სიხშირის " დაფლეშვა.

პროცესორი

აქ უკვე საქმე ბევრად რთულადაა ვიდრე ზემოთხსენებულ კომპონენტებთან. ძირითადად სამი გზაა ნოუთბუქში პროცესორის დარაზგონების:

1. პროგრამული რაზგონი. ეს ხორციელდება პროგრამების საშუალებით, რომლებიც მართავენ ტაქტურ გენერატორს და შეუძლიათ "на лету" შეცვალონ FSB-ს სიხშირე. მაგრმა პროგრამამ, რომ იმუშაოს საჭიროა ვიცოდეთ რომელი ტაქტური გენერატორია თქვენს ნოუთბუქში დაყენებული, ამისათვის კი საჭიროა ან მისი დაშლა და საჭირო მიკროსქემის ძებნა პლატაზე, ან შერჩევითი მეთოდით მოძებნა შაჭირო ტაქტური გენერატორის, რომლებიც არც თუ ისე ცოტაა. მაგალითისთვის ესეთი პროგრამებია SetFSB, Clockgen და სხვები. ასევე არის რამდენიემ ფაქტორი რომლიც რაზგონის ამ მეთოდისგამოყენებაში ხელს გვიშლის. ესაა:

  • ყველა PPL-ს არ აქ პროგრამული მართვის მხარდაჭერა.
  • არი შემთხვევები რომ რაზგონი დაბლოკილია აპარატურულად ან BIOS-ის დონეზე, რაც ნიშნავს იმას რომ თუ თქვენ გაქვთ საჭირო პროგრამა რომელსაც აქ თქვენი ტაქტური გენერატორის(ტგ) მხარდაჭერა რაზგონს მაინც ვერ გნახორციელებთ.
  • ახალი ნოუთბუქები ახალი ტგ-ებით გამოდის თითქმის ყოველ კვირას, ასე რომ პროგრამების განახლებას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს.
  • მეხსიერების სიხშირე იზრდება FSB-ს სიხშირესთან ერთად, ამიტომ შეიძლება რაზგონი შეგვიძღუდოს მეხსიერებამ.

2. BSEL-მოდი. მეთოდი მდგომარეობს დაბალი (ლოგიკური 0) და მაღალი (ლოგიკური 1) დონის მიწოდებაში პროცესორის BSEL-პინებზე. დაბალ და მაღალ დონეში მოიაზრება გარკვეული სიდიდის ძაბვა, ის შეიძლება იყოს სხვდასხვა სხვდასხვა პროცესორებისთვის. ფიზიკურად ეს ხორციელდება პროცესორის შესაბამისი პინების დამიწებით(замыканием на землю) და იზოლირებით (ან პროცესორის Vcc პინებზეზე დამიწებით ). ამ მეთოდის უმთავრესი პლიუსი, იმაშია რომ, ჩიპსეტი აყენებს FSB : DRAM ახალ თანაფარდობას ან უფრო მაჭალ ტაიმინგებს, ამიტომ რაზგონი არ შეიზღუდება ოპერატიული მეხსიერების გამო,მაგრამ ყოველთვის არა. როგორც პროგრამულ რაზგონს ამ მეთოდსაც აქ ნაკლები:

  • ზოგიერთი მობილური ჩიპსეტი(945PM, PM965, PM45 შემოწმებულია) BSEL-მოდის შემდეგ ბლოკავენ პროცესორისს მამრავლს x6-ზე. AMD-ს ჩიპსეტებზე ეს პრობლემა არაა(შემოწმდა Xpress 1250 ჩიპსეტზე პროცესორით Intel T2330, BSEL-მოდი 133->200 გაიარა წარმეტებით).
  • ამ მეთოდით შეიძლება FSB-ს სიხშირის მხოლოდ სტანდარტულ მნიშვნელობებზე გადაყვანა: 133, 166, 200, 266 და ა.შ.
  • თუ ჩიპსეტს ოფიციალურად არ აქ FSB-ს იმ სიხშირის მხარდაჭერა, რომელზეც იგეგმება BSEL-მოდის განხორიცელება, სავარაუდოდ რაზგონი წარუმატებელი იქნება.ესშეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით. მაგალითად BIOS-ში BSEL-კომბინაციების არქონის ან ბლოკირების გამო, ან ჩიპსეტს არ შეუძლია მაღალ სიხშირეზე მუშაობა და ა.შ.

3. ტაქტური გენერატორის მოდი. ტაქტური გენერატორის პროცესორთან და ჩიპსეტთან დამაკავშირებელი ელექტრონული სქემაზე უშუალო ზემოქმედება. ეს მეთოდი წააგავს BSEL-მოდს, ოღონდ ყველაფერი ხდება ტაქტური გენერატორის მიკროსქემის BSEL-პინებზე და არა პროცეოსრისაზე. ამასთან ზოგ შემთხვევაში შეიძლება პროცესორის BSEL-პინების გათიშვა ტაქტური გენერატორის მოდიფიცირებადი BSEL-პინებისგან. ამ მეთოდის უპირატესობა კი არის:

  • უნივერსალობა, ის თავსებადია თითქმის ყველა ნოუთბუქთან.
  • BSEL-მოდისგან განსხვავებით ჩიპსეტს აუცილებელი არა ქონდეს საჭირო სიხშირის მხარდაჭერა და ასეთი რაზგონის BIOS-ში დაბლოკვაც შეუძლებელია. ჩიპსეტი საერთოდ ვერ ხვდება რომ ახალი სიხშირე განსხვავდება იმ სიხშირისგან რომლიც მოცემულია პროცესორის BSEL-პინების მიერ.

ნაკლები:

  • ძალიან რთული განსახორციელბელია, მოითხოვს პაიანიკთან (паяльник) მუშაობის ცოდნას და გარკვეულ თეორიულ ცოდნას, ასევეუნდა იქონიოთ მულტიმეტრი და რამდენიმე სხვა ხელსაწყო.
  • როგორც BSEL-მოდის დროს აქც შესაძლებელი სიხშირეების გადართვა მხოლოდ სტანდარტულ რეჟიმებში 133, 166, 200, 266 და ა.შ.
  • მეხსიერებისსიხშირე იზრდება FSB-ს სიხშირესთან ერთად, ასე რომ აქაც შეილება რაზგონი მეხსიერებამშეზღუდოს.
  • ასეთი მეთოდის დროს ჩიპსეტი არ ცვლის თავის შინაგან ტაიმინგებს და FSB-ს სიხშირის გაზრდა 66მჰც-ზე მეტით შეუძლებელი იქნება.

უკანასკნელი ორი მეთოდი აპარატულია ანუ ისინი იწყენებ მუშაობას "ჩართვის ღილაკზე დაჭერით" ასევე არაა საჭირო OS-ის გადაყენების შემდეგ თავიდან დაყენება პარამეტრების.

ახლა კი ვისაუბროთ კონკრეტული მაგალითის შესახებ, კერძოდ Samsung R560 რაზგონზე

ვიდეოკარტის რაზგონი

Samsung R560-ში დგას ჩაპაიანებული დედაპალტაზე ვიდეოკარტა GeForce 9600M GS\GT 256\512MB GDDR3 მეხსიერებით. ამ კონკრეტულ მოდელში GS ვერსიაა 256MB მეხსიერებით. მისი რაზგონი nVidia system tools პროგრამის საშუალებით განხორიცელდა. ამ პროცესის დაწვრილებით ახსნას აზრი არ აქ, ვიტყვი მხოლოდ იმას რომ სიხშირის არჩევისშემდეგ უნდა შევამოწმოთ სისტემა გადახურებაზე და არტეფაქტებზე FurMark-ის ან AtiTool-ის მეშვეობით.ქვედა სურათში მოცემულია ამ მოდელის მაქსიმალურად სტაბილური შედგი:

f5e996161be3.gif

აღსანიშნავია რომ nVidia system tools-ს წესების გამო ვიდეოკარტა სიხშირეებს აგდებს idle რეჟიმში ენერგიის ეკონომიისათვის.

პროცესორის და მეხსიერების რაზგონი

მცირედი პრედისტორია:

სანა მდავიწყებდეთ პრაქტიკულ ნაწილზე საუბარს გეტყვით რომ თU თქვენი ტაქტური გენერატორის მხარდაჭერა არ აქ სპეციალურ პროგრამებს ეგ არაფერია. პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა ტექნიკური აღწერილობა ანუ datasheet, რომლის კარგად შესწავლაც მოგიწევთ, რადგან ტაქტური გენერატორი იმართება მონაცემების რეგისტრში ჩაწერით, ხოლო SetFSB-ს შეუძლია ამ რეგისტრების რედაქტირება, მიუხედავად იმისა აქ თუ არა მას თვითონ ამ ტაქტური გენერატორის ხმარდაჭერა.

რაც შეეხება რაზგონს R560-ში აყენია Intel PM45 ჩიპსეტი, რომელსაც ოფიციალურად აქ 266მჰც სიხშირის მხარდაჭერა, მაგრამ შეუძლია 333მჰც-ზე მუშაობა. ა მკონკრეტულ მოდელში კი აყენია პროცეოსრი Т7300 (200*10), ასე რომ ერთი შეხედვით ჩანდა რომ იდეალური პირობები იყო რაზგონისთვის, მაგრამ ჩიპსეტი ნოუთბუქის ჩართვისას FSB-ს სიხშირეზე დამოკიდებულებით(უფრო ზუსტად პროცესორის პინების BSEL-კომბინაციაზე დამოკიდებულებით) აყენებს ტაიმინგებს რომლებსაც იღებს SPD-დან. საბოლოოდ გამოვიდა ესეთი სიტუაცია: FSB 200მჰც ტაიმინგები 6-6-6-15, ხოლო FSB 266მჰც ტაიმინგები 7-7-7-20.

გამოსავალი შემდეგნაირია:

  • გავაკეთოთ BSEL-მოდი 333 მჰც სიხშირეზე, მაშინ მამრავლი დაიბლოკება x6-ზე, ხოლო სიხშირე იქნება როგორც სტოკზე (333*6=2.0 გჰც),რაც არც თუ ისე ცუდია რადგან FSB ამ შემთხვევაში კარგადაა გაზრდილი, ხოლო მეხსიერების სიხშIრე ამ შემთხვევაში იქენაბ 1333 მჰც., ამ შემთხვევაში ტაიმინგები უდნა დაყენდეს სწორად.
  • მეხსიერების მოდულების SPD-ს მოდიფიცირება, ისე რომ FSB-ს სიხშირეზე 200მჰც, ტაიმინგები იყოს 7-7-7-20, ამის შმედეგ კი შეიძლება პროგრამული რაზგონით დავკავდეთ, რადგან მეხსიერება იფუნქციონირებდა სტანდარტულ რეჟიმში.

პირველი ვარიანტი წარუმატებელი აღმოჩნდა რადგან ნოუთბუქი საერთოდ არ ჩაირთო, რაც ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძLება იყოს გამოწვეული.

მეორე ვარიანტი უფრო ადვილი იყო რადგან არსებობს სპეციალური პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს SPD-ს პრასივკის, Taiphoon Burner 6.1. ეს პროგრამა იქნა გამოყენებული ტესტისას. ცოტა ხნის კვლევების შემდეგ აღმოჩნდა რომ ნოუთბუქი არ აპირებდა ჩართვას თუ ტაიმინგი (Cas Latency) არ იყო 6 როცა FSB-ს სიხშირე 200მჰც-ს ტოლია, ჩვენ კი გვჭირდება რომ ის იყოს 7 ტოლი. სხვა ტაიმინგები უპრობლემოდ ყენდებოდა 7-ზე, ამიტომ გადაწყდა ტესტი ჩატარებულიყო 6-7-7-20 ტაიმინგებზე და მოულოდნელად სისტემა არა მარტო ჩაირთო არამედ სავსებით სტაბილურად გადიოდა სტრეს-ტესტებს.

ქვედა სურათზე მოცემულია თუ რა პარამეტრებია მითითებული SPD-თვის მოდიფიცირებამდე

65c5eab20275.jpg

ეს კი მოდიფიცირების შემდეგ

bc9723d8f0a8.jpg

ასე გამოიყურება ტაიმინგების რედაქტორი

5ea110574f1b.jpg

აღვნიშნავ რომ თუ თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი მეხსიერებიოს მოდული არ ღისრს SPD-ს პრაშივკა, იმიტომ რომ არასწორი ტაიმინგების დაყენების შემთხვევში ნოუთბუქი არ ჩაირთვება. თუ გაქვთ ორი მოდულიდა ერთერთი მათგანზე არასწორადაა გაკეთებული პრაშივკა, მაშინ სისტემა უნდა ჩართოთ მარტო მეორე მოდულის მეშვეობით და შემდეგ ჩართულ კომპზე შეუერთოდ მეროე მოდული და დავაბრუნოთ ის საწყის ტაიმინგებზე, მაგრამ არის რისკი რომ დაიწვება ან მოდული ან დედაპლატა. ასევე არსი უსაფრთოხ მეთოდი რაც მდგომარეობს, იმაში რომ მოდულების კონტაქტები სკოჩით დავწეებოთ ,ოღონდ ყველა არა, დაუწებავი უდნა დავტოვოთ ისინი რომლებიც საჭიროა SPD-ს მიკროსქემის წაკითხვა/ჩაწერისათვის.So-DIMM DDR3 204pin-სთვის არ უნდა დავწებოთ ორივე მხრიდან ბოლო 5-5 კონტაქტი. თუ სვა ტიპის მოდულები გაქვთ უნდა იპოვოთ დატშიტი და გაიგებთ რომელი არ უდნა დაწებოთ სკოჩით.

კონკრეტულად R560-ის რაზგონს აღმოაჩნდა რამდენიმე ნაკლი რაც გამოიხატება იმაში, რომ სიხშირის შეცვლის შემთხვევაში ნოუთბუქის გაჭედვის შესაძლებლობა 70%ია.

ქვედა სურათზე მოცემულია ტაქტური გენერატორის სქემა. მასზე, როგორც უვკე ვიცით, არის სამი პინი რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს რასაც პროცესორის BSEL კონტაქტები.სურათზე ესენია 5, 17, 64 პინები.

4e6996a3d33f.jpg

ბევრ შემთხვევაში ამავე პინებზე სხვა ფუნქციებიცაა მიბმული, რააც დამატებით სირთულეებს ქმნის, რაცმხოლოდ გამოცდილებისთვის თუა უსაფრთხო. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა რადგან 64 პინი არაფერზე ზეგავლენას არ ახდენდა.

04447ffda025.jpg

ამ ცხრილის თანახმად, იმისთვის რომ სიხშირე 200-დან 266-მდე გავზარდოთ საჭიროა FS_B (№64) отпаять და მივიშვათ მასზე დაბალი დონე ანუ დავამიწოთ რათა მივიღოთ ლოგიკური 0. მაგრამ დამიწება პრინციპში არაა აუცილებელი და მაიცნ იგივე შედეგი უდნამივიღოთ.

ამის მერე ვინდოუსი ჩაიტვირთა და RMClock-ის ნიშანთან ჩანს რომ პროცესორის სიხშირე 2.66გჰც-ს ტოლია.დარესტარტების შემდეგაც იგივე მაჩვენებელს ანახებდა.CPU-Z კი FSB სიხშირეს ანხებდა 266მჰც-ს ტოლს. შემდეგ ნოუითბუქი შემოწმდა სტაბილურობაზე და იქნა აწყობილი.

და აი სკინებიც

4e561a390b33.jpg

გაირკვა რომ თუ ზემოთხსენებულ 64-ე პინს არ დავამიწებთ ძილის რეჟიმში სიხშირეები ვარდება ქარხნულამდე ასე რო მჯობია რომ დავამიწოთ.

გაგრილება და ტესტირება

როგორც ვიცით ზოგ ნოუთბუქს ვენტიალტორთან აქ ხვრელები რათა მოხდეს ჰაერის უკეთ მიმოცვლა. R560-ს ერ ხვრელები არ ქოდნა და მისი ხელოვნური გზით შექმნა გადაწყდა და აი შედეგი

09684ac8d006.jpg

ამ მოქმედებამ ტემპერატურა დააგდო 5 და უფრო მეტი გრადუსით დამოკდიებულებით დატვირთვაზე, რაც ასევე გირჩევთ იყიდოთ ნოუთბუქების სადგარი გაგრილების სისტემით თუ აპირებთ დაკავდეთ ნოუთბუქების რაზგონით.

ახლა კი გადავიდეთ ტესტების შედეგებზე.

3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა, პროცესორი, მეხსიერება არაა დარაზგონებული, XP).

7ad254e4fd2b.jpg

3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა დარაზგონებულია, პროცესორი და მეხსიერება არა, XP).

1bdf8d7cb284.jpg

3Dmark 2006 (default, 1280x800, ვიდეოკარტა, პროცესორი, მეხსიერება დარაზგონებულია, XP).

935a67126441.jpg

Everest რაზგონის გარეშე

d3e476448ce8.jpg

Everest რაზგონზე

d1fc66c1b548.jpg

რაც შეეხება ტემპერატურას T7300 სტოკზეც ცხელია რაც გვარდეაბ ძაბვის დაკლებით, მაგრამ რაზგონის შემთხვევაში ეს შეუძლებელია და რაზგონის დროს მომთხოვნ თამაშებში ადის 80-90o C-მდე. ვიდეოკარტა კი 80 გრადუსამდე.

დასასრული.

როგორც ვხედავთ ნოუთბუქებზეც შეიძლება ეკონომიის გაკეთება და მისი დარაზგონებით იგივე წარმადობის მიღეაბ რაც უფრო ძვირიან ნოუთბუქებს ახასიათებთ, მაგრამ შეგახსენებთ რომ ნოუთბუქების დარაზგონება სახიაფთოა და თუ არ ერკვევით მსგავს საქმეებშI არ გირჩევთ ამსი გაკეთებას. ხოლ ოვინც დაინტერესდით ვნახეთ რო მნოუთბუქების რაზგონსაც გამოაქ შედეგი და თან კარგი. თუ შევადარებთ 3Dmark 2006-ში მიღებულ შედეგებს რაზგონის გარეშე, ვიდეოკარტის რაზგონით და სამივე კომპონენტის რაზგონით დავინახავთ რომ

რაზგონის გარეშე 5234=100%

ვიდეოკარტის რაზგონით 6626=126.6% ანუ ნამატია 26.6%

ხოლო სამივე კომპონენტის დარაზგონების შემთხვევაში 7059=134.9% ანუ 34.9%-ით უკეთესი შედეგი მივიღეთ ვიდრე სტოკ სიხშირეებზე და 6.5%-ით მეტი ვიდრე მარტო ვიდეოკარტის რაზგონისას.

იგივეს თქმა შეიელბა ევერესტის შედეგებზეც ზრდა ნათლად შეინისენაბ ამ ტესტშიც.

ასე რომ თუ ნოუთბუქების მფლობელებო ფარხმალს ნუ დაყრით თქვენც შეგიძლიათ რაზგონით დაკავდეთ.

To Be Continued

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

როგორ დავარაზგონო ჩემი i3 350M ??? hwbot_ისთვის მინდა, სულ რაღაც +1 ან +2 FSB, მეტი არ მინდა... საკაიფო ქულებს დაწერს. ვიცი რომ რაზგონი სარისკოა ამ შემთხვევაში, მაგრამ 1-2 FSB მომატება რას უზამს???

ბიოსით რათქმაუნდა ვერ ვარაზგონებ...

Link to comment
Share on other sites

სეთ ფსბ ან ქლოქგენი ჩართე და მოსინჯე სიაში არსებული რომელიმე ქლოქგენერატორი მოარგო

თუ რომელიმე ქლოქგენერატორმა შეძლო სწორი ფსბ წაკითხვა და მისი შეცვლა მაშინ შეგეძლება ვინდოუსიდან დაარაზგონო

ასევე მაქსიმალური შედეგისთვის ჩAმოწერე ოვერქლოპეკი და ჩAრთე მემსეტი

მემსეტიდან გაუხსენი უფრო ცუდი ტაიმინგები ოპერატიულ მეხსიერებას რომ პროცესორის რაზგონი არ დატორმუზდეს დაბალი ტაიმინგებით

Link to comment
Share on other sites

აირჩიე პირველიდან ბოლომდე ყველა და ეფლაის დააჭირე სათითაოდ

და PLL სეთინგების ფანჯარაც გახსენი და ცპუზ

და სწორს თუ გაარტყავ ხო მაშინ PLL სეთინგები ზუსტად იგივეს წაიკითხავს რაც ცპუზ ში გექნება

ხოდა მერე შეეცადე ფსბ გადადგილებას და თუ გამოვიდა ე.ი. სწორია

Link to comment
Share on other sites

კლოკ გენზე მაგალიტად რომელიმე რო ვირჩევ ქლოქგენსჰი სხვაა და ცპუ ზ ში სხვა და ცლოქ გენი მარტო ფსბ სცვლის და ესეიგი ეგ ქლოქები არ ერგება ? ყველა ქლოქი უნდა დამანახოს ?

Link to comment
Share on other sites

არა მარტო ფსბ უნდა ამოიკითხპოს სწორად

აქვე FAQ ებში ნახე არის სეთფსბ და ქლოქგენის FAQ დაწერილი და გადაავლე თვალი

Link to comment
Share on other sites

არა მარტო ფსბ უნდა ამოიკითხპოს სწორად

აქვე FAQ ებში ნახე არის სეთფსბ და ქლოქგენის FAQ დაწერილი და გადაავლე თვალი

არ ხედავს სწორად ვერცერთი ქლოქით bol10.png

tnid2.png

მეორე სურათზე სხვანაერი გადასაწევია და ხოარ მოერგო ? ან კიდე ცპუ როგორ დავარაზგონო ?

Link to comment
Share on other sites

შესაბმისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავსვავ კითხვას

ლეპტოპზე მაქვს I3 370 M პროცესორო რომლის ტემპერატურაა მუშაობის დროს, სადღაც 50-55 გრადუსი, ნომრანული ტემპერატურაა?

არ აქვს ინტელს ისეთი საიტი სადაც ეწერება რამდენი უნდა იყოს ოპტიმალური ტემპერატურა?

Link to comment
Share on other sites

შესაბმისი თემა ვერ ვიპოვე და აქ დავსვავ კითხვას

ლეპტოპზე მაქვს I3 370 M პროცესორო რომლის ტემპერატურაა მუშაობის დროს, სადღაც 50-55 გრადუსი, ნომრანული ტემპერატურაა?

არ აქვს ინტელს ისეთი საიტი სადაც ეწერება რამდენი უნდა იყოს ოპტიმალური ტემპერატურა?

ჩემს i3 350M_ზეც ეგრეა დაახლოებით, თამაშებში 65_ამდეც ადის ხოლმე და ვიდეოც ცხელი მაქვს, სტოკზე 50 გრადუსია და თამაშებში 70-78 :D

Link to comment
Share on other sites

ჩემი 40-50 გრადუსის ფარგლებშია , გრუზზე 70 ს უკაკუნებს ხოლმე. Zalman NC2000 ზე ვამუშავებ და განსხვავებას ალბათ იძლევა , არ მიცდია უქულეროთ თამაში ჯერ ჯერობით

Link to comment
Share on other sites

  • 2 months later...

ეგეც ჩემი დაწერილია როგორც მახსოვს სოსო

ხო მეც ეგრე მახსოვს

ამის გაგრძელება არ დაწერილა?

Link to comment
Share on other sites

არა მაგრამ მგონი მახსოვს რომელი საიტიდან ვთარგმნე

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

ვერ გავიგე როგორ დავარაზგონო რა

უნდა ჩამოწერო სეთ ფსბ და შეეცადო რომ რომელიმე ქლოქგენერატორი სიიდან მოარგო და ეფლაის რომ დააჭერ უნდა წაიკითხოს შენი კომპის ტაქტი და გადანაცვლება უნდა შეეძლოს

დიდი სიაა და ყველა უნდა მოსინჯო

რომელიმე თუ გაარტყი მერე შეგეძლება ტაქტის აწევა

თუ ვერ გაარტყი ე.ი. არაფერი გამოვა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.