Jump to content

urekeli_l

წევრი
  • Posts

    7125
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    22

Everything posted by urekeli_l

  1. TurFen, მე google drive ს ვიყენებ მოკლედ სერვერზე გამოყოფილ ადგილს გაძლევენ, ატვირთავ რასაც გინდა და შეინახავ, მერე როცა გინდა ნებისმიერ დროს წვდომა გექნება ინტერნეტით. თან რომელი დევაისითაც გინდა დაუკავშირდები შენს აკაუნტს და ჩამოტვირთავ შენს ფაილს თუ დაგჭირდა
  2. ღრუბლოვანი მეხსიერება რომ გამოიყენო? მაგალითად dropbox ოღონდ წლების მერე პაროლი არ უნდა დაგავიწყდეს
  3. გახდება თუ არა Facebook ფასიანი National Report-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხმარებელს Facebook ყოველთვიურ გადასახადს, 2.99 დოლარს უწესებს. გამომცემლობისვე ცნობით, მომხმარებელს უფასოდ YouTube-ის ვიდეოების ნახვაც აღარ შეეძლება. საზოგადოებისა და ანალიტიკოსების რეაქცია ორად გაიყო. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს დეზინფორმაციაა, სხვების მტკიცებით, აღნიშნული მალე მოხდება. ,, ბევრი ვიფიქრეთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ სოციალური ქსელის მოხმარებისთვის გადასახადი უნდა დავაწესოთ,“ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა უთხრა National Report-ის რეპორტიორს. „სხვა შემთხვევაში მზარდ ხარჯებს ვერ გავუმკლავდებით და სერიოზული ფინანსური კრიზისის წინაშე დავდგებით.“ 2014 წლის აგვისტოს მონაცემებით, Facebook-ს 1 317 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. მათი 75 პროცენტი რომ დათანხმდეს ყოველთვიური გადასახადის არსებობას, კომპანიის წლიური შემოსავალი 36 მილიარდი დოლარით გაიზრდება. გამომცემლობა სოციალური ქსელის სპიკერის პაულ ჰორნერის კომენტარსაც აქვეყნებს. „ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. რეკლამას არ მოაქვს იმდენი შემოსავალი, რამდენსაც ვგეგმავდით. ხარჯები კი იზრდება, რადგან სოციალურ ქსელს ყოველდღიურად უამრავი ახალი წევრი ჰყავს.“ აღნიშნული ინფორმაცია სხვა წყაროს მიერ არ დასტურდება. თუმცა მსოფლიო მასშტაბით უკვე ბევრი საუბრობს ამ საკითხზე. თუ ეს ცნობა გამართლდა, საკითხავია რამდენი მომხმარებელი დარჩება სოციალურ ქსელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ თითქმის ყოველ დღე ჩნდება ახალი აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს უფასო კომუნიკაციას სთავაზობს. ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია Facebook საზოგადოებისთვის, რომ მისი მოხმარებისთვის ყოველთვიურად 3 დოლარს გადაიხიან? სოციალური ქსელი წევრებს ისღა დარჩენიათ მოვლენების განვითარებას დაელოდონ და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, გადაწყვიტონ რამდენად ღირებულია სოციალური ქსელი მათთვის. რო რამე გადაიხდიდით?
  4. 8.1 მიყენია მარა ლოკალურ აკაუნტს ვქმნი და აღარ მაწუხებს დამატებითი რაღაცეები google drive ს ვიყენებ უკვე, შევყავარე რაც საჭირო იყო
  5. ნუ ალბათ google drives გამოვიყენებ მითუმეტეს დარეგისტრირებული ვყოფილვარ ან მეილს მოყვება. და მე 15 გბ კი უნდა მეყოს
  6. პირველი პოსტი 2 წლის წინანდელია და ახლა მართლა მინდა რომელიმე გამოვიყენო და ვერ გადამიწყვეტია
  7. კომპანია IHS-მ გამოთვალა რამდენს ხარჯავს კომპანია Apple, iphone 6 - სა და iphone 6 plus-ის თითოეული ეგზემპლარის დასამზადებლად. iphone 6 -ის თვითღირებულება 200-დან 247-დოლარს შეადგენს, ხოლო ყველაზე იაფფასიანი ვერსიის საბაზრო ფასი (16 GB მეხსიერებით) აშშ-ში 649 დოლარი, ხოლო საქართველოში 2 499 ლარია; ყველაზე ძვირადღირებული (128 GB მეხსიერებით) კი - აშშ-ში 849 დოლარი, ხოლო საქართველოში 2 999 ლარი ღირს. iphone 6 plus-ის დამზადება Apple-ს 216-დან 263 დოლარამდე უჯდება. საქართველოს ბაზარზე ამ სმარტფონის ღირებულება 2 799-დან 3 599 ლარამდეა. Apple-ის სმარტფონებში ყველაზე ძვირადღირებული დეტალი - ეკრანია. მატრიცა iphone 6 -სთვის 45 დოლარი, ხოლო iphone 6 plus-სთვის 52,5 დოლარი ჯდება. აწყობის ხარჯები ძალიან მიზერულია და თითოეული ეგზემპლარისთვის 4.5 დოლარს შეადგენს. კომპანია IHS-მა თავის გამოთვლებში არ გაითვალისწინა ტრანსპორტირების, მარკეტინგისა და სხვა ხარჯები.
  8. visa paypal webmoney აბა რა გაწყობს
  9. წელიწადია არ შევსულვარ და ეტყობა ვიღაც იყენებდა
  10. ტვიტერზე ვარ დარეგისტრირებული მარა არასდროს გამომიყენებია ახლა შევედი და 500მდე გვერდს მივყვები თუ რაც არის და უმეტესობა პორნოები და უბედურობებია. სათითაოდ unfollow რა მისცემს ახლა რა ვქნა ან საიდან გაჩნდა ამდენი 500მდე კიარა 800მდე ყოფილა
  11. მერე იმაზეც იკაიფოს რა ჟურნალისტი უზის მანდ თუ ჟურნალისტი არაა? -არა ეგ ზუსტად ვიცი რომ ჩაწერილია -ნამდვილად? -სავარაუდოდ კი
  12. ჯერ თუ არ გამოჩენილია რა იცი რომ უაზრობაა? მაიქროსოფთმა აღიარა რომ 8 ჩავარდნილი პროექტიაო სადღაც წავიკითხე და იქნებ 9 განსაკუთრებით კაი იყოს რამე
  13. FIFA 15 releases on September 23 და იმიტი გამიკვირდა
  14. აბა 26ში იქნებაო? დემო ვერსიიდან რაიმე არის შეცვლილი?
  15. მისურის უნივერსიტეტის (University of Missouri) მკვლევარებმა წყლის გამოყენებით ახალი ტიპის ბირთვული ბატარეა შექმნეს, რომელიც ჩვეულებრივ ბატარეაზე დიდხანს ძლებს და მეტი ენერგია აქვს. წყლის ბატარეაში იონები დაბალ ტემპერატურაზე ადვილად არ იყინებიან და მათი გამოყენება სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებშიც შეიძლება, მათ შორის: მანქანებსა და კოსმოსურ ხომალდებშიც. ჯეი კუონის (Jae W. Kwon), ბირთვული და ელექტრონული ენერგიის პროფესორის განცხადებით, Betavoltaics - ბატარეის ტექნოლოგია, რომელიც რადიაციიდან აწარმოებს ენერგიას, 1950-იანი წლებიდან შეისწავლება. კონტროლს დაქვემდებარებული ბირთვული ტექნოლოგიები სახიფათო არ არის. ატომური ენერგია უკვე გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის, მაგალითად, საძინებლებში დაყენებულ სახანძრო დეტექტორებში.
  16. Google-ის მუშაობას ჯაშუშობა უწოდა და კომპანია აშშ-ს სპეცსამსახურებს შეადარა, ჯულიან ასსანჟმა, Wikileaks-ის დამფუძნებელმა. მან განაცხადა, რომ Google-ის ბიზნესმოდელი ჯაშუშურია. კომპანია შემოსავლების 80 % ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად მოიპოვებს. ხდება ამ ინფორმაციის შეტანა საერთო ბაზაში, მისი შენახვა და ინდექსირება, მომხმარებლის პროფილის შექმნა და ამის შემდეგ, ადამიანთა ინტერესისა და ქცევის პროგნოზირება. კომპანია ამ პროფილებს ყიდის ძირითადად, სარეკლამო კომპანიებსა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეზე. Google-ისა და აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს მუშაობა პრაკტიკულად იდენტურია, - მიიჩნევს ასსანჟი. ამ კვირის ბოლოს, აშშ-ში გამოვა ასსანჟის წიგნი სახელწოდებით, When Google Met Wikileaks (როცა Google-ი შეხვდა Wikileaks-ს). Wikileaks- ის გახმაურებული პროექტია: გასაიდუმლოებული მასალების გასაჯაროება, რაც უკავშირდებოდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ომს ერაყსა და ავღანეთში, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური მიმოწერის არქივს.
  17. არ მოსაღამოვდა?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.