Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო დროს რამდენჯერმე ამომიგდო. 

პროცესი რომელცი აგებს ამ ფანჯრების ჩვენებაზე პასუხს არის wmime (32bit) დავგუგლე და ვინდოუსის ლეგიტიმური პროცესიაო მაგრამ რატომ აგდებს ამ ერორს ვერ ვხვდები. არც ვიდეო მაქვს დატვირთული და არც ოპერატიული მეხსიერება, სსდზეც ბლომად თავისუფალი ადგილი მაქვს. რისი მემორი არ ყოფნის ვერ ვხვდები.

error.png

Posted

ან მემორი ლიკეიჯი აქვს ან რაღაც სპაიკები აქვს მაგ უტილიტაზე და დობრათ რამს ავსებს პერიოდულათ, შეიძლება უშველოს პეიფჯაილის გაზრდამ, ან system managed size-ზე გადაყვანამ და მაგ შემთხვევაში დაკრაშვის მაგივრათ პეიჯფაილი გაიზრდება უკვე

Posted

ავტომატურზე თუა page file არ უნდა ამოაგდოს წესით. თუ გათიშულია მაშინ შეიძლება საკმარისი მეხსიერება ფიზიკურად იყოს მაგრამ მაინც არ მოსწონს windows-ს მაგის გათიშვა. რაღაც პროგრამებს/თამაშებს ჩემთან 24 გბ არ ყოფნიდა მახსოვს 2 წლის უკან როცა 32გბ ზე პრობლემა არ ქონდა page file გათიშულზე. ჩემი გამოცდილებით არც მაგ პარამეტრის custom ვარიანტი მოსწონს რაც არ უნდა დიდი მეხსიერება მიუთითო. 

  • Upvote 1
Posted
9 hours ago, MaKaSaRa said:

შეიძლება საკმარისი მეხსიერება ფიზიკურად იყოს მაგრამ მაინც არ მოსწონს windows-ს მაგის გათიშვა

თუ მეხსიერება საკმარისია, მოსწონს, თანაც იმაზე მეტად ვიდრე მყარ დისკზე ტენოს ფაილები

მინიმუმ 10 წელია გათიშული მაქვს და მაგის გამო პრობლემა არ მინახავს როდესაც ოპერატიული საკმარისია

16გბ ოპერა დღეს უკვე ძალიან ცოტაა, ქრომში რამდენიმე ტაბი რომ გახსნა და რამე მსუბუქი თამაში გაუშვა ჰოპ და აღარაა მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მოხმარებას 10გბ-საც არ გიჩვენებდეს, რეალურად კი აღარ ყოფნის, ტენის მყარ დისკზე ქეშ ფაილებს, სსდ-ს ცალკე აოხრებს და სიჩქარეც 10-20-ჯერ დაბალი აქვს რის გამოც როგორც წესი ან სისტემა ნელდება ან თამაშში მიკრო ფრიზები შეინიშნება

11 hours ago, kloud said:

ბოლო დროს რამდენჯერმე ამომიგდო

რა მომენტში, ანუ რა დატვირთვა ქონდა კომპს?

ეგ უფრო პროგრამულ ბაგს გავს ვიდრე მეხსიერების არ ყოფნას

Posted

მე პირადათ operagx მევსება მომენტებში რამი, რატომღაც 18-20გბ ადის ხოლმე ჯამური ოპერატიულის გამოყოფა, თუმცა წერს რომ ისევ 8-9გბ იყენებს საერთო რამს და მაგრამ გამოყოფით ყოფს 18-20გბ და მაშინ დაკრაშავს თუ დაბალი პეიჯფიალი გაქვს მონიშნული, ამიტომ ეხლა 2-4გბ მაგივრათ მოვუნიშნე system managed size, აღარ დაუკრაშია მეტი მაგის შემდეგ არცერთხელ, მაგრამ თუ ძალიან დიდხანს მაქვს ოპერა ჩართული და დობრათ 4K ვიდეოები ვნახე უტუბზე შეიძლება 6-7გბ აარტყას პეიჯფაილმა, მაგრამ როცა აღარ ჭირდება თავისით ამცირებს მერე, როცა შენით უნიშნავ როგორც წესი კრაშავს მაინც, მქონდა 1-2გბ ნამდვილათ არ ყოფნის, უფრო გაზრდა აღარ მიცდია, 16გბ მაქვს მეც და რაპიდ მოდიც ჩართულია, ეგ პარავს კიდე 2გბ-მდე მგონი რამს, ამწუთას ვნახე და 4გბ გამოყოფილი, 7გბ ვნახე დაჟე, შეიძლება media foundation მეტი რამი უნდა ვიდეოების ყურების დროს არ ვიცი ნამდვილათ, თუმცა ნაკლები ლაგები აქვს მაგ რეჟიმში და ეგრე მირჩევნია, აი 4გბ არ დამიტესტია ხელით როცა გაქვს მონიშნული ეყოფა თუ მაინც დაკრაშავს მაგაზეც, დიდი ალბათობით არა რახან 7გბ ადის ხანდახან პეიჯფაილის ზომა, გეიმინგიც ცალკე თემაა, თამაშს გააჩნია რეალურათ რამდენ რამს გამოყოფს და რანაირი კეშირება აქვს, იგივე პონტი იქნება ზოგან როგორც OPERAGX-ში, ალბათ გიწერს 8-12გბ-მდე პიკზე და რეალურათ მომენტებში მეტი ჭირდება უკვე ეგ თან ბრაუზერის გარეშეც კი, committed რამდენზე ადის მაგაზეა ბევრი რამე დამოკიდებული, არა მარტო in use-avalable-ზე ზემოთ რომ წერია ტასკ მენეჯერში პერფორმანს რომ აკლიკავ და მანდ მემორის უნიშნავ, 32გბ ვისაც უყენია ჩემი აზრით ეყოფა ყოველგვარი პეიფჯაილის გარეშეც უკვე მინიმუმ გეიმინგის გარეშე, 2k გეიმინგზე სერიოზულ სისტემებზე შეიძლება ეგეც გაავსოს, რედკათ მაგრამ მაინც, 64გბ წესით არც მანდ იქნება უკვე პრობლემა რა თამაშიც არ უნდა გაუშვა უკვე, არის პროგრამები ზოგ რეჟიმში 50გბ+ რომ ითხოვს ცალკე რამს, რედკათ მაგრამ მაინც, ეგ უკვე ცოტა სხვა თემაა, თუმცა ვისაც მაგდენი რამი ჭირდება 64 ან 96გბ+ უყენია უკვე, ორი ცალი 48გბ პლანკა თუნდაც დდრ5-ზე, გეიმინგში ეკონომ რეჟიმში ყოფნის კარგათ მაინც 32გბ, ნორმალურ რეჟიმში უფრო 48გბ  მაინც უნდა 24GB სლოტებით, 64გბ ცოტა უფრო ძვირი ჯდება უკვე

Posted

თამაშებს არ ვთამაშობ უკვე კარგა ხანია. ვრთავ ოპერას რომელშც 50მდე დატი მაქვს ხოლმე გახსნილი, Mozilla thunderbird-ს ნუ შეილება სხვა ბრაუზერიც გავხსნა ხოლმე მაგრამ მანდ 5 მაქსიმუმ 10 ტაბი გავხსნა. ნუ Filezilla და ტექსტური ედიტორი Notepad++ და რამდენიმე პატარა პროგრამა ბექგრაუნდში მუშაობს. 10გბ-ს არამგონი ცდებოდეს მაქსიმალურ დატვირთვაზე ტასკ მენეჯერში ოპერატიულის დატვირთვა.

Pagefile ავტომატურზე აყენია და უწერია რომ რეკომენდირებულია 2935MB და გამოყოფილია 3968MB. 

ვინჩო არ მაქ უკვე, დამვიწყებია ჩემი კომპის მონაცემების შეცვლა, მიყენია Crucial MP600 2TB SSD. ის რაც მახასიათბლებში მიწერია ეგენი ამოღებული მაქვს 

Posted

system managed size დაყენების შემდეგაც თუ დარჩა დაკრაშვები, შეიძლება მართლა კონკრეტული სოფტის ან პროგრამის გამო ახურებდეს, მაგი უფრო რთული დასაფიქსია უკვე, რომც დაადგინო რომელი პროგრამაა ზუსტათ

Posted

გათხოვებ თუ გინდა 32გბ ოპერას, ამუშავე რამოდენიმე დღე და გაირკვევა საქმე ოპერატიულის არ ყოფნაშია თუ სისტემური ბაგია

Posted

32 ბიტიან პროგრამებს მხოლოდ 4 გეგაბაიტის გამოყენება შეუძლიათ
64 ბიტიანი ვერსია ხო არ არსებობს მაგ პროგრამის შემთხვევით?
მემგონი შეიძლება ამის ბრალი იყოს

Posted

დავძებნე და ვიკითხე wmime საერთოდ რა არის როგორც ჩანს ეს არის კომპანიებში გამოყენებული პროგრამა რომელიც powershell თან წვდომას იძლევა და უფროსობას აძლევს საშვალებას სკრინშოტები გადაიღოს და ბრაუზერის ისტორია შეინახოს
Capture.thumb.PNG.e7708bf2d198180631f23ffd840f5c13.PNG
ჩემი თეორიაა ეს პროგრამა აგროვებს ინფორმაციას და ინახავს ოპერატიულში
და რადგან მარტო 4 გეგაბაიტის გამოყენება შეუძლია როცა არწევს ლიმიტს იგი ის იქრაშებაCapture.thumb.PNG.0624cd7f172467b45dc6dbdc78299c02.PNG

Posted

მოკლედ სკრინშოტი რო მიდევს ზემოთ ეგ არის 26 აპრილის გაკეთებული ანუ მაშინ ამომიგდო მეორედ. მანამდე კიდევ ერთხელ ამომიგდო რამდენიმე კვირით უფრო ადრე, მაგრამ მაშინ დავაიგნორე. და ეს თემა რო გავხსენი მაშინ ამომიგდო მესამედ. ანუ საშუალოდ თვეში ერთხელ მიგდებს ეგრე გამოდის და იყოს ავიტან როგორმე. ბევრად მეტი დრო დამეხარჯება ამის მიზეზის პოვნაში როგორც ვხედავ.

მადლობა Gogla1990 მაგრამ ზუგდიდში ვარ :) 

მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის ❤️ 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.