Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. ჩოგბურთში მე ჯერ მონტე კარლოს ვუყურებ მერე გადავალ მაგ ტურნირზე სამწუხაროდ ჩემთან არ აჩვენებს ჯმჯ სპორტი მეორე თორემ კი ვუყურებდი მაგრამ არაუშავს მერე გადმოვწერ მაგ ტურნირსაც ვნახავ ისე ნადალი გრუნტზე მართლა მაგარია მონტე კარლოს ისტორიაში ტურნირს ვგულისხმობ საუკეთესოა რვაჯერ ზეიდზე აიღო ეს ტიტული რაც ფენომენალური შედეგია ხო ამ მონტე კარლოს ფინალი აჩვენეს ჯმჯ ზე და ჯერ ფინალს ვუყურე და ეხლა წინა ეტაპებს ვუყურებ სხვა ტურნირებიც ვნახე დუბაი ინდიანა უელსი და მაიამიც ეხლა ამ მონტე კარლოსაც ვამთავრებ და რაც ტურნირებიც იქნება იმეებსაც ვნახავ მე ქალების ჩოგბურთს ვერ ვუყურებ რაღაცა მუღამი არ მაქვს კაცების ფონზე არ შემიძლია მაგათი ნახვა ძალიან უაზროდ მეჩვენება ეხლა ვუყურე ლეიკერსი დენვერის შეხვედრას დიდი არაფერი თამაში არ იყო საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა ლეიკერსმა დენვერი რაც მოულოდნელი არ ყოფილა ხო ბაინუმმა საოცრად ითამაშა სამმაგი დუბლი გააკეთა ქულებით მოხსნებით და რაც მთავარია ბლოკებით ძალიან ცოტა მოთამაშეს აქვს პლეი ოფებში სამმაგი დუბლი გაკეთებული და ბლოკებით სულ ორ მოთამაშეს ქონდა და აგერ ესეც შეუერთდა ნუ ბრაიანტმა ბოლოში აკრიფა და აკრიფა მაგრამ ისედაც დიდი სხვაობით იგებდნენ და არ იყო საჭირო მისი კარგი თამაში ბოლოსკენ თუმცა რათქმა უნდა ცუდიც არ იყო იქქვე გაზოლმაც ხოშიანად ითამაშა და ასევე იბენქსიც მომეწონა ამ პლეი ოფების პირველ წრეში ყველაზე საინტერესო სერია არის ულაპარაკოდ ოკლაჰომა დალასი მერე ალბათ ბოსტონი ატლანტა სხვა სერიები დიდად საინტერესო არ არის აი კონფერენციის ნახევარ ფინალებიდან ანუ მეოთხედ ფინალებიდან ყველა სერია საინტერესო იქნება მაგრამ ერთი ორი სერია განსაკუთრებით იმედია არაფერი გაუთვალისწინებელი არ მოხდება და ის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს რომლებიც ფავორიტები არიან პირველ წრეში
  2. მე სულ რუტრაკერიდან ვიწერ კალათბურთს არც ერთხელ არ გადმომიწერია რგფუტბოლიდან რაც შეეხება 1080 ი ს ძირითადად ძირითადად რაც ჯმჯ ზე გადის თამაშები ისინი იდება ხოლმე სხვა თამაშები სულ 720 პ ში არის მე მხოლოდ ჩოგბურთს ვიწერ ხოლმე მეორედან ხო ისე ჩოგბურთი თითქმის ყველა ხარისხში იდება ალბათ გეცოდინება ისე მე მაიამის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია და სხვა თამაშებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიწერ თუ მაგარი იგრა იყო ნუ ეხლა პლეი ოფებში კონფერენციის ნახევარ ფინალებიდან ყველაფერს ვუყურებ აუცილებლად აუ რამდენი რამეა საყურებელი უკვე აღარ ვიცი ვეღარც ვასწრებ იქით ჩოგბურთი აქეთ კალათბურთი მარა მაინც ღირს ისე სიმართლე გითხრა მე არაფერს არ ვუწუნებ ამ 720 პ ს ჩემი აზრით საკმაოდ კარგი რამეა ჩოგბურთებს სულ ყოველთვის 1080 პ ში ვიწერ და თავის თავად ეს ჯობია მაგრამ მე რამე კატასტროფულ სხვაობას ვერ ვხედავ ეხლა დავიწყოთ ერთი სიტყვით ჯმჯ ზე აჩვენეს ჩემდა საბედნიეროდ მაიამი ნიუ იორკის შეხვედრა პირდაპირში და გადმოწერაც აღარ მომიწევს ნუ აქქვე დავწერ რომ თუ მაიამის გულშემატკივარი არ ხარ არ ღირს არანაერად ამ თამაშის ყურება იმიტომ რომ გადაუარეს თავზე მაიამიმ ნიუ იორკს ერთადერთი პლეი ოფი რახან დაიწყო მაგის გამო თუ უყურებს ნეიტრალური მაყურებელი თორე როგორც თამაში ზემოთ ვთქვი როგორიც იყო ნუ ჯერ კიდევ მესამე მეოთხედის შუა ნახევარში თუ უფრო ადრე არა ლებრონმა ვეიდმა და დანარჩენმა ტერმინატორებმა მოუმთავრეს თამაში მეოთხე მეოთხედში კიდე ორივე გუნდმა შემდეგი თამაშისთვის დაიწყო ფიქრი ამ თამაშში მაიამიმ სასწაული დაცვა შესთავაზა ნიუ იორკს და ასევე შეტევა ხო საერთოდ მოთამაშეებიდან ლებრონმა დაგლიჯა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უამრავი ჯარიმა მიაღებინა მოთამაშეებს თან მემგონი ჩააგდო კიდეც და ისე მიაღებინა ჯარიმები და არა ერთხელ კომენტატორებმაც აღნიშნეს რომ ასეთ სასწაულებს აკეთებდნენო ჯონსონიო ჯორდანიო და ასე შემდეგ რაშიც ვეთანხმები სრულებით კიდევ ვეიდმაც ხოშიანად ითამაშა მთლად ლებრონივით არა მაგრამ მანაც ძალიან კარგად ითამაშა აი ბოში კი ცოტათი დაიჩაგრა ამ ორი ფანტასტიური მოთამაშის მიერ დაიჩაგრა კი არა დაიჩრდილა უფრო სწორედ იქითა გუნდის მოთამაშეებს არაფერი გამოსდიოდათ კონკრეტულად გუნდის მთავარ ძალას კარმელო ენტონის ქონდა ძალიან ცუდი შეხვედრა ასევე არც სტადემაიორი ბრწყინავდა და ჩენდლერი კიდე საერთოდ მინუსი იყო იმდენი ჯარიმები ააღებინა ლებრონმა ჩენდლერს რომ თამაში შეაზიზღა სხვა რა შეიძლება ითქვას დაველოდოთ შემდეგ თამაშს იმედია ოდნავ უფრო უკეთ ითამაშებს ნიუ იორკი იმიტომ ვამბობ რომ ნეიტრალური გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩეს თორე პირადად მე მირჩევნია რომ დაანგრიონ ყველა თამაშში ისე როგორც დღეს ხვალ კიდევ აჩვენებენ თამაშს მემგონი ლეიკერსი დენვერის წინააღმდეგ საინტერესო თამაში იქნება მარტო შავი მამბას გამო ღირს ამ გარჩევის ყურება სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
  3. რაზე ამბობ თვითონ ჯმჯ ი აჩვენებს ცუდად თუ რომ იწერ ის ჩანაწერი ? მე რასაც ვიწერ სულ ყოველთვის 720 პ ს დებენ უფრო მაღალ ხარისხში ფაქტიურად არ დებენ რაც შეეხება ჯმჯ ს მე სილქ ტვ მაქვს და მანდ ყველა არხზე 1080 ი ში წერია რომ ასე აჩვენებსო მაგრამ მარტო რეგიონ ტვ და აფხაზეთის არხს აჩვენებს იდეალურ ხარისხში უბრალოდ თვითონ ეს აპარატი წერს რომ 1080 ი ში აჩვენებსო ანუ ალბათ ამ 1080 ი ს ფარგლებში თორემ ეხლა ჯმჯ ი გაცილებით სუსტი ხარისხით აჩვენებს ვიდრე ის აფხაზეთის არხი და რეგიონ ტვ ეგ კი არა მემგონი კომპიუტერში უფრო კარგი ხარისხით ვუყურებ ვიდრე ჯმჯ ზე
  4. ხო პლეი ოფებიც იწყება უძლიერესი სერიები იქნება დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით ნახევარ ფინალები იქნება სასწაული განსაკუთრებით დასავლეთის სავარაუდო ნახევარ ფინალი სან ანტონიო ლეიკერსის წინააღმდეგ აღმოსავლეთშიც საკაიფო ნახევარ ფინალები იქნება და განსაკუთრებით მაიამი ბოსტონის წინააღმდეგ ჩემი აზრით მერე უკვე კონფერენციის ფინალები აღმოსავლეთში ჩიკაგო მაიამი და დასავლეთში ოკლაჰომა სან ანტონიო ჩემი აზრით ფინალი იქნება ოკლაჰომა მაიამი და აი აქ კი ნამდვილად არ ვიცი ფავორიტი რომელი გუნდი იქნება ნუ მე მაიამი მევასება მაგრად მაგრამ ამასთანავე ოკლაჰომაც მომწონს ეს ორი გუნდი თუ გავიდა ფინალში მერე დავწერ პლიუსებს და მინუსებს ორივე გუნდებისას ისე დღეს დღეისობით ლიგაში მაგარი ამბებია ბოლო დღეს გადაასწრო დიურანტმა ბრაიანტს საშუალოდ მოგროვებულ ქულებში ხო და ბოლო შანსი აქვს ბრაიანტს თუ გააკეთებს სადღაც 34 ზე მეტ ქულას ბოლო თამაშში ბრაიანტი აიღებს ტიტულს
  5. ძალიან სამწუხარო რამ გავიგე ახალ წვეული უნიჭიერესი რიკი რუბიო ამ სეზონს გამოტოვებს სამწუხაროდ ტრამვა მიიღო კობი ბრაიანტთან შეჯახების დროს არა და ვიდეოს თითქოს დიდი არაფერი შეჯახება არ იყო მაგრამ ასე მოხდა ჩემი აზრით ერთერთი საუკეთესო ახალწვეულია თუ ყველაზე საუკეთესო არა და თან ნიჭიც აქვს ეხლა მთავარია ფსიქოლოგიურად არ გატყდეს და შიშები არ დაეწყოს თამაშის დროს თორე მოამთავრებს კალათბურთის თამაშს არა ერთი შემთხვევა ყოფილა ტრამვის მერე შიშები რომ ქონიათ არა მარტო კალათბურთელებს
  6. მადლობა ჟორჟ უშველა მაგ პლეიერმა და გაუშვა ჩვეულებრივად ხო მალე იწყება პლეი ოფ ები უძლიერესი თამაშები გველის წინ ხო მაგ თამაშს ვუყურე ვერ არის ეგ ფაჩულია არაფერს არ ეუბნეოდა ლებრონი მაგრამ ამან დაუწყო კინკლაობა მერე დაწცნენ და თავი მოქაჩა მაგრამ მაინც არაფერი არ უთქვამს ლებრონს აბსოლიტურად არ იყო მართალი ფაჩულია იმედია ქართველები არ გაამართლებენ მის საქციელს
  7. ხო გომელსკის შემთხვევაში მართალი ხარ მაგრამ მე სილკ ტივი მიყენია და იქ 1080 ი ში ანახებს ჯმჯ ის არ ვიცი ზუსტად ვერ ვერკვევი მაგრამ წერია რომ 1080 ი ში აჩვენებსო ერთი დახმარება მჭირდება ესეიგი ჩავიწერე თამაში რომელიც ჩვეულებრივი 720 პ იყო მაგრამ რაღაც მპეგ 2 იყო ხო და მისი ზომა დაახლოებიტ ექვსჯერ მეტი იყო ვიდრე ჩვეულებრივი 720 პ ს ზომა მაგრამ რათ გინდა ჩავიწერე და მარტო ხმა ისმის რა მოვუხერხო რისი ბრალი შეიძლება იყოს ? ეს ჩემი აზრით ამ მპეგ 2 ის ბრალი უნდა იყოს და რას ნიშნავს ეს და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება ?
  8. აი ეს იყო უძლიერესი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყველა ვარსკვლავის შეხვედრა უდიდესი და უკიდეგანო სიამოვნება მივიღე მე პირადად და ჟორჟ და ვინც უყურებთ მომავალში მაგარი რამ გელით ჩემი აზრით ოდნავ არ გაუმართლა აღმოსავლეთს თუ რატომ ამას იხილავთ თამაშის დასრულების ბოლოს ისე კი დასავლეთმა მართლა კარგად ითამაშა თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო მეოთხედს სადაც მაგრად დაუქაჩეს მოწინააღმდეგეებმა განსაკუთრებით კი ლებრონ ჯეიმსმა შეიძლება ითქვას მარტოდ მარტო დაუქაჩა მაგრამ პატარა უიღბლობა იყო როგორც ვახსენე ზემოთ ხო კიდევ რა თქმა უნდა კევინ დიურანტმა ითამაშა მაგრად და ამასაც იხილავთ ისე ჟორჟ შენი გამკვირვებია ჯმჯ ზე არის ეს თამაში და იყო კიდევაც და გაამოერებენ აუცილებლად ჩემი აზრით არ არის გადმოწერა საჭირო ალბათ შენი მიზეზი გაქვს და თუ შეგიძლი მითხარი
  9. იწყება ყველა ვარსკვლავის კვირეული ნუ თავის თავად მთავარი აქცენტი ყველა ვარსკვლავის შეხვედრაზეა გადატანილი გამოკითხვაც იყო ამასთან დაკავშირებით და უმრავლესობა ყველა ვარსკვლავის თამაშს ელოდება ვიდრე კონკურსებს ხო ჯმჯ ანახებს მთავარ თამაშს და მგონი კონკურსებსაც ანახებენ აი ეგრედ წოდებული რუქის და სოფმორის შეხვედრას არ აჩვენებენ მგონი და იმედია დაიდება რუტრაკერზე ეს თამაში ისე ამ გუნდებს შაკილ ონილის და ჩარლს ბარკლის გუნდები უწოდეს ამერიკაში რომელიც დღეს გაიმართება კიდევ რა არის საინტერესო პრინციპში არც არაფერი ჩატენვების კონკურსი არ მომწონს იმიტომ რომ ოდნავ უაზროდ აარჩიეს მონაწილეები აი სამ ქულიანების კონკურსი კი ნამდვილად საინტერესოა აქ ყველაფერი ხუთიანზეა მონაწილეების მხრივ ამ კონკურსებს თუ არ ანახებს ჯმჯ იმედია დაიდება რუტრაკერზე ესენიც ისე თამაშებს რასაც ვუყურებ აღარ დავწერ იმიტომ რომ არამგონია ვინმე კითხულობდეს თუ ვინმეს აინტერესებს თუ რა მოხდა ვინ ვის მოუგო და ასე შემდეგ შეუძლია მაგის გაგება უპრობლემოდ ნბა ს ოფიციალურ საიტზე ნამდვილად თუ ვინმეს რამე დააინტერესებს დაწეროს მე ყოველ დღე შემოვდივარ ფორუმზე ასე რომ მაგის პრობლემაც არ არის ნუ განსაკუთრებული თამაშები როცა იქნება დავწერ ხოლმე
  10. ვუყურე დალასი ნიუ იორკის შეხვედრას მაგარი კარგი თამაში იყო აქ ისევ ეს ჩინელი ჯერემი ლინი გამოირჩეოდა და რა თქმა უნდა გერმანელი დირკ ნავიცკი თავისუფლად შეიძლებოდა ამ თოამაშის მოგება დალასისთვის უბრალოდ მწვრთნელმა დასვა დირკ ნავიცკი იმ მომენტში როცა რიტმს იყო აყოლილი მერე დაიწყო ჯერემი ლინმა ხოშიანი გადაცემების გაკეთება ქულებიც ბლომად მოაგროვა და მეოთხე მეოთხედში გამოიყანა ნავიცკი ჯერ როცა რიტმს აყოლილი იყო ნავიცკი მან წინ გაიყვანა თავისი გუნდი პირადად მან მაგრამ მერე დასვა როგორც ვთქვი მერე უკვე მეოთხე მეოთხედში ვეღარ აყვა თამაშის რიტმს და შესაბამისად ვეღარც ამოქაჩა აშკარად შეცდომა დაუშვა მწვრთნელმა დარწმუნებული ვარ მასეთ რამეს აღარ იზავს კიდევ ორლანდო მაიამის შეხვედრას ვუყურე თამაშის დასაწყისშივე უძლიერესი მომენტები შექმნეს მაიამის კალათბურთელებმა მარტო მაგ მომენტებისთვის ღირდა ამ თამაშის ყურება მიუხედავად იმისა რომ დიდად დაძაბული თამაში არ იყო ნუ ორლანდოს კალათბურთელებმაც ნორმალურად ითამაშეს უბრალოდ მაიამისთან მოგება ჩემი აზრით თითქმის წარმოუდგენელია
  11. დამავიწყდა დამეწერა წინა ნაწერში მაიამიმ ზედიზედ გასვლაზე სამი თამაში მოიგო რაც დიდი ხნის მანძილზე არავის არ გაუკეთებია ვგულისხმობ ყოველ დღე გადაბმულ სამ თამაშს ხო მეც ვუყურე მაგ თამაშს ძალიან მაგარი თამაში იყო შეიძლება ამ თამაშს კრის პოლი ტონი პარკერის წინააღმდეგ ეწოდოს ჩემი აზრით კრის პოლმა დაჯაბნა უბრალოდ ბედმა უმტყუნა თორე 98 პროცენტი მოგებული ქონდა კლიპერსს მაგრამ გაუვარდა ბურთი ხელიდან კრის პოლს და ამ ნილმა გაათანაბრა და თავისი სან ანტონიოც გადაარჩინა და თან შეცდომაც გამოასწორა იმიტომ რომ ჯერ მაგან დაკარგა ბურთი ხელებიდან რომ გაუვარდა მაგასაც მაგრამ მერე კი გამოასწორა და დამატებით დროშიც მაგან ჩააგდო გადამწყვეტი ბურთი ხო კიდევ გრიფინმა ითამაშა ძალიან მაგრად 22 ქულა და 20 მოხსნა გააკეთა თავის კარიერაში პირველი ეგრედ წოდებული 20 და 20 გააკეთა ასევე ფოიემ ითამაშა ძალიან კარგად და დანკანმაც კარგად ითამაშა კიდევ ფოენიქსი ლეიკერსის შეხვედრას ვუყურე ნუ ბრაიანტმა ითამაშა ძალიან მაგრად 36 ქულა მოიტანა ასევე რა თქმა უნდა ნეშმა ითამაშა კარგად სხვა ეხლა დიდად საინტერესო თამაში არ იყო საკმაოდ ადვილად მოუგო ლეიკერსმა ფოენიქსს
  12. ესეიგი იმდენს ვუყურებ უკვე რომ მავიწყდება რომელ თმააშში რა მოხდა ნუ ეხლა მთლად მასეც არ არის მაგრამ შიგა და შიგ მავიწყდება ვუყურე დენვერი დალასის შეხვედრას ძალიან უინტერესო კი არა აი მსუბუქი თამაში იყო ანუ მძიმე იგრა არ იყო რა თავისუფლად უყურებდი ხო და ამ თავისუფლად ყურებაში ძალიან თავისუფლადაც მოუგო დალასმა დენვერს დიდად არავის არ გამოურჩევია თავი მთელმა გუნდმა თანაბრად ითამაშეს ყველამ თავისი წვრილი შეიტანა გამარჯვებაში კიდევ ბოსტონი ჩიკაგოს შეხვედრას ვუყურე აი ეს ნორმალური შეხვედრა იყო ნუ იყო მომენტი როცა თითქოს და მეგონა რომ ვერ ამოქაჩავდა ბოსტონი მაგრამ ამოუქაჩეს ხო და მერე ისევ ჩიკაგოს ჯერი მოვიდა გავიდნენ წინ და მერე უკვე ვეღარ დაქაჩეს თავიანთი ხნიერი მუმიების გამო ორჯერ ვერ ამოქაჩავდა ბოსტონი ნუ პატარაზე კი გაიბრძოლეს მაგრამ ვეღარ გაქაჩეს მითუმეტეს ჩიკაგოსთან იმიტომ რომ ერთ ერთი საუკეთესო დაცვა ყავს მთელ ნბა ში ასევე ბოსტონსაც მაგრამ როგორც ავღნიშნე ბოსტონში მუმიები თამაშობენ და ზუსტადაც მაგიტომ ვერ ამოქაჩავდნენ ორჯერ კიდევ დენვერი მემფისის შეხვედრას ვუყურე ეს ძალიან მაგარი თამაში იყო ჯერ თავიდან მემფისმა გადაუარა და ვიფიქრე დააწყისშივე მოუმთავრეს თამაშითქო მაგრამ ნბა ში ყველაფერი ხდება და ამოუქაჩეს კიდევაც და წინაც გავიდნენ მაგრამ ბოლო წამებზე ჩაუგდეს მემფისის კალათბურთელებმა არა და იგებდნენ წესიერად რომ დამდგარიყვნენ ფარის ქვეშ და მოეხსნათ ბურთი ვეღარ შეძლებდა მემფისის მოთამაშე მაგ ბურთის მოხსნას და დამატებას მაგრამ ეგრე მოხდა და ეხლა უკვე გვიანია მაგაზე ფიქრი კიდევ მაიამი კლივლენდის შეხვედრას ვუყურე ნუ ეს თამაში არ იყო ეხლა ისეთი დაძაბული თავიდანვე გაექცა მაიამი კლივლენდს და მერე მთელი თამაში მდევრის როლში იყო კლივლენდი ხო და ვეღარ შეძლეს ამოქაჩვა ნუ იქ ჩემიაზრით მწვრთნელსაც შეეშალა რამოდენიმე რამ მაგრამ ჩემი აზრით მაინც ვერ მოუგებდნენ მიუხედავათ იმისა რომ თამაში კლივლენდში გაიმართა
  13. ვუყურე მაიამი მილუოკის შეხვედრას ერთადერთი დატვირთვა რაც ქონდა ამ თამაშს ის იყო რომ ორი თამაში ზედიზედ ქონდა მილუოკის მოგებული მაიამისთვის მაგრამ მესამედ უკვე ვეღარ შეძლეს რა თქმა უნდა ლებრონმა და ვედმა კარგად ითამაშეს როგორც თითქმის ყველა თამაშში თამაშობენ და იქქვე ერთი ორი სიტყვა ბოშზეც შეიძლება ითქვას საბოლოო ჯამში საკმაოდ ადვილად მოუგო მაიამიმ მილუოკის მეტის თქმა არ არის საჭირო კიდევ ფოენიქსი გოლდენ სთეითის შეხვედრას ვუყურე ეს ნამდვილად საინტერესო თამაში იყო ნეშმა და გორტატმა ითამაშეს ძალიან კარგად მაგრამ მხოლოდ ეს ორი ადამიანი თამაშობს ფოენიქსში და მარტო ეს ორი ადამიანი ვერ მოიგებს თამაშს ძალაინ მაგარი გადაცემებს არ უფასებენ თანა გუნდელები ნეშს მხოლოდ გორტატი უფასებს შეიძლება ითქვას მთელი თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა უბრალოდ ბოლოში ვეღარ გაქაჩა ფოენიქსმა არა და შეეძლოთ კიდევაც მოგება გული დამწყდა ესეთი კარგი თამაში რომ წააგო ფოენიქსმა კიდევ ოკლაჰომა იუტას შეხვედრას ვუყურე აქ ძალიან ადვილად მოუგო ოკლაჰომამ იუტას და რა თქმა უნდა დიურანტმა და ვესტბრუკმა კარგად ითამაშეს მაგრამ განსაკუთრებით ჰარდენმა ითამაშა კარგად დიდად საინტერესო თამაში ეს არ ყოფილა უბრალოდ რაც იყო მოსალოდნელი ის მოხდა კიდევ მაიამი ინდიანას შეხვედრასაც ვუყურე აქაც ისევ და ისევ ლებრონმა და ვეიდმა გამოიჩინეს თავი ბოშმაც კარგად ითამაშა ეს თამაში როგორც ოკლაჰომამ მოუგო იუტას დაახლოებით ეგრე მოუგო მაიამიმ ინდიანას არა და ინდიანა შესანიშნავ სეზონს ატარებს და არავინ არ მოელოდა ასე ადვილად რომ მოუგებდა მაიამი აშკარად ინდიანას შჭირდება ახალი გუნდის გაკეთება თორმე არა მგონია სასურველ შედეგს მიაღწიონ ჩემი აზრით ჯერ ნორმალური მოთამაშეები უნდა დაიმატონ და მერე შეიძლება რაღაც გამოუვიდეთ
  14. ვუყურე ოკლაჰომა გოლდენ სთეითის შეხვედრას მაგარი თამაში იყო მონტა ელისმა დაგლიჯა თავის კარიერაში ყველაზე მეტი ქულა მოიტანა 48 რაც ძალიან ბევრია ნებისმიერი კალათბურთელისთვის მითუმეტეს ოკლაჰომასთან მთელ ნბა ში ნომერ პირველ გუნდთან ესეც გასათვალისწინებელია უბრალოდ დიურანტმაც და ვესტბრუკმაც კარგად ითამაშეს და არ ეყო გოლდენ სთეითს მონტა ელისის 48 ქულა გასამარჯვებლად კიდევ მაიამი ატლანტას შეხვედრას ვუყურე ესეც კარგი თამაში იყო მაიამი გუნდურ თამაშს უბერავდა რაც გამოუვიდათ კიდევაც რაღც სასწაულებრივად არიან შეთამაშებულები ერთმანეთში მაიამის კალათბურთელები თვალ დახუჭულად გრძნობენ ვინ სად დგას გადაცემა სად გაუკეთონ და ასე შემდეგ ისე ლებრონმაც და ვეიდმაც ნორმალურად ითამაშეს ნუ ვეიდმა უკეთესად ითამაშა და ბოშმაც ნორმალური შეხვედრა ჩაატარა სხვათა შორის ფაჩულიამ ითამაშა ძალიან კარგად მართალია დიდი სხვაობით დამარცხდნენ მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა ფაჩულიამ კიდევ სმიტმა და ჯონსონმაც ნორმალურად ითამაშეს ერთი სიტყვით ძალიან ადვილად დაამარცხა მაიამიმ ატლანტა რაც ოდნავ მოულოდნელი იყო ჩემთვის
  15. ვუყურე მაიამი ვაშინგტონის შეხვედრას ძალიან წყნარი და მშვიდი თამაში იყო თუ არ ჩავთვლით თამაშის დასაწყისს და კიდევ გარკვეულ პერიოდს აქ ვეიდმა ფანტასტიურად ითამაშა მართლა სასწაულები აკეთა და არა ერთი ძალიან დახვეწილი მოძრაობები აქვს თითქმის სრულ ყოფილებამდე შეიძლება ითქვას ლებრონმა არც თუ ისე კარგად ითამაშა ნუ ლებრონის კვალობაზე რა თქმა უნდა ბოშმა კი ნორმალურზე ოდნავ სუსტად ითამაშა კიდევ ვოლმა ითამაშა ნორმალურად ასევე იანგსაც არა უშავდა ნუ მაკგიმაც ნორმალურად ითამაშა არც თუ ისეთი საინტერესო შეხვედრა იყო შეიძლება პირდაპირ ითქვას რომ წყნარად მოიგო მაიამიმ მეტის თქმა არ არის საჭირო კიდევ პორტლენდი დალასის შეხვედრას ვუყურე აი ეს კი ნამდვილად ზე ფანტასტიური შეხვედრა იყო დასაწყისი იყო ძალიან კარგი მერე გაფუჭდა თამაში მაგრამ მერე საერთოდ უმაღლესი დონის თამაში წავიდა რა თქმა უნდა ნავიცკიმ კარგად ითამაშა ასევე ტერისაც არა უშავდა და ჩემი აზრით გუნდის მთავარმა მამოძრავებელმა ფიგურამ კიდმა ითამაშა ძალიან საჭირო მომენტებში ჯერ იყო ფანტასტიური გადაცემები გააკეთა მერე კიდევ ქულებიც ჩააგდო საჭირო მომენტებში და საერთოდ უძლიერესად ითამაშა ასევე ვესტმა ითამაშა ძალიან კარგად და საკმაოდ უცნაურ მომენტში როდესაც მას არ უნდა ეთამაშა მასე უძლიერესად ზუსტადაც რომ მან ითამაშა ნუ ლამარკუს ოლდრიჯი ქაჩავდა გუნდს მარტოდ მარტო შეიძლება პირდაპირ ითქვას ნუ იქ ჯამალ კრავფორდიც ეხმარებოდა მაგრამ მაინც იგი ეთამაშებოდა მარტოდ მარტო ორი დამატებითი დრო დაინიშნა ამ ორივე დამატებით დროში აბსოლიტურად მთელი დალასის კალათბურთელები კარგად თამაშობდნენ მაგრამ პორტლენდში როგორც ზემოთ ავღნიშნე ლამარკუ ოლდრიჯი და ჯამალ კრავფორდი გამოირჩეოდნენ მკვეთრად ჩემი აზრით დამსახურებულად მოიგო დალასმა ეგ შეხვედრა მაგრამ სუფთა ადამიანური თვალსაზრისით შემეცოდნენ ლამარკუს ოლდრიჯი და ჯამალ კრავფორდი აბსოლიტურად ყველაფერი გააკეთეს ხო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ვესტმა ითამაშა ძალიან კარგად მეორე დამატებით დროში თითქმის ყველა ქულა მან მოიტანა მაგრამ ბოლო გადამწყვეტი ქულა მაინც ნავიცკიმ ჩააგდო და მერე უკვე ვეღარ გაუთანაბრა პორტლენდმა დალასს ერთი სიტყვით ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო ამ სეზონში და ძალიანაც ვისიამოვნე
  16. გარკვეულ წილად მართალი ხარ დღეს დღეისობით მართლაც სამართლიანად შეიძლება ითქვას რომ ვეიდი საუკეთესოა ასევე ბრაიანტზეც და ლებრონზეც ნუ კიდევ არიან რამოდენიმე უძლიერესი კალათბურთელები მაგალითად კრის პოლი დერეკ როუზი კევინ დიურანტი მაგრამ ამათ წინ აქვთ ყველაფერი სიბერეს რაც შეეხება სულაც არ არის 30 წელი ბევრი კალათბურთელისთვის შეიძლება საუკეთესო წლებშიც კი ჩაითვალოს აგერ სტივ ნეში საერთოდ 38 წლის არის და ჩემი აზრით მასეთი გამთამაშებელი საერთოდ არ არის მთელ ნბა ში მართლა საუკეთესოა გუშინ ლეიკერსი ბოსტონის შეხვედრას ვუყურე უძლიერესი თამაში იყო გაამართლა ნამდვილად თამაშმა რა თქმა უნდა კობი ბრაიანტმა მაგრად ითამაშა ასევე ბაინუმმა და გაზოლმაც ასევე პოლ პირსმა რეი ალენმა და გარნეტსაც არა უშავდა მთელი თამაში თითქმის ქულა ქულაში მიდიოდა იყო პერიოდი როცა ბოსტონი წინ იყო ასევე პირიქით ძირითადი დროის დასრულებისას ქონდა ბოსტონს საშუალება რომ მოეგო თამაში მაგრამ ვერ გაათამაშეს ბურთი ნორმალურად და დაინიშნა კიდევაც დამატებითი დრო ნუ დამატებით დროში წინ გავიდა ბოსტონი პოლ პირსმა ითამაშა კარგად გარკვეული დოის მანძილზე მერე გაიყინა ბოსტონი და წინ გავიდა ლეიკერსი მერე დამატებითი დროის ბოლო წამებზე რეი ელენს ქონდა საშუალება რომ მოეგო თამაში მაგრამ გაზოლმა დააფარა და გაზოლმა იხსნა წაგებისგან ლეიკერსი დღეს კიდე ლეიკერსი ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე აი აქ ცოტა უცნაურად განვითარდა მოვლენები აქ ჯერ მთელი ნბა გააკვირვა ლინმა წინა თამაშებში და ნბა ს ოფიციალურ საიტზე ძალიან ხშირად იყო ლინ ზე საუბარი მე მეგონა დროებითი იყო მისი ასეთი უძლიერესი თამაში და დღეს ვეღარ ითამაშებსთქო და პირიქით მოხდა კიდევაც და თავისი ქულების რაოდენობაც გააუნჯობესა ამ სეზონში ხო კობი ბრაიანტმა ჯერ ძალიან ცუდად დაიწყო თამაში მაგრამ ბოლოსკენ ძალიან მოუმატა და საკმაოდ ბლომადაც დააგროვა ქულები ისე ლეიკერსმა ძალიან ცუდად დაიწყო შეხვედრა თითქმის ყველა ბურთს აფუჭებდნენ არა და წესით მასე არ უნდა ყოფილიყო ძალიან სუსტი შემადგენლობით თამაშობდნენ მათი მოწინააღმდეგეები თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ მოიგებდა ლეიკერსი ასეთ სუსტ შემადგენლობას რომ ეთამაშებოდნენ მაგიტომ ხო კარმელო ენტონის ტრამვა აქვს და სტადემაიორს კიდე ძმა გარდაეცვალა და ამ ორ კალათბურთელზეა მთელი ნიუ იორკი აწყობილი ნუ გარკვეულ წილად ჩენდლერზეც ხო და აი ზუსტად იჩინა თავი ამ ლინმა ასეთი გაჭირვების დროს და სასწაულებსაც აკეთებს ბოლო რამოდენიმე თამაშია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სასწაულებს აკეთებს საბოლოოდ ლინის გენიალური თამაშით მოიგეს ეს თამაში ამის შემდეგ კობი ბრაიანტი აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას ამ მოთამაშეზე და არა მარტო აბსოლიტურად ყველა რას ნიშნავს მაილ სთოუნები და რეკორდებს სიტყვაზე ლეიკერსის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულა ვის აქვს მოტანილი ასევე ყველაზე მეტი შედეგიანი გადაცემა და ასე შემდეგ ეს არა მარტო გუნდშის რეკორდებია ასევე არის მთელი ნბა ს რეკორდები იმედია მიმიხვდი
  17. აი აგერ ნახეთ კობი ბრაიანტის ეგრედ წოდებული მაილ სთოუნები რაც მრავლად ააქვს აქედან ბოლო ორი ამ სეზონში აქვს გაკეთებული
  18. ხო შეიძლება ეგრეც ითქვას მაგრამ არიან ზოგ ზოგიერთები რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ეს ერთ ერთი საუკეთესო ვიდეოა რაც კი მინახავს
  19. ვუყურე მაიამი ორლანდოს შეხვედრას სასწაული მოხსნები აკეთეს ორლანდოს კალათბურთელებმა რაც მოსალოდნელი იყო მაიამი ფაქტიურად ცენტრის გარეშე თამაშობს და ორლანდოს კიდე ჰოვარდი ყავს სხვათა შორის არა მარტო ჰოვარდი გამოირჩეოდა მოხსნებში ანდერსონიც კარგად გამოიყურებოდა მაგრამ რა თქმა უნდა ჰოვარდი შეუდარებელი იყო მაგ საკითხში ქულებიც ბლომად მოიტანა ჰოვარდმა ანდერსონმაც მოიტანა ხოშიანად ქულები არავისზე ნაკლებად არ უთამაშია ნამდვილად ნუ იქ კიდე რედიკმა ჩააგდო მოშნად სამ ქულიანები და ორლანდომ ძალიან კარგად ითამაშა მთლიან ჯამში გუნდური კალათბურთი ითამაშეს და შედეგიც მიიღეს სამწუხაროდ ლებრონმა ვერ ითამაშა კარგად მხოლოდ ვეიდმა ითამაშა სასწაულებრივად ნუ ბოშმა ნორმალურად ითამაშა ხო ჩელმერსი არ ყავდა მაიამის მაჯის ტრამვის გამო და გამოჩნდა კიდევაც რომ აშკარად ესაჭიროება მაიამის ჩელმერსი პერიმეტრიდან ძალიან კარგი მოთამაშე ჩემი აზრით მაიამი გადაღლილი იყო სამი თამაში ქონდათ ზედიზედ თან სულ გასვლაზე ამდენმა ფრენამ და ფიზიკურმა დატვირთვამ იმოქმედა მაინც რაც ეტყობოდათ კიდევაც ხვალ არ გამოგრჩეთ მაგარი თამაშია რასაც ჯმჯ ი ანახებს ბოსტონი ლეიკერსის წინააღმდეგ ეს იგივეა რაც ფეხბურთში ბარსელონა რეალის დაპირისპირება
  20. ვუყურე მაიამი კლივლენდის შეხვედრას საინტერესო თამაში იყო მესამე მეოთხედამდე მაგრამ მეოთხე მეოთხედში ნამეტანი გადუარეს თავზე მაიამიმ არა და შანსი ქონდათ მოგების უბრალოდ შემსრულებლები არ ყავთ ნორმალური ისე ირვინგი ჯერ აშკარად დასახვეწია და მე რატომღაც რუბიო უფრო მომწონს ვიდრე ირვინგი ახალ წვეულებში ნუ თავის თავად ლებრონმა და ვეიდმა დაგლიჯეს ამათ გარდა კიდე ბოშმა ითამაშა ნორმალურად სხვა ისეთი დიდი არაფერი მომხდარა რაც მთავარია არც თუ ისე ადვილად მოუგეს ძალზედ სუსტ გუნდს ეს უფრო მთავარია კიდევ ოკლაჰომა პორტლენდს ვუყურე აი ეს გაცილებით მაგარი თამაში იყო აქ ლამარკუს ოლდრიჯმა დაგლიჯა სეზონის მაქსიმუმი გააკეთა დაგროვილი ქულების რაოდენობაში მაგრამ არც დიურანტმა და არც ვესტბრუკმა ითამაშეს კარგად და არ ეყო პორტლენდს ლამარკუს ოლდრიჯის გენიალური თამაში მოგებისათვის ნუ იქ პატარა მსაჯებს შეეშალათ პატარა კი არა დიურანტს ჩაუთვალეს ბურთი რომელიც არ უნდა ჩაეთვალათ ბოლო წამებზე იგებდა პორტლენდი და დიურანტი შევიდა ფარ ქვეშ ესროლა და დაუფარეს მაგრამ მსაჯებმა გადაწყვიტეს რომ ეგ ბურთი დაღმავალი იყო და გადაიყვანეს დამატებით დროში თამაში აქ კიდევ გაიბრძოლა პორტლენდმა და წინაც გავიდა მაგრამ დიურანტმა სერიოზულად დაიწყო თამაში რამოდენიმეჯერ დაცვაში დაუშვეს შეცდომები ვესტბრუკმაც გამოიყენა ეს შეცდომები ასევე ჰარდენმაც ხოშიანად ითამაშა ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოიგო ოკლაჰომამ დაუმსახურებლად ის ბურთი დიურანტის გაშვებული არ იყო დაღმავალი რაც გამოჩნდა გამეორებაზე მაგრამ მსაჯებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს ისე დაცვაში ვესტბრუკმა ითამაშა ვაჟნი მომენტში ასევე იბაკამაც ივარგა დაცვაში და სულ ეგ იყო
  21. გუშინ ვუყურე ტორონტო მაიამის შეხვედრას საინტერესო თამაში იყო ჯერ მთელი იგრა მაიამი იყო წინ და წყნარად მიჰყავდა დასასრულისაკენ მაგრამ ბოლო მეოთხედში კინაღამ ამოუქაჩა ტორონტომ ძალიან ცოტა ქულა დააკლდა გასათანაბრებლად ეს ტორონტოს მოთამაშეების კლასის ბრალია ძალიან სუსტი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული ტორონტო გამოკლებით ჟოზე კალდერონისა ისე თავიდან კარგად დაიწყო ჟოზე კალდერონმა მაგრამ მერე ვეღარ გაქაჩა და არც ისე დიდ ხანს უთამაშია კარგად ითამაშ და თან ძალიან კარგად დემარ დეროუზენმა ბლომად ქულები მოიტანა და მაგრადაც მომეწონა ხოშიანი ჩატენვები შესვლები ბრასოკები და გადაცემები გააკეთა აი ლებრონმა დაგლიჯა ასევე ვეიდმაც მარტო ვეიდმა და ლებრონმა მოიტანეს 55 ქულა ლებრონმა 30 და ვეიდმა 25 რაც ძალიან ბევრია ორი მოთამაშესთვის ამას მივუმატოთ ბოშის ქულები და უკვე ბლომად არის მაგრამ ბოში იმის ნახევარიც კი არ არის როდესაც ვეიდი არ თამაშობდა და მარტო ლებრონი და ეგ უბერავდნენ არ ვიცი ეს რისი ბრალია შეიძლება ფსიქოლოგიურად ზეწოლის ქვეშ არის და ვერ ბედავს ვეიდის და ლებრონის ფონზე გახსნილი კალათბურთის ჩვენებას მაგრამ ბოში თუ გაიხსნა და ისე თუ დაიწყო თამაში როცა ვეიდი არ თამაშობდა ტრამვის გამო აი მაშინ უკვე გამორიცხული იქნება მაიამის დამარხება ისე რატომღაც რასაც ვუყურებ მაიამის ბოლო მეოთხედში უჭირს რატომღაც თამაში ეს რისი ბრალია ნამდვილად არ ვიცი ლიდერების მეტი რა ყავს ლებრონი ვეიდი ბოში ამ სამიდან ნებისმიერს შეუძლია თამაშის თავის თავზე აღება მაგრამ რაღაც თითქოს იბნევიან ბოლო მეოთხედში ამას იმედია დახვეწავენ დროთა განვმავლობაში და იდეალური გუნდი იქნება კიდეც დღეს კიდევ ლეიკერსი ფილადელფიას შეხვედრას ვუყურე ეს ისტორიული თამაში იყო ბრაიანტისთვის პირველ ტაიმში მან 24 ქულა მოიტანა რითიც მან ნბა ს ისტორიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა მოპოვებულ ქულათა რაოდენობის რეიტინგში და რაც მთავარია შაკილ ონილს გადაასწრო მაგრამ რათ გინდა პირველი ტაიმის მიუხედავად მეორე ტაიმში სულ რაღაც ოთხი ქულა გააკეთა არა და მეგონა კიდე ბლომად მოიტანდა ისე ბაინუმმა და გაზოლმაც ნორმალურად ითამაშეს მაგრამ ბოლო მეოთხედში ბლომად სამ ქულიანები ჩაუყარეს და ასევე ორიანებიც ფილადელფიას კალათბურთელებმა მე მაგრად მომეწონა ეს თამაში დაძაბული თამაშიც იყო და ბრაიანტის გაბრწყინებაც ვიხილე პირველ ტაიმში და მეორეში კიდე როგორც დავწერე ნოლი იყო მისი ფასი რაც მთავარია მწვრთნელის ფასი იყო ნოლი არანაერ გუნდურ კალათბურთს არ ათამაშებს თავის გუნდს მხოლოდ კობიზე აქვს დამყარებული თამაში აი ზუსტადაც მაგიტომ აგებენ სანამ გუნდური კალათბურთის თამაშს არ დაიწყებენ წააგებენ კიდევაც თამაშებს და არა მარტო ლეიკერსი არამედ ნებისმიერი გუნდი აგერ მაიამიმ დაიწყო გუნდურად თამაში აშკარად ეტყობა მაიამის მწვრთნელს გამოცდილება და იგებენ კიდევაც ბლომად თამაშებს და ეს იმედია ასეც იქნება
  22. გუშინ ოკლაჰომა სან ანტონიოს შეხვედრას ვუყურე კარგი იგრა იყო ტონი პარკერმა ითამაშა ფანტასტიურად სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თითქმის მთელი თამაში მარტო ეთამაშებოდა მოწინააღმდეგე გუნდს უამრავ გენიალურ გადაცემებს აკეთებდა აქედან ბევრი არ დაუფასეს მაგრამ მაინც ბლომად გამოუვიდა შედეგიანი გადაცემები 42 ქულა მოიტანა რაც ძალიან ბევრია მითუმეტეს ოკლაჰომასთან მოგეხსენებათ ოკლაჰომა პირველ ადგილზეა ნბა ში ფაქტიურად ბურთი არ აუცილებია უძლიერესია ტონი პარკერი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში ისე დანკანი მაგარი მოტეხილია თითქმის ვეღად ქაჩავს ეს სეზონი ალბათ ბოლო იქნება სადაც ნორმალურზე ოდნავ დაბლა ვიხილავთ დანკანს შემდეგ სეზონში უკვე ნამეტანი მოტყდება ისე კი ბრასოკი კი აქვს ნორმალური მაგრამ ფარ ქვეშ ძალიან დასუსტებულია როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ისე ოკლაჰომამ მაგარი აშიბკები დაუშვა განსაკუთრებით ვესტბრუკმა და ჰარდენმაც ესენი ეთამაშებოდენ ტონი პარკერს კაკრაზ და ისეთი სიტუაცია იყო რომ თითქოს უნდოდათ ეჯობნათ ტონი პარკერისთვის ანუ გუნდზე არ ფიქრობდნენ თითქოს უნდოდათ რომ დაეჩაგრათ ტონი პარკერი რაც გამოიხატებოდა გადაცემებში თითქმის საერთოდ არ აკეთებდნენ გადაცემებს გუნდზე არ ამარაგებდნენ კევინ დიურანტს ბურთებით და თავად ცდილობდნენ რომ ამოექაჩათ რაშიც შეცდნენ ეს ალბათ გამოცდილების ამბავია და დახვეწავენ დროთა განვმალობაში დარწმუნებული ვარ უდიდესი პოტენციალის მქონე მოთამაშეები არიან როგორც ვესტბრუკი ასევე ჰარდენი დღეს მაიამი ფილადელფიას შეხვედრას ვუყურე ესეც ნორმალური იგრა იყო თითქმის მთელი თამაში ნა რავნა ეთამაშებოდა ფილადელფია მაგრამ ბოლოსკენ დაჯაბნა მაიამიმ განსაკუთრებით ვეიდი გამოირჩეოდა ძალიან მაგრად ითამაშა ასევე ლებრონსაც არა უშავდა აი ბოში კი ოდნავ ინერტული იყო ასევე ჩელმერსმაც კარგად ითამაშა სამ ქულიანები ჩააგდო რამოდენიმე ამან და ნორის კოულმაც საერთო ჯამში კარგი თამაში იყო ისეთი რომ არ მოგწყინდებოდა ყურება ისე თითქმის არც ერთი მაიამის შეხვედრა არ მომბეზრებია და იმედია არც მომბეზრდება
  23. დღეს ნიუ იორკი ბოსტონის შეხვედრას ვუყურე ძალიან საინტერესო თამაში იყო თითქმის მთელი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა კალათბურთელები არ იზოგებოდენ რაც შეეძლოთ ყველაფერს აკეთებდნენ განსაკუთრებით პოლ პირსი რეი ალენმა ჩააგდო ძალიან საჭირო მომენტებში სამ ქულიანები ასეევე პოლ პირსმაც კევინ გარნეტმა თავიდან მაგრად დაიწყო შეხვედრა მაგრამ მერე ცოტათი ინერტული იყო შეიძლება ითქვას ეს თამაში პირსმა მოიგო კიდეც ძალიან კარგად ითამაშა ვაჟნი მომენტებში ისე კარმელო ენტონიმაც კარგად ითამაშა აი სტადემაიორმა კი შედარებით სუსტად საერთო ჯამში ბოსტონმა მოუგო მაგრამ ისევ და ისევ ნიუ იორკის დაცვა იყო ძალიან სუსტი როგორიც მთლიანად ამ სეზონშია რახან ორი ქულით მოუგო ბოსტონმა ეგ იმას ნამდვილად არ ნიშნავს რომ კარგად ითამაშა ნიუ იორკმა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უკლიათ კარგ თამაშამდე და ჩემი აზრით პირველ რიგში დაცვას უნდა მიხედონ რაზეც მწვრთნელმა უნდა იზრუნოს მაგრამ ცნობილია რომ ნიუ იორკის მწვრთნელს ძირითადად შეტევაზე აქვს გამახვილებული ყურედღება ასე რომ მე თუ მკითხავთ საერთოდ ახალი მწვრთნელი ჭირდება ნიუ იორკს მე ვერანაერ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამ გუნდის თმაშში
  24. გასაგებია დანტექს მადლობა პასუხებისთვის ისე რიკი რუბიო მეც ძალიან მომწონს მართლა მაგარი გადაცემები აქვს შეიძლება ლეგენდაც კი დადგეს მისგან უდიდესი პოტენციალი აქვს და კოჭებში ეტყობა რომ მომატება შეუძლია კიდევ ბევრად თამაშის კლასის დახვეწას ვგულისხმობ რაც აშკარად ეტყობა რომ შეუძლია ასევე კევინ ლავიც ამაზეც იგივე მეთქმის ცარიელი ნიჭია საერთო მთლიანად მინესოტა შესანიშნავი გუნდია მაგრამ შეუძლიათ კიდევ უფრო მეტის მიღწევა დღეს ჩიკაგო ნიუ იორკის შეხვედრას ვუყურე მთელი თამაში დაძაბული იყო მაგრამ ჩიკაგო ელვისებურად გაექცა წინ დაახლობით ორ სამ წუთში ზუსტადაც მაგ ორ სამ წუთმა დაღუპა ნიუ იორკი ძალიან დაბნენ გუნდურად საერთოდ ვერ თამაშობდნენ მწვრთნელი გამომეტყველება იყო რაღაც ფანტასტიური არანაერი მოგების ჟინი არ ქონდა რამდენჯერაც ვუყურე ნიუ იორკის შეხვედრას იმდენჯერ ეგეთი იმედ გაცრუებული სახე აქვს დარწმუნებული ვარ გაუშვებენ მასე თუ გააგრძელა და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლია ისე კი სტადემაიორმა ძალიან მაგრად ითამაშა ენტონისაც არა უშავდა მაგრამ როუზმა გადაუარა მთელ ნიუ იორკს თავზე ძალიან სასტიკ შეცდომებს უშვებდა ნიუ იორკი როუზზე ეგრევე ორმაგ დაცვას აყენებდნენ და რჩებოდა მარტო მოთამაშე და უგდებდა კიდეც ასეთი უაზრო დაცვა მე ჯერ არ მინახავს აქედან ვხვდებოდი რომ არ უნდა დაეყენებინათ როუზისთვის ორმაგი დაცვა მაგრამ რათ გინდა ვის რას გააგონებ ეს კომენტატორები კიდე იძახდნენ ცარიელი რომ დარჩებოდა ვინმე თან გადამწყვეტ მომენტში ბატლერი დარჩა და ნუ ბატლერია რა და მაგიტომ არ ეთამაშებიან ეგრე მწვავედ დაცვაშიო და ზუსტადაც რომ ბატლერმა ჩააგდო შეიძლება ითქვა გადამწყვეტი ბურთი ნუ მოკლედ სასწაული კომენტატორები არიან რა
  25. ეგ საიტი ვიცი კაცო დღე და ღამე ისედაც ნბა ს საიტზე ვარ და ეგ არ გამომრჩენია უბრალოდ გუშინ მე მაგ საიტზე რომ შევედი ზემოთ რომ არიან კალათბურთელები ხუთეულებს ვგულისხმობ მაგჯვნივ და მარცხნივ რომ არიან რა ხო და აი მაგაზე გეუბნები გუშინ შენ ეგ როცა დაწერე მერე მე შევედი მაგ საიტზე და არ იყო მაგ კალათბურთელების სურათები და დღეს კი ნამდვილად იყო შენთან გუშინ რომ შეხვედი მაღლა რომ არის სურათები კალათბურთელების იყო ?
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.