მაგას ვინ ჩივის, ტიპი მარკეტიდან მირეკავს და 300 ლარად გამატანე შენი კარტაო (370-ად მედო)
მეთქი რა ფასიც ადევს ეგეც ძალიან კარგია და დაკლებას არ ვაპირებთ აქეთ თუ არ მოვამატე ამ ლარის კურსის შემხედვარეთქო
ხოდა რა არის კარგი ფასიო, მაგ იაფად ახალი სერიის კარტები იყიდებაო
მერე იყიდე ვინ გაძალებს ამ კარტის ყიდვასთქო, ან რომელი ახალი ანაც ძველი სერიაა ამ კარტის სიმძლავრის თუნდაც 400 ლარადთქო
როგორ არა, იყიდება, პროსტა 2GB ვერსიებია და მე 3GB მინდაო
ხოდა მეტი აღარ ჩავეკითხე ვმუშაობდი და თავიდან რომ მომეშორებინა ვუთხარი ეხლა ისედაც არ ვყიდი დაჯავშნული აქვთ და თუ რამე მერე შემეხმიანეთქო
მერე კი ვიფიქრე, მეკითხა რომელი კარტები იცის 2GB-იანები 300 ლარად ამის სიმძლავრისები თანაც ახალი სერიათქო, დამაინტერესდა