რაჭველი საზამთროს ყიდის ბაზარში.წინ წარწერა აქვს:” ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”.ჩერდება გამვლელი:– მოხუცო, კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი როგორ?!– აი ეგრე გამოდის და . პასუხობს მოხუცი.– რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო.მოხუცი ართმევს 3 ლარს, აწოდებს საზამთროს.– აი, კიდევ 3 ლარი და მეორე მომეცი. – აი, კიდევ 3 და…. მესამეც მომაწოდე. ხედავ, მე სამი საზამთრო ვიყიდე, შენ კი 9 ლარი გაქვს 10-ის ნაცვლად, ისწავლე ვაჭრობა! – კმაყოფილია კლიენტი.მოხუცი მხრებს იჩეჩავს და გულუბრყვილო თვალებით იცქირება.კლიენტი მიდის.მოხუცი კმაყოფილი გადათვლის ფულს.– მოდიან, ჭკუას გარიგებენ, საზამთრო სულ არ უნდათ, სამს ყიდულობენ და კიდევ მე არ ვიცი ვაჭრობა?!