Suny Shubitidze Posted December 26, 2017 Posted December 26, 2017 ეს პრობლემა ძირითადად დილით მაქვს ხოლმე, ახალ ჩართულზე სადღაც 1-2 საათში გაითიშება თავისით და შემდეგ მთელი დღე ძლებს და მაგ დროსაც შეიძლება გაითიშოს. რამოდენიმე დღის წინ Motherboard თან რაღაცას ვჩალიჩობდი გამოვაძრე შევაერთე რაღაცეები და მაგის ბრალი შეილება იყოს?? რა შევამოწმო, ან ახალი პროცესორი რო დავაყენე მაგის ბრალი ხომ არ იქნება? ანუ სანამ პროცესორს დავაყენებდი იქამდე მხოლოდ ითიშებოდა და ახლა ითიშება და რესტარტს ჩალიჩობს, რომ ირთვება "Power supply surges detected during the previous power on." ამას აწერს. პროცესორის ტემპერატურა რაც დავაკვირდი 40-70 გრადუს არ ცდება ისე. CPU - i5-3470 @ 3.20Ghz (იქამდე მქონდა i3-3220 რომელსაც 55 ვატი სჭირდება, ამას სჭირდება 77) GPU - GT 640 RAM - 2xDDR3 1600mhz HDD - 1TB Toshiba Monitor - 1280x1024 60Hz PSU - ITD P4-450W 450W UPDATE: ეს პოსტი რო გავაკეთე 2 წუთის წინ გამოირთო თავისით და რომ ჩავრთე იგივე დაემართა და ბოლომდე არც ჩაირთ ისევ გამოირთო, ახლა აღარ ვეკარები და ესეთი რაღაც არ უქნია ვაბშე და რისი ბრალია?? (ეს კვების ბლოკი დაახლოებით 4 წელია მაქვს)
david_888 Posted December 26, 2017 Posted December 26, 2017 1 hour ago, Suny Shubitidze said: ეს კვების ბლოკი დაახლოებით 4 წელია მაქვს ეგ კვება ქარხნულად ნაგავია
Suny Shubitidze Posted December 26, 2017 Author Posted December 26, 2017 ანუ კვების ბლოკი გამოვცვალო? და სანამ გამოვცვლი ღირს რომ ჩართული მქონდეს?
Gadget Posted December 26, 2017 Posted December 26, 2017 44 minutes ago, Suny Shubitidze said: ანუ კვების ბლოკი გამოვცვალო? და სანამ გამოვცვლი ღირს რომ ჩართული მქონდეს? რაც მალე მოაშორებ სისტემას მით უკეთესი, არის შანსი რომელიმე დეტალი დაგიწვას.
MaKaSaRa Posted December 26, 2017 Posted December 26, 2017 და გამოცვლაში ეგეთივე ოღონდ ახალის ყიდვა არ იგულისხმება. ნორმალური კვება გინდა სერთიფიკატიანი 80+
Suny Shubitidze Posted December 26, 2017 Author Posted December 26, 2017 56 minutes ago, MaKaSaRa said: და გამოცვლაში ეგეთივე ოღონდ ახალის ყიდვა არ იგულისხმება. ნორმალური კვება გინდა სერთიფიკატიანი 80+ http://ultra.ge/shop/index.php?route=product/product&path=34_372&product_id=5450 ეს წავა? მითუმეტეს ვიდეო ბარათის დამატება მიწევს რომელსაც 6იანი შესაერთებელი სჭირდება და ამას არააქვს
Gogla1990 Posted January 2, 2018 Posted January 2, 2018 On 12/26/2017 at 7:12 PM, Suny Shubitidze said: http://ultra.ge/shop/index.php?route=product/product&path=34_372&product_id=5450 ეს წავა? მითუმეტეს ვიდეო ბარათის დამატება მიწევს რომელსაც 6იანი შესაერთებელი სჭირდება და ამას არააქვს კი, ნორმალური კვებაა პ.ს რა ვიდეოს ყიდვას აპირებ მეტნაკლებად იმის მიხედვით აარჩიე კვებაც
kakha77777 Posted January 29, 2018 Posted January 29, 2018 მე მქონდა მასეთი პრობლემა ( მისით ითიშებოდა კომპი და მერე ბიოსში რომ ვნახულობდი წითლად არასწორი ძაბვები ეწერა ) და კვების ბლოკის 24 წვერიანი კაბელის თავები იყო გაშლილი, ( ლითონის კვადრატები, მახათის წვერით სათითაოდ უნდა ამოიღო პლასმასიდან და მოწიო ) მოვწიე სათითაოდ და პრობლემაც მოგვარდა.
Recommended Posts