Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ. დედაპლატაზე B1 და B2 სლოტები არ მუშაობს და რისი ბრალი შეიძლება იყოს? ყველანაირად შევამოწმე, პროცესორიც მოვხსენი და თავიდან ჩავსვი, ქულერის გარეშეც ვცადე ჩართვა, ოპერატიულებიც სათითაოდ ჩავსვი და მაინც არაფერი შველის. DRAM ნათურა ინთება რამდენიმე წამით, მერე CPU ნათურა ნახევარი წამით, მერე ისევ DRAM ნათურა და სულ ასე შვრება სანამ არ გავთიშავ კვების ბლოკიდან, ფანები და ქულერი ირთვება და მონიტორი არაფერს აჩვენებს. თუ მარტო A1 ან A2 სლოტში ჩავსვი ოპერატიული, ან ორივეში ერთად მაშინ ჩვეულებრივ ირთვება. ბიოსში რომ შევამოწმე ოთხივე ოპერატიულის სლოტს აფიქსირებს.

Posted

შესაძლოა უბრალოდ ეგეთი დედადაფაა მაინცდამაინც დასაწყისიდან უნდა ჩასვა მოდულები. 4ვე რომ გქონდეს შესაძლოა ჩაირთოს. მხოლოდ ორცალზე კიდე მაინცდამაინც საწყის სლოტებს ითხოვს. 

Posted

MSI MEG Z390 ACE - ეს დედაპლატაა. ოთხივე ოპერატიულითაც ვცადე და ვერ ირთვება, სამიც ვცადე არც ეგ შველის. მარტო A1 და A2 სლოტები მუშაობს.

Posted

პინები შეამოწმე პროცესორის სოკეტშიც და ოპერატიულის სლოტებშიც

 

სხვა პროცესორსაც თუ გასინჯავ მაგ მაზერზე კარგს იზავ გამორიცხვის ვარიანტში

პ.ს
მაზერს რამე დაზიანება ან ნაკაწრის მაგვარი ხომ არ აღენისნება?

Posted

პროცესორის სოკეტი გუშინ შევამოწმე ლუპით და ისეთი ვერაფერი ვიპოვე, დღეს რო მოვიცლი კიდევ გადავამოწმებ მაინც. მაზერზე ვიზუალურად არაფერი შემიმჩნევია. პროცესორს რაც შეეხება Intel Processor Diagnostic Tool-ით შევამოწმე და ჩვეულებრივ გაიარა ტესტი, თან წინა მაზერშიც ეს პროცესორი მქონდა.

Posted

კიდევ ვნახე და მაინც ვერაფერი ვიპოვე , ოპერატიულის სლოტებიც ნორმალური ჩანს spacer.png

Posted

თუ ფიზიკური დაზიანება არ ჩანს კიდე შეგიძლია ბიოსის განახლება სცადო. ასევე განულება

Posted

ორივე ვცადე უკვე და მაინც არ ეშველა. თან ბიოსში რომ შევდივარ აფიქსირებს ოთხივე სლოტს და წერს რომლებია ცარიელი.

Posted

თუ ვერაფერი მოუხერხე მაგას სერვის ცენტრში თუ დაგიდგენენ რა ჭირს ზუსტათ და ეშველება თუ არა რამე, შეიძლება ეგ ორი სლოტი ახურებდეს, ეგ  ოპერები სხვა სლოტში თუ ირთვება ოპერების ბრალი ნაკლებათ მგონია მაინც

Uneven pressure on the CPU corners may lead to "lost" memory slots and/or PCI-E lanes.
A common mistake these days

https://forum-en.msi.com/index.php?topic=300632.0

ეგეთივე პრობლემით იყო ერთი  და ამოღება-ჩადებით დაიფიქსა პროცესორის, თუ არ სწორდება შენთან ან სოკეტის თავია გაღუნული, ან რამის სლოტების

Posted

რავი ყველაფერი ვცადე და მაინც არ სწორდება, ორშაბათს ან სამშაბათს გავარკვევ ზუსტად რა ჭირს მადლობა დახმარებისთვის

  • 1 month later...
Posted

იქიდან გამომდინარე რომ მემორი კონტროლერი პროცესორში დევს და თუ რამ მოდულები ყველა მუშაა რისი გადამოწმებაც ადვილია

მაშინ მგონია რომ პროცესორის მემორი კონტროლერს აქვს პრობლემა

მქონია ეგეთი შემთხვევაც და ისეთიც რომ პროცესორი 3 ბირთვით ბუტავდა და 4ით ვერა

Posted

DDR4 -ზე არ ვიცი და
ჩემს მაზერზე DDR3 -ზე ოპერატიული უკუღმა ჩავსვი, ( რათქმაუნდა მეორე მხარე ცოტაზე ამოწეული იყო, არ დავაკვირდი ისე ჩავრთე )
და შედეგად 4 -დან 2 სლოტი გაითიშა.
მერე ( ნეტში ვნახე სქემა)  და მაზერზე გამტარი ბილიკი ( ,,დაროჟკა'' ) იყო დამწვარი, ( DDR3 სლოტის 236 -ე კონტაქტს არ მიეწოდებოდა 3.3 ვოლტი ძაბვა, ოპერატიულის მიკროპროგრამის ჩიპის კვება. )

დაზიანება აღდგა, მაგრამ მაზერს დაერქვა ნარემონტო.   :gigi:

Posted

მე სოკეტის თავები გამიფუჭდა წინა Z87 მაზერზე და ვერ ხედავდა ხშირათ ორ სლოტს, მერე კი ვაბშე გაფუჭდა, სოკეტის გამოცვლას ვამჯობინე ისევ ნახმარი მაზერი მეყიდა და კი უბერავს ხოშიანათ მაგაზე, თავის დროზე არ შემიხედია რომ ცოტა გაღუნული იყო თავები, მერე კი მთლათ გაიღუნა და გვიანი იყო რამის გასწორება უკვე

Posted

ალბათ დააწვა და ჩამჯდარი ეგონა, თუ მაგრა დააწექი შეიძლებოდა გადაეწვა მართლა, ისე უბრალოთ არ უნდა დაექოქა სისტემა, ერთხელ შემეშალა მეც მაგრამ რომ არ ჯდებოდა უბრალოთ მივხდი და მოვატრიალე, სიბნელეში იცის ხოლმე როცა ჩქარობ აწყობას, ისე კი მაგარს გატეხავს ეგრე რომ გააფუჭო, სოკეტის გაღუნვაც უფრო ჩემი ბრალი იყო არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება, მერე კი გვიანი იყო უკვე რომ დაეღუნა თავები და დიდი დეფორმაცია მიიღო, კაკრაზ რამების ჩადება ამოღების დროს ატრაკებდა თავიდან, ბოლოს კი აღარაფერი შველოდა უკვე

Posted
57 minutes ago, westsider said:

უკუღმა როგორ უნდა ჩასვა ..არ ჯდება

 ( რათქმაუნდა ერთი მხარე იყო ჩამჯდარი,  მეორე მხარე ცოტაზე ამოწეული იყო, არ დავაკვირდი ისე ჩავრთე )

Posted

და მასე ნახევრად ცერად ჩარჭობილზე დაბუტე?კამიკაძის ცნობა გაქვს?

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.