Jump to content

Gogla1990

მოდერატორი
  • Posts

    20307
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    279

Everything posted by Gogla1990

  1. რა ფასად? ოფიციალური ძვირია და იბეიზე 2 დოლარად რომ ყრია სანდოა ვითომ? წლები ვიყენებდი, მაგრამ ბოლო დროს გამოიქმდა ის კოდი და ყიდვაც არ მინდა სიძვირის გამო
  2. ტემპერატურას არაფერი უჭირს, ნორმალურია პროფილაქტიკის მიზნით გაწმენდა და თერმოპასტის გამოცვლა არ აწყენდა, მაინერიდან მოხსნილი კარტა იქნება 99% და მეეჭვება დიდად მოვლილი იყოს
  3. ეკრანებია კი, მაგრამ ორიგინალისა რა მოგახსენო უმჯობესია აქ მონახო დაზიანებული მეორადი და იმის ეკრანი გადაიტანო ან იბეიზე დაბლოკილი ან პლატა დამწვარი, მაგრამ რამდენად ორიგინალი ეკრანით შეგრჩება ეგეც საკითხავია
  4. მაგ სოკეტზე სუსტი წერტილი არის ოპერატიული, რადგან გამტარობა აქვს იმაზე ბევრად დაბალი ვიდრე პროცესორს სჭირდება, შენ კიდევ იმის ნაცვლად რომ ოპერები წესიერი დააყენო, პირიქით დომხალი გაქვს 1070 ძლიერია 580-ზე და მოგცემს უკეთეს შედეგს რათქმაუნდა, 2 ცალი 580 სხვა საქმეა და მანდ სისტემაც უკეთ უნდა გქონდეს გამართული და თამაშსაც კარგი ოპტიმიზაცია უნდა ქონდეს კროსფაირზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხედავ რა შედეგს იღებ
  5. სხვა კვების ბლოკზე გატესტე, რაკი ეგრე ავარიულად ითიშება ან კვებაა ან მაზერი
  6. ბევრი აწყდება მსგავს პრობლემას მაგ გადამყვანზე, წინასწარ ვერ გაიგებ თუ კონკრეტულად მაგ მაზერის ტესტირება არ ნახე კონკრეტულ გადამყვანთან
  7. პროცესორს რას ერჩი? ოპერები მოიკითხე
  8. ეგღა აკლია დიად ენვიდიას სხვადასხვა კარტების ესელაი გააკეთოს და მეხსიერება შეაჯამოს გაყვლეფაზე არიან მომხმარებლის, 2 დოლარიან ესელაი ბრიჯებს ერთხანობა 80 დოლარებად ყიდიდნენ და ეგენი გააკეთებენ უკაბელო გადაცემას? უკაბელოდ ამდ-ზე მუშაობს კროსფაირი, ერთი არქიტექტურის სხვადასხვა კარტებიც ჯდება კროსში და სულაც არაა საჭირო DX12
  9. ცხვარი და მგელიც ხო ძოვენ ერთად ბალახს?
  10. ცუდი არცერთია, მაგრამ მაგათ ისევ სილიკონ პაუერს ვამჯობინებდი პირადად
  11. ეგ უკვე ხმარებაში გამოჩნდება
  12. Silicon Power -ს აქვს ყველაზე იაფად დღეს სსდ-ები, სამსუმგის და ინტელის დონე არაა, მაგრამ რა ფასიც უდევს იმ ფასს ნამდვილად ამართლებს
  13. თუ აურია კაი ჯადოქრობაა საჭირო მაგის გასასწორებლად(ნუ ადრე ეგრე იყო, ერთხელ მეც მაგდებდა სერვერებიდან და ასჯერ წავშალე, განვაახლე, სხვადასხვა ვერსიები ვწერე და ძლივს გასწორდა)
  14. არამგონია პროცესორი იყოს მანდ დამნაშავე სცადე სისტემის განახლება, ასევე დრაივერის + თამაშს Repair გაუკეთე
  15. აფთერბურნერში ლიმიტი შეიძლება 345678997867 გიგაჰერცი ეწეროს და სულაც არაა ვალდებული მაგ სიხშირემდე ავიდეს უწერია ოფ საიტზე გარკვევით: Base Clock: 1607 MHZ Boost Clock: 1797 MHz Memory Clock: 8008 MHz Effective ბირთვის სიხშირე თუ 2000-ზე ადის აუტო რაზგონით მეტს რას სთხოვ? მწარმოებელი რის გარანტიასაც გაძლევს იმას + 200 მეგაჰერცს გჩუქნის კიდევ მეხსიერებაც რაცაა ეგაა, 8 გიგაჰერტცი აქვს, მანდ უბრალოდ 4-ს აჩვენებს, რეალურად ეფექტურობა ორმაგია
  16. 1 - შემდეგში არ გახსნა თემა მსგავსი დასახელებით, შეეცადე მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს 2 - გამოიყენე ქართული შრიფტი კითხვას რაც შეეხება თუ სას კონტროლერი აქვს მაზერს ან დააყენებს გადამყვანით კი, სხვა შემთხვევაში ვერ აამუშავებ როგორც წესი სტანდარტულ მაზერებზე ხსენებული კონტროლერის არსებობა იშვიათობაა
  17. რა 250 დოლარი? 300 ლარად მოგცემ გაკრიალებულ კარტას
  18. ორივეს აქვს მნიშვნელობა გადახედე მარკეტს და ფორუმს, იქნება რამე
  19. დაზუსტებით ვერ გეტყვი, მაგრამ მაგ პროცზე 99% უნდა იმუშაოს 3000-ზე უპრობლემოდ (თუ რათქმაუნდა მწარმოებელმაც 2xxx სერიის პროცზე არ დატესტა ეგ რომ დაწერა )
  20. რაღაც უცნაური პრობლემაა ან რაღაცას შენ ვერ უგებ სწორად მოკლედ გამორიცხვის მეთოდით უნდა მიჰყვე და ტესტო სათითაოდ
  21. მადლობა იბეი დიდი ბაზაა, სხვა საიტები ერთად რომ მოხვეტო ყველა ამის მათედი არაა და იქ რაიმეს ყიდვა კომერციული თვალსაზრისით არ გამოვა, 1 კვირა უნდა ქექო და 1 ნივთს ან ნახავ ან არა იშვიათი სელერი ეგრე რომ დაგთანხმდეს, მითუმეტეს თუ გადაამოწმა და ნახა რომ ამერიკელი არ ხარ, შენ გაგიმართლა აშკარად გაყიდვით იბეიზე არაფერი გამიყიდია, თუმცა კი მომდის ხოლმე იბეისგან შეთავაზებები დადე გასაყიდად ნივთების რაღაც რაოდენობა %-ს გარეშეო, კარგი ისტორია მაქვს ყიდვის + მთლად ახალიც არ ვარ და ასე თუ ისე სანდო ვარ რა
  22. კომპ. დეტალები მომაქვს ძირითადად აქ რომ გავყიდო და 2 კაპიკი დამრჩეს იდიალური სელერი და ნივთი თუ ვეძებე ისეთი ფასი ჯდება აქ იმ ფასადაც კი არ იყიდება, ამიტომ მიწევს გარისკვა და ხან ცუდი აღწერილობის ნივთის ყიდვა ხან ცუდი რეიტინგის მქონე გამყიდველის ნდობა, სხვა რა გზაა
  23. რაკი მარტივად დაგთანხმდა ფულის დაბრუნებაზე ესეიგი შეეშალა და სხვა გამოაგზავნა, რომ მისწერე გადაამოწმა და მაგიტომ გიბრუნებს ფულს მაიმუნობა რომ სდომებოდა რა წამს მისწერე უკან ვერ ვაგზავნიო იმ წამს მოგწერდა კაპიკს არ ვაბრუნებ უკან თუ არ გამომიგზავნიო გააჩნია რას იწერ და რა ინტენსივობით საკმაოდ ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ნივთებს, ძირითადად მეორადებს და პრობლემებით შედარებით ხშირია
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.