Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20242
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    273

Everything posted by Gogla1990

  1. რომელიც მოვა ფასში ის ცოტას თუ დაამატებ და RTX 3060-ს იყიდი უკეთესს იზავ, სიმძრავრით 6600-სა და XT-ს შორისაა, მაგრამ შედარებით გამძლე/უპრობლემოა.
  2. კვების ბლოკი რა გაქვს? 1070-ს 300 ლარად გაყიდი, დაამატე 200 ლარი და 6600-ს იყიდი, არც ეგაა იდიალური კარტა, მაგრამ 1080-ს ყიდვას ჯობია
  3. Samsung PM9C1 და Crucial P5 Plus გაიყიდა Samsung 860 EVO 1TB Samsung 980 1TB Samsung 980 Pro 1TB იყიდება ისევ
  4. მიზეზი მხოლოდ ერთია, იყიდება ძვირად, თანაც იმაზე მეტი ვიდრე იაფად როდესაცაა, სხვა ყველა მიზეზი მოგონილი იყო და იქნება მომავალშიც, მაინინგი შმაინინგი და ხელოვნური ინტელექტი არა ბუს კვერცხები კიდევ
  5. გამოჩნდება გზადაგზა გააძვირებენ, წინ ვინ უდგათ, ხალხი მაინც ყიდულობს, თანაც უფრო აქტიურად, რატომ არ უნდა გააძვირონ?
  6. პირდაპირ 6700xt იყიდე, ან 6600 მაინც, მწვანეებიდან 3060-3070 მაგათზე ძველს არ გირჩევ 1080Ti-ების 90% ან მომაკვდავია, ან შენ ხელში უნდა მოკვდეს დაწერე რა სისტემა გაქვს + რა ბიუჯეტი და გირჩევ ოპტიმალურ ვარიანტს
  7. შესაძლებელია თუ არა იქით იყოს, ღირს ყიდვა მაგ კარტის 2026 წელს?
  8. გამარჯობა თანაოვერქლოქერებო პოსტი განახლებადია, თუ დევს, ესეიგი მაქვს და იყიდება იყიდება მეორადი M2 სსდ-ები, ყველა უდეფექტო, უმეტესი 100%-ზე, ზოგიერთი ფაქტიურად ახალი. ასევე ახალი სუპერ სწრაფი ფლეშკა 1ტბ Western Digital SN530 1TB - 330 ლარი Samsung PM9A1 1TB (იგივე 980 Pro) - 400 ლარი PNY CS3140 1TB - 400 ლარი ფლეშკა PNY Pro Elite V3 1TB USB 3.2 Gen 2 - 300 ლარი ფასები ბოლოა! დამატებითი კითხვები აქვე ან პმ. ვაცაპი, ვაიბერი 599 874 674
  9. სალამი მაგ მხრივ თუ შევხედავთ არა, თუმცა არც რამე დანაშაული იქნება, მით უმეტეს 2K მონიტორი გაქვს და დიდად არ იქნება პროცი შემაფერხებელი, თუ არის საშუალება იყიდე, მერე შეხედავ და თუ პროცი დიდად დაგალიმიტებს AM5 სოკეტზე გადახვალ
  10. 4 პინიანი შესაერთებელიც ექნება მაზერს და იმაზე დააერთე ჯერ არ შემხვედრია ამ საუკუნეში გამოსული სტანდარტული მაზერი რომელსაც 1 ცალი 4 პინიანი მაინც არ ქონოდეს ქულერისთვის
  11. პ.ს აქაც ქონდათ საგარანტიოზე პრობლემები, ერთი წერდა 1 თვის გამოყვანილ მანქანაზე მთელი ბორტკომპი/მულტიმედია მოკვდა უეცრად და აღარაფერს აკეთებსო, ამ დროს ყველაფერი თითქმის ამ ბორტკომპიუტერი/მულტიმედიით იმართება, გათბობა, კონდინციონერი, ფანჯრებიუს მართვა და აშ, მანქანას მარტო ქოქავდა და მიდიოდა, მეტს ვერაფერს აკეთებდა, ცენტრში 2 თვეა ასე ვარო, პროგრამაც არ აქვთ გადაწერა რომ სცადონო, ელოდებიან ახალ დეტალს რომელიც არ არის თურმე ჩინეთში და მეუბნებიან დღეს-ხვალ გამოგვიგზავნიანო, როგორ მოვიქცე არც იბრუნებენო მსგავსი რამ მოხდება გერმანულ/იაპონურ/ამერიკულ მანქანაზე? ანუ შეიძლება მანქანა აგურად გექცეს და ვერ გიშველონ? შანსი არაა, შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, მაგრამ ან გაკეთებადია ან შეიცვლება რადგან გერმანელს იმ მანქანის სათადარიგო დეტალი ყოვეთვის აქვს თაროზე. მაგალითად ბმვ-ს მგონი X7-ებზე იბრიდებოდა მთავარი მონიტორი, მაგრამ არავის უთქვია ახალი მანქანა ვიყიდე და არ მიცვლიან მონიტორსო ან რამე მაგდაგვარი, ან ადგილზევე აქვთ ან 2 კვირაში ჩამოდის მეც ვგულშემატკივრობ ჩინელებს და მინდა რომ წინ წავიდნენ, კონკურენცია მომხმარებლისთვის უკეთესია, მაგრამ ესენი კონკურენციით არ აპირებენ მხოლოდ ბაზარის ათვისებას, ველური მეთოდები აქვთ, სხვისი ჩაძირვა უნდათ და მხოლოდ თვითონ რომ დარჩებიან მერე არ უნდა დიდი გამოცნობა ფასებს რომ თავის გემოზე დაადებენ და ჩინური იაფი კი არა ჩინური ძვირი მანქანები შეგვრჩება ისე კი არიან ევროპელ/ამერიკული კომპანიები ღირსები გაკოტრების, მაგრამ მომხმარებელს ეგ არაფრად გვადგია სამწუხაროდ
  12. მხოლოდ ფურცელზე და ავტობლოგერების შედარებებით არ ხდება მანქანის ავკარგიანობის განსაზღვრა, ჩვეულებრივი მომხმარებელი რომ იტყვის 3-4 წლის ხმარების შემდეგ, კარგი მანქანააო, აი მაშინაა მართლა კარგი, რასაც ჩინურებზე ნამდვილად ვერ ვხედავ (ერთი-ორ 100 ათასიანს არ ვგულისხმობ) რუსეთი ხომ სავსეა მაგ ჩინურებით, ხოდა გადახედე თვითონ მომხმარებლის და ავტოსახელოსნოების ვიდეოებს და მიხვდები რა დონეზეა ჩინური მანქანა, ისეთი უცნაური პრობლემებითაა რომ აქამდე არც წარმოედგინათ, მაგალითად იამაში ჩარტყმისას მანქანის მთლიანი სავალი ნაწილი შუაზე გაწყდეს გაგიგია გერმანურ/ამერიკულ/იაპონურზე? ან უკანა ბალკა ახალ მანქანას მოსწყდეს მოძრაობისას? ანაც ძრავი და კოლოფი გახსნილიყოს ადგილიდან დაძვრისას? აირბაგები რომ არ იხსნება, სიცივეში ბორტკომპიუტერი შტერდება და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო? კარგი აუდიო სისტემა რომ უწერია ერთ კარზე 5 დინამიკით და რეალურად ერთი დინამიკი აყენია ისიც სამარეზებით მიმაგრებული ეგ გინახავს? ან 2 წლის მანქანას რომ უკვე კოროზია ალპობს? რა 5 წელ გარანტიაზე საუბრობ, რეალობა ცოტა სხვაა, ტიპები თვეობით ელოდებიან იქნებ დეტალი გამოჩნდეს რომ დააყენონ, არ უშვებს სატადარიგო მაკომპლექტებელს ქარხანა, კიდია ეგ ამბავი, რაც გამოუშვა იმით მანქანა ააწყო და გაყიდა, ვიდეო ვნახე კოლოფს ტიპი 6 თვე ეძებდა ახალ მანქანაზე, უბრალოდ არ იყო არსად საწყობში, არადა მანქანა რამდენიმე თვის იყი გარანტიაზე, ბოლოს როგორც იქნა გამოუგზავნეს, ალბათ სადმე მეორე მანქანას ძრავი გაუფუჭდა და იმას მოხსნეს სულ კიდიათ ჩინელებს რომ მოგყიდიან მერე რა იქნება, მთავარია გაყიდონ, მერე სხვა სერიას გამოუშვებენ და ეგაა ეწ. სერვის მანუალიც არ აქვთ ბევრ მოდელზე, ხელოსანი რომ შლის არ იცის როგორ გააკეთოს, არც მანუალი მოყვება, არც ინტერნეტშია და არც მწარმოებელი გზავნის, ან თუ გზავნის არ ემთხვევა, რადგან ერთ მოდელზე შეიძლება 3-4 სხვადასხვა დეტალი ეყენოს ვიცი ეგ ვიდეო, ვუყურე 10 წუთი და სოსოსთან დიდი პატივისცემის მიუხედავად არაა ეგ რეალური განხილვა, ეგაა მანქანის ასე ვთქვათ ანბოქსინგი ტექნოლოგიურად რომ წინ არიან და 5-10 წელიწადში ბევრ ევროპულ/ამერიკულ ბრენდს ჩაყლაპავენ მაგაზე არავინ დავობს, მაგ დროს ხარისხსაც ასწევენ და იქნება კარგი მანქანები, სერვისსაც დაარეგულირებენ და სათადარიგო ნაწილების მიწოდებასაც, მაგრამ ეგ სავარაუდო მომავალია და არა დღევანდელი რეალობა, დღეს ბაზრის ათვისებას ცდილობენ ყველანაირი გზით, უშვებენ ათას ნაგავს მთავარია რამე ცაანაცვლონ, 1-2-ს კარგსაც რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, სამომხმარებლო სერიული ბიუჯეტური მანქანების 95% რომელსაც უბრალო მოკვდავი ყიდულობს, არის ნაგავი ევროპულ/ამერიკულთან შედარებით.
  13. უნდა ჩართო და ნახო GPUZ-ში, კონკრეტული ბრენდები კონკრეტულ ჩიპებზე არ უშვებენ, 3060-ზე ეგ არაა სადარდებელი და შეგიძლია არც ნახო რომელ ჩიპებზეა, 3060Ti-ს შემთხვევაშია ეგ საჭირო.
  14. ხარისხსაც თუ მიხედეს, კი, აქვთ ამბიციაც და რეალური შესაძლებლობაც, ადამიანური რესურსიც ოხრად აქვთ და წიაღისეულიც, ტექნოლოგიას ზოგს დახვეწავენ, ზოგს იყიდიან და აშ. ჯერ-ჯერობით მაღალტექნოლოგიურ ნაგავს აკეთებენ 10-დან 9 მანქანას, კარგი რაცაა ხშირად ანალოგიურ გერმანულ-იაპონურზე ძვირია, იაფი რაცაა 90% უბრალოდ ნაგავია ამ ეტაპზე.
  15. კვების ბლოკი რა გაქვს მოდელი დაწერე + რა ბიუჯეტი გაქვს გათვლილი მაქსიმუმ მხეცი იყო ერთ დროს, მაგრამ დღეს უკვე მოიკოჭლებს, არქიტექტურა ძველია + პისიაი 2.0 აქვს და ახალ ვიდეოკარტებს ეგეც დაალიმიტებს მცირე ნიუანსებია მაგ კარტებთან 4060 პისიაი 4.0-ზე და X8 სლოტში მუშაობს, პისიაი 2.0-ზე ძალიან გაუჭირდება 6600 და 6650-ც X8 სლოტზეა, თუმცა ამდ მაგ სოკეტზე პისიაი 3.0-ზე მუშაობს მიუხედავად იმისა რომ პროცს არ აქვს ოფიციალურად მხარდაჭერა (ძველ ამდ-ებზე ეგრე იყო, 6-7 სერიაზე არ მიცდია) ნუ მოკლედ ეგენიც ნაკლებად ღირს 3060ti კი კარგია, მაგრამ 8GB 2K-ზე ცოტაა + ეგ კარტა მხოლოდ სამსუნგის ჩიპებზე უნდა ეძებო მაგ სისტემისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა 3060 12GB პროცი რომ 4930K იყოს E5 1650 V2-ს (იგივე 4930K) ჩაგდება შეიძლება და მერე ვიდეოკარტა 3060 10 დოლარის ფარგლებშია ეგ პროცესორები, ან ბარემ 1680V2 თუ იაფად იყო ეგეც
  16. Samsung PM9A1 gen4 512GB, იგივე 980 Pro შარშან ჩავანაცვლე 970 Evo Plus, ჯერ არ იყო ფართოდ ცნობილი და 980 pro-სთან შედარებით ნახევარ ფასად იყო იბეიზე, სამწუხაროდ აქ არავინ ყიდულობდა რაც არ უნდა გეხსნა რომ იგივე 980 pro იყო შედარებით იაფად, რამოდენიმე წამოვიღე გასაყიდად, 1 და 2TB-იანი ძლივს მოვიშორე, 512GB-იანები რომ არ იყიდებოდა ერთი მე დავიტოვე, ერთი ძმაკაცს ვაჩუქე და ერთიც ახლობელს, ეხლა გაიგეს და +- იგივე ფასი აქვს რაც სტიკერიან 980პრო-ს
  17. პირდაპირ რომ იყიდო იბეიზე მაგათ გარეშე არა?
  18. ოპერატორი არ ამხელს მისამართს? ჩუბინაშვილის ქუჩა უწერიათ https://www.yell.ge/company.php?lan=geo&id=139062 მაგრამ ეგ შეიძლება რეგისტრაციის ადგილია და რეალურად არც აქვთ მანდ შეხება რა ნივთია? გაქვს ლინკი? შეიძლება ჩინეთიდან მოდის ამერიკის გავლით და მაგიტომ სჭირდება ეგ დრო
  19. რას ერჩი, 100-ს არ ცდება და სიხშირეს არ აგდებს, ეგ უკვე კარგი შედეგია მაგ პროცისთვის
  20. არაა დიდი სხვაობა და მაგ პროცს არცერთი არ ეყოფა 350 ვატს თუ შეაჭმევ და ავტობუსტზე გეყოლება, ასე რომ ტყუილად ნუ დახარჯავ ფულს და ნუ იწვალებ. ნამდვილად აკლებ სიხშირეს? ზედა სქრინზე ისევ 5.7 წერია cpuz-ში
  21. მაგ ქულერზე 70 გრადუსს ნუ მოსთხოვ ვერაა ეს პროცები ისეთი კარგი სამართავი როგორც ძველები, ერთი მე რაც დავაკვირდი სიხშირის დაწევაზე რეაგირებს, ვოლტს ხელი არ უნდა მოკიდო, მაინც თავისებურად უბერავს, არ ეყოფა ვოლტი და ან წარმადობას აგდებს დიდად ან ლურჯ ეკრანს
  22. ხოდა 1.8 ვოლტსაც რომ მოჰკრა თვალი ნუ გაგიკვირდება დააყენე 5 გიგაჰერცზე, იქნება შედარებით გრილად და იმუშავებს დიდი ხანი, რაიმეში დამალიიტებსო ვერ იტყვი მაგ პროცზე თუ გინდა კიდევ მოაკლო სიხშირეს
  23. სიხშირე უნდა მოაკლო და აღარ გაიგიჟებს თავს, 6 გიგაჰერციც გინდა და 1.3-ზე მუშაობდეს, არ გამოვა
  24. ახლოსაა ფასები და მანდ ეკონომია არ ღირს მაშინ, ბარემ რამე წესიერი იყოს
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.