ნუ რადგან იკითხა მოდი რაღაცას მეც აგიხსნი..
ახსენეს უკვე, რომ ერთი დესკტოპ სეგმენტს მიეკუთვნება (i3) და მეორე mobile არის (i5) ანუ ნოუთბუქებში გამოიყენება. როგორც ასეთი კონკრეტულად გეიმინგისთვის არცერთი არ არის, მაგრამ თუ არჩევანზე დგას საქმე i3 სჯობს სიმძლავრით, ნუ მარტო იმიტომაც რომ მეტი ენერგო მოხმარება აქვს და დესკტოპ სეგმენტს განეკუთვნება, ნუ ყველა mobile-ს ვერ აჯობებს, მაგრამ კონკრეტულს ნამდვილად სჯობს.
დავიწყოთ იქიდან, რომ მაგ პროცესორის მქონდე ნოუთბუქი სათამაშოდ არ არსებობს და საერთოდ მცნება ნოუთბუქი სათამაშოდ არ არსებობს, რათქმაუნდა გამონაკლისების გარდა, რომლებსაც gaming laptop ქვია და იქ სულ სხვა სიმძლავრის და სხვა სპეციფიკაციების extreme notebook-ებია, მაგალითად MSI-ს აქვს gaming laptop-ები და ა.შ
ამ პროცესორების შედარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ რომელი უფრო ცოტა ენერგიას მოიხმარს, რომელი უფრო სწრაფმთვლელია ან ამდაგვარი, მაგრამ არაეკვილვალენტურია ერთმანეთის რათქმაუნდა აჯობებს დესკტოპ სეგმენტის კონკრეტული პროცესორი კონკრეტულს..
ნუ იმედია გასაგებ ენაზე ავხსენი