მე სპეციალურად 60 ჰერცზე ვთამაშობ. სქრინ თირინგი რომ ავიცილო. 75ჰც-იანი მაქვს მაგრამ 60-ზე მაქვს დაყენებული. მიჩვევის ამბავია. სამსახურში კი მაქვს 240 ჰერციანი მონიტორი მარა, მკიდია ჰერცები, ჩემთვის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია ეგ მონიტორებში. იგივეა როგორც Camry და Ferrari რომ გქონდეს. რათქმაუნდა Ferrari უფრო სწრაფია და შეჯიმბრში გაუსწრებს Camry-ის, მარა ქალაქში სასიარულოდ საერთოდ არ გჭირდება Ferrari, Camry-იც არ დაგწყვეტს გულს. ონლაინებიდან BF-ს ვთამაშობ ხოლმე, ისიც ხანდახან და უბრალოდ ვერთობი, დიდად არ მანაღვლებს ეხლა ვიღაცას თუ რამე advantage ექნება ცოტათი მონიტორის გამო, ისე კი ძირითადად single თამაშებს ვთამაშობ ხოლმე. 60 ჰერცი ნორმალურია საკმაოდ, როგორც კი გადმოხვალ უკან, რამონიდემე საათში შეეჩვევა თვალი. ეგეთი ლოგიკით, კიდევ და კიდევ შეიძლება გამოვიდეს უფრო და უფრო სწრაფი მონიტორები და მერე ეგ 160 და 240-იანი ჰერცებზეც შეიძლება ითქვას საშინელებაა რა გათამაშებთო. მოკლედ, შეჩვევის ამბავია და ფპს-ის მხრივ უკეთესიცაა, არ გჭირდება დაიჭირო 240 ჰერცი თამაშში რომ სქრინ თირინიგი არ გქონდეს, მე vsync-ის ვხმარობ ხოლმე. ჰო, ეგეც დღეს დღეისობით არაპოპულარულია, მარა ჩემთვის იდეალურია და არანაირ ინპუტ ლეგს მე ვერ ვგრძნობ. აი რასაც ვერ დავუბრუნდები უკან არის დაბალი 1080პ რეზოლუცია. მანდ უკვე მართლა დიდი სხვაობაა და 2კ ბევრად დიდ სივრცეს გაძლევს და გამოსახულებაც უფრო მკვეთრია. ჩემთვის იდეალური სეტაპი ეგეთია: 2კ გაფართოება, 27 მონიტორი, 60 ფპს.