VG247-ის საიტზე პირველი პირის შუთერის, Far Cry 3: Blood Dragon-ის სათამაშო პროცესის ამსახველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა, პარალელურად კომპანია Ubisoft-ის წარმომადგენლები თამაშის შესახებ გვიყვებიან.
Far Cry 3-ის დამოუკიდებელი სიუჟეტური განშტოების მთავარი გმირი, ნახევრად ადამიანი და ნახევრად კიბორგი, რეკს კოლტი (Rex Colt) გახლავთ, რომლის გახმოვანებაზე მსახიობი, მაიკლ ბინი (Michael Biehn) ზრუნავს. ჩვენს წინაშეა კიბორგების, დრაკონების, ასევე უამრავი ტიპის მექანიკური მხეცების (რობოძაღლები, კიბერზვიგენები და ა.შ.) მთელი არმია.
პროექტის რელიზი მიმდინარე წლის პირველ მაისს შედგება.