გამარჯობათ
მოკლედ იბეი-ზე ვინც კარგად ერკვევით იქნებ დამეხმაროთ
ასეთი სიტუაციაა:
გამოვწერე ნივთი რომელიც დეფექტით ჩამომივიდა, მივწერე სელერს და პასუხი ვერ მივიღე, მერე Case თუ რაცაა ეგ გავუხსენი და იბეი ჩავრთე საქმის კურსში, მას მერე მომწერა სელერმა, მომიბოდიშა გვიან ვნახე მონაწერიო და მითხრა თანხის ნაწილს დაგიბრუნებო
თან მწერს დახურე კასე რომ შენი გადმორიცხული თანხა მოვხსნა, მერე კი ნაწილი უკან დაგიბრუნოო
ხოდა როგორ მოვიქცე? რომ დავხურო ეს Case და მერე არც არაფერი დამიბრუნოს ვრცები გაღიმებული დაზიანებული ნივთით ხელში?