Jump to content

Recommended Posts

Posted
1 minute ago, david_888 said:

@G1ORG1  ბრეკეტს იყენებ სოკეტზე?

კი დავაყენე მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი. -3 გრადუსი ჰა და ჰა

Posted
11 hours ago, david_888 said:

ძაან კაი თუ ეგრეა, ოღონდ გააჩნია ვინ რას ეძახის ჩუმს, თუ მესმის როგორ მუშაობს ესეგი ხმაურიანია

საერთოდ არ უნდა ისმოდეს

თუ გინდა სახლში რომ მივალ გავზომავ ხმის დეციბელებს დაუტვირთავზე და დატვირთულზე. ასევე მინდა ჩემი გამოცდილება გავაზიარო ჰაერის ქულერთან დაკავშირებით რაც მქონდა.

სულ თავიდან ვიყიდე ეს ქულერი ამაზონიდან გამოვიწერე:

image.thumb.png.60f2fd4edc0c9ac1bf3d2adcb3c3fe31.png

და პროცესორი მაქვს ის რაც მიწერია ავატარის ქვეშ. ვერ უმკლავდებოდა ეს ქულერი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ პოპულარული ქულერია ჰაერის ქულერებში. აი მაგალითად OCCT ბენჩში მაგ ქულერის შედეგი. თამაშებშიც საკმაოდ ცხელდებოდა.

image.thumb.png.767b0ffc21058e778eadde93a6e44c69.png

შემდეგ ვიყიდე ეს Arctic Liquid Freezer III 360 Pro. ესეც მისი შედეგი იმავე ბენჩში:

image.thumb.png.90a0b9dc7239d8043924001233adbbd8.png

უბრალოდ ერთ რამეს გირჩევ. თუ ამ ქულერს იყიდი ძალიან ფრთხილად უნდა იყო contact frame-ის დაყენებისას. მე გამეღუნა სოკეტის ფეხი მაგის გამოცვლისას და გოგლასთან და მის მეგობართან მივიტანე და იმათმა მიშველეს და გოგლამ ჩამიყენა უპრობლემოდ ეგ contact frame.

ესეც პროები ამ ქულერის:

image.thumb.png.54f9ad369f4937aa29d63336d0d2d8c6.png

მეც არ მიყვარს ხმაურიანი PC. ალბათ ისეთი ჩუმი არ იქნება წყალი როგორც ჰაერის ქულერი, მარა შემაწუხებლად ხმაურიანი ნამდვილად არ არის თორემ ვერც მე ავიტანდი. აი, დღეს რომ მივალ სახლში სამსახურის შემდეგ და მოვიცლი, გავზომავ დეციბელებს თამაშებშიც და OCCT-შიც და გეტყვი როგორია.

Posted
3 hours ago, Dean0770 said:

თუ ამ ქულერს იყიდი ძალიან ფრთხილად უნდა იყო contact frame-ის დაყენებისას

მაგ ფრეიმის დაყენება სავალდებულოა? ქულერს მოყვება რამე თავის თუ ამას გულისხმობ?

 

 

b9a9c0d11fd5887aa829ee0b46eb7288-hi.jpg

Posted

უკანა სამაგრი უნდა დააფიქსირო ხელით თორე ისე შეუძლებელია მაგის მიშურუფება. ახალ ქეისებს აქვს მაგის ადგილი, თუ არადა უნდა მოიხსნას დედაპლატა.

Posted
4 hours ago, NowhereMan said:

მაგ ფრეიმის დაყენება სავალდებულოა? ქულერს მოყვება რამე თავის თუ ამას გულისხმობ?

 

 

b9a9c0d11fd5887aa829ee0b46eb7288-hi.jpg

კი, მაგ ქულერს მოყვება ეგ. სავალდებულო არ არის, მაგრამ მაზერბორდს რაც აქვს იმას ჯობს (ცოტათი).

Posted

მოკლედ კაი გამოდგა  ARCTIC Liquid Freezer III Pro 360

ისე დავანასტროიკე ცალკე აბაროტები და ცალკე პროცი რო თამაშში 50 გრადუსზეა და ფანები 800-900, სრული სიჩუმეა

 

  • Upvote 2
Posted
25 minutes ago, david_888 said:

მოკლედ კაი გამოდგა  ARCTIC Liquid Freezer III Pro 360

ისე დავანასტროიკე ცალკე აბაროტები და ცალკე პროცი რო თამაშში 50 გრადუსზეა და ფანები 800-900, სრული სიჩუმეა

 

ძალიან კარგი, ანუ ღირს, მაგარი მეზარება არადა შეცვლა :D

Posted
2 minutes ago, G1ORG1 said:

ძალიან კარგი, ანუ ღირს, მაგარი მეზარება არადა შეცვლა :D

შენ პროცზე მეეჭვება რამემ ჩუმად იმუშაოს სიხშირეებს თუ არ დაუგდებ 400-500 გერცით + ანდერვოლტი 

აი 420 უფრო რეალურია

თამაშებში რამდენ ვატს ჭამს?

Posted
27 minutes ago, david_888 said:

შენ პროცზე მეეჭვება რამემ ჩუმად იმუშაოს სიხშირეებს თუ არ დაუგდებ 400-500 გერცით + ანდერვოლტი 

აი 420 უფრო რეალურია

თამაშებში რამდენ ვატს ჭამს?

ეხლა ტესტ დრაივი მაქვს ჩართული და 120 ვატამდე ადის, ტემპერატურა 50-80. ავტოზე მაქვს ყველაფერი, სიხშირე აყენია 5200ზე.

Posted
24 minutes ago, G1ORG1 said:

ეხლა ტესტ დრაივი მაქვს ჩართული და 120 ვატამდე ადის, ტემპერატურა 50-80. ავტოზე მაქვს ყველაფერი, სიხშირე აყენია 5200ზე.

120 ვატზე კი უნდა იყოს ქულერი ჩუმად

ესროკის A tuning გაუშვი და წსით თვითონ დაალაგებს ფანების ბრუნებს

მარტო p-ს დაუკელი? e-საც მოაკელი ერთი 200 გერცი + ანდერვოლტი და მორჯულდება

Posted
11 minutes ago, david_888 said:

120 ვატზე კი უნდა იყოის ქულერი ჩუმად

ესროკის A tuning გაუშვი და წსით თვითონ დაალაგებს ფანების ბრუნებს

არაა ჩუმად და უნდა შევიხედო ბიოსში, აღარც მახსოვს რამდენზე აყენია ბრუნები.

Posted

მე ასეთ ბრუნებზე დავსვი

Screenshot-2026-08-29-225434.png

 

Posted

მაგ ბენჩში 100ზე ადის რამდენიმე ბირთვი :D თან ბოლო აბაროტზე ტრიალებს ფენები, არა ამ პროცესორის საშველი არაა.

Posted
7 minutes ago, G1ORG1 said:

მაგ ბენჩში 100ზე ადის რამდენიმე ბირთვი :D თან ბოლო აბაროტზე ტრიალებს ფენები, არა ამ პროცესორის საშველი არაა.

მე ვოლტაჟებს ვეჩალიჩე საკაიფოდ

vid და vcore ასეა დატვირთვაზე

 

Screenshot (193).png

Posted
1 hour ago, david_888 said:

სრული სიჩუმეა

აკი ხმაურიანია წყალიო? :D 

 

Posted
Just now, Gogla1990 said:

აკი ხმაურიანია წყალიო? :D 

 

პომპა გამართლებაზეა და დალშე უნდა დაანასტროიკო რო ჩუმად იყოს, პროცი ისე გავაგრილე რო თამაშებსი ქულერს 800 ბრუნზე მეტი აღარ სჭირდება

Posted

ვოლტებს რომ დავუკლო მერე სიხშირეც უნდა მოვაკლო, ისე ავლუსკრინებს და მაგიტომ დავტოვე როგორც არის, 5200ზეც ვერ ადის ყველა ბირთვი მაგ ბენჩში ტემპერატურის გამო, თამაშებში დგას მარტო ამ სიხშირეზე.

Posted
13 minutes ago, G1ORG1 said:

ვოლტებს რომ დავუკლო მერე სიხშირეც უნდა მოვაკლო, ისე ავლუსკრინებს და მაგიტომ დავტოვე როგორც არის, 5200ზეც ვერ ადის ყველა ბირთვი მაგ ბენჩში ტემპერატურის გამო, თამაშებში დგას მარტო ამ სიხშირეზე.

პირდაპირ აკლებ და იმიტო, დაგუგლე აქედან დაარეგულირე შესაბამისი llc  AC Load Line (ACLL) and DC Load Line (DCLL) , IA CEP უნდა გათიშო, + მერე პატარა ოფსეტიც შეიძლება ზემოდან

  • Thanks 1
Posted
1 minute ago, david_888 said:

პომპა გამართლებაზეა

გამართლებაზეა როდესაც ჭ კლასის გაგრილებას ყიდულობ, ნორმალურ ბრენდ/მოდელზე იცი რასაც ყიდულობ და რასაც უნდა ელოდო

ეგ არქტიკი საკმაოდ კარგი გაგრილებაა, ასე რომ არ იყო მანდ გამართლებაზე საქმე

არქტიკის სუსტი წერტილი იდიოტური სამაგრებია რომლითაც ასობით პლატა მოასპეს და პროცი დაღუნეს, ახლებში მგონი გამოასწორეს ეგ ამბავი :D 

Posted
4 minutes ago, Gogla1990 said:

ეგ არქტიკი საკმაოდ კარგი გაგრილებაა, ასე რომ არ იყო მანდ გამართლებაზე საქმე

ძაან ბევრი ფიდფექია ხმაურიან პომპებზე, აგზავნიან და აცვლევინებენ მერე, ისიც ბევრია რო იგი პარტიიდან გაუგზავნიათ შეცვლაზე ისევ ხმაურინი მისვლია და ისევ გაუბრუნებიათ, გაფუჭებულები კი არაა პროსტა რაღაც ტავისებული ღმუილი აქვს ხოლმე, ადრე რო მქონდა არქტიკ 240 ისიც ეგრე იყო

4 minutes ago, Gogla1990 said:

არქტიკის სუსტი წერტილი იდიოტური სამაგრებია რომლითაც ასობით პლატა მოასპეს და პროცი დაღუნეს, ახლებში მგონი გამოასწორეს ეგ ამბავი :D 

წინაზე არ ვიცი რა იყო ეხლა უპრობლემოდ 10 წამში მივაყენე, მგონი იგივეა 

 

pjnsbJFIc2qJnixz.jpg

Posted

აგერ საუკუნის წინანდელ 240მმ-იან H105-ზე ყველაზე ცხელი პროცი როგორ ყოჩაღად დგას როდესაც სიხშირე 5+ და 6 გიგაჰერცს არ ეთამაშება :D 
სიხშირია გადამწყვეტი, 5.2-5.3 გიგაჰერცის შემდეგ უმეტეს პროცს ყოველი შემდეგი 100 მეგაჰერცი წინასთან სედარებით ორჯერ ურთულდება, არაა ეს თაობები ჯერ 6 გიგაჰერცზე სამუშაოდ, კი წურავს ინტელი, მარა თავს ზევით ძალა არაა, არაა ეგ მუშაობა, ტანჯვაა პროცისთვის და იმიტომაც იხოცებოდნენ პანტა-პუნტით, ეხლა ცოტა მადა მოუკლეს ახალ ბიოსებზე და რაც ცოცხალი დარჩა ეგენი ჯერ მუშაობენ :D 

გაუწერეთ ცოტა დაბალი სიხშირე და იქნებიან გრილადაც და დიდხანსაც იცოცხლებენ :) 

Untitled.jpg

Posted

მე გიორგის ადგილზე დავაყენებდი  P5.0-E4.0 + undervolt და თამაშებში 60-ს დავაჭერინებდი ფანების ადეკვატური ბრუნით

და იმას თუ გავითვალისწინებთ რომ 4k-ში თამაშობს თანაც მხოლოდ სინგლებს კიდე უფრო რომც დაწიოს წარმადობაზე არაფერი დაეტყობა

Posted
Just now, david_888 said:

მე გირგის ადგილზე დავაყენებდი P5.0-E4.0 და undervolt

ეგეც შეიძლება, ვცდი აბა მერე, 5.0 ყელში ამოუვა ყველა თამაშს კაი ხანს მგონი, რენდერზეც აღარ ვტანჯავ უკვე პროციკას, თან ნელია ხლამვიდიასთან შედარებით:gigi:

Posted
8 minutes ago, david_888 said:

მე გიორგის ადგილზე დავაყენებდი  P5.0-E4.0 + undervolt და თამაშებში 60-ს დავაჭერინებდი ფანების ადეკვატური ბრუნით

60 ცოტა გაჭირდება 14900-ზე, მაგრამ 70 რომ იყოს ან თუნდაც ცოტა მეტი რა უჭირს? :D 

ანდერვოლტიც შეიძლება, მაგრამ რეალურად არაა ხოლმე აუცილებლობა, მაზერი თავად აკლებს საკმაოდ როდესაც ხედავს რომ სიხშირე ლიმიტირებულია

Posted

ისე თამაშებში არ ადის ტემპერატურა ძალიან მაღლა და იყოს ამის დესაც :gigi: 99% 60 უჭირავს, წამიერად თუ ავარდება ხოლმე მაღლა და იქ ფენების ღმულიც ირთვება, მაგრამ ამ 60გრადუსს დაბალი ბრუნვით ვერ იჭერს ქულერი, ხმას მაინც გამოსცემს და ისმის თუ დაწეული მაქვს დინამიკები, მომენტ დიდად არც მაწუხებს. ადრე ვეჩალიჩე და ვერაფერი მოვუხერხე მაინც, მაღალი სიხშირე დაბალი ტემპერატურა და სიჩუმე ერთად არ გამოდის ამ პროცესორზე.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.