Jump to content

POKEMAN

წევრი
  • Posts

    873
  • Joined

  • Last visited

  • Days Won

    1

Everything posted by POKEMAN

  1. მართალი ხარ ეგ თამაში მართლა ძალიან მაგარი იყო კიდევ გელის წინ მაგ სერიაში კარგი თამაშები ვუყურე მაიამი ბოსტონის სერიის მეოთხე თამაშს ჯმჯ ზე ეს თამაშიც არა ნაკლებ საინტერესო იყო ვიდრე ეგ თამაში რა თქმა უნდა ლებრონი მოწოდების სიმაღლეზე იყო ვეიდსაც არაუშავდა ბოლო წუთებამდე დაძაბული თამაში იყო და ალენმა ჩააგდო სამ ქულიანი და გაათანაბრა მერე უკვე ლებრონს ქონდა ჩაგდების შანსი და მოგებისაც ძირითად დროში მაგრამ მისი მთავარი ნაკლი ბოლო წამებზე არა სტაბილური თამაშია რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა მერე დაინიშნა დამატებითი დრო ალენის სამ ქულიანის წყალობით მერე თამაში კიდევ უფრო დაიძაბა პირსი და ლებრონი გააგდეს დამატებით დროში რა თქმა უნდა მარტო ვეიდს დარჩა მაიმის ბედი და შეეძლო კიდევაც ყველაფერი იდეალურად გააკეთა და გაუშვა სამ ქულიანი მოსაგებად და ააცილა სამწუხაროდ ამ თამაშში კიდევ რონდო ბრწყინავდა რაც აუცილებლად აღსანიშნავია კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მეხუთე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე ეს თამაშიც ძალიან საინტერესო იყო და დაძაბული ბოლო წამებამდე ჯინობილიმ ძალიან მაგრად ითამაშა აი პარკერი არ მომეწონა დანკანს კი არაუშავდა ხო კიდე ლეონარდი მომეწონა აი დიურანტმა ითამაშა ითამაშა ძალიან მაგრად ბოლოში სულ მარტო თამაშობდა და რა თქმა უნდა ჰარდენი არ უნდა გამოვყოთ ამანაც ძალიან მაგრად ითამაშა ბოლო გადამწყვეტი ბურთი სწორედ მან ჩააგდო მერე უკვე ჯინობილიმ ესროლა და ააცილა ბურთი არა და შეიძლებოდა ამ თამაშის შემობრუნება მაგრამ ხდება ხოლმე სამწუხაროდ მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს თორე ორივემ შესანიშნავად ითამაშა ისე ამ ვესტბრუკს აჟრიალებს ცოტა სწორედ მისმა შეცდომებმა კინაღამ დაღუპა თავისი გუნდი უბრალოდ გაუმართლა ჯინობილიმ რომ ააცილა თორე დამატებით დროში რა მოხდებოდა არავინ იცის კიდევ მაიამი ბოსტონის სერიის მეხუთე თამაშიც ვნახე ისეც ჯმჯ ზე ესეც მაგარი თამაში გამოვიდა რა თქმა უნდა ლებრონი მოწოდების სიმაღლეზე იყო ვეიდმაც ნორმალურად ითამაშა ხო რაც მთავარია ბოში დაბრუნდა და მანაც კარგად ითამაშა რა თქმა უნდა პირსმა კარგად ითამაშა ასევე ალენმა მაგრამ აი გარნეტი შეუდარებელი იყო ეს ადამიანი არის ნამდვილი ლომი უძლიერესი კალათბურთელია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა მან ამ თამაშში მან ის რომ ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეა აი რონდოს რაც შეეხება ცუდი თამაში ქონდა ძალიან მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც შეძლო ბოსტონმა გამარჯვება არა და მაიამის შეეძლო რომ ასე არ დამთავრებულიყო ეს თამაში მწვრთნელს რომ რამე ექნა ეხლა უკვე ბოსტონში შემდეგი თამაში და თუ მოიგეს ფინალში გავლენ კიდევაც ეხლა უნდა დადონ ლებრონმა და ვეიდმა მთელი თავისი შესაძლებლობები თუ უნდათ ის რისთვისაც აქამდე მოდიოდნენ მთელი სეზონის მანძილზე ხო ჩოგბრუთს რაც შეეხება მე ეხლა ვამთავრებ რომის ტურნირს მერე მეც შევუდგები როლანდ გაროსს
  2. ვუყურე სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მესამე თამაშს ჯმჯ ზე ამ თამაშმა წინა ორი თამაშისგან განსხვავებით არ გაამართლა ძალიან იოლად მოუგო ოკლაჰომამ სან ანტონიოს უბრალოდ მარტო იმის თქმა შეიძლება რომ შესანიშნავად ითამაშეს ოკლაჰომას მოთამაშეებმა მარტო ამის გამო ვუყურე ბოლომდე აი სან ანტონიოს მოთამაშეებმა კი ვერაფერი ვერ ქნეს კიდევ ბოსტონი მაიამის სერიის მესამე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე ეს თამაშიც უინტერესო იყო ძალიან აქაც ბოსტონს ყველაფერი გამოსდიოდა ხოლო მაიამის არაფერი იმედია შემდეგი თამაში გაცილებით საინტერესო იქნება კიდევ სან ანტონი ოკლაჰომას სერიის მეოთხე თამაშს ვუყურე აი ეს თამაში კი ნამდვილად საინტერესო იყო აქ ორივე გუნდმა შესანიშნავად ითამაშა უბრალოდ ბოლოს დიურანტმა ყველა ყველაფერი ჩააგდო და შეიძლება ითქვას მარტომ მოიგო რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს იბაკა აი ამან მართლა ყველაფერი ჩააგდო სასწაული თამაში ქონა მას როგორც დაცვაში ასევე შეტევაში მან უდიდესი წვრილი შეიტანა ამ თამაშის მოგებაში ეს სერია უკვე ძალიან საინტერესოა და იმედია ასე გაგრძელდება
  3. ვუყურე მაიამი ბოსტონის სერიის პირველ თამაშს ჯმჯ ზე კარგი თამაში იყო ნამდვილად საოცარი არაფერი არ მომხდარა ყველამ როგორც მოსალოდნელი იყო ისე ითამაშა უბრალოდ ბოლოსკენ ვეღარ გაქაჩა ბოსტონმა და მოუგო მაიამიმ რაც გასაკვირი არ ყოფილა კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ამასაც ჯმჯ ზე ეს თამაში ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო რაც მინახავს ამ სეზონში აბსოლიტურად გახსნილი თამაში ლამაზი და საკმაოდ დაძაბულიც აი ზუსტად ასახავდა ეს თამაში იმას თუ რატომ არის კალათბურთი ძალიან მაგარი სპორტის სახეობა რა თქმა უნდა დიურანტმა ჰარდენმა ვესტბრუკმა და იბაკამ კარგად ითამაშეს პრინციპში მთლიანად ოკლაჰომამ კარგად ითამაშა მაგრამ დანკანმა ჯინობილიმ და პარკერმა კიდევ უფრო კარგად ითამაშეს ნუ იქქვე დიაომაც უბრალოდ ეს თამაში უნდა ნახოთ მე სიტყვები არ მყოფნის ისეთი ლაღი და კარგი თამაში იყო ეს სერია იმით არის საინტერესო რომ ახალგაზრდული შემართება უპირისპირდება გამოცდილებას აქ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რამეა პოპოვიჩი ყავს გამოცდილ მოთამაშეებს აქედან ირწყმება გამოცდილება და გენიალური მწვრთნელი და ჩვენ ვიღებთ უძლიერეს გუნდს რომელიც მოთამაშეების ასაკის მიუხედავად მეოცე გამარჯვებას აღწევენ ეს არის ფანტასტიკა პლეიოფში თამაში არ წაუგიათ და ამას პლიუს რეგულარულის ბოლო მოგებებიც ეს რაც შეეხება სან ანტონიოს და რაც შეეხება ოკლაჰომას ეს ცალკე თემაა აქ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს სწავლობენ რაც ცუდი ნამდვილად არ არის ეს გუნდი არის უძლიერესი პოტენციის მქონე და რაც მთავარია ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ჯერ გვიან არაფერი არ არის მაგრამ თუ კიდევ ერთი თამაში წააგო ოკლაჰომამ თითქმის დარწმუნებული ვარ რომ სან ანტონიო გავა ფინალში კიდევ მაიამი ბოსტონის სერიის მეორე თამაშსაც ვუყურე ესეც მაგარი თამაში იყო ძალიან დაძაბული ბოლო წუთებამდე თავიდან ბოსტონი ჯობნიდა თან ვეიდს თამაში არ მისდიოდა მხოლოდ ლებრონი და ჩელმერსი თამაშობდნენ მოწოდების სიმაღლეზე მაგრამ მერე რა თქმა უნდა ათამაშთა კაპიტანიც და წინაც გავიდნენ თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე რეი ალენმა გაათანაბრა ანგარიში და გადაიყვნა დამატებით დროში დამატებით დროშიც დაძაბული თამაში იყო რა თქმა უნდა გარნეტი კარგად თამაშობდა მაგრამ ერთი ორი შეცდომა მაინც დაუშვა რაც შეეხება პირს მან დატოვა მოედანი გააძევეს და მაგიტომ დამატებითი დროის ბოლოს ჰასლემმაც გამოიჩინა თავი მაგრამ თამაში მაინც ვეიდმა მოიგო გადამწყვეტი ბურთი მან ჩააგდო ზუსტად და არა ლებრონმა რაც შეეხება რონდოს ამ მოთამაშეზე ცალკე თემა უნდა გაიხსნას უბრალოდ სასწაული თამაში ჩაატარა გაოცებული ვარ უბრალოდ გული მწყდება ასე მაგრად რო ითამაშა და მაინც რომ წააგო მისმა გუნდმა ჩემი აზრით თამაშის საუკეთესო მოთამაშე რონდო იყო მიუხედავად იმისა რომ დამარცხდა
  4. ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეშვიდე თამაშს ფანტასტიური თამაში იყო რასაც ქვია მართალია მთელი თამაშის განმავლობაში არა მაგრამ ბოლოში დაგლიჯა ნამდვილად ეს იყო რონდოს დღე არანაერი გადაჭარბების გარეშე პირადად მოიგო ეს თამაში ბოლო წუთებში პირსი გააგდეს და აიწყვიტა კიდევაც მე არ მეგონა ასე თუ ითამაშებდა და არც ველოდი მაგრამ სასწაული გააკეთა ნამდვილად სხვა რა შეიძლება ითქვას საერთო ჯამში კარგი თამაში იყო და კარგი სერიაც კიდევ სან ანტონიო ოკლაჰომას სერიის პირველ თამაშს ვუყურე ესეც ძალიან მაგარი თამაში იყო სულ დაძაბულად მიმდინარეობდა თამაში ჯერ ოკლაჰომა გავიდა წინ საკმაოდ დიდი სხვაობით და სიმართლე გითხრათ მეგონა მოიგებდნენ კიდევაც მაგრამ პოპოვიჩს როგორც ჩვევია თავის სტილში წაიყვანა თამაში ასე მეგონა მორჩა ყველაფერი და ნელ ნელა დაიწყეს ამოქაჩვა ნუ სამწუხაროდ ჯერ ყოველ შემთხვევაში არ არის ბრუკსი ამ ადამიანის დონის მწვრთნელი რა თქმა უნდა ჯინობილიმ ითამაშა ძალიან მაგრად ასევე დანკანმაც პარკერმაც და დიაომაც მართალია პირველი შეხვედრა სან ანტონიომ მოიგო მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის
  5. ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეექვსე თამაშს კარგი თამაში იყო უპირატესობა ბოსტონს ქონდა გარკვეული დროის მანძილზე მაგრამ მერე ამოუქაჩა ფილადელფიამ და წინაც გავიდნენ საკმაოდ დიდი სხვაობით მერე უკვე ვეღარ ამოქაჩეს ბებრებმა და შეეგუენ დამარცხებას ეხლა მთელი აქცენტი მეშვიდე თამაშზეა იმიტომ რომ ამ თამაშში გამარჯვებული გავა შემდეგ ეტაპზე ჩემი აზრით ბოსტონი მოიგებს თან მანდ არის თამაში მაგრამ ვინ იცის შეიძლება იმ კონკრეტულ დღეს ფილადელფიას ეწეროს მოგება კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეექვსე თამაშსაც ვუყურე მეგონა ჯმჯ ზე აჩვენებდნენ მაგრამ როგორც ეტყობა არ ქონდათ ნაყიდი და გადმოწერა მომიწია ამ თამაშში არ თამაშობდა ბოში ტრამვის გამო კიდევ ჰასლემი დისკვალიფიკაციის გამო მაგრამ რათ გინდა ან ერთი ან მეორე როცა გუნდში არის ვეიდი და თან რაც მთავარია თავის სტიქიაშია უბრალოდ სასწაულები გააკეთა არა ნაკლები შეხვედრა ჩაატარა მან ვიდრე ლებრონმა ორი თამაშის უკან ერთი სიტყვით რომ ვთქვათ ამ ორმა ადამიანმა გაიყვანა გუნდი შემდეგ ეტაპზე ესე თუ ითამაშა ამ ორმა უდიდესმა და უძლიერესმა კალათბურთელმა უბრალოდ შეუძლებელია ამათი დამარცხება თან ბოში რომ დაემატება ხო საერთოდ და რა თქმა უნდა ჰასლემიც თუმცა თითქმის შეუძლებელია ამ დონეზე თამაში კიდევ ორი სერიის მანძლიზე
  6. ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეხუთე თამაშს ძალიან კარგი თამაში იყო დაძაბულობას არ ვგულისხმობ უბრალოდ ლაღი თამაში იყო და არა მძიმე ამ ბებერ გარნეტს მეორე ახალგაზრდობა გაეხსნა და გლიჯავს კიდევაც კიდევ ბასმა ითამაშა შეიძლება ითქვას ყველაზე კარგად რაც შეეხება რონდოს რა თქმა უნდა ხოდზეა და ალენიც კარგად თამაშობს ხო არ გამომრჩეს პირსს რაც შეეხება დიდად არ დატვირთულა მაგრამ მანაც საკმარისი გააკეთა კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეხუთე თამაშსაც ვუყურე ჯმჯ ზე მართალი გითხრათ მეგონა რომ ვეღარ ითამაშებდნენ ვეიდი და ლებრონი როგორც წინა თამაშში მაგრამ ამ თამაშშიც ძალიან მაგრად ითამაშეს მართალია მთლად ისე არა მაგრამ არც ბევრად ნაკლებად გუნდში სიტუაცია მოგვარდა როგორც ჩანს იმ შეკრების შემდეგ რაც ძალიან კარგია
  7. ხო ეხლა მაიამიში გადადის სერია და მერე ისევ ინდიანაში თუ საჭირო გახდა ისევ მაიამიში გადადის ბოლო თამაში მაგრამ იმედია არ დაჭირდება მაიამის ბოლო თამაში მართალი ხარ ნორმალური ნორმალური სათადარიგო მოთამაშეები მართლაც საჭიროა აგერ ოკლაჰომას მაიამისგან განსხვავებით ერთ ერთი საუკეთესო სათადარიგო მოთამაშეები ყავთ თუ მოხდა ისე რომ მაიამი და ოკლაჰომა შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში უპირატესობა აუცილებლად ოკლაჰომას ექნება იმიტომ რომ თითქმის უნაკლო გუნდია დღეს ვუყურე ლეიკერსი ოკლაჰომას ერიის მეხუთე თამაშს ჯმჯ ზე საერთო ჯამში კარგი საყურებელი თამაში იყო ბრაიანტმა დაგლიჯა ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ რათ გინდა თანაგუნდელები ვერ ეხმარებოდნენ უბრალოდ მეცოდება ბრაიანტი ყველაფერს აკეთებს და თანაგუნდელები კიდე ვერაფერს დიურანტმა ითამაშა ძალიან კარგად ასევე ვესტბრუკმაც შეიძლება ითქვას ვესტბრუკმა უკეთესად ითამაშა კიდევაც და საერთოდ ძალიან მომატებული აქვს ამ მოთამაშეს და ერთ ერთი საუკეთესო გამთამაშებელია თუ საუკეთესო არა ეხლა უკვე ოფიციალურად ოკლაჰომა სან ანტონიო დაუპირისპირდება ერთმანეთს დასავლეთ კონფერენციის ფინალში რაც შეეხება აღმოსავლეთს აქ ჯერ უცნობია მაგრამ სავარაუდოდ ბოსტონი მაიამი
  8. ვუყურე მაიმი ინდიანას სერიის მეოთხე თამაშს ეს თამაში ლებრონის და ვეიდის შესრულებით ამ სეზონში ერთ ერთი საუკეთესო იყო თუ საუკეთესო არა თავიდან ისე დაიწყეს მეგონა რომ ისევ წააგებდნენ თამაშს მაგრამ როგორც ეტყობა სპოელსტრამ რომ მოაწყო მოთამაშეებთან შეკრება მაგან შედეგი გამოიღო მართალია თავიდან ვეიდმა ძალიან ცუდად დაიწყო მაგრამ მერე რო ჩაირთო ვეღარ აჩერებდნენ აი რაც შეეხება ლებრონს ამან საერთოდ დაგლიჯა 40 ქულა 18 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა ეს არის სასწაული შედეგი ამას კიდევ მიუმატოთ 2 დაფარება და 1 ჩაჭრა რაც მთავარია ჰასლემი არ უნდა გამოგვრჩეს შესანიშნავად ითამაშა გადამწყვეტ მომენტებში სიმართლე გითხრათ ასე არა მგონია რომ ითამაშონ შემდეგ თამაშშიც უბრალოდ არა რეალურია აქედან გამომდინარე მაინც გაუჭირდებათ თამაში იმედია შემდეგ ეტაპზე გავლენ რაც მთავარია ბოში დაუბრუნდებათ შემდეგ ეტაპზე თუ გავიდნენ მაგრამ როგორც ვთქვი ძალიან რთული იქნება ამ ეტაპის გადალახვა კიდევ სან ანტონიო კლიპერსის სერიის ბოლო მეოთხე შეხვედრასაც ვუყურე ეს სან ანტონიო უკვე აღარ ხუმრობს ამ თავისი მოხუცი ხალხით რაც მთავარია 18 მოგება აქვთ ზედიზედ ეს არის სასწაული მაჩვენებელი თამაშს რაც შეეხება ძალიან საინტერესო იყო ამ სერიაში ყველაზე საინტერესო მაგრამ სან ანტონიოს უმაღლესი დონის გუნდურმა თამაშმა დაამარცხა კლიპერსი ეხლა უკვე შემდეგ ეტაპზე გასულია სან ანტონიო და მას არაოფიციალურად გასული ოკლაჰომა დაუპირისპირდება ეს იქნება უსერიოზულესი სერია მოუთმენლად ველი
  9. ვუყურე ფილადელფია ბოსტონის სერიის მეოთხე თამაშს ძალიან საინტერესო სერიაა ნამდვილად და საინტერესო თამაშიც გამოდგა ჯერ იყო და ბოსტონი დასაწყისში საკმაოდ სერიოზული სხვაობით ამარცხებდა მაგრამ მერე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა ყველაზე ცუდად გარნეტმა ითამაშა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით არა და რონდომ ძალიან მაგრად ითამაშა მაგრამ სამწუხაროდ მაინც დამარცხდნენ ჩემი აზრით ამაში მაინც დოკ რივერსია დამნაშავე გარნეტი რომ არ გამოცვალა მაგრამ ასევე შეიძლება ითქვას დაგ კოლინსზე ასეა თუ ისე მაინც მწვრთნელის დამსახურებაა კიდცევ ოკლაჰომა ლეიკერსის სერიის მესამე თამაშს ვუყურე ეს თამაში რომ არ მოეგო ლეიკერსს არა ოფიციალურად ამთავრებდა კიდევაც სეზონს ხოდა კაკრაზ მოიგეს კიდეც ძალიან საინტერესო და დაძაბულ ბრძოლაში შეიძლება ითქვა ბრაიანტმა მოიგო პირადად ეს თამაში როგორც ყოველთვის ბოლო წუთებში სულ თავად უტევდა რაც შეეხება დიურანტს მანაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ოდნავ არ გაუმართლა ბოლო სროლის დროს მაგრამ ეგ არაფერი ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის კიდევ სან ანტონიო კლიპერსის სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე ეს თამაშიც ძალიან საინტერესო გამოდგა პირველ მეოთხედში გაანადგურა კლიპერსმა სან ანტონიო არანაერი პირი არ უჩანდა თამაშის შემოტრიალების და აი აქ დავინახე გრეგ პოპოვიჩის გენიალურობა ადამიანმა ნელ ნელა დაიწყო მინუსიდან ისე გადაანაწილა დრო მოთამაშეებზე რომ უბრალოდ თავის თავად ამოქაჩეს უდიდესი სხვაობა და თან მერე იქით გავიდნენ წინ თან საკმაოდ დიდი სხვაობით მოკლედ სან ანტონიო არის სასწაული გუნდი ჩემი აზრით შემდეგ ეტაპზე სან ანტონიო გავა თითქმის დარწმუნებული ვარ ხო ეხლა მაიამის რაც შეეხება ვარჯიში არ ჩაატარეს და სპოელსტრამ მოაწყო შეკრება გუნდთან სასაუბროდ შექმნილი არა სასიამოვნო მოვლენების შესახებ ეს უკვე მომწონს იმედია მოაგვარეს პრობლემა და შესაბამისი შემართებით გავლენ სათამაშოდ დღეს არის ჯმჯ ზე მაიამი ინდიანას შეხვედრა პირდაპირში თორმეტის ნახევარზე მე აუცილებლად ვუყურებ ეს შეიძლება ამ სეზონში გადამწყვეტი თამაში აღმოჩნდეს მაიამისთვის ასე რომ თქვენც გირჩევთ რომ უყუროთ ძალიან საინტერესო ბრძოლა გაჩაღდება
  10. მართალი ხარ მეც ვუყურე მაიამი ინდიანას სერიის მესამე შეხვედრას ნუ წელს არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია მაგათი შესრულებით ესეიგი უსერიოზულესი პრობლემებია მაიამიში და ამ ყველაფრის შემოქმედი არის მწვრთნელი მაგიტომაც გაექაჩა ვეიდი დარწმუნებული ვარ მაიამი შემდეგ ეტაპზე რომც გავიდეს რაც საკმაოდ გართულდა და საერთოდ ფინალშიც რომ გავიდნენ მერე უკვე შეხვდება ან უძლიერესი სან ანტონიო თავისი გენიალური მწვრთნელით ან კიდევ ოკლაჰომა ესეც მეორე უძლიერესი და შეიძლება ითქვას უნაკლო გუნდი ისედაც მაიამის უამრავი მინუსი აქვს იგივე სათადარიგო მოთამაშეები თუნდაც მწვრთნელი ამას კიდევ მიუმატოთ მწვრთნელთან მოთამაშეების კონფლიქტი და მორჩა მე პირადად მაიამი ძალიან მომწონს როგორც ვთქვი ერთი თამაშიც კი არ გამომიტოვებია წელს მაგრამ ჩემი აზრით ასეთი არეული გუნდი ვერ გახდება ჩემპიონი და არც უნდა გახდეს
  11. ვუყურე სან ანტონიო კლიპერსის სერიის პირველ თამაშს ძალიან კარგი და სასიამოვნო თამაში იყო ანუ მოსაწყენი იგრა არ იყო ამ თამაშში გამოჩნდა სან ანტონიოს გამოცდილება რაც გაცილებით მეტი აქვს ვიდრე კლიპერსს დარწმუნებული ვარ ამ სერიაში რაც არ უნდა მოხდეს ეს სერია გამოადგება კლიპერსს ეს გუნდი არის ახალი შექმნილი ახალგაზრდა უნიჭიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული რომლებსაც შეუძლიათ დროთა განმავლობაში სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ მაგრამ დღეს დღეისობით სან ანტონიო არის ასე ვთქვათ მასწავლებელი რაც ცუდი ნამდვილად არ არის კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ეს თამაშიც პირველი თამაშივით ძალიან დაძაბული იყო ამჯერად ფილადელფიამ მოიგო და გაათანაბრა სერია რაც ძალიან კარგია ინტერესის მხრივ თან ეხლა უკვე მოედნის უპირატესობა ფილადელფიას აქვს კიდევ მაიამი ინდიანას სერიის მეორე თამაშს ვუყურე აი აქ გამოჩნდა ლებრონის ფსიქოლოგიური პრობლემები რაც წინა პოსტში დავწერე ბოშის ტრამვაზე და ლებრონის ნაკლის კავშირზე ზუსტად დაემთხვა ესეიგი ბოლო წუთებში ქულა ქულაში მიდიოდა თამაში და ყველაფერი გააკეთა საქმის გარდა უაზრო პასები დაარიგა მერე ისევ მას მისცეს და მერე ისევ მოიშორა ბურთი და გადააწოდა ვეიდს ამ უკანასკნელმა კიდევ ვერ ჩააგდო არა და წესით ვის უნდა ესროლა თქვენ თვითონაც იცით აქ სერია გათანაბრდა და მე იმედი მაქვს შემდეგ თამაშში აღარ დაუშვებს ასეთ შეცდომებს კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის მესამე თამაშიც ვნახე ჯმჯ ზე ეს ძალიან უინტერესო თამაში იყო ბოსტონმა დაახია ბურთი თავზე ფილადელფიას ხო და რაც მთავარია მოედნის უპირატესობაც აღიდგინა ამის გარდა ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვეს კიდევ ლეიკერსი ოკლაჰომას სერიის მეორე თამაშს ვუყურე ეს ძალიან საინტერესო თამაში იყო ყველაზე მეტად ეს თამაში მომეწონა რაც მთავარია კიდევ ერთხელ დავინახე ლეიკერსის მწვრთნელის უძლურება მისი გუნდი ოკლაჰომას ორი წუთით ადრე უგებდა საკმაოდ დიდი სხვაობით რაც აბსოლიტურად საკმარისია მოსაგებად უბრალოდ დრო უნდა გაეყვანათ როგორც ლეიკერსის ახალ მწვრთნელს ჩვევია გამოსავალი არის ბრაიანტი რა თქმა უნდა სულ ბრაიანტს აწვდიდნენ ბურთს ნუ მართალია შეიძლება ითქვას სწორედ მან წააგო ეს თამაში საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვა მაგრამ თუნდაც ეს შეცდომები რომ არ დაეშვა როგორ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული მთელი გუნდი როცა გუნდში საკმაოდ კი არა და უძლიერესი მოთამაშეები გყავს მოკლედ ეს თამაში წააგო ლეიკერსის მწვრთნელმა ჩემი აზრით მიუხედავად ბრაიანტის შეცდომებისა ისე დიურანტმა ითამაშა ბოლო წუთებში ძალიან მაგრად სწორედ მან ჩაუჭრა ბრაიანტს ბურთი და შეამცირა ანგარიში და ბოლო გადამწყვეტი ბურთიც სწორედ დიურანტმა ჩააგდო
  12. ვუყურე მაიამი ინდიანას სერიის პირველ თამაშს ძალიან კარგი თამაში იყო და საკმაოდ დაძაბულიც მომეწონა ინდიანა მართლა კარგი გუნდია და კარგი წინააღმდეგობაც გაუწიეს მაგრამ ბოლომდე ვეღარ გაქაჩეს და მაიამიმ მოუმთავრა თამაში ეხლა კიდევ დაიძაბება ამ სერიაში სიტუაცია იმიტომ რომ ბოში გამოაკლდა გუნდს ერთის მხრივ კარგია ლებრონისთვის იმიტომ რომ გადამწყვეტ მომენტებში და თამაშებში თავის თავზე ვერ იღებს და ეხლა აქვს შანსი რომ გამოასწოროს ეს ნაკლი კიდევ ოკლაჰომა ლეიკერსის სერიის პირველ შეხვედრასაც ჯმჯ ზე ნუ ესეთი თამაშები ძალიან იშვიათია ესეიგი ოკლაჰომას მოთამაშეები დიურანტი ვესბრუკი ჰარდენი იბაკა და სხვები ელემენტარულად ბურთს არ აცილებდნენ მე ესეთი რამე არ მინახავს ესე დარწმუნებული ვარ რომ შემდეგ თამაშში აღარ კი არა ვეღარ იქნება რაც შეეხება ლეიკერსის მოთამაშეებს ესენი კიდე პირიქით ვერაფერს ვერ აგდებდნენ ჩემი აზრით შოკში იყვნენ და იმიტომ იმედია შემდეგ თამაშში გამოასწორებენ ყველაფერს კიდევ ბოსტონი ფილადელფიას სერიის პირველ თამაშსაც ვუყურე ეს ძალიან საინტერესო თამაში იყო რონდომ მერვე სამმაგი დუბლი გააკეთა კიდევ გარნეტმა ითამაშა ძალიან მაგრად სხვა რა შეიძლება ითქვას ძალიან საინტერესო თამაში იყო იმედია ასეთივე იქნება შემდეგი თამაშიც ხვალ ჯმჯ ზე აჩვენებენ სან ანტონიო კლიპერსის სერიის პირველ თამაშს გირჩევთ უყუროთ ჩემი აზრით საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს
  13. ვუყურე ლეიკერსი დენვერის სერიის ბოლო მეშვიდე თამაშს ძალიან საინტერესო თამაში იყო სულ ქულა ქულაში მიდიოდა თამაში ბრაიანტი საკმაოდ კარგად ამოკეტეს მაგრამ გაზოლმა ითამაშა ფანტასტიურად ბაინუმმაც ნორმალურად ითამაშა და ბლეიკმაც სერიოზული როლი ითამაშა გამარჯვებაში თუმცა მიუხედავად იმისა რომ ბრაიანტი კარგად ყავდათ ამოკეტილი გარდამტეხი ბურთი მაინც მან ჩააგდო სხვა რა შეიძლება ითქვას ნი როგორც ვთქვი ბლეიკმა ითამაშა ძალიან კარგად ხო ეს დაქლიავებული მეტა ვორლდ ფისი იგივე რონ არტესტი დაემატა გუნდს ამანაც ძალიან კარგად ითამაშა რასაც არ მოველოდი მაგრამ მართლა კარგად ითამაშა ყოველ შემთხვევაში დენვერის კალათბურთელებმაც არ ითამაშეს ცუდად აქედან გამომდინარე უშანსოდ ნამდვილად არ იყვნენ იგივე გალინარიმ ითამაშა კარგად ლავსონმა მაკგიმ მაგრამ ლეიკერსის დღე იყო ხო სულ დამავიწყდა დამეწერა წლის საუკეთესო მეექვსე კაცი გახდა ჯეიმს ჰარდენი რომელიც მართლა ფანტასტიური მოთამაშეა და ბევრ ძირითად მოთამაშეს შეშურდება მისი აგერ კულმინაციაც მვპ გახდა ლებრონ ჯეიმსი და დამსახურებულადაც კი შეიძლებოდა კევინ დიურანტისთვის მიცემა მაგრამ ეს ადამიანი არის უნივერსალი გამთამაშებლიდან დაწყებული ცენტრით დამთავრებული ყველაფერი შეუძლია გააკეთოს და სწორედ ამიტომაც გახდა მვპ ლებრონი და არა დიურანტი ნუ იქ კიდევ შეიძლება პოლის განხილვა მაგრამ ვინც გახდა ზემოთ დავწერე უკვე
  14. ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეხუთე თამაშს აქ უკვე ღეღარ გაქაჩა ნიუ იორკმა რაც მოსალოდნელი იყო კიდევაც ხო და დაამთავრა კიდევაც მაიამიმ ეს სერია აქედან გამომდინარე გავიდნენ შემდეგ ეტაპზე მეც ვუყურე კლიპერსი მემფისის სერიის მეხუთე თამაშს ჯმჯ ზე ამ სერიაში ყველაზე უინტერესო თამაში იყო დანარჩენი შენც გიწერია და აღარ დავწერ რა მოხდა და როგორ მოხდა მაგრამ ერთის მხრივ უფრო საინტერესო ხდება ეს სერია კიდევ ამავე სერიის მეექვსე თამაშს ვუყურე ჯმჯ ზე აქ უკვე გაცილებით დაძაბული ბრძოლა იყო ვიდრე წინა თამაშში რაც მთავარია დიდი შანსი ქონდა მოეგო კლიპერსს ეს თამაში და დაემთავრებინა კიდევაც სერია მაგრამ მემფისმა ფანტასტიურად ითამაშა და მოუგეს კიდევ ერთხელ ეხლა უკვე გათანაბრდა სერია და ბოლო მეშვიდე თამაშში გაირკვევა სერიაში გამარჯვებულის ბედი კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეხუთე თამაშს ვუყურე ეს თამაში ჯმჯ ზე უნდა ეჩვენებინათ მაგრამ რატომღაც ვერ აჩვენეს ალბათ რამე ტექნიკური ხარვეზი იყო ამ თამაშში დენვერფმა რასაც ქვია ფანტასტიურად ითამაშა აბსოლიტურად ყველა მოთამაშე ბრწყინავდა მაგრამ ტაი ლავსონმა საერთოდ დაგლიჯა უდაოდ საუკეთესო იყო რა თქმა უნდა დანილო გალინარიმაც კარგად ითამაშა და სხვებმაც რაც შეეხება ლეიკერსს ეს ცოტა რთული თემაა ჯერ მარტო იმიტომ რომ მწვრთნელი არ ვარგა აქამდე რომ მიიყვანა საქმე მაგრამ მოთამაშეებში რაღაც მუხტი და ჟინი არ შეიმჩნევა რაც დამღუპველია მარტო ბრაიანტმა ითამაშა მაგრად სხვებმა კიდევ უაღრესად ცუდი შეხვედრა ჩაატარეს გინდა ბაინუმი ავიღოთ საშინლად ითამაშა არა და ამ სერიის დასაწყისში ბრწყინავდა ეხლა ვიწერ ამავე სერიის ბოლო გადამწყვეთ მეშვიდე თამაშს ძალიან საინტერესო თამაში იქნება ორივე გუნდი დადებს გულს და სულს დარწმუნებული ვარ
  15. ვა როგორ გადაკეთებულა ფორუმი მომწონს კარგია უბრალოდ ცოტა მიჩვევა უნდა თვალის ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეოთხე თამაშს ეს ყველაზე საინტერესო და დაძაბული თამაში იყო ამ სერიაში ბრძოლა თანაბარი იყო აბსოლიტურად ორივე გუნდის მოთამაშეებმა კარგად ითამაშეს განსაკუთრებით ლებრონმა ვეიდმა და ბოშმა მაიამიდან აი ნიუ იორკიდან ბიბიმ ითამაშა საკაიფოდ ასევე სტადემაიორმა ჩენდლერმა შედარებით სუსტად ხო სამწუხაროდ ბარონ დეივისმა მიიღო რაღაც სასტიკი ტრამვა გული შემიწუხდა რომ ვნახე სავარაუდოდ ძალიან დიდი ხანი ვეღარ შეძლებს თამაშს იმისთანა ტრამვა მიიღო ალბათ რაც მთავარია კარმელო ენტონი აი ამ ადამიანმა ყველას აჯობა აბსოლიტურად შეიძლება ითქვას მარტო მოიგო თამაში კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეოთხე თამაშსაც ვუყურე ესეც კარგი თამაში იყო რა თქმა უნდა ბრაიანტი თავის სტიქიაში იყო კიდევ გაზოლმაც საკაიფოდ ითამაშა ბაინუმსაც არა უშავდა ხო და კიდევ ბლეიკმა ითამაშა ძალიან კარგად გადამწყვეტი ბურთები მან ჩაყარა კიდევ ამავე სერიის მეხუთე თამაშაც ვუყურე ჯმჯ ზე მეც ამ თამაშზე აღარ დავწერ იმიტომ რომ უკვე წერია ხვალ ჯმჯ ზე კლიპერსი მემფისის სერიის მეხუთე თამაშს აჩვენებენ ეს სერია ერთ ერთი საუკეთესოა და რა თქმა უნდა არ უნდა გამოტოვოთ
  16. ხო კარგია თუ არ დაამატებენ თორე თითქმის გამორიცხული იქნება დამატების შემთხვევაში დიდი შლემის აღება ჯერ ისედაც თითქმის შეუძლებელია და კიდევ ერთის დამატებით ხო საერთოდ ვუყურე ჯმჯ ზე კლიპერსი მემფისის შეხვედრას ეს იყო ძალიან მაგარი თამაში და გირჩევთ უყუროთ ამ პლეიოფებში ერთ ერთი საუკეთესო თამაში იყო თუ საუკეთესო არა ჯერ იყო და ბლეიკ გირიფინი ვერ გააჩერეს მთელი თამაშის მანძლიზე მაგრამ აი კრის პოლმა რაც ქნა ეს იყო საოცრება ნამდვილად ადამიანი არა რეალურ კალათბურთს თამაშობს ეს არა ადამიანი თამაშობს იმ დონეზე როგორზეც თამაშობენ ბრაიანტი ლებრონი ვეიდი დიურანტი კარმელო როუზი პარკერი და ასე შემდეგ ამას წინად იყო გამოკითხვა ნბა ს საიტზე რომელი უფრო მაგარი კალათბურთელიაო როუზიო თუ პოლიო ხო და გაცილებით მეტი ხმა ქონდა როუზს რაც არის აბსურდი რეალურად პოლი არანაერად არ ჩამოუვარდება არავის საერთოდ მე მაგ გამოკითხვაში ხმა მივეცი პოლს არა იმიტომ რომ როუზს უფრო მეტი ხმა ქონდა არამედ იმიტომ რომ მე პოლი მირჩევნია ამის მიზეზი არა ერთია და უამრავი ფანტასტიური შეხვედრა რომელიც მან მარტოდ მარტო მოიგო მე შემიძლია დავწერო რითი ჯობია პოლი როუზს ან კიდევ პირიქით უბრალოდ მე იმას უფრო ვაფასებ პოლში რითიც ის ჯობია როუზს ეხლა რაც შეეხება თამაშს მთელი თამაში იყო დაძაბული უამრავი ეგრედ წოდებული გაქცევებით და დაბრუნებებით ეს თამაშს გაცილებით საინტერესოს ხდიდა და ბოლო წუთებამდე დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა ბოლო შეტევა ქონდა კრის პოლს და მან გააფუჭა არა და შეეძლო თამაში დაემთავრებინა ძირითად დროში მაგრამ მერე კრის პოლმა რაც გააკეთა ამის დაწერას აზრი არ აქვს ეს უბრალოდ უნდა ნახოთ მე ძალიან ვნანობ ამ სერიას თავიდან ბოლომდე რომ არ უყურებ მაგრამ არაუშავს წინა თამაშებს ანუ პირველ და მეორე თამაშს გადმოვიწერ და აუცილებლად ვნახავ მარტო პირველი და მეორე თამაში არ მაქვს ნანახი და მესამე და მეოთხე ჯმჯ ზე აჩვენეს
  17. აუ კაროჩე იმდენს თამაშებს ვუყურებ რომ ვეღარაფერს ვასწრებ აქ შემოსვლასაც კი დღეში მინიმუმ ორ თამაშს ვნახულობ ეგ სულ ცოტა ამა პლიუს გადმოწერები თან ეხლა ჩოგბურთში მადრიდის ტურნირი მიდის და ეხლა საეთოდ გავიჭედები დროში ხო ისე ჩოგბურთს რაც შეეხება და მაგ ტურნირს დიდი შლემის ტურნირს უნდათ რომ მიუმატონ ჩემი აზრით მაგარი უაზრობა იქნება ეხლა რაც შეეხება კალათბურთს მეც ვუყურე მაგ ფილადელფიას შეხვედრას მართლა საინტერესო თამაში იყო დანარჩენი შენც დაწერე რაც მოხდა მაგ თამაშში კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე აქ მოულოდნელად წააგო ლეიკერსმა დენვერთან ხო ბრაიანტს რაც შეეხება კარგად ვერ ითამაშა და ვერც მისმა თანაგუნდელებმა აი ტაი ლავსონმა კი ნამდვილად კარგად ითამაშა და მისმა თნაგუნდელებმაც აუბეს მხარი და ამის ხარჯზე შეძლეს და მოუგეს კიდევაც კიდევ ოკლაჰომა დალასის სერიის მეოთხე შეხვედრას ვუყურე ეს ძალიან კარგი თამაში იყო მოთამაშეებს რაც შეეხება ნავიცკიმ დაგლიჯა რასაც ქვია უძლიერესად ითამაშა და გამახსენა კიდევაც წინა წლის ნავიცკი კიდევ კიდმაც მაგრად ითამაშა და თითქმის მთელმა დალასმა თუმცა ოკლაჰომამ კიდევ უფრო კარგად ითამაშა აქ ვესტბრუკმა ითამაშა მაგრად რა თქმა უნდა დიურანტმაც ასევე იბაკამ მაგრამ საუკეთესო უდაოდ ჰარდენი იყო ჩემი აზრით ამ თამაშის საუკეთესო მოთამაშე იყო ჰარდენი და მართლაც რომ შეუდარებელი იყო ამ თამაშში ჩემი აზრით ორივე გუნდმა აჩვენა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და საბოლოოდ ოკლაჰომამ დაამარცხა დალასი ამ სერიაში ეხლა ჯმჯ ზე დავიწყებ კლიპერსი მემფისის სერიის მეოთხე თამაშის ყურებას ჯმჯ ზე ძალიან საინტერესო თამაში უნდა იყოს წინა თამაში ფანტასტიური სანახავი იყო იმედია ესეც მაგარი იქნება მერე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეოთხე თამაშის გადმოწერას დავიწყებ აქ ამ სერიას რაც შეეხება ფაქტიურად გარკვეულია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა და დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ თამშს მერე კიდევ ლეიკერსი დენვერის სერიის მეოთხე თამაშის ჩაწერას დავიწყებ აქაც შეიძლება იგივე ითქვას მართალია კი მოუგო დენვერმა ერთი თამაში ლეიკერსს მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ შემდეგ ეტაპზე ლეიკერსი გავა
  18. დამავიწყდა დამეწერა ეხლა 9 საათზე პირდაპირში იქნება ჩიკაგო ფილადელფიას სერიის მეოთხე თამაში ძალიან საინტერესო თამაში იქნება დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით ჩიკაგოსთვის რადგან თუ წააგო მერე ძალიან შემცირდება შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები მე აუცილებლად ვუყურებ ამ თამაშს და გირჩევთ რომ თქვენც უყუროთ ალბათ მარტო მე და ჟორჟი ვუყურებთ კალათბურთს მაგრამ მაინც
  19. ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მესამე შეხვედრას ვინ თუ არა ლებრონი და ვეიდი ეს ორი კალათბურთელი ბრწყინავდნენ ამ თამაშში ხო ბოშიც მომეწონა და რაც მთავარია შვილი გაუჩნდა ბოშს ჯექსონი დაარქვა რაც შეეხება კარმელო ენტონის მანაც კარგად ითამაშა ასევე წლის საუკეთესო მცველმაც კარგად ითამაშა ტაისონ ჩენდლერმა ანუ აი სტადემაიორს ტრამვა ქონდა და ვერ ეხმარებოდა თავის გუნდს ძალიან საჭირო თამაშში ხო და კაკრაზ გაასხეს კიდევაც რაც იმას ნიშნავს რომ არა ოფიციალურად დამთავრებულია ეს სერია დღეს ვუყურე ჯმჯ ზე კლიპერსის და გრიზლის სერიის მესამე შეხვედრას ძალიან მაგარი თამაში იყო და აქქვე დავამატებ რომ ამ პარაშიც უცნობია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა იმიტომ რომ ორივე ერთი დონის გუნდები არიან ხო კრის პოლმა დაგლიჯა რასაც ქვია შეიძლება ითქვას მარტომ მოიგო ეს თამაში რა თქმა უნდა ბლეიკ გრიფინმაც კარგად ითამაშა და რეჯი ევანსმა ძალიან საჭირო დროს მოხსნა არა ერთხელ მეტოქის ფარზე ბურთები კიდევ რუდი გეი მომეწონა ძალიან მაგრამ ბოლო მომენტში შეეძლო რომ მოეგო თამაში მაგრამ არ გამოუვიდა ხდება ხოლმე ეხლა დავიწყებ ლეიკერსი დენვერის სერიის მესამე თამაშის ყურებას მერე უკვე ოკლაჰომა დალასის სერიის მეოთხე შეხვედრასაც გადმოვწერ
  20. ხო პლეი ოფში ისეთი საინტერესო არაფერი არ არის პირველ წრეს ვგულისხმობ ყველაფერი ისე მიდის როგორც მოსალოდნელი იყო ერთადერთი ჩიკაგო ფილადელფიას სერიაში თუ გავიდა ფილადელფია ეს იქნება სენსაცია რეალურად სენსაცია არ იქნება იმიტომ რომ ჩიკაგოს როუზი დაემტვრა და აქედან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია თან 2 ით 1 ი მიყავს ფილადელფიას სერია და ეს უკვე არასასიამოვნო რამეა ისე ჩიკაგო წელს ერთ ერთი კანდიდატი იყო ჩემპიონობის მაგრამ ეხლა უკვე შეიძლება კონფერენციის ნახევარ ფინალშიც კი ვერ გავიდნენ სხვათა შორის საკმაოდ რეალური შანსია ატლანტა ვიხილოთ ნახევარ ფინალში თუ მოახერხეს ბოსტონის დამარცხება რაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნება მერე შეხვდებიან ან ფილადელფიას ან კიდევ ჩიკაგოს მაგრამ როგორ ჩიკაგოს ისე სამწუხაროდ ბოსტონს მიყავს სერია 2 ით 1 ი მაგრამ ეგ არაფერი თუ მოინდომებენ შეიძლება ერთგვარი სენსაციაც მოხდეს რაც ზემოთ დავწერე
  21. წლის აღმოჩენის ტიტული რაიან ანდერსონს მიანიჭეს არადა ჯერემი ლინს მეგონა რომ გადასცემდნენ ისე საერთო ჯამში რაიან ანდერსონი უფრო კარგი მოთამაშეა ვიდრე ჯერემი ლინი ანუ ერთ ჯერადი მოთამაშე არ არის ანდერსონი ლინისგან განსხვავებით დღეს ჯმჯ ზე ბოსტონი ატლანტას სერიის მესამე შეხვედრას ვუყურე ესეთი კარგი თამაში მე ჯერ ამ პლეი ოფში არ მინახავს და ყველას ვურჩევ ამ თამაშის ყურებას ამ რონდომ ძალიან მაგრად ითამაშა გარნეტმაც და საერთოდ მთელმა ბოსტონმა არა და ატლანტას მოთამაშეებმაც მაგრად ითამაშეს თან ვიდუში მოთამაშეები ტრამვირებულები ყავდათ და მაინც რავნად ეთამაშნენ მაგრამ ბოლოში უკვე დამატებითი დრო დაინიშნა და იქ უკვე ვეღარ გაქაჩეს ერთი სიტყვით ძალიან კარგი თამაში იყო ეხლა დავიწყებ მაიამი ნიუ იორკის სერიის მესამე თამაშის ყურებას მერე ჩავიწერ ლეიკერსი დენვერის სერიის ასევე მესამე თამაშს უკვე ორი თამაში ვნახე და ბარემ ჩავამთავრებ
  22. ხო ეგ ლეიკერსი დენვერის სერიაში ყველაფერი გადაწყვეტილია ჩემი აზრით რაც შეეხება ოკლაჰომა დალასის სერიას აქ კი უეჭველი გადაწყვეტილია შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა მოკლედ მესამე თამაშს ვუყურე და მეგონა ძალიან საინტერესო იქნებოდა იქიდან გამომდინარე რომ წინა ორი თამაში თანაბრად ითამაშეს გუნდებმა და თან რაც მთავარია ოკლაჰომაში იყო პირველი ორი თამაში მაგრამ მაინც ძნელად მოიგეს ხო და ვიფიქრე დალასში რომ იქნება თამაში თქო აქ შეიძლება მოიგონ კიდევაც თქო ხო და იმისთანა თამაში წავიდა რო გული კინაღამ ამერია კომენტატორები იძახდნენ გვეზარება ამ თამაშის წაყვანაო მაგრამო ეს ჩვენი მოვალეობა არისო ერთი სიტყვით ოკლაჰომამ ბურთი დაახია თავზე დალასს ამ დიურანტმა სასწაული შეხვედრა ჩაატარა ასევე ვესტრბუკმაც მაგრა ითამაშა აი ნავიცკიმ საერთოდ ვერ ითამაშა მაგრად ამოკეტეს და ასევე კიდმაც ბლომად შეცდომები დაუშვა მოკლედ ნბა ს ისტორიაში სამით ნოლიდან არც ერთ გუნდს არ მოუგია სერია აქედან გამომდინარე თუ ეს სენსაცია მოხდა პირველი იქნება ნბა ს ისტორიაში რაც ძნელად წარმოსადგენია ისე მე მაინც გადმოვწერ შემდეგ თამაშს ამ სერიაში მაინც რა იცი რა ხდება იქნება და ჩემ თვალწინ დაიწეროს ისტორია ხო სან ანტონიოს მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი გახდა წლის საუკეთესო მწვრთნელი მეორეჯერ რასაც ნამდვილად იმსახურებდა ამ მოხუცი მოთამაშეებით შეძლო და კონფერენციაში პირველ ადგილზე გაიყვანა გუნდი და დაუფასდა კიდევაც ერთადერთი რეალური კონკურენტი ჩემი აზრით იყო ჩიკაგოს მწვრთნელი ტიმ ტიბოდო მან თავისი გუნდი როუზის გარეშე და ჰამილტონის გარეშე შეძლო და კონფერენციაში პირველ ადგილზე გაიყვანა გუნდი რაც ძალიან რთული იყო
  23. ხო კარგია რომ იწერ ოკლაჰომა დალასს მაგრამ მეორე თამაშს რატომ იწერ ვერ ვხვდები დამიჯერე პირველი თამაში იყო ძალიან მაგარი მეორეც ძალიან მაგარი იყო მაგრამ პირველმა ვაბშე დაგლიჯა მაგ ლეიკერსი დენვერს რაც შეეხება მე პირადად მაიამი ნიუ იორკი მირჩევნია მაგ სერიას ჯერ ერთი იმიტომ რომ მაიამის ბალეშიკი ვარ და მეორე იმიტომ რომ ნიუ იორკში გაცილებით მაღალი დონის მოთამაშეები არიან ვიდრე დენვერში ერთადერთი ლეიკერსი თუ გევასება მაგიტომ უნდა უყურო მაგ სერიას ბრაიანტის გაზოლის და ბაინუმის ხო და რაც მთავარია ჯეკ ნიკოლსონის ხათრით თორე ისე მაგ ორი გუნდის შედარება ცოტა უაზროდ მეჩვენება ისე მე სამივე სერიას ვუყურებ თუ რატომ ვუყურებ ზემოთ ჩამოვწერე ეხლა დავამთავრე დენვერი ლეიკერსის სერიის მეორე თამაშის ყურებას მოკლედ ამ სერიაში კონკრეტულად ამ ორ თამაშში ბრაიანტი აჩენს თავის შესაძლებლობეს რომელიც უზომოდ აქვს მას ეს არა ადამიანურად თამაშობს და რაც მთავარია ჩრდილავს სხვა მოთამაშეებს რომლებიც იდეალურად თამაშობენ განსაკუთრებით კი ბაინუმს რომელმაც წინა შეხვედრაში სამმაგი დუბლი გააკეთა რაც მთავარია ბლოკებით და ამ თამაშში კიდე ბლომად ქულები მოიტანა ასე თუ გააგრძელა ბრაიანტმა თამაში შეიძლება კიდევ ერთი ბეჭედიც წამოიცვას თითზე ყოველ შემთხვევაში ლეიკერსი უძლიერესი გუნდია და ამ სერიის შემყურე ნამდვილად არ გამიკვირდება თუ ჩემპიონები გახდებიან ეხლა მე ცოტა შეილება ვაჭარბებ მაგრამ როცა გუნდში არის ბრაიანტი იქ შეუძლებელი არაფერია
  24. ვა აეგ რა კარგი რამე მასწავლე დიდი შლემის ტურნირები აქამდეც ვიცოდი თან კარგა ხანია მაგრამ აი ამ მასტერსებსში და ატპ ებში ვერ ვერკვეოდი ამის შემდეგ მაგის მეშვეობით გადმოვწერ ტურნირებს და ალბათ როგორც შენ იწერ ისე გადმოვწერ მეც შევეშვები შედარებით დაბალი დონის ტურნირებს მაგ კალათბურთის თამაშებს რაც შეეხება დალასი ოკლაჰომა ჩაიწერე შეეშვი მაგ დენვერი ლეკერსის შეხვედრას ყველაზე საინტერესო სერია არის დალასი ოკლაჰომა თან რაც მთავარია წინა წელს კონფერენციის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს მე ოკლაჰომა დალასის სერიასაც ვუყურებ და ლეიკერსი დენვერის შეხვედრასაც იმიტომ რომ ჯმჯ ზე აჩვენებენ მაგ სერიას და მაგიტომ ნუ კიდევ რა თქმა უნდა მაიამი ნიუ იორკის სერიასაც ვუყურებ და ამასაც ჯმჯ ზე აჩვენებენ მაგ იუტა სან ანტონიოს რაც შეეხება ძალიან უინტერესო სერიაა დამიჯერე ინტერნეტიდან მარტო ოკლაჰომა დალასის სერიას ვიწერ როგორც გითხარი მაიამი ნიუ იორკის სერიას და ლეიკერსი დენვერის სერიას ჯმჯ ი აჩვენებს აქედან გამომდინარე აღარ მიწევს მაიამი ნიუ იორკის სერიის გადმოწერა რა თქმა უნდა რომელიმე შეხვედრას თუ არ აჩვენებენ ამ სერიიდან აუცილებლად გადმოვწერ და დენვერი ლეიკერსს რაც შეეხება ამას ჯმჯ ზე ვუყურებ და თუ გამოტოვეს რომელიმე თამაში ამ სერიიდან არ გადმოვწერ იმიტომ რომ არ არის ისეთი საინტერესო სერია უბრალოდ ჯმჯ ზე რომ აჩვენებენ მაგიტომ მიწევს ამ სერიის ყურება რაც შეეხება სან ანტონიო იუტას შეხვედრას როგორც გითხარი ძალიან უინტერესო სერიაა და მაგის ყურებას არ ვაპირებ ვუყურე მაიამი ნიუ იორკის სერიის მეორე შეხვედრას აქ ისე ცუდად არ უთამაშია ნიუ იორკის მოთამაშეებს როგორც წინა თამაშში მაგრამ მაიამის მოთამაშეებმა მაინც დაჯაბნეს დიდად საინტერესო თამაში არ ყოფილა მაგრამ წინა შეხვედრასთან შედარებით გაცილებით კარგი თამაში იყო იმედია ისევ მოიგებს მაიამი შემდეგ შეხვედრას კიდევ დალასი ოკლაჰომას სერიის მეორე შეხვედრას ვუყურე ეს როგორც ვთქვი საუკეთესო სერიაა და ორივე შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო მართალია პირველი თამაშივით მაგარი არ იყო მაგრამ ბევრად ნაკლებიც არ იყო აქ თითქმის ორივე გუნდი ერთ დონეზე თამაშობენ არა და ყველას ეგონა რომ ადვილად მოუგებდა ოკლაჰომა დალასს მაგრამ ადვილად კი არა ძალიან რთული აღმოჩნდა ორივე თამაში თითქმის ქულა ქულაში მიდიოდა უბრალოდ ოკლაჰომამ ორივე თამაში მოუგო დალასს მაგრამ როცა ასე ქულა ქულაში მიდის თამაში ჩემი აზრით ოდნავი გამართლებაც საჭიროა რაც ამ შემთხვევაში ოკლაჰომას აღმოაჩნდა და არა დალასს იმედია შემდეგი შეხვედრებიც ასეთივე საინტერესო იქნება
  25. მე ეხლახანს დავიწყე აქტიურად ყურება ჩოგბურთის წინა წელს რაც ჯოკოვიჩმა იკისრა ეგრევე გადავწყვიტე რო წელს არ გამემაზა თუნდაც მისი ხათრით ნუ ადრე ფედერერი მევასებოდა მაგრამ ჯოკოვიჩი სასწაულია წელს ისე წარმატებით ვერ ასპარეზობს მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის ხო და რას გეუბნეოდი ახალი დაწყებული მაქვს თქო ყურება და ჯერ ჯერობით მტლად ვერ გავერკვიე ამ ტურნირებში ესეიგი ეხლა რაც ტურნირები იყო მემგონი ყველა მაღალი დონის ტურნირი იყო მე რეებიც ჩამოვთვალე თუ შეგიძლია ამიხსენი როგორ გავარჩიო მაღალი დონის ტურნირი და დაბალი დონის ჩემი აზრით სადაც უმაღლესი დონის მოთამაშეები გამოდიან ეგ არის მაღალი დონის ტურნირი ხო კიდე რაღაც ქულებსაც აქვს მნიშვნელობა კი არა და ალბათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ქულებს აბა რეიტინგი ქულებზე არის დამოკიდებული და მაგიტომ ეგ თამაში ამ პლეი ოფის თამაში ვერ იქნებოდა იმიტომ რომ ეგ გუნდები სხვა გუნდებს ხვდებიან ალბათ ან ამ რეგულარული სეზონის თამაში იყო ან კიდე წინა რომელიმე სეზონში განვლილი თამაში ხო დღეს ვუყურე ოკლაჰომა დალასის შეხვედრას ეს იყო ფანტასტიური თამაში ამ თამაშის არ ყურება არ შეიძლება პირველ წრეში ყველაზე საინტერესო სერია არის ეს გარჩევა თან რაც მთავარია წინა წელს ეს ორი გუნდი ერთმანეთ კონფერენციის ფინალში შევდნენ ეს რა თქმა უნდა კიდევ დამატებით საინტერესოს ხდის სერიას თითქმის მთელი თამაში დალასი იყო წინ ბოლო მაგრამ ძალიან ცოტა სხვაობით ბოლო მომენტში ამოუქაჩა ოკლაჰომამ და ერთი ქულით წინ გავიდნენ მერე ნავიცკიმ ჯარიმა აკიდა და რა თქმა ორივე ჩააგდო მერე უკვე დალასი დაწინაურდა ერთი ქულით და რამოდენიმე წამი იყო დარჩენილი წამოიღო დიურანტმა ბურთი და ჩააგდო კინაღამ ვიხტუნავე სკამზე ისეთი მაგარი იგრა იყო იმენა მაგარი ვისიამოვნე ისე ვესტბრუკმაც კარგად ითამაშა ჰარდენმაც და იბაკამაც ხოშიანად ითამაშა კიდევ ტერიმ ითამაშა კარგად და საერთოდ ორივე გუნდმა კარგად ითამაშა საერთო ჯამში
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.