Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრი ტურისტებისთვის ღია ზონად გამოცხადდა. შენობაში რადიაციის ჯერ კიდევ მაღალი დონეა, ამიტომ იქ შესვლა მხოლოდ სპეციალური კოსტიუმითაა დასაშვები. 

ჩერნობილში აფეთქება 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. რეაქტორის უსაფრხოების შემოწმებსას მისი სიმძავრე ჯერ მინიმუმამდე დაეცა, შემდეგ კი მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა. 

image.jpeg 

კატასტროფიდან რამდენიმე დღეში ქალაქ პრიპიატისა და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა, 2.6 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია კი დახურულ ზონად გამოცხადდა: აიკრძალა ამ ფართობზე თავისუფალი გადაადგილება, რადგან გარემო ძლიერად იქნა რადიონუკლიდებით დაბინძურებული. 

მეოთხე ენერგობლოკის მართვის ცენტრის დარბაზი ტურისტებისთვის მას შემდეგ გააღეს, რაც ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა დახურული ზონა ქვეყნის ოფიციალურ ღირსშესანიშაობად გამოაცხადა. 

როგორც ცნობილია, მართვის დარბაზის მონახულების შემდეგ ტურისტები ორ პროცედურას გაივლიან, სადაც შემოწმდება მათ ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობა. 

უკრაინაში უკვე განხორციელდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისთვის ახალი სარკოფაგის ექსპლუატაცია. კონსრუქცია 11 წლის მანძილზე იგებოდა და მან უნდა ჩაანაცვლოს ძელი სარკოფაგი, რომელიც არსებობის უკვე ას წელიწადს ითვლის. 

მეოთხე ენერგობლოკის სამართავი ცენტრის დათვალიერების ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=68&v=f826WNHUmao 

  • Confused 1
  • Upvote 1
Posted
15 minutes ago, Magdalena said:

უკრაინის პრეზიდენტმა დახურული ზონა ქვეყნის ოფიციალურ ღირსშესანიშაობად გამოაცხადა. 

ბარემ მადლობაც გადაეხადა იმ დროინდელი საბჭოთა მმართველებითვის ასეთი ღირსშესანიშნაობა რომ დაუტოვეს უკრაინას :facepalm:

Posted

რო დაფიქრდები ხვდები რომ კაცობრიობას კინაღამ დედა ეტირა.. რა უცნაურია?! ? ასე ახლოს გადაშენებასთან (ცოტა გაზვიადებული ნათქვამია მაგრამ მაინც)არასდროს ვყოფილვართ :D 

Posted

რას არ გაიგებ კაცი, ლამის მართლა მთელი უკრაინა ამოხოცა და კიდე იქ აბირჟავებენ, ერთი იმ ტურისტის თავში ჩამახედა იქ რო წავა, ვინ მისცემს გარანტიას რო რაიმე დასხივებას არ მიიღებენ

Posted

ზოგი თავისებურათ უკაკუნებს მაინც, თან პოსტაპოკალიპსიკური ატმოსფერო მარტო მანდ თუ იქნება, რავი კიდე სად შეიძლება ეგეთი რაღაცის ნახვა და დავაადებული ბუნების, მანდ რომ მოხვდები ერთხელ მაინც ალბათ ბევრ რაღაცაზე დაფიქრდები მაგის შემდეგ, მაგ ყველაფრით ჩვენთვითონვე შეგვიძლია გავითხაროს საფლავები, ვითომ ატომური იარაღით თავს იცავენ მაგრამ ვინმე შიზიკი მოვა სადმე და აღარაფერს დატოვებს ცოცხალს, ამიტომ ეგ იარაღი მთლიანათ უნდა განადგურდეს ჩემი აზრით, როგორც ატომური ელექტროსადგურები, კიევში ვხოვრობდით ისე მაგ დროს და ჩერნობილის კატასტროფამდე რამდენიმე თვით ადრე გადავცვალეთ კიევის ბინა თბილისის ბინაში, მერე ალბათ აღარც გადაგვიცვილდენ ეგრე ადვილათ

Posted

კი ყოველტვის გამოჩნდება ვიღაცა ეგეთი. დაჟე ვიღაცეები და რას კარგავენ?!

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.