-
Posts
7117 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
22
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by urekeli_l
-
გაზი მოუვიდა ცოტა მეტი
-
ინფორმაციული ტექნოლოგიების გიგანტმა Apple უნივერსალური სიმ ბარათი შექმნა http://1tv.ge/news-view/78833
-
ჩემს კომპზე ხმა აღარ მომწონს რაღაც :/
-
შემდეგ ცდაზე რა ნამუსით უნდა გავიდეს მართლა
-
ისე მობილებში ხმის დახვეწაზე არ მუშაობენ? უფრო ხარისხიან ხმაზე. ძირითადად სხვა მიმართულებებით ეირებიან ხოლმე ერთმანეთს
-
მგონი 20 დოლარია სხვაობა პირველ და მეორე თაობას შორის
-
FC BARCELONA, moto g ზოგს 1 თაობა აწერია და ზოგს მეროე თაობა და სხვაობა?
-
-
http://www.amazon.com/Yubico-Y-123-FIDO-U2F-Security/dp/B00NLKA0D8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1414008800&sr=8-1&keywords=FIDO+U2F+Security+Key
-
ახლა ვნახე და სუპერ ამოლედი რომ უწერია?
-
ახლა მეჭირა ფლაი 444 მგონი და ჩვენება მომეწონა, რა დისპლეი აქ„ვს მაგას?
-
კომპანია Google-მა უსაფრთხოების გასაღები (Security Key) შესთავაზა მომხარებელს. ახალ მოწყობილობას მფლობელი gmail-ის ანგარიშზე შესასვლელად გამოიყენებს და მას USB-ის ფორმა ექნება მოწყობილობა ჩაანაცვლებს ექვსციფრა კოდს, რომელსაც Google-ის ორ პუნქტიანი ავტორიზაცია მოითხოვდა. კოდის აკრეფის ნაცვლად, მომხმარებელს მარტივად, USB გასაღების საშუალებით შეუძლია ანგარიშზე შესვლა. საიხლე მნიშვნელოვნად აძლიერებს სისტემის უსაფრთხოებას. გასაღების მოპარვის გარეშე ანგარიშის გატეხვა შეუძლებელი გახდება. უფრო მეტიც, თუ თქვენი ანგარიშის პაროლმა გაჟონა ინტერნეტში, ის უსაფრთხოების გასაღების გარეშე მაინც გამოუსადეგარი იქნება. უამრავი ბიზნესმენი უსაფრთხოების მსგავს მოწყობილობებს აქტიურად იყენებს სხვადახსხვა სერვისისთვის. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხარებლისთვის მექანიზმი ხელმისაწვდომი ისეთ პოპულარულ სერვისზე გახდა, როგორიც Gmail-ია. სხვადასხვა ფირმები უკვე აწარმოებენ 6-დან 50-დოლარამდე ღირებულების თავსებად გასაღებებს. მსგავს პროგრამაზე PayPal, Samsung და Alibaba მუშაობენ. ,,ეჭვგარეშეა, რომ ახალ ერაში შევდივართ,’’ განაცხადა FIDO ალიანსის პრეზიდენტმა მაიკლს ბარეტმა. ,,ჩვენ ვიწყებთ, მომხარებლის ახალ სტანდარტზე გადაყვანას, რაც ერთ პუნქტიან პაროლებს გამორიცხავს.“ მომხმარებელს საშალება ექნება, „უსაფრთხოების გასაღებთან“ ერთად ჩვეულებრივი პაროლით ან სხვა არსებული საშუალებებითაც დაიცვას საკუთარი ანგარიში. zeti.ge რავიცი თუ გადასატანია გადაიტანეთ. კაი რამეა ისე
- 1 reply
-
- 7
-
-
მემგონი ქვედა და ზედა ნაწილი აერიათ მობილურისა nexus 6 მართლა ზედმეტად დიდია, როგორც მობილური სისულელეა
-
მარტო დანადგარი არ შველის მაგას, შესაბამისი ცოდნაც სჭირდება ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიმართე, მააგთ აქვთ ეგ მომსახურება და ეცოდინებათ ყველაფერი
-
ადამიანის სიშტერეს საზღვარი არ აქვს
-
რა ღირს ნეტა
-
მიშელ პლატინი ახალმა იდეებმა "შეაწუხა" პირველი: თეთრი ბარათი და 10-წუთიანი გაძევება (რაგბის სინ-ბინის მსგავსი) იმ მოთამაშეს, რომელიც მსაჯს გაუთავებლად ეკამათება. და მეორე: 5 შეცვლის უფლება თითოეულ გუნდს მატჩის მსვლელობისას. ამაზეა ნათქვამი ბერდება და ------------------------------------------------------------------------------- "სარაგოსა" შესაძლოა ბანკროტი გახდეს, რადგან ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა მას დაუყოვნებლივ მოსთხოვა ვალების დაბრუნება. საუბარია 25.7 მილიონ ევროზე.
-
5 წელია მაქვს და ვერაფრით ვეღარ გამოვცვალე :/
-
სიახლეები ტელევიზორების სამყაროდან...
urekeli_l replied to Barca's topic in Hi-tech & General Technology
საქართველოში შექმნილი თხევადკრისტალური დისპლეის ხარისხი მსოფლიო მასშტაბით შეუდარებელია საქართველოს ტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ კიბერნეტიკის ინსტიტუტში ინოვაციური თხევადკრისტალური დისპლეი შექმნეს. გამოგონების ავტორი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გია პეტრიაშვილია. „ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი ტიპის ამრეკლავი დისპლეები, რომელთა საფუძველს ასევე ჩვენ მიერ შემუშავებული დრეკადი, ინტერფერენციული ქოლესტერული თხევადკრისტალური სარკეები წარმოადგენს,“ _ განმარტავს პეტრიაშვილი. „ინგლისური ფირმა ,,Zenithal Bistable Display”, რომელიც ერთ–ერთი წამყვანია ამრეკლავი დისპლეების შემუშავებასა და წარმოებაში, დაინტერესდა ჩვენი ინოვაციით და თავისი საუკეთესო დამთავრებული ნიმუში შედარებისთვის შემოგვთავაზეს . ჩვენი ჯერ კიდევ დასამთავრებელი იყო, მაგრამ მათ შორის სხვაობა მაინც ძალიან დიდი აღმოჩნდა. ჩვენი დისპლეის უპირატესობა ცალსახა იყო, როგორც მათ აღნიშნეს." „ამ ეტაპზე, გაკეთებული გვაქვს პირველი ფერადი კალკულატორი, რომელიც გარე სინათლეზე მუშაობს. ვნახოთ, როგორ შევძლებთ ჩვენი გამოგონების სამომავლო განვითარებას.“ ამრეკლავი თხევადკრისტალური დისპლეების გამოყენება შესაძლებელი იქნება სმარტფონებში, პლანშეტურ კომპიუტერებში, ელექტრონული წიგნების წამკითხავებში, ელექტრონულ საკრედიტო ბარათების წამკითხავებში. ისინი არსებული ანალოგებისაგან გამოირჩევიან მაღალი კონტრასტულობითა და გარჩევადობით. გარდა ამისა, ისინი იქნებიან ენერგოდამზოგავები და დასამზადებლად არ მოითხოვენ რთულ და ძვირადღირებულ ტექნოლოგიას. მათი დამზადება და წარმოება საქართველოშიც სავსებით შესაძლებელია. მათ საფუძველზე შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ზომისა და ფორმის ინფორმაციის ამსახველი მოწყობილობები. რა არის, ზოგადად, თხევადი კრისტალები და როგორ გამოიყენება ისინი? თხევადი კრისტალები შედგება მოგრძო ფორმის ორგანული მოლეკულებისაგან, რომელთა განლაგებაც სხვადასხვა თხევადკრისტალურ ფაზაში სხვადასხვანაირია. თხევად კრისტალებს ზეთის მსგავსი კონსისტენცია აქვს. თხევადი კრისტალები თვითრეგულირებადი სისტემებია და მათ ადვილად შეუძლიათ ფორმის, ფერის, სიბლანტის, დენადობის შეცვლა. საინტერესოა, რომ ადამიანის დნმ, უჯრედის მემბრანა და მიტოქონდრიები თხევადი კრისტალებისგან შედგება. შესაბამისად, ჩვენს ორგანიზმში რამდენიმე კილოგრამი თხევადი კრისტალია. ქოლესტერული თხევადი კრისტალები, რომელთგანაც ჩვენ დისპლეები შევქმენით, ყველაზე გამოყენებადია. სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალ "ზეტის" ოქტომბრის ნომერში. ვერ მივხვდი ზუსტად ამ კაცმა რა გააკეთა მარა თბილისში ვინც ხართ და ამ თემით დაინტერესებული ხართ არ უნდა გაგიჭირდეთ გარკვევა -
რავიცი, დიდად არ მიფიქრია მაგაზე
-
მეც არ ვიცი, მე ზეტი.გეზე წავიკითხე, დავაკოპირე და დავდე აქ, ქვემოთ წყარო მივუთითე
-
Samsung Electronics-ში შემუშავებული ახალი Wi-fi ტექნოლოგიის მეშვეობით, არსებულ ელექტრონულ მოწყობილობებში მონაცემთა გადაცემის სიჩქარის ხუთჯერ გაზრდა გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება თავად კომპანიის წარმომადგენლებმა გააკეთეს. 60 გიგაჰერციანი Wi-fi-ის მეშვეობით 1 გიგაბაიტიან ფილმი სამ წამზე მოკლე დროში გადაეცემა მოწყობილობებს შორის. ეს ყველაფერი არაკომპრესირებული მაღალი გარჩევადობის ვიდეოს რეალურ დროში სტრიმინგის საშუალებას იძლევა. სამხრეთ კორეული კომპანია Suwon-ის განცხადებით, ტექნოლოგია თეორიულ და ფაქტობრივ სიჩქარეს შორის განსხვავებას გამორიცხავს. ,,Samsung-მა წარმატებით გადალახა 60 გიგაჰერციანი Wi-fi ტექნოლოგიის კომერციალიზაციის ბარიერები. ახალი და ინოვაციური ცვლილებები Samsung-ის შემდეგი თაობის მოწყობილობებს დაელოდება,’’ განაცხადა Samsung-ის კვლევის და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კიმ ჩენგ იონგმა. მოსალოდნელია რომ, Samsung-ის ახალი პროდუქციის გამოჩენის შედეგად კონკურენცია Apple-სა და სხვა ჩინურ კომპანიებთან გაიზრდება. გასულ კვირას კომპანიაში განაცხადეს, რომ მათმა კვარტალური მოგება 60%-ით შემცირდა. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. სმარტფონების გაყიდვები სტაგნაციას განიცდის. მეორე მხრივ, კომპაიამ 14.5 მილიარდიანი ინვესტიცია სამხრეთ კორეაში ქარხნის ასაშენებლელ პროექტში ჩადო. Samsung 60 გიგაჰერციანი Wi-fi ტექნოლოგიის კომერციალიზაციას შემდეგ წელს განახორციელებს. zeti.ge
-
რა #$%ობა თქვი რა შუაში იყო
-
-
