Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა, 

მოკლედ, რამდენიმე დღის წინ ამომიგდო ჩართვისას ეს ერორი, Cpu Fan Error.   წრიპინებს ჩართვისას სანამ ბიოსში არ შევალ არ ირთვება. 
დავგუგლე და ვცადე რაც ვნახე,  სწორად მაქვს ჩაერთებული ქულერი, ამის პრობლემა არაა. 
ადრეც გააკეთა ასე და მერე მეორედ ჩართვისას აღარ ქნა. 
მაგრამ ახლა ერთი კვირაა ყოველ ჩართვაზე ასე აკეთებს.
დღეს CPU FAN SPEED LOW LIMIT  დავაყენე 600 ნაცვლად 300 -ზე და მოგვარდა პრობლემა მაგრამ სხვა რამეს ხომ არ გამოიწვევს ეს ცვლილება?  
ან მანამდე თუ მუშაობა 600-ზე ახლა რატომ გაჩნდა პრობლემა?


და კიდევ,  აქ FANS-ის განყოფილებაში  Fan #2 რატომ წერია,  აქედან შეგვიძლია გავიგოთ სწორადაა ჩაერთებული თუ არა?
fgrgthj.jpg
 

Posted

თუ ფანი სწორადაა დაერთებული და ნორმალურად ტიალებს, ესეიგი პარამეტრების ამბავია
600 ბრუნზე ქვევით უმეტესი პლატა ვეღარ ითვლის ქულერის ბრუნებს და გონია რომ გაჩერდა, შესაბამისად იწყებს განგაშს
მაგ დროს ლიმიტი კი არ უნდა დაწიო, წესით უნდა აწიო რომ 600-ზე მეტი ბრუნი ეჭიროს ქულერს

მანამდე შეიძლება შედარებით სცხელოდა და მაღალ ბრუნზე იდგა ქულერი, ეხლა გაგრილდა და დააგდო ბრუნები :) 

Posted

შეიძლება პარამეტრებმაც აურია რაღაც მიზეზით. ბიოსის პარამეტრების განულება სცადე თუ აქამდე არ გიცდია (თუ ფანის დაზიანებას გამორიცხავ და გამართულად მუშაობს)

Posted
50 minutes ago, MaKaSaRa said:

შეიძლება პარამეტრებმაც აურია რაღაც მიზეზით. ბიოსის პარამეტრების განულება სცადე თუ აქამდე არ გიცდია (თუ ფანის დაზიანებას გამორიცხავ და გამართულად მუშაობს)

კი ეგეც ვცადე.

 

1 hour ago, Gogla1990 said:

თუ ფანი სწორადაა დაერთებული და ნორმალურად ტიალებს, ესეიგი პარამეტრების ამბავია
600 ბრუნზე ქვევით უმეტესი პლატა ვეღარ ითვლის ქულერის ბრუნებს და გონია რომ გაჩერდა, შესაბამისად იწყებს განგაშს
მაგ დროს ლიმიტი კი არ უნდა დაწიო, წესით უნდა აწიო რომ 600-ზე მეტი ბრუნი ეჭიროს ქულერს

მანამდე შეიძლება შედარებით სცხელოდა და მაღალ ბრუნზე იდგა ქულერი, ეხლა გაგრილდა და დააგდო ბრუნები :) 

აწევა ვცადე ეხლა ისევ მაგრამ 400 ზე ზემოთ რომ ვაყენებ ისევ იგივეს აკეთებს ჩართვისას

  • 2 weeks later...
Posted

მოკლედ ამას ხომ არ ეშველა და ახლა ახალი პრობლემა დაემატა დღეს, 

ეს შეცდომა ამომიგდო,  დეტალებში მიწერს რომ სამივე ვიჩესტერს  C,  D, E  აქვს პრობლემა.   რისი ბრალი შეიძლება იყოს?  სამივეს ერთად ალბათ არაფერი მოუვიდოდა 
windows-detected-a-hard-disk-problem.png

Posted

სისტემა რომელზეც აყენია იმაზე გიწერს, სხვას არამგონბია დარდობდეს :) 

Posted

ეგ სქრინი ინტერნეტიდან ავიღე ჩემი გავთიშე და ვეღარ დავსქრინე.  და ჩემზე სამივე ვინჩესტერზე მიწერს, მარტო C-ზე არა

Posted
19 hours ago, Senior CG Generalist said:

მოკლედ ამას ხომ არ ეშველა და ახლა ახალი პრობლემა დაემატა დღეს, 

ეს შეცდომა ამომიგდო,  დეტალებში მიწერს რომ სამივე ვიჩესტერს  C,  D, E  აქვს პრობლემა.   რისი ბრალი შეიძლება იყოს?  სამივეს ერთად ალბათ არაფერი მოუვიდოდა 
windows-detected-a-hard-disk-problem.png

ასე შეგიძლია გაუთიშო ეგ მესიჯები.

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.