Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობათ თანაოვერქლოქერებო :)

 

ამ წუთას მეგობარმა მთხოვა ლეპტოპს შეხედე აღარ ირთვებაო ხოდა პრობლემა შემდეგშია:

ბავშვმა ხელი ჩაარტყა მულთფილმის ყურებისას და მას მერე აღარ ირთვება, ბიოსის ლოგო გამოაქვს, რესტარტდება და გრძელდება ასე

ბიოსში შედის, განულება ან რაიმე სხვა ხერხი რა ცვლილებაც ბიოსში შეიძლებაა გააკეთო ვცადე და შედეგი არ შეიცვალა

 

გაქვთ რამე იდეა? :)

Posted

მგონი ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. დარტყმა დააზიანებდა რაიმეს. იქნებ არ არის ბიოსის ბრალი და მყარი დისკის ბრალია

  • Upvote 1
Posted

როგორც წესი ეგ მყარი დისკის ბრალია ხოლმე , სცადე ვინდოუსის ინსტალაცია და თუ ნელა მივიდა დაფორმატებამდე უეჭველი მყარი დისკის პრობლემაა 

  • Upvote 1
Posted


მგონი ტექნიკურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. დარტყმა დააზიანებდა რაიმეს. იქნებ არ არის ბიოსის ბრალი და მყარი დისკის ბრალია

ხო მეც მაგას ვფიქრობ, უბრალოდ რახან ბიოსზე ბუქსაობს პრობლემაც მაგაზე დავწერე, თან არც ვიცი რა დაუზიანდა, ვინჩო, ჩიფსეპი თუ პლატაზე რაიმე კონტაქტი :D

ვინჩესტერს და ოპერებს ამოვიღებ ერთი რა გამოვა, ბიოსის ელემენტის განულება მინდოდა მარა თუ ძირფესვიანად არ დაშალე ვერ მიუდგები ამ ქარხანა მისექსილს:D



როგორც წესი ეგ მყარი დისკის ბრალია ხოლმე , სცადე ვინდოუსის ინსტალაცია და თუ ნელა მივიდა დაფორმატებამდე უეჭველი მყარი დისკის პრობლემაა 

ამოღება მინდა ვინჩესტერის და ვნახოთ რა გამოვა :)

Posted

მე გადამივარდა ერთხელ და ზუსტად ეგრე შვრებოდა ვინჩო შეუცვალე და გასწორდება

  • Upvote 1
Posted

მე გადამივარდა ერთხელ და ზუსტად ეგრე შვრებოდა ვინჩო შეუცვალე და გასწორდება

ამასაც იგივე პრობლემა ექნება დარწმუნებული ვარ :) ცემა-ტყებას პირველ რიგში ეგ ვერ იტანს, თანაც ჩართულზე :D

 

პ.ს "ატვიორკა" მათხოვეთ ვინმემ ამოვიღო ვინჩო :D

Posted

რედ. ავტ. "სახრახნისი"! :D

  • Upvote 1
Posted


რედ. ავტ. "სახრახნისი"!

ეროვნული სახდლი ვერ გავიხსენე და მაგიტომაც ჩავსვი ბრჭყალებში :D

გაიხარე :)

Posted

სახრახნისი ვერ ვნახე, მაგრად დანა და მისი ჯანი :D ბებერი "ლისიჩკა" :givi:

 

 

ამოვიღე HDD და აღარ არესტარტებს, ეხლა ჰაირენს ბუთით ჩავტვირთავ რამე სისტემას ბოლომდე გამოსარიცხად :)


მუშაობს ყველაფერი გამართულად გარდა ვინჩესტერისა :)

 

გამოსავალი ახალი ვინჩო :D

 

მადლობა ბიჭებო გაიხარეთ  :chups:

 

 


მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა

მადლობა წინასწარ

Posted

ასე, რომ ცემა-ტყეპას ვერ იტანს და ვერც Flappy Bird-ის თამაშს კომპიუტერული სისტემები :D

  • Upvote 1
Posted


ასე, რომ ცემა-ტყეპას ვერ იტანს და ვერც Flappy Bird-ის თამაშს კომპიუტერული სისტემები

სულ მაგას ვეჩიჩინები სამეგობროშ მარა ვის ესმის :D

Posted

სახრახნისი ვერ ვნახე, მაგრად დანა და მისი ჯანი :D ბებერი "ლისიჩკა" :givi:

 

 

ამოვიღე HDD და აღარ არესტარტებს, ეხლა ჰაირენს ბუთით ჩავტვირთავ რამე სისტემას ბოლომდე გამოსარიცხად :)

მუშაობს ყველაფერი გამართულად გარდა ვინჩესტერისა :)

 

გამოსავალი ახალი ვინჩო :D

 

მადლობა ბიჭებო გაიხარეთ  :chups:

 

 

მოდერატორს ვთხოვ დახუროს თემა

მადლობა წინასწარ

პროფილში მარტო სსდ რომ გიწერია, თუ ვინჩოც ქონდა ?

Posted


პროფილში მარტო სსდ რომ გიწერია, თუ ვინჩოც ქონდა ?

მარტო ბოლო პოსტი წაიკითხე? :D

მეგობრის ლეპტოპს ქონდა პრობლემა :)

 

პ.ს HDD-ც მაქვს მწვანე დიგიტალი 5400 ბრუნით :)

Posted

მარტო ბოლო პოსტი წაიკითხე? :D

მეგობრის ლეპტოპს ქონდა პრობლემა :)

 

პ.ს HDD-ც მაქვს მწვანე დიგიტალი 5400 ბრუნით :)

სწორად მიხვდი.    :D

Posted

5400 ბრუნით :)

ბარემ აქ ვიკითხავ. 7200 ბრუნსა და 5400-ში რა განსხვავებაა? შედარებით ნელი, რომ არის ლოგიკურად ვხვდები, მაგრამ რამეში ხომარ ვცდები, ამიხსენით თუ შეიძლება

Posted

ბარემ აქ ვიკითხავ. 7200 ბრუნსა და 5400-ში რა განსხვავებაა? შედარებით ნელი, რომ არის ლოგიკურად ვხვდები, მაგრამ რამეში ხომარ ვცდები, ამიხსენით თუ შეიძლება

კი 5400 ბრუნიანი, ნელი და ნაკლები მოცულობის ვინჩოა.

პს: სერვერის სპეც ვინჩოები 15 000 ბრ/წთ -შიც კი არის. 

Posted

7200 ბრუნსა და 5400-ში რა განსხვავებაა?

5400 ბრუნიანის პლიუსები:

ნაკლები ხმაურის დონე

ნაკლები ენერგომოხმარება

ნაკლები სითბოსგამოყოფა

მეტი საიმედოობა

მეტი სიცოცხლისუნარიანობა

 

მინუსი:

შედარებით ნელია და სისტემის დასაყენებლად არცთუ სახარბიელო მაგის გამო :)

Posted

5400 ბრუნიანის პლიუსები:

ნაკლები ხმაურის დონე

ნაკლები ენერგომოხმარება

ნაკლები სითბოსგამოყოფა

მეტი საიმედოობა

მეტი სიცოცხლისუნარიანობა

 

მინუსი:

შედარებით ნელია

მხოლოდ სისწრაფე მაინტერესებს მე მაინცდამაინც პერფექციონისტი არ ვარ და არც ისეთ რამეს ვინახავ რაც სამკვდრო სასიცოცხლო იყოს :D

Posted


მხოლოდ სისწრაფე მაინტერესებს

მაშინ WD-ს მწვანე ვინჩო და ასევე ყველა სხვა დაბალბრუნიანი დაივიწყე

 

WD Black სერიაა კარგი

Hitachi-ს აქვს კარგი HDD-ები

საკმაოდ სწრაფი და დაბალ ფასად Seagate Barracuda-ს აქვს და აქაც ხშირად არის ხოლმე გასაყიდად 1 და 2 ტერაბაიტიანები :)

Posted

WD Black ყველას სჯობს როგორც ვიცი ხომ?

Posted

WD Black ყველას სჯობს როგორც ვიცი ხომ?

სისწრაფით ეგ ვარიანტი ყველაზე სწრაფია და 

დანარჩენი თვისებები კი რაც გოგლამ დაწერა, პირიქით, უარყოფითი აქვს ანუ:    :)

 

მეტი ხმაურის დონე

მეტი ენერგომოხმარება

მეტი სითბოსგამოყოფა

ნაკლები საიმედოობა

ნაკლები სიცოცხლისუნარიანობა

Posted


WD Black ყველას სჯობს როგორც ვიცი ხომ?

WD-ს სერიებში კი და საერთოდაც ეგ და ჰიტაჩის ვინჩოებია მაგრები

 

kakha77777,

სიცოცხლისუნარიანობა Black-ს შემთხვევაში მინუსი არამგონია იყოს რადგან 5 წლიანი გარანტია აქვს ბევრ მოდელებს მაშინ როცა იგივე ზემოთხსენებულ Green-ს 2 წლიანს აძლევენ :) 

Posted

რაის 5 ან თუნდაც 2 წელი, თვეები გადის და რა დროს გამოიტანენ ბაზარზე ახალ ინოვაციას ვერ გაიგებ

Posted


რაის 5 ან თუნდაც 2 წელი, თვეები გადის და რა დროს გამოიტანენ ბაზარზე ახალ ინოვაციას ვერ გაიგებ

ეგ ხო, მარა გარანტიასა და სიცოცხლისუნარიანობაზე ეგ რას ცვლის? :)

Posted

სისწრაფით ეგ ვარიანტი ყველაზე სწრაფია და 

დანარჩენი თვისებები კი რაც გოგლამ დაწერა, პირიქით, უარყოფითი აქვს ანუ:    :)

 

მეტი ხმაურის დონე

მეტი ენერგომოხმარება

მეტი სითბოსგამოყოფა

ნაკლები საიმედოობა

ნაკლები სიცოცხლისუნარიანობა

აი ეგ შავები ყველაზე გამძლეებია და ბევრ მწვანეს გამოიცვლიან, არც ხმაურიანებია და არც ცხელები

  • Upvote 1
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.