ვანო Posted June 20, 2014 Posted June 20, 2014 მაშ ასე, ბევრის წერა მომიწევს რომ გაგიადვილდეთ თქვენც დახმარება. დაახლოებით ათი დღის წინ, კომპიუტერი რომ ჩავრთე სისტემა არ ჩაიტვირთა, Memok ნათურა ანათებდა, გამოვაძრე შტეფსელიდან, ჩავრთე თავიდან და უპრობლემოდ ჩაირთო. კომპიუტერი ძირითადად სულ ჩართულია, დღე და ღამე, მემორი დარაზგონებული მქონდა, დავაყენე თავის სიხშირეებზე და დავიკიდე, მაგრამ ისევ განმეორდა ცოტახანში. გავატარე მემტესტი, არცერთი ერორი, სხვა სლოტებში ვცადე, თითო-თითო ვამუშავე, დაბალ სიხშირეზე დავაყენე, ძაბვა გავუზარდე, არანაირი შედეგი. მერე ბიოსზე გადავედი, ცოტა ძველი ვერსია დავაყენე, არ ეშველა, ისევ ბოლო ბიოსზე გადავფლეშე. ბოლოს რატომღაც ვიდეოკარტას დავუკავშირე, ახლახანს ვიყიდე ჩემი წინა თემიდან ვისაც გახსოვთ, ხოდა ამოვიღე ვიდეოკარტა, ინტეგრირებულზე შევაერთე და ჰოი საოცრებავ, რამდენჯერ ჩავრთე გამოვრთე, ერთი დღე ვამუშავე, მეორე დღესაც უპრობლემოდ ჩაირთო, ვიფიქრე დედაპლატის ბრალი იქნებათქო, მეორე კომპის ვიდეოკარტა ჩავაყენე, GT 220, ამ კარტაზეც უპრობლემოდ ირთვება, ერთი დღე ვამუშავე. ბოლოს ისევ დავაბრუნე 280, ოღონდ ქვედა სლოტში და ისევ ეს ოხერი ნათურა :| ასე აკეთებს მხოლოდ მაშინ როცა მთლიანად დენის წყაროდან ვთიშავ კომპიუტერს, და ასეც ყოველთვის არ ურევს, როგორც დავაკვირდი თუ რამოდენიმე წუთში ვრთავ ირთვება. ვინმეს გქონიათ/გსმენიათ მსგავსი შემთხვევა ან რამე იდეა გააქვთ? :|
V4KH0 Posted June 20, 2014 Posted June 20, 2014 მე კვების ბრალი მგონია, 220 ცოტა რესურსს მოითხოვს და ძლიერზე სავარაუდოდ ვერ უმკლავდება შენს მხეცს
ვანო Posted June 20, 2014 Author Posted June 20, 2014 მე კვების ბრალი მგონია, 220 ცოტა რესურსს მოითხოვს და ძლიერზე სავარაუდოდ ვერ უმკლავდება შენს მხეცს ხო კვებაზე მეც ვიფიქრე.. უბრალოდ მთელი დღე ჩართულია კომპიუტერი და კვება ოდნავადაც არ თბება, ჰაერსა ოტახის ტემპერატურა რაცაა ისეთი გამოაქვს, ცოტ-ცოტა ვარაზგონე კიდეც პროცესორი და კარტაც, საკმაოდ ბევრი სტრესტესტი გავატარე, ბენჩებიც და არცერთხელ ბლუსქრინი ან უბრალოდ რესტარტიც არ ყოფილა.
vaxtang Posted June 21, 2014 Posted June 21, 2014 კვებას მიხედე და გამოსწორდება,მაგისი ბრალია,დამიჯერე
ვანო Posted June 21, 2014 Author Posted June 21, 2014 მოკლედ გამოვცვალო კვების ბლოკი? შემოწმების საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს.
Gogla1990 Posted June 22, 2014 Posted June 22, 2014 მოკლედ გამოვცვალო კვების ბლოკი? შემოწმების საშუალება სამწუხაროდ არ მაქვს. დიდი ალბათობით ეგაა მარა შემოწმების გარეშე არ ღირს ლატარიის თამაში
ვანო Posted June 22, 2014 Author Posted June 22, 2014 Gogla1990 შევცვლი კვების ბლოკს, რაც არის არის, თუ კვების ბრალი არ იქნება ახალი კვების ბლოკი არსად არ გაიქცევა. ბარემ აქვე მირჩიეთ, ეს რაც ვნახე ქართულ მარაზიებში, საკიტხავია აქვთ თუ არა , მაგრამ მაინც http://www.klg.ge/index.php?route=product/product&path=128_170_197&product_id=10336&filter=სიმძლავრე_a-n-154=700+W&C=GEL http://www.klg.ge/index.php?route=product/product&path=128_170_197&product_id=10325&filter=MANUFACTURER_m-n-86=Enermax&C=GEL ან მიახლოებით ამ ფასში თუ გეგულებათ სადმე,
ვანო Posted June 24, 2014 Author Posted June 24, 2014 მადლობა აზრის გაზიარებისათვის.. ნამდვილად კვება ყოფილა მიზეზი, შევცვალე კვების ბლოკი და პრობლემაც აღარაა.
Recommended Posts