Jump to content

Recommended Posts

Posted

გამარჯობა ფორუმელებო

დღეს ჩამომივიდა WD My Passport 2 TB. შევაერთე ჩვეულებრივ და დააყენა USB პორტზე. Device Manager-შიც მანახებს რომ დაყენებულია, მაგრამ ვერ ხედავს თვითონ My Computer-ში და ვერ ვხსნი საერთოდ. ოფიციალური საიტიდან გადმოვწერე დრაივერები და პროგრამები, რაც ამ მოდელისათვის არის განკუთვნილი, მაგრამ არაფერმა არ უშველა, ისევე არის. ვერ ვხდები რაში უნდა იყოს საქმე, როცა ვაერთებ ან ვრთავ აქვს ხმა, ნათურაც ინთება როცა ვაერთებ კვების.

იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რამე. USB კაბელი რაც მოყვება USB 3.0, სისტემური ბლოკის USB უერთდება USB 3.0, ლურჯი ფერის თავით, ხოლო თვითონ მოწყობილობაში აქვს ორივე USB 2.0 და USB 3.0 შესაერთებელი და კაბელსაც აქვს ორივე USB მხარდამჭერი გაერთიანებული.

USB-ს პრობლემაა მაინც მე ესე ვფიქრობ, მაგრამ წესით და რიგით მსგავსი პრობლემა არ უნდა იყოს, ნებისმიერ USB ვერსიაზე მუშაობს. ოპერაციულ სისტემასთანაც თავსებადია.

Windows 7 Ultimate SP1 მაქვს დაყენებული. კომპიუტერის კონფიგურაცია კი რაც მაქვს აქ პროფილზე ეგ არის.

აგერ ბმული ამ პროდუქტის შესახებ:

http://www.wdc.com/en/products/products.aspx?id=640

იქნებ დამეხმაროთ და გამარკვიოთ რა უნდა გავაკეთო :facepalm:

bundle.jpg

Posted

მენეჯმენტიდან ნახე შეიძლება უბრალოდ სახელი აქვს წაშლილი დისკს და იმიტომ არ გაჩვენებს my computer-ში

  • Upvote 1
Posted

მენეჯმენტიდან ნახე შეიძლება უბრალოდ სახელი აქვს წაშლილი დისკს და იმიტომ არ გაჩვენებს my computer-ში

როგორ უნდა გავასწორო იქნებ მითხრა.

fda1f9e50153.png

:kaffeetrinker_2:

Posted

ე.ი. სამსახურში ვარ ეხლა და აქ ვცადე ჩართვა. იგივე პრობლემა შემექმნა თითქმის, ერთი განსხვავება იყო მხოლოდ. სქრინებს დავდებ და ნახეთ.

92c4071024ae.png

c2ab6d28815b.png

დამეხამრეთ და გამარკვიეთ რა გავაკეთო თუ შეგიძლიათ :kaffeetrinker_2:

დაფორმატებითაც არ მაფორმატებინებს :wacko:

Posted

გარე ვინჩესტერის ჩართვას ამდენი ჩალიცი უნდა ტოოო

  • Upvote 1
Posted

ვაა გუშინ ჩამომივიდა მეც ეგეთი ვინჩო ოღონდ ჩემი 1.5 TB-ია. ჯერ არ გამომიტანია. სისტემურ ბლოკზე usb 2.0-პორტზე აერთებ თუ 3.0-ზე? შეიძლება 3.0-ს რაიმე დრაივერის პრობლემა აქვს თავის მხრივ. დღეს გამოვიტან მეც და ვნახავ აბა რას იზავს. დავწერ თუ (ღმერთმანუქნას) მსგავსი პრობლემა მქონდა.

იგივე მოდელი მაქვს კიდევ ერთი ოღონდ 1TB-იანი და 2.0-ზე. ის უმარტივესად ერთდება. ფლეშკასავითაა. რა დრაივერსაც შეერთებისას აყენებს იმაზე ვამუშავებ. ანუ მოხმარების პრინციპი უმარტივესია.

  • Upvote 1
Posted

ჩავრთე და ეგრევე დაინახა ჩემი ვინჩენცო. მაგარია მაინც უსბ3.0 :P მოკლედ მეგობარო არ ვიცი რა გირჩიო. ჰო კიდე ახლა დავაკვირდი შენთან removable disk ?წერია. შანსი არაა ეგრე ხედავდეს. ჩვეულებრივი ჰარდ დრაივია და ჩვეულებრივი დისკების გვერდით უნდა გამოჩნდეს.

  • Upvote 1
Posted

ვინრარით ცადე აბა თუ შეხვალ.

გადმოწერე acronis disk direcoty და იმითი თუ დაინახავს აბა( არ ვიცი შეიძება მაგ პროგრამამ არც აღიქვას), თუკი დაინახა მაშნ დააფორმატე NTFS ფაილური ფორმატით

  • Upvote 1
Posted

დამეხამრეთ და გამარკვიეთ რა გავაკეთო თუ შეგიძლიათ :kaffeetrinker_2:

დაფორმატებითაც არ მაფორმატებინებს :wacko:

Front Panel_ზე ან დამაგრძელებელზე ხომ არ აერთებ? დედაპლატაზე დააერთე პირდაპირ.

  • Upvote 1
Posted

პრობლემა რაშია გავარკვიე :kaffeetrinker_2:

ყველანაირი მეთოდი და ხერხი ვცადე, არცერთი პროგრამა არ ხსნის, ზოგიერთი საერთოდაც ვერ ხედავს. დაფორმატების საშუალებასაც არ მაძლევს. უბრალოდ ძალიან მარტივი მიზეზია და არც ვიფიქრე რომ ესეთი რამ შეიძლება ყოფილიყო. ეს მოდელი NTFS ფაილის სისტემის ფორმატით არ არის დაფორმატებული, დაფორმატებულია GPT ფაილის სისტემის ფორმატით, რომელსაც რათქმაუნდა ვერ აღიქვამს Windows OS. :kaffeetrinker_2:

ანუ Reformat the drive from Mac GPT to Windows 7 NTFS format ეს თუ მიშველის მე მხოლოდ. :kaffeetrinker_2:

როგორც ჩანს ყუთში ჩადეს არა NTFS ფაილის სისტემის ფორმატით დაფორმატებული მოდელი, მოდელი რომელიც MAC OS არის განკუთვნილი და GPT ფაილის სისტემის ფორმატით არის დაფორმატებული. MAC OS-სთვის თ არის საერთოდ, ყუთსაც აწერია და მითითებულია საიტზეც დასახელებაში. მე რომელიც გამოვიწერე Windows OS-სთვის უნდა ყოფილიყო. :kaffeetrinker_2:

ორშაბათს ვირტუალურ მანქანაზე ვაპირებ დავაყენო MAC OS, ტორენტზე ვნახე გამზადებული ვირტუალური მანქანისთვის. იმედია დაინახავს და შევძლებ NTFS ფაილის სისტემის ფორმატზე გადაყვანას. :kaffeetrinker_2:

MAC OS ვისაც შეხება აქვს ან ქონია, იქნებ მითხრათ წინასწარ, შესაძლებელია თუ არა რომ NTFS ფაილის სისტემის ფორმატზე გადავიყვანო WD My Passport-ი. :kaffeetrinker_2:

Posted

ეხლა შემთხვევით ამას გადავაწყდი და შეიძლება გაამართლოს.

http://blog.paulgu.com/windows/delete-gpt-protective-partition

==================================================================================================================================

Why we need to delete GPT protective partition?

In Windows XP Professional, you cannot access or modify GPT disk, but you can convert a GPT disk to MBR by using the clean command in DiskPart, which will delete GPT protective partition and remove all data and partition structures from the disk.

Warning: The steps below will erase all data on the GPT disk, please backup your data first.

  • You might see HD Drive in GPT status on Disk Management.
  • Go to DOS command line (click on "Start Menu", then "Run", type in "cmd" in textbox, and hit "OK")

    • Type in "DiskPart" in command line.
    • Type in "list disk" in command line to show all disks in this machine.
    • Use "select" to set the focus to the specified partition.
      For example "select disk 1".
    • Use "clean" command to remove GPT disk from the current in-focus disk by zeroing sectors.

    [*]Go back to Disk Management, you can see GPT disk is "Not Initialized" now.

    [*]Within Disk Management, right click on disk info, choose "Initialize Disk", You can see GPT disk is "Unallocated" now.

    [*]Right click on disk info, choose "New Partition…", follow Partition Wizard and format it. Now you are able to use the disk in Windows XP.

==================================================================================================================================

Posted

მოკლედ ყველანაირი ხერხი ვცადე, MAC OS X სისტემაზე შევამოწმე და იგივე შედეგი იყო მხოლოდ. ძალიან არ მომეწონა ისე, საზიზღრობააა სრული MAC OS X :crash:

HDD-ზე სამუშაო ვერცერთი პროგრამა ასევე ვერ დამეხმარა.

გავხსენი თვითონ WD My Passport, დავშალე ანუ, პანელი მოვხსენი რითიც Sata USB-ზე გადადის დაშევაერთე ჩვეულებრივ Sata-ზე.

არანაირი პრობლემა, მუშაობს როგორც საჭიროა და ასრულებს თავის ფუნქციას. როგორც გაირკვა პანელი არის დაზიანებული, მიკროპროცესორს სჭირს ალბათ რამე და არ ფუნქციონირებს ნორმალურად. სხვა გარე ვინჩესტერის პანელი დავუყენე, USB 2.0-ით იყო მხოლოდ, რომელიც თანამშრომელს ქონდა და USB-ზე იმუშავა და ჩაირთო ჩვეულებრივ.

იყიდება ეგ პანელები ამაზონზე და გამოვიწერ. ყველა პრობლემა მოაგვარე და მოდერს ვთხოვ თემა დახუროს. ყველას დიდი მადლობა დახმარებისათვის. იმედია მსგავსი პრობლემა არავის შეექმნება. :bis:

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.