Jump to content

Recommended Posts

Posted

da rodis aris es shejibri? tu mogvianebit dazustdeba

vinc gadis oc.ge-dan yvelas warmatebs vusurveb stock coolerze roa ufro rtuli iqneba iasnia exla ramnishvneloba aq yvelgan wylis gagrileba iqneba tu stock cooleri mainc codnaze da gamocdilebazea bazari + igbalicaa bolobolo kai chipi tu shegxvda

სწორედ მაგიტომაა ბოქს ქულერი რომ თითქმის ერთნაირ პირობებში ჩააყენონ კონკურდანტები და ჩიპებზე არ იყოს დამოკიდებული შედეგი . მაგალითად , ვთქვათ ბოქს ქულერზე მაქსიმალური სიხშირე არის 4.4ghz . ამდენის დადებას ნებისმიერი პროცესორი შეძლებს . ასე რომ აქ ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი იქნება ვიდრე რაზგონის ცოდნა :)
  • Replies 777
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Posted

xo ravi didad ver vervkevi

yovelshemtxvevashi kargi wamowyebaa da imedi maq araukanaskneli

Posted

imedi maq araukanaskneli

+1

წელიწადში ერთხელ მაინც რომ იყოს გაასწორებს ძალიან 

ესეთი ტურნირებია მაგარია ძალიან

Posted

Araferic ar iqneboda mayutis shejibri

Gaketebuliyo klasebi soketebis midedvit da kidev ramdenime monacemis da gagrileba kide ginda zetshi chaayvinie magashi aravin unda chaerios.

Posted

ბატონებო, ნუ უყურებთ ამ ტურნირს ცალმხრივად მხოლოდ. გუშინ შევხვდი Coll1sion-ს, ფრიუნი/აგრუნის წარმომადგენელს და ვისაუბრეთ როგორც ივენთზე, ისე ტექნიკურ საკთხებზეც. საკმაოდ კარგი და მაღალი დონის გეგმები აქვს ამ უნივერსიტეტს IT-ს და ტექნიკური საკითხების კუთხით, საკმაოდ. ბევრი თქვენგანისთვის ძალზედ საინტერესო იქნება ის რაღაცები, რასაც ტურნირის მიმდინარეობისას გაგაცნობენ ორგანიზატორები. ჩემი რჩევაა, არ გამოტოვოთ ივენთი :)

 

+ გაითვალისწინეთ, რეგისტრაცია და მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა, შემთხვევით ჩაქუჩს თუ არ დააძრობთ და კომპს არ დალეწავთ, ოვერქლოქინგისგან მწყობრიდან გამოსულ ნაწილზე პასუხს არავინ გთხოვთ. თუ გაიმარჯვებთ, ისეთ კომპს გჩუქნიან, რომელიც ფასიდან გამომდინარე დღეს ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია.

 

+ იმის გამო, რომ საკმაო ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს და სფერო მიუხედავად მისი ექსტრემალურობისა და საინტერესოობისა, ფართო არაა, სპონსორებიც ჭირს. შესაბამისად, ხშირად ვერ ტარდება. ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია ფრიუნის/აგრუნის ეს ივენთი.

 

 

რაც შეეხება ოვერქლოქინგ ჩემპის ჩატარების მეთოდს, რა თქმა უნდა, ბევრნაირად შეიძლება ჩატარდეს - ინდივიდუალური კომპები სხვადასხვა გაგრილებით, მშრალი ყინულის, აზოტის გამოყენება და ა.შ.

ის მეთოდი, რაც ამ ივენთზეა არჩეული საკმაოდ სწორი მეთოდია, იმის გათვალისწინებით, რომ მონაწილის ხარჯი და რისკი არ არსებობს, ანუ მთლიანად ორგანიზატორის მიერ დასპონსორებული ივენთია.

უაზროდ ფულის ყრა არავის უხარია, ამიტომ შემოღებულია გარკვეული დაცვის მექანიზმები ტექნიკის დასაცავად და ოვერქლოქინგის წარმატება დამოკიდებულია გაცილებით მეტად სკილზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე, ვიდრე არსებულ ტექნიკაზე.

საჭიროა სწორი მიდგომა აირჩიოთ სისტემებთან მუშაობაში, საჭიროა სწორად მოემზადოთ თეორიულად, იცოდეთ რა როგორ გააკეთოთ შეზღუდულ დროში და ა.შ. ძალიან მისასალმებელი ტურნირის სტილია. ახალია და საკმაოდ საინტერესო.

 

 

 

რაც შეეხება სხვადასხვა კითხებს, რომლებიც ამ თემაშიც და მოდერების განყოფილებაშიც გაჟღერდა. ამის შესახებაც ვისაუბრეთ გუშინ.

 

  1. სისტემების ზუსტი კონფიგურაცია
    ამის შესახებ Coll1sion-ი მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას. პროცესორი და ქულერი ცნობილია უკვე.
  2. ოვერქლოქინგი მხოლოდ ბიოსიდან თუ ვინდოუსიდანაც?
    ორივე
  3. ჩაწერილი პროგრამები
    პროგრამების სია დაზუსტების პროცესშია, თუმცა, ყველა საჭირო პროგრამა იქნება დატვიკვისა და ვინდოუსიდან ოვერქლოქინგისათვის
  4. რამდენი დღე გაგრძელდება ტურნირი?
    ტურნირი დიდად სავარაუდოდ ჩატარდება 1-2 მარტსა და 8-9 მარტს, ანუ ვიკენდებზე. რამე განსაკუთრებული თუ არ მოხდა, სამუშაო დღეებში 3-7 მარტს ტურნირი არ იქნება.
  5. შედეგის დაფიქსირება და გაუმჯობესება
    ეს ჯერ დამუშავების პროცესშია, თუმცა ახლა ასეთი მოდელი განიხილება: მოცემული 1 საათიდან 55 წუთი მონაწილეს შეუძლია სისტემა დატვიკოს, ნახოს რა სეტინგებით რა შედეგს იღებს და ა.შ. ბოლო 5 წუთი კი იქნება შედეგების დაფიქსირება. ბოლო 5 წუთში შეძლებთ დააფიქსიროთ იმდენი შედეგი, რამდენსაც მოასწრებთ, შემდეგ კი საუკეთესო აირჩევა. ამაზეც დაზუსტებულ ინფოს მოგვასწვდის Coll1sion-ი.
  6. SuperPI-ს რომელ რეჟიმში გავტესტავთ?
    1M
  7. მეორე ტურში ეცოდინებათ წინა ტურის შედეგები?
    დიახ, ტურნირი რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ასე გაიცხრილებიან მონაწილეები ფინალური ეტაპისაკენ.
  8. მაყურებლები შეიძლება დავესწროთ?
    რა თქმა უნდა, შეიძლება. დასწრებაც უფასოა რა თქმა უნდა.
  9. კვების საკითხი
    კამპუსის ტერიტორიაზე შენობიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიხვიდეთ საკვებ პუნქტამდე, რომელიც მთელი დღე მუშაობს. არჩევანი ძალიან დიდია, ფასებიც მისაღები. მოკლედ, ტურნირზე კვების პრობლემა არ გექნებათ

 

გარდა ამისა, ახლა დეტალები ზუსტდება და ირკვევა, თუმცა ტურნირზე სავარაუდოდ ჩვენც ვიქნებით საჩვენებელი სტენდით და საქართველოს სიხშირის რეკორდს შევეჭიდებით თხევადი აზოტის გამოყენებით.

 

მოკლედ, ძალიან კარგი რამეებია დაგეგმილი ივენთზე, არამარტო ოვერქლოქინგის კუთხით და ეცადეთ არ გამოტოვოთ. მონაწილეობასაც თუ მიიღებთ ოვერქლოქინგში, მთლად უკეთესი - გამოცდილებასაც მიიღებთ და კომპის მოგების შანსიც გექნებათ.

  • Upvote 6
Posted

5 წუთში შედეგიო და მხოლოდ super pi-ს ბენჩი უნდა გავატაროთ მეტი არაფერი?

  • Upvote 1
Posted

ჰო, მხოლოდ სუპერ PI-ს 1M ბენჩი, რომლის გატარებასაც წამები სჭირდება.



ნუ ეს 5 წუთის თემაც ჯერ განხილვა-დამუშავების პროცესშია და გვეტყვიან საბოლოო ვარიანტი როგორ იქნება.

Posted

ჩემის აზრით საკმაოდ კარგი პირობებია შეჯიბრისთვის

ყველა იქნება თანაბარ სიტუაციაში და შესაბამისად თანაბარი შანსები ექნება ყველას თავისი ცოდნის და შესაძლებლობების გამოვლენისთვის 

 

როგორ ჩაივლის ტურნირი და რა იქნება შედეგი ამას სანამ ტურნირი არ დაიწყება ვერ გავიგებთ

Posted


საკმაო ფინანსები სჭირდება ამ ყველაფერს და სფერო მიუხედავად მისი ექსტრემალურობისა და საინტერესოობისა, ფართო არაა, სპონსორებიც ჭირს. შესაბამისად, ხშირად ვერ ტარდება. ამიტომ, მხოლოდ მისასალმებელია ფრიუნის/აგრუნის ეს ივენთი.  
+1
Posted

E8600+DFI რო მოვიტანო არ გაყინავთ? :D

Posted

E8600+DFI რო მოვიტანო არ გაყინავთ? :D

ერთ დღეს მაგდენი ტუბი შეიძლება მოიძებნოს, აი გამყინავის კი რა გითხრა.

მოილაპარაკეთ და პირველ ვიკენდზეც მოაწყვეთ გამყინვარება და მეორეზეც

Posted

გამარჯობა ყველას, მე რომ მკითხო ძალიან კარგი საქმეა,მონაწილეობის რა მოგახსენოთ მაგრამ დასწრებით სიამოვნებით დავესწრები.ყველას წარმატებას გისურვებთ

Posted

ერთ დღეს მაგდენი ტუბი შეიძლება მოიძებნოს, აი გამყინავის კი რა გითხრა.

მოილაპარაკეთ და პირველ ვიკენდზეც მოაწყვეთ გამყინვარება და მეორეზეც

 

ბოლოს ბეტა ბიოსი მეყენა და OC-ში ცოტა პრობლემური იყო, ბოლო ოფიციალური ბიოსია დასაფლეში მაზერზე...

მოკლედ დამიკავშირდით და შემიძლია წამოვიღო...

Posted

და რომელი ვინდოუსი იქნება ჩაწერილი ?

Posted

დიდად სავარაუდოდ Windows 7 იქნება.

Posted

მხოლოდ სტუდენტებისთვისაა? ))

Posted

მხოლოდ სტუდენტებისთვისაა? ))

ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის მქონე ადამიანის შეუძია

მოსწავლე/სტუდენტი/მომუშავე თუ სხვა...

Posted

მდაჰ, 2011 სოკეტზე რაზგონი ცოტა უცხო ხილია, თავისუფალი დროის მოზღვავებასაც არ განვიცდი თან რომ გადავგუგლო ტეორიულად გავეცნო ახალ სოკეტს..

 

ადგილები შეზღუდულიაო და ტყუილად დარეგისტრირებაც არმინდა, თუ ვერ  გადავხედე რა შეიცვალა 2011 სოკეტზე ისე აზრი არ აქვს.

 

რეგისტრაციის ფორმა რომ გავიარო ყოველი შემთხვევისთვის რამე ხომ არ დაშავდება?

Posted

იმედია 1333იანი რამები მაინც არ იქნება :(

Posted

მაინტერესებს ვინდოუსში პროცესების გათიშვა შეიძლება? ან კლასიკზე რომ გადაიყვანო აეროდან? 

Posted

მაინტერესებს ვინდოუსში პროცესების გათიშვა შეიძლება? ან კლასიკზე რომ გადაიყვანო აეროდან?

პროცესების გათიშვა როგორ არ შეიძლება

და ვინდოუსში რაც გინდა ის გააკეთე

კლასიკზე გადაყვანა კარგი იდეაა წესით უკეთს შედეგს მიიღებ ეგრე

  • Upvote 1
Posted

კი რისი გათიშვის საშუალებაც არის ყველაფერი გამორთე, მე პენტიუმ 4-ზე რომ  ვჩალიჩობდი რაზგონს explorer.exe-საც ვთიშავდი ცოტათ მაღალი ქულა რომ მიმეღო მაგისთვის

  • Upvote 1
Posted

კი რისი გათიშვის საშუალებაც არის ყველაფერი გამორთე, მე პენტიუმ 4-ზე რომ  ვჩალიჩობდი რაზგონს explorer.exe-საც ვთიშავდი ცოტათ მაღალი ქულა რომ მიმეღო მაგისთვის

explorer exe კი არა მე ინტერნეტის კაბელსაც ვაძრობ მაგ დროს ხო შეილება რაღაცა პროცესი მუშაობდეს მაგაზე?

  • Upvote 3
Posted

ძველი სკილების გახსენების დრო მოვიდა :D

Guest
This topic is now closed to further replies.



×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.