Jump to content

Recommended Posts

Posted

ეს პრობლემა ძირითადად დილით მაქვს ხოლმე, ახალ ჩართულზე სადღაც 1-2 საათში გაითიშება თავისით და შემდეგ მთელი დღე ძლებს და მაგ დროსაც შეიძლება გაითიშოს. რამოდენიმე დღის წინ Motherboard თან რაღაცას ვჩალიჩობდი გამოვაძრე შევაერთე რაღაცეები და მაგის ბრალი შეილება იყოს?? რა შევამოწმო, ან ახალი პროცესორი რო დავაყენე მაგის ბრალი ხომ არ იქნება? ანუ სანამ პროცესორს დავაყენებდი იქამდე მხოლოდ ითიშებოდა და ახლა ითიშება და რესტარტს ჩალიჩობს, რომ ირთვება "Power supply surges detected during the previous power on." ამას აწერს.

პროცესორის ტემპერატურა რაც დავაკვირდი 40-70 გრადუს არ ცდება ისე.

 

CPU - i5-3470 @ 3.20Ghz (იქამდე მქონდა i3-3220 რომელსაც 55 ვატი სჭირდება, ამას სჭირდება 77)

GPU -  GT 640 

RAM - 2xDDR3 1600mhz

HDD - 1TB Toshiba

Monitor - 1280x1024 60Hz

PSU - ITD P4-450W 450W

 

UPDATE: ეს პოსტი რო გავაკეთე 2 წუთის წინ გამოირთო თავისით და რომ ჩავრთე იგივე დაემართა და ბოლომდე არც ჩაირთ ისევ გამოირთო, ახლა აღარ ვეკარები და ესეთი რაღაც არ უქნია ვაბშე და რისი ბრალია?? (ეს კვების ბლოკი დაახლოებით 4 წელია მაქვს)

Posted

კვების ბლოკი მოაშრე სხვა კვებაზე ცადე

Posted
1 hour ago, Suny Shubitidze said:

ეს კვების ბლოკი დაახლოებით 4 წელია მაქვს

ეგ კვება ქარხნულად ნაგავია

Posted

ანუ კვების ბლოკი გამოვცვალო? და სანამ გამოვცვლი ღირს რომ ჩართული მქონდეს?

Posted
44 minutes ago, Suny Shubitidze said:

ანუ კვების ბლოკი გამოვცვალო? და სანამ გამოვცვლი ღირს რომ ჩართული მქონდეს?

რაც მალე მოაშორებ სისტემას მით უკეთესი, არის შანსი რომელიმე დეტალი დაგიწვას.

Posted

და გამოცვლაში ეგეთივე ოღონდ  ახალის ყიდვა არ იგულისხმება. ნორმალური კვება გინდა სერთიფიკატიანი 80+

Posted
56 minutes ago, MaKaSaRa said:

და გამოცვლაში ეგეთივე ოღონდ  ახალის ყიდვა არ იგულისხმება. ნორმალური კვება გინდა სერთიფიკატიანი 80+

http://ultra.ge/shop/index.php?route=product/product&path=34_372&product_id=5450 ეს წავა? მითუმეტეს ვიდეო ბარათის დამატება მიწევს რომელსაც 6იანი შესაერთებელი სჭირდება და ამას არააქვს

Posted
On 12/26/2017 at 7:12 PM, Suny Shubitidze said:

http://ultra.ge/shop/index.php?route=product/product&path=34_372&product_id=5450 ეს წავა? მითუმეტეს ვიდეო ბარათის დამატება მიწევს რომელსაც 6იანი შესაერთებელი სჭირდება და ამას არააქვს

კი, ნორმალური კვებაა

პ.ს
რა ვიდეოს ყიდვას აპირებ მეტნაკლებად იმის მიხედვით აარჩიე კვებაც

  • 4 weeks later...
Posted

მე მქონდა მასეთი პრობლემა ( მისით ითიშებოდა კომპი და მერე ბიოსში რომ ვნახულობდი წითლად არასწორი ძაბვები ეწერა ) და კვების ბლოკის 24 წვერიანი კაბელის თავები იყო გაშლილი, ( ლითონის კვადრატები, მახათის წვერით სათითაოდ უნდა ამოიღო პლასმასიდან და მოწიო )  მოვწიე სათითაოდ და პრობლემაც მოგვარდა.

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.