-
Posts
20214 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
272
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Gogla1990
-
ეგ მაგარი მიუქარიათ, მართლა მეწყინა, ხუმრობის გარეშე
-
300 ლარის მაზერში დამატებას ჯობია პროცესორს დაამატო და 10700 აიღო, 11600კ სულ რომ შუაზე გააპო რაზგონზე 10700-ს მაინც ვერ აჯობებს
-
საკმარისზე მეტიც კია ეგ მაზერი, გაანებე თავი შეცვლაზე ფიქრს პროცესორებს აღარ აქვთ აჩქარების ტრაკი, უკვე პიკზე არიან ქარხნიდანვე თითქმის და ტოპ მაზერი მაგ მხრივ ზედმეტი ფულის ყრაა
-
კვების ფაზების რაოდენობას დღეს მარკეტინგული გათვლებისთვის იყენებენ, გააჩნია რა კომპონენტებითაა დაკომპლექტებული და რა სიმძლავრის დეტალები დევს, ერთი მაზერის 8 ფაზას შეიძლება მეტი და სტაბილური სიმძლავრის მოცემა შეეძლოს ვიდრე მეორე მაზერის 12 ფაზას
-
Freezer i30 CO მქონდა და მეც კმაყოფილი დამტოვა, 2013-ში ვიყიდე ამაზონზე, თერმოპასტა მგონი MX2 მოყვა 2 გრამიანი თუ სწორად მახსოვს, 80 ლარი დამიჯდა სულ ახალი, მაშინ ლარი ლარს გავდა
-
სუფთა ოპერას სისწრაფე არაფრის მაქნისია და არც ბენჩს აინტერესებს, რომც აინტერესებდეს თუ სისტემამ არ აჩვენა რას გაიგებს თუ ოპერატიული ძალიან ბანძია მაგ შემთხვევაში შეიძლება ლიმიტზე მივიდეს, თუმცა ბოლო წლებში რაც გამოდის 3000+ ოპერები არამგონია სისტემას მეტი შეეძლოს და სისწრაფეში მაგათზე იყოს ლიმიტი
-
ბენჩი სუფთა სისწრაფეს ითვლის, დანარჩენი გააჩნია სისტემას + მეხსიერების კონტროლერს მაგ ახალ ამდ-ს როგორც ჩანს საკმაოდ კარგი მეხსიერების კონტროლერი აქვს, L1 ქეშის გამტარობაში აშკარად ჩამორჩება გიოს ინტელს, თუმცა L3 უკეთესი აქვს
-
გაგიმარჯოს ბიუჯეტი რამდენი გაქვს? კარგი ხმის კარტა თუ გინდა დისკრეტული უნდა ჩადგა, მაზერის ინტეგრირებული რაც არ უნდა კარგი იყოს მაინც არაა ის რასაც თუნდაც საშუალო დონის ხმის კარტა მოგცემს (საუბარია სამომხმარებლო სეგმენტის და არა პროფესიონალური დონის კარტაზე) ცოტა ნორმალური მარკეტზე ეს ვნახე 450 ლარამდე https://www.mymarket.ge/ka/pr/21398429/dedabaraTebi/ASUS-TUF-B460-PLUS მეტი კარგი იდეაში არცაა საჭირო, აჩქარების პოტენციალი არარ აქვთ ახალი თაობის პროცებს და საშუალო დონის პლატაც იგივე საქმეს აკეთებს თითქმის
-
-
466.47 მიყენია ეხლა და რავი მუშაობს, ანტივირუსთან ერთად ფაირვოლშიც მიათიშე ყველაფერი, სისტემაც განაახლე თუ ძველია
-
წინა თვეს 980 ჩავაყენე და იგივე პრობლემა მქონდა დრაივერებთან ერთად ვინდიც განვაახლე + ფაირვოლი და ანტივირუსი გავთიშე და უშველა, რამოდენიმეგან წავიკითხე ბოლო განახლება ვინდზე ფაირვოლი ბლოკავს თამაშებსო
-
თუ რაზგონზე გაქვს კი, შეიძლება ხურდება კიდევაც პ.ს ვიდეოს დრაივერი რა ვერსია გიყენია? პრობლემების ბუკეტი ქონდათ ბოლო დრაივერებზე და არაა გამორიცხული მაგის ამბავია
-
საბაჟომ გააჩერა გადამოწმების მიზნით, სავარაუდო მიზეზიც წერია, ვერ გაარკვიეს რა ამანათია, დარეკე ფოსტაში და დაგაკვალიანებენ, ანაც პირდაპირ შემოსავლების სამსახურში უკან მაშინ გზავნიან თუ ჩამოსვლიდან 1 თვე არ მიაკითხე
-
ძალიან კარგი, ძლივს მიხვდნენ რომ მაგის სიუჟეტში დროს და ენერგიის კარგვა სრული იდიოტიზმია და მეტი არაფერი
-
კი, როგორ გათიშო და ნახე მიაგნებ, ან იუთუბზე ნახე მაგ მაზერის ან მაგდაგვარის მიმოხილვა იქნება, ანაც დადე სურატები ბიოსის და გეტყვით
-
თუ მაინც რაზგონზე გაქვს მაშინ ბოლომდე გაწურე ორივე და ისე შეადარე, რომელიც კარგი ჩიპია ის დაიტოვე, მაგ ჯ.სკილს 1.65 ვოლტი მიეცი და ნახე 9 ტაიმინგს თუ დაიჭერს 9-11-10-28 ეგეთივე ჯ.სკილები მაქვს 4x4 ქარხნული 1.65 ვოლტით და 9-11-9-28 ტაიმინგებით, იქნებ მანდაც იგივე ჩიპებია
-
ეგ ვინ მოგატყუა? 4.6-ზე ადის 1-2 ბირთვი, ექვსივე ბირთვის დატვირთვისას იქნება 4.2-4.3 ან საერთოდ რატომ ხმარობთ მაგ იდიოტურ ბუსტს? მით უმეტეს K ვერსია პროცესორზე რაც პროცესორები მქონია, პირველი რასაც ვაკეთებდი ბუსტს ვთიშავდი ბიოსიდან და რა სიხშირეც მინდოდა იმას ვუთითებდი ხელით სტაბილურად ერთ სიხშირეზე რომ ემუშავა დატვირთვისას და ტაკოს ტამაში არ დაეწყო ყველა ბირთვს სათითაოდ
-
რომელ დდრ3-ს აქვს მაგხელა გამტარობა კაცო? ოთხ არხიანს თუ გულისხმობ ეგ სხვა საქმეა, 2 არხზე მაქსიმუმ 30-35გბ/ს ალბათ
-
-
69-70 რომელ სერვერზეც ვთამაშობ ნუ 55 უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაო ღორმა მაგთმა და 70-ც მშვენიერია, არაფერს ვუწუნებ
-
1060 6gb კარგა ხანს 580-საც და 980-საც ჯობდა ამდ-ს როგორც სჩვევია დროთა განმავლობაში ამოქაჩა, გაუტოლდა და ბევრგან გაასწრო კიდევაც, მაგრამ 980-ს ახალი ტესტები რომ ვნახე ეგეც გაუტოლდა 1060 6გბ-ს და ეგ ფენომენი ვერ ამოვხსენი
-
ასე 2 წლის წინ მაქვს ნანახი და ამდ-ზეც იგივე სირობები სჭირდა, შეიძლება ეხლა გამოასწორეს, ნუ ეგ არაა გასაკვირი განსხვავებით მძღნერვიდიასგან
-
DX11-ზე სტაბილურად 80-90 კადრი მაქვს და ყველაფერი ნორმალურადაა, თუმცა მეტი კადრი თუ მინდა პროცესორი არ მიშვებს, ანუ უკვე აღარ ყოფნის, არადა არ იტვირთება ბოლომდე DX12-ზე უკვე ბოლომდე იტვირთება პროცი და 120-130 კადრს იძლევა, მაგრამ პროცის ბოლომდე დატვირთვა რომ არაა კარგი საქმე კი ვიცით და მომენტებში მიკრო ფრიზები აქვს პარამეტრებიც რატომღაც ვერ შევარჩიუე წესივრად, low-ზე მაქვს 120-130 კადრი და პროცი იჭინთება, ვამატებ ტექსტურებს და რეაქცია 0, ავდივარ ultra-მდე და მერე ვიდეო სულ კვდება, მოკლედ DX12 აშკარად უბერავს
-
წინდოუსი წერია ორივეზე? მ2 და ჰდდ არაფერ შუაშია მანდ, ოპ. სისტემას ზუსტად ერთი ზომა რომ დააჭერინო ორ სხვადასხვა სისტემაზე უნდა დაკლონო და ისე ჩაწერო, სხვა ვარიანტში მაინც იქნება სხვაობები, განახლება, ქეში, პეიჯ ფაილი და აშ.
