mechanic,
გაგიმარჯოს
კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე შემოსვლა
ამდენი 2007-ში ეროვნულებს რომ ვაბარებდი იმის მერე არ წამიკითხავს ერთდროულად, რა იყო ეს
ბიოსში ოპერების პარამეტრებში მონახე XMP პროფილი და ჩართე, ავტომატურად დააყენებს იმ სიხშირეზე რისი თავის პროცესორს აქვს(პროცესორია წამყვანი მაგ საქმეში რადგან მეხსიერების კონტროლერი მასშია)
თუ ამ პროფილის ჩართვის მერეც არ დადგა 2133-ზე(სიმართლე გითხრა მეეჭვება დადგეს) სცადე ხელით 2000-ზე დააყენო)ტაიმინგები იგივე დაუტოვე რასაც XPM მისცემს)
თუ კიდევ არ ქნა 1866-ზე სცადე, მაგ სიხშირეს უეჭველი დაიჭერს
ქულერის და ოპერების ვერ შეთანხმებას რაც შეეხება ტერიტორიებზე, დადე სურათები, უფრო ადვილად შევძლებთ რჩევა მოგცეთ(თუკი მოგვეპოვება რათქმაუნდა )
ოპერების მოხმარებაზე კი დაწერე ზისტად რომელ თამაშში რამდენს მოიხმარს, ყველა თუ არა ზოგიერთს მეც ვთამაშობ ან მითამაშია და გეტყვი ნორმალურია თუ არა
ბოლო COD მაგალითად 6-7GB-ს ხაპავს, BF4 ასე 3.5-4.5 (სისტემიანად რათქმაუნდა)
ხო კიდევ საინტერესოა ვიდეოს ტემპერატურა, ალბად შეგცდა თორე 38 გრადუსი არარსებულია სრულ დატვირთვაზე