Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20214
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    272

Everything posted by Gogla1990

  1. მოდელი: D12SM-12 მახასიათებლები: 120*120*25mm 12V 0.3A 1650 RPM 70 CFM სტანდარტული ფანია, არაფერი განსაკუთრებული, შესაბამისად არც პოვნაა რთული უკეთესს თუ დააყენებ არც მაგაზე იტყვის კვება უარს, მთავარია ზომა იგივე იყოს და მთლად 1 ამპერს არ ჭამდეს
  2. ნახე მახასიათებელი არსებული ფანის და იმის მიხედვით შეარჩიე შემცვლელი, პინებსაც ეშველება თუ რამე, გადაჭერი გადააბი, ეგ ნაკლებადაა პრობლემა, მთავარია იგივე ვოლტზე მუშაობდეს და ამპერაჟიც დაახლოებით იგივე უნდოდეს, სასურველია ბრუნი და დაბერვის სიმძლავრეც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდეს სტიკერი ექნება და იქ ეწერება მოდელი რომლის მიხედვითაც ნახავ მახასიათებლებს, ანაც ზედვე ეწერება
  3. საქმე ქულერის ტიპებში და კონექტორებშია და არა კორსაირის კვებაში დევს თუ დიფქულის
  4. ხო აბა რა, ლარში რა ღირს რაში გვაინტერესებს, ხელფასები და პენსიები ხო დოლარში გვაქვს
  5. ბევრი არა, ყველა ვინც მანდ მაინერს დგავს, ანუ მაგ მხარეს დენი უფასო აქვს უფასო დენი რას ნიშნავს? იმას რომ თუ ის არ იხდის, უნდა გადაიხადოს სხვამ, ანუ მე, შენ და კიდევ სხვამ მაღალმთიანი რაიონია და კიბატონო, უნდა შევინახოთ და უნდა ქონდეს შეღავათები, მაგრამ ვიღაც სირიკოები რომ ჩვენ ხარჯზე ფულის კეთებას იწყებენ ეგ მგონი არაა ხო ნორმალური? რა მოყვება ეგეთი სირიკოების ქმედებას არაა რთული მისახვედრი 1- ელ. ენერგიაზე ფასის გაზრდა 2- ლიმიტის დაწესება ეგეთი რეგიონებისთვის რაც პატიოსან ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს, რომლებსაც ხსენებული ელ. ენერგია გასათბობად და გასანათებლად სჭირდება 3- მთლიანი ელ. ენერგიის მოხმარების მატება რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გვხდის იმპორტზე, კერძოდ მტერ ღრუსეთზე კიდევ ბევრი უარყოფითი მხარეები აქვს, მაგრამ არ ღირს მაგათი ჩამოწერა, ჯერ მაგ დონეზე შეგნება არ გვაქვს და მაინც ვერ გაიგებს 90% პ.ს ნორმალურ სახელმწიფოში ეგეთ თაღლითებს ციხეში გამოკეტავდნენ, მაგრამ ჩვენ სად გვაქვს სახელმწიფო, ქვე-ყანა ვართ ჯერ, ეგეც ჩამოუყალიბებელი
  6. აბა გამოიცანი რატომ სვანეთი? ან ვინ იხდის მაგ ელ. ენერგიის ხარჯებს? უნდა დაიჭირო ყველა ეგეთი შეუგნებელი ძუძუმწოვარი და უკან გათხარო თითოეული მაინერი, მერე ნახავენ როგორია სხვის ხარჯზე ფულის კეთება!
  7. მნიშვნელობა ყველაფერს აქვს, რომ არ ქონდეს მოჭრიან ტონობით კუპიურას და დაგვირიგებდნენ ყველას თითო ტონას არაფრისგან მხოლოდ არაფერი მიიღება, სახლში ჯდომით რომ ფული მოდის, ესეიგი ვიღაც ორმაგად ირჯება სადღაც დედამიწის მეორე მხარეს. შენ რას აკეთებ და რას შოულობ, ან რომელიმე სხვა პიროვნება მაგაზე არ დამიწერია, მე ზოგადად მაინინგზე და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე დავწერე და დამიჯერე კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს მსგავსი ფინანსური პირამიდები. პ.ს ელ. ენერგია რომ გაგვიძვირდა გაიგებდი ხო? არ ფიქრობ რომ ერთერთი მიზეზი ყველა ბუტკაში თაროებზე მაინერების შემოდგმაა?
  8. მხოლოდ ფულის კეთება არ ნიშნავს საქმის კეთებას, ერთ დიდ უაზრობაში გადაიზარდა უკვე და სარგებელს ამით მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნამდვილად ვერ ნახავს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, პირიქით, გაზრდილი ფასები ტექნიკაზე და ელ. ენერგიაზე, ასევე უაზროდ გახარჯული ადამიანური დრო და რესურსი რომელსაც ვერაფრით ვერ აანაზღაურებ.
  9. სულ გამოიმასქნდნენ სადამდე უნდა განაგრძონ ეს სისულელე უკვე საინტერესო ხდება
  10. დღეს უკვე მესამედ ვიყავი საბურავების საყიდლად და ისევ უშედეგოდ
  11. 300 და ზევით
  12. წინა კვირას ვიყიდე და ამ რამოდენიმე დღეში თუ წაეჩხუბნენ ევროპა და ამერიკა არ გამიგია ერთიდაიგივე მონაცემები გამოიყენე ალბათ
  13. მოძრავი სენსორი თუ არის კაბელის სახით, შეგიძლია რამეს მიაწებო და იმის ტემპერატურას გაზომავს
  14. ეგ კვებისაა, სხვა შნური მონახე კიდევ ექნება ბოლოში ტემპერატურის სენსორით, თუ არ აქვს ესეიგი მაგ დისპლეიშია შიგნით და უბრალოდ კეისში არსებულ ტემპერატურას გაზომავს
  15. გაყევი სენსორის კაბელს და რაზეა მიდებული იმის
  16. სლოტებში მტვერი ჩავიდოდა, ამოწმინდე ფუნჯით + ოპერებს პინები გაუწმინდე სპირტით
  17. პროცესორიც ამოიღე სოკეტიდან?
  18. იგივე, უბრალოდ ედიტორში ჩააგდე და 1 მეგაჰერცი შეუცვალე ფორმალურად, ედიტორი უეფი რეჟიმს გაუთიშავს, შემდეგ გადაფლეშავ. პ.ს ხელუხლებელი ბიოსი შეინახე აუცილებლად
  19. რავი ინექსს რა სირი ეტაკა, ბოლო ხანებია 10 დღეზე ადრე ამანათი არ ჩამოუტანია
  20. uefi რეჟიმის თემა იქნება, არ აქვს მაგ მაზერს მხარდაჭერა და მაგიტომ არ გამოაქვს ჩვენება, მაგ კარტას რომ ბიოსი ჩაუსწორო ფორმალურად და ისე გადაფლეშო, 99% ჩაირთვება
  21. მოდი გამოვიცნობ ვიდეო RX560 არის?
  22. სატა და კვების კაბელი შეუცვალე და ნახე რას იზავს დისკის ბრალი რომ იყოს რამე შეცდომას მაინც დააფიქსირებდა პროგრამა, დისკ ჩექინგს რომ წერს ეგ ხშირი გათიშვების გამოც შეიძლება იყოს და არა მაინცდამაინც დისკის პრობლემით გამოწვეული ოპერები შეამოწმე + სისტემაც გამორიცხე, არაა გამორიცხული რომელიმე დრაივერი ახურებდეს და ეგ იწვევდეს ლურჯ ეკრანს
  23. რატომაც არა? მანდ მიმართულება ვიგულისხმე ცირკულაციის სისწორის დარღვევაში და არა ფანის ტიპი პ.ს ისე ფანის ტიპები ბევრს ნიშნავს, რახანც ერთ საქმეში ეფექტურია არ ნიშნავს რომ ყველა პოზიციაზე იგივე ეფექტი ექნება
  24. ბოლომდე ნუ გამორიცხავ, გამტანი ორჯერ ძლიერი უნდა იყოს შემტანზე რომ ეფეტქური ცირკულაცია მოხდეს შეიძლება უარესიც კი ქნას, შენ შემთხვევაში მიზეზი შუა შემტანი ქულერი იყო რომელიც ვიდეოს ცხვირიდან გამოსულ ჰაერის ნაკადს წინაღობას უქმნიდა, ზედა და ქვედა დატოვე, შუა მოხსენი და ისე გატესტე, მერე ეგ შუა საერთოდ შეატრიალე და ეგრეც გატესტე
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.