Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20341
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    279

Everything posted by Gogla1990

  1. სხვა რამეშია მანდ პრობლემა 90-ზე კი არა 100 გრადუსზეც არ უნდა რესტარტდებოდეს, უფრო სწორად საერთოდ არ უნდა რესტარტდებოდეს პროცესორის ტემპერატურის გამო თუ ქულერი არ მოხსენი საერთოდ როდესაც 100 გრადუსზე ადის პროცი, იწყებს სიხშირის გდებას მანამდე სანამ არ დააგდებს ტემპერატურას, თუ 1 გიგაჰერცზე ჩამოვიდა და მაინც 100+ გრადუსი ეკავა, მაგ შემთხვევაში უნდა დაარესტარტოს(რაც არ ხდება ხოლმე როგორც წესი) მანამდე არა
  2. აქამდეც ექნებოდა ეგ ხმა, უბრალოდ არ დააკვირდი, ან მანამდე სუსტი პროცესორი იდგა და ნაკლებად იტვირთებოდა, შესაბამისად ხმაც ნაკლები იქნებოდა პ.ს ან ეხლა რატომ უსმენ მსგავს ხმებს ეგაა საინტერესო, ყური თუ არ მიუგდე ხო არ ისმის ეხლა ეგ?
  3. კარგი კვებაა საკმაოდ, თუ არ ვცდები oem ჩინური Great Wall არის, მაგრამ დასაწუნი არაა მოკლედ დროსელების ხმაურით რომ იწვებოდეს პროცესორი ან ვიდეოკარტა, აქამდე ყველას გვექნებოდა 2-3 დამწვარი თაროზე შემოდებული
  4. ჩამრთველ/გამომრთველი რელეა, ყველა ნორმალურ კვების ბლოკს აქვს ნუ მაგას უბრალოდ ცოტა ხმაურიანი დაუყენეს
  5. ეგ კვება კი კარგია, მაგრამ პრობლემა მოგვარდა?
  6. ნება შენია დაწერე რა გამოვა კვების გამოცვლის შემდეგ
  7. ვიდეოს გასატესტად არ გაქვს დრო და ახალი კვების შესაძლო ტყუილად საყიდლად გაქვს? რო აღმოჩნდეს რომ კვების ბლოკი არაფერ შუაშია მერე ხომ მაინც მოგიწევს დრო გამონახო და საბოლოო ჯამში ორმაგი ხარჯი წავა
  8. მანდ სულ 2 ვარიანტია, ან კვება კვდება, ან ვიდეო მოკვდა ვიდეო თუ მოკვდა კვება რატომ უნდა გამოცვალო ტყუილად? ვიდეო სხვა სისტემაზე გატესტე ჯერ
  9. ვიდეოკარტის გარეშე ჩაირთო? ჯერ გაარკვიე რისი ბრალია და მერე შეცვალე კვება
  10. 2 არხიანი არ ნიშნავს რომ 2 ბარათისთვისაა გათვლილი რავი 4090-ს მე პირადად არ დავსვავდი 850-იან კვებაზე, სხვას კი ეყოფა
  11. სავარაუდოდ მაზერზე დროსელების ხმაა, არაფერი საგანგაშო
  12. კარგია, მაგრამ ფასი ცოტა იკბინება
  13. სხვა კვების ბლოკზე სცადე ჩართვა მანამდე ვიდეოკარტა ამოიღე და ინტეგრირებულზე სინჯე რას იზავს
  14. პუტინისტანიდან პოსტავ? მანდ ბლოკავენ იუთუბს
  15. ვისაც სისტემა აწყობილი გაქვთ და სტაბილურად მუშაობს ყველაფერი, არც ვოლტაჟი გარბის და არც ტემპერატურა უცნაურად, ჯობია ამ ეტაპზე ხელი არ ახლოთ ბიოსს ზოგადად განახლებები იმიტომ გამოდის რომ მასში რაღაც იფიქსება ან ემატება, ამიტომ უნდა განაახლო მიუხედავად იმისა რეალური საჭიროება არის თუ არა, მაგრამ ამ ახალი ბიოსებით რატომღაც უარეს შედეგს იღებენ რიგ შემთხვევაში, ამიტომ თუ აუცილებლობა არაა გარკვეული პერიოდი(ალბათ წლის ბოლომდე მაინც) ჯობია თავი შეიკავოთ განახლებისგან
  16. წინა კვირას გამოვიდა ახალი ბიოსი ასუსის დედაბარათებზე და სავარაუდოდ ეგ მიკროკოდია ნახსენები "Updated with microcode 0x125 to ensure eTVB operates within Intel specifications" სხვა ბრენდებზე არ მინახავს, სავარაუდოდ ან იქნება მანდაც ან უახლოეს დღეებში გამოუშვებენ
  17. შეიძლება ქრომისაც, ამ დღეებში მეც შევამჩნიე წამიერი გაშტერება 1-2-ჯერ
  18. RX 480 მაგ სისტემაზე ნაცნობობით მოხვდა?
  19. არაა მაღალი მაგ სიხშირე/ტაიმინგებისთვის, თუმცა რაც დაბალი მით უკეთესი რა თქმა უნდა, ისე კი რაში უნდა დაგალიმიტოს მაგან? 6000-იანები მაქვს 30 ტაიმინგით და ეს 62-63-ს დებს როგორც მახსოვს სცადე 32-39-39-102 და ვნახოთ რა გამოვა პ.ს მაზერზე ბიოსიც განაახლე ბარემ, ახალ ბიოსებში როგორც წავიკითხე მაღალი ვოლტაჟის პრობლემა დაფიქსეს პროცესორებზეო
  20. ქარხნულადვე კარგადაა გამოწურული ეგ ოპერები, მეეჭვება მეტი აიტანოს იგივე ვოლტაჟით, ვოლტის მომატება კი არ ღირს ჩემი აზრით 6600-ზე ეგ ტაიმინგები საკმაოდ კარგია, რას უწუნებ? სცადე 32-39-39-102 -ზე თუ დადგა, მეტი უკეთესი მეეჭვება დაიჭიროს, თუმცა გააჩნია ჩიპს, იქნებ ყოჩაღი გამოდგეს
  21. ზუსტი მოდელი დაწერე
  22. ტაიმინგები ოპერატიულზე თუ ოპერატიულები ტაიმინგებით? ანუ გაქვს ოპერები და ტაიმინგების გაუმჯობესება გინდა თუ ყიდულობ ოპერებს და არცევა გინდა?
  23. კეისში თუ "დუხოვკა" გაქვს მოწყობილი ეგ სხვა საქმეა
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.