Intel Pentium 20 წლისაა
გუშინდელი დღე არ ყოფილა რიგითი პარასკევი, რადგან ამ დღეს, 22 მარტს აღინიშნება Intel Pentium პროცესორის 20-ე დაბადების დღე! ჩვენთვის საყვარელი და ცნობილი Intel Pentium მომხმარებლებს პირველად წარედგინა 1993 წლის 22 მარტს. თუკი ამ პროცესორზე ხანდაზმული ბრძანდებით, გულისხმიერო მკითხველო, ალბათ გაიხსენებთ, რომ აღნიშნული ჩიპის გამოსვლა მოჰყვა მის წინამორბედ 486DX2-ს, და Intel-ის ჭკვიანური მარკეტინგის წყალობით ეს ბრენდი პერსონალური კომპიუტერის სინონიმი გახდა. ორიგინალი Pentium P5 წარმოადგენდა 800 ნანომეტრიანი არქიტექტური მქონე პროდუქტს და ხელმისაწვდომი იყო 60MHz და 66MHz მოდელების სახით, დღევანდელ 22ნანომეტრიან ჩიპებთან შედარებით კი ეს რადიკალური წინსვლაა.
ახლა კი პროცესორის სპეციფიკაციებზე საუბრით ტვინის გაბრუების ნაცვლად, წარმოგიდგენთ Intel-ის ისტორიიდან რამდენიმე სახალისო ვიდეოს და საინტერესო მომენტს:
Intel Pentium commercial narrated by LeVar Burton (1994)
Intel Inside – Homer Simpson advert
http://www.youtube.com/watch?v=iiGRt9jaxdI
“Weird Al” Yankovic – It’s All About The Pentiums
Intel Pentium MMX Commercial Stayin’ Alive (1997)