კომპანია Square Enix-მა, სტუდია Crystal Dynamics-ის მიერ შექმნილი სათავგადასავლო ექშენის, Tomb Raider-ის მოთამაშეთა მრავალფეროვანი მიღწევების სტატისტიკა გამოაქვეყნა.
სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მოთამაშეებმა 5,3 მლნ. ირემი და 1,4 მლნ. კიბორჩხალა მოკლეს. ლარა 13,7 მლნ-ჯერ აღმოჩნდა სიკვდილის ზღვარზე და 11 მლნ-ჯერ აარიდა თავი მოწინააღმდეგეთა თავდასხმებს. 147 მლნ-ზე მეტი მტერი ისარმა იმსხვერპლა, აქიდან 20,6 მლნ.- ცეცხლმოკიდებულმა ისარმა. გარდაცვლილ მოწუნააღმდეგეთა სხეულიდან ამოღებულია, დაახლოებით, 357 მლნ. ისარი.
და ბოლოს, საერთო ჯამში, გაძარცვული სამარხების რაოდენობა 3,5 მლნ-ს აჭარბებს.